დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 9692,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
დასახელება
2026 წლის გეგმა
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
9,692.0
03 01
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
7,200.0
03 02
შპს "ANAKLIA-GANMUKHURIS RESORTS"
ფინანსური ხელშეწყობა
800.0
03 03
ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამა
1,472.0
03 04
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
70.0
03 05
პარკების,სკვერების და ბულვარის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის პროგრამა
100.0
03 08
მუნიციპალური ტერიტორიის და მოსახლეობის დაცვის ღონისძიებები მღრღნელებისა და სხვა ცხოველებისგან
50.0
პროგრამის დასახელება
კოდი
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
03 01
7200,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავება“
პროგრამის აღწერა და მიზანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალ ქალაქსა და სოფლის 48 ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო და საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების, სკვერების, გაზონების, შიდა გზების, ტროტუარების, მოსახლეობის ყოველდღიური კონცენტრაციის ადგილების დაგვა - დასუფთავება, ნარჩენების აკრეფა - შეგროვება და დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე, ნარჩენების შეგროვება და გატანა მოსახლეობიდან, კერძოდ: კარდაკარ - შემოვლით ქალაქის 475 ქუჩაზე მცხოვრები 8.8 ათასი კომლიდან და 48 სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 18 ათასი კომლიდან, ასევე კოლექტიური (კონტეინერული) მეთოდით შეგროვებული ნარჩენებისაგან 2551 კონტეინერის დაცლა - დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე და ტრანსპორტირება ნაგავსაყრელში. მყარი ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებადი კომერციული, ინსტიტუციური და ინდუსტრიული 1220 - ზე მეტი ობიექტიდან.
ქაღალდისა და მუყაოს სეპარირებული შეგროვების, დამუშავების და რეალიზაციის 2024 წელს მიღწეული მაჩვენებლის, კერძოდ, წარმოქმნილის 17% - ის გაზრდა 2025 წლისათვის - წარმოქმნილის 30% - მდე, ხოლო 2028 წლისათვის 60% -მდე, 2029 წლისათვის 85 %-მდე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მყარი მუნიციპალური ნარჩენების სრულყოფილი, ეფექტიანი მართვა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილს დამტკიცებული ,, ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის“ , ,, ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის “ და საკრებულოს მიერ 2022 წლის 23 დეკემბერს დამტკიცებული ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2025 – 2029 წწ სამოქმედო გეგმით’’ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში მკვეთრად შემცირდება ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი შედეგები და გაუმჯობესდება ეკოლოგიური გარემო;
შეიქმნება საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემა;
მყარი ნარჩენების შეგროვების, განთავსებისა და სეპარირება - რეციკლირების პროგრამების განხორციელებით, გარემოზე და ადამიანებზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, მუნიციპალიტეტში დაინერგება ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტები და შეიქმნება მოსახლეობისა და ეკოსისტემის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემა;
როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასევე ტურისტების და მუნიციპალიტეტის სტუმრებისათვის დასუფთავებული, სანიტარულად და ჰიგიენურად მიმზიდველი გახდება ქალაქი და სოფლები, ბაღები და სკვერები, ზღვის სანაპირო ზოლი და სხვა ტურისტული ობიექტები;
ნარჩენების გატანის სერვისი მიეწოდება ქალაქის მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების
პროგრამის დასახელება
კოდი
შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ის
ფინანსური ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
03 02
800,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს "ANAKLIA-GANMUKHURIS RESORTS"
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარის ტერიტორიისა და მასზე განთავსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოვლა-პატრონობა, განახლება; კერძოდ: სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, ანაკლია-განმუხურის ბულვარის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის, კაფე-რესტორნის, ამფითეატრის, მინი-ფეხბურთის მოედნის, კალათბურთის მოედნის, ტენისის კორტის, ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნების მოვლა-პატრონობა; ინვესტორებისა და ვიზიტორებისთვის შესაბამისი თანამედროვე გარემო პირობების შექმნა.
პროგრამის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარის ტერიტორიაზე გამწვანების ზოლში არსებული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა, ამ კუთხით წლის განმავლობაში ორჯერ ტარდება ფიტოსანიტარული მონიტორინგი მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ ვეგეტაციის დაწყებისა (ადრე გაზაფხულზე) და ვეგეტაციის დასრულების პერიოდისთვის (გვიან შემოდგომაზე). მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ხდება ხე-მცენარეების გამოკვება სხვადასხვა სასუქ-მინერალებით.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9 - მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
1. მკვეთრად გაუმჯობესებული და განახლებული ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა;
2. როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ტურისტებისა და მუნიციპალიტეტის სტუმრებისათვის დასუფთავებული, განახლებული და მიმზიდველი ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარი;
3. კომპანიაში გაჩენილი დამატებითი საკუთარი შემოსულობები.
პროგრამის დასახელება
კოდი
ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
03 03
1472.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“
პროგრამის აღწერა და მიზანი
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები.
როგორც მდებარეობით, ასევე კლიმატური პირობებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთ საუკეთესო ბაზას წარმოადგენს ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეების ინტროდუქციის, კვლევისა და აკლიმატიზაციისათვის.
პროგრამის მიზანია ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობა; მისი განვითარების ხელშეწყობა; ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ისტორიული მნიშვნელობის ხეივნების აღდგენა/შევსება; ისტორიულ წყაროებში მითითებული კამელიების, ჰორტენზიების და ბზის ხეივნების აღდგენა განვითარება, ოჯალეშისა და ოქროწვიმის ხეივნების მოწყობა; დენდრარიუმის მოწყობა 5 ჰექტარზე.
არსებული ფლორის ახალი კოლექციებით გამდიდრება; მრავალფეროვანი სერვისებისა და პროდუქტების დანერგვა; ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ტურისტებისათვის დასასვენებლად კომფორტული გარემოს შექმნა; სათბურში არსებული და ახალი სახეობების მცენარეთა ჩითილების გამოყვანა და გამრავლება; მცენარეთა სხვლა-ფორმირება და კონსერვაცია; მავნებელ დააავადებებთან და მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება; ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სპორტული, კულტურულ-შემეცნებითი, გასართობი, საგანმანათლებლო და სადღესასწაულო ინფრასტრუქტურის განვითარება; ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის შეძენა; სამეცნიერო ცენტრის შექმნის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ბაზის ფორმირება; ჰერბარიუმის შექმნა; სამეცნიერო ექსპედიციების ორგანიზება.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის (მეტნაკლებად) დაბრუნებული ისტორიული იერსახე და ბოტანიკური ბაღებისათვის-21 საუკუნეში განსაზღვრული დღის წესრიგის შესრულება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისათვის ისტორიული იერსახის დაბრუნება და მისი როგორც, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის თანამედროვე სტანდარტებზე მორგება, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, როგორც რეკრეაციული და ტურისტული ობიექტის განვითარება
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მრავალფეროვანი სერვისებისა და პროდუქტების დანერგვა.
პროგრამის დასახელება
კოდი
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
03 04
70,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა; მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელება; მეცხოველეობის დარგის მდგომარეობის მონიტორინგი; სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისთვის/ მიწოდება; სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონისძიებების განხორციელება და ამ სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; სოფლის-მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველთა ბაზის შექმნა, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, მათი სისტემატიზაცია და ანალიზი; მოსახლეობისთვის აგრარულ საკითხებზე საკონსულტაციო საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა.
პროგრამის მიზანია ასევე, მსხვილფეხა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პოპულარიზაცია ფერმერებში, კერძოდ პროგრამის ფარგლებში მოხდება ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების საფასურის ფაქტიურად სრულად სუბსიდირება, ასევე დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება ექნებათ უფასო კონსულტაციისა და ტრენინგების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. პროგრამა ამავდროულად ითვალისწინებს „დაფნის ბაღის მოწყობა“ -ს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ცოდნის მიღება/ამაღლების და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური შემოსავლების მიღების, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
მოსალოდნელი შედეგი
მხარდაჭერილია სოფლის მეურნეობის განვითარება; შექმნილია სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურა; გაუმჯობესებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური მდგომარეობა; დაინტერესებული პირები ინფორმირებული არიან სოფლის მეურნეობის დარგში საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და გასატარებელ ღონისძიებებზე, რაც იწვევს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლების ზრდას და ქმნის მეტ დოვლათს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
პროგრამის დასახელება
კოდი
პარკების, სკვერების და ბულვარის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
03 05
100,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობისა და ინსპექტირების სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური გარემოსა და ლანდშაფტური იერსახის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალი სკვერებისა და პარკების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკვერებსა და პარკებში ქვაფენილების რეაბილიტაცია, დეკორატიული სანათების შეძენა-მონტაჟი. სკვერების მოწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია სკვერებისა და პარკების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო მოსახლეობის დასვენებისა და გართობისთვის.
პროგრამის დასახელება
კოდი
მუნიციპალური ტერიტორიის და მოსახლეობის დაცვის ღონისძიებები მღრღნელებისა და სხვა ცხოველებისგან
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
03 08
50.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ინსპექტირების სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდება შინაური ცხოველების-ძაღლების სტერილიზაცია და კასტრაცია, ქ. ზუგდიდსა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა, მგლებისა და ტურების ბუნებრივი გარემოდან ამოღების, მღრღნელებისა და ინფექციის გადამტანი სხვა ცხოველებისგან ადამიანების დაცვის პრევენციული ღონისძიებები.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფ