კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 9007,3 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
დასახელება
2026 წლის გეგმა
05 00
კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები
9,007.3
05 01
სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარების ხელშეწყობა
2,664.0
05 01 01
მუნიციპალიტეტის სპორტის
განვითარების ცენტრი
2,214.0
05 01 02
სპორტული და ახალგაზრდული
ღონისძიებების დაფინანსება
150.0
05 01 03
მინი სპორტული მოედნების
მშენებლობა-რეაბილიტაცია
300.0
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
5,383.3
05 02 01
ხელოვნებისა და კულტურის
ხელშეწყობის პროგრამა
2,050.0
05 02 02
კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლთა დაცვის პროგრამა
50.0
05 02 03
საბიბლიოთეკო დარგის განვითარების პროგრამა
1,300.0
05 02 04
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
375,0
05 02 05
ტელერადიომაუწყებლობა და
საგამომცემლო საქმიანობა
65.0
05 02 06
რელიგიის ხელშეწყობის პროგრამა
160,0
05 02 07
სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა
1,363.3
05 02 08
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფინანსური ხელშეწყობა
20.0
05 03
საცხენოსნო კლუბ "ხარებას"
ფინანსური ხელშეწყობა
80.0
05 04
ქართული ფეხბურთის განვითარების
ხელშეწყობის პროგრამა
850.0
05 05
შ.დადიანის სახელობის სახ. დრამატული თეატრი
ხელშეწყობის პროგრამა
30.0
პროგრამის დასახელება
კოდი
სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 01
2664,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება; ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ახალგაზრდობის სულიერი და ფიზიკური ჰარმონიული განვითარება; სპორტული ტრადიციების დაცვა-გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობის შენარჩუნება; სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია.
პროგრამა მოიცავს 3 ქვეპროგრამას: მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება, მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი შედეგი
ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა და წახალისებულია სპორტული მიღწევები
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 01 01
2214,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება.
ცენტრი ახორციელებს ისეთი სპორტული ღონისძიებებისა და აქტივობების დაფინანსებას, როგორიცაა: სასკოლო სპორტული ოლიმპიადები - ოლიმპიადები ტარდება სკოლებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში; მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირის დაფინანსება; გასვლით ტურნირებში მონაწილე სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა; წარმატებული სპორტსმენების წახალისება, რომლებმაც მოიპოვეს საქართველოს, ევროპისა და მსოფლის ჩემპიონის ტიტული ან გავიდნენ საპრიზო ადგილებზე; წარმატებული მწვრთნელების (რომელთა აღსაზრდელებმაც მოიპოვეს მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული) წახალისება; სპორტული სექციებისა და ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
სპორტის განვითარება; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მატერიალური და ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ახალგაზრდობის სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარება სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული და ახალგაზრდული
ღონისძიებების დაფინანსება
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 01 02
150,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
სპორტული და ახალგაზრდულ -შემეცნებითი ღონისძიებების დაფინანსების კუთხით მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია, ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდული პროექტების განხორციელება და დაფინანსება.
პროგრამა მოიცავს: სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას, დაფინანსებასა და ხელშეწყობას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის ეროვნული სახეობების დანერგვა-პოპულარიზაციას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტების განხორციელებას, შშმ პირების ხელშეწყობასა და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში, ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერას, ახალგაზრდულ პროექტებზე მომუშავე ორგანიზაციების პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაფორმალური განათლების მხარდაჭერას, ახალგაზრდული თვითმმართველობების გაძლიერებასა და ახალგაზრდული სივრცეების მოწყობას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას გასართობ-შემეცნებით-სპორტულ აქტივობებში. ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსებას, ქალების ჩართვას სხვადასხვა აქტივობებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობას, მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერას, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების განვითარებას, მათი მოტივაციის ამაღლებას, მოხალისეობრივ საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას, ახალგაზრდების გართობა-დასვენების და კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის შესაძლებლობების გაზრდას.
მოსალოდნელი შედეგი
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ნიჭიერი ინტელექტუალი ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება;
ნიჭიერი სპორტსმენი ახალგაზრდების გამოვლენა;
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
სპეციალური საჭიროების მქონე შშმ ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა;
ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ახალგაზრდებზე მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა;
ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გარემოს დაცვითი ღონისძიებების და პროექტების მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-
რეაბილიტაცია
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 01 03
300.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა სპორტის განვითარებისათვის სპორტული მატერიალური-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, ფიზიკურად ძლიერი და ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობის აღზრდის ხელშეწყობა. ახალი მინი სპორტული მოედნების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
რეაბილიტირებული სპორტული ინფრასტრუქტურა და შექმნილი თანაბარხელმისაწვდომი ფიზიკური გარემო ახალგაზრდებისა და მოზარდი თაობის წვრთნისა და სპორტული მომზადებისათვის
პროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის სფეროს განვითარება
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 02
5383,3
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა და განვითარება; კულტურული თვითმყოფადობის გაღრმავების ხელშეწყობა; ენთოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნება; შემოქმედებითი პროცესების წარმართვა; კულტურული თვითმყოფადობის გაღრმავება; ადამიანის სულიერი, ინტელექტუალური, მორალური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა და ხელშეწყობილია კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ხელოვნებისა და კულტურის ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 02 01
2050,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ა.ა.ი.პ. „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი"-ს სტრუქტურა შედგება: მიხეილ (მაცი) ხორავას სახ. სამხატვრო გალერეას, ადგ. მუზეუმებს და ჩხორიის სამოყვარულო თეატრის და კულტურის განვითარების განყოფილებისგან. წლის განმავლობაში ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, რაც ხელს უწყობა ქართული ფოლკლორის აღორძინებას, ენთოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, განვითარებას და პოპულარიზაციას. ფოლკლორული ჯგუფების ხელშეწყობას, ქართული ხალხური სიმღერების აღდგენას და შენარჩუნებას. ხალხური ცეკვის სასცენო დამუშავების (დადგმის) მხატვრული კანონების დაცვას და მისი წარმომავლობისა კუთხური თავისებურებების (მოძრაობა,ილეთები,შესრულებისმანერა) გათვალისწინებით. ასევე სახელოვნებო ნიჭით დაჯილდოებული პირების გამოვლენას, ღვაწლმოსილი ხელოვანი ადამიანების წარმოჩენას. ლიტერატურულ- თეატრალური წარმოდგენების გამართვას, მუდმივად სხვადასხა მხატვრების ექსპოზიციების და თემატური გამოფენების გახსნას, რაც ხელ უწყობას სახვითი ხელოვნების განვითარებას. ადგილობრივი მუზეუმების შენარჩუნება და განვითარება, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინტერესების გაღვივებას ეროვნული ფასეულობებისადმი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისადმი
მოსალოდნელი შედეგი
საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მოსახლეობის ინტელექტუალურ-შემეცნებითი დონის ამაღლება ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით;
ქართული ხალხური ფოლკლორის ტრადიციების წარმოჩენა, ამ ჟანრის პოტენციური შესაძლებლობების განვითარება და პოპულარიზაცია;
თეატრალური ხელოვნებით საზოგადოების დაინტერესება;
მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების შენარჩუნება, განახლება და შევსება, სამუზეუმო საქმიანობის პოპულარიზაცია; სამხატვრო გალერეის ბაზაზე მხატვართა ნამუშევრების, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების გამოფენების, მწერლებთან და სხვა დარგის ხელოვან ადამიანებთან შემოქმედებითი საღამოების მოწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 02 02
50,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამა ითვალისწინებს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენას, მოვლა - შენახვას და სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოქცევას. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციების გამოცემას, არქეოლოგიური გათხრების და ექსპედიციების მოწყობის ღონისძიებების ორგანიზებას, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საძიებო ექსპედიციების ჩატარებას, კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე ცალკეული ნიმუშების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების საადაპტაციო სამუშაოების შესრულებას, ექსპოზიცია - გამოფენების ორგანიზებას, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსია-ლაშქრობების მოწყობას, მოსწავლე -ახალგაზრდებში სამეცნიერო კვლევითი კონფერენციების ორგანიზებას და პოპულარიზაციას; საველე-არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების გზით არქეოლოგიური კვლევა-ძიების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და აქტუალური პროცესების გაცნობას, ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომ ისტორიისა და არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა შეძლონ გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად აწარმოონ გათხრები, მოიპოვონ არქეოლოგიური მასალები და დაამუშაონ ისინი შესაბამისი წესით, რაც ხელს შეუწყობს არქეოლოგთა მომავალი თაობების ჩამოყალიბებას და ა.შ.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის მიზნით სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებში საპროექტო წინადადებების წარდგენა და თანადაფინანსების მოპოვება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
მოსალოდნელია მრავალი ახალი კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე ობიექტის თუ არტეფაქტების გამოვლენა, მათი პოპულარიზება და სამეცნიერო მიმოქცევაში შეტანა. ტურისტულად საინტერესო ობიექტების და ნიმუშების გამოვლენა და მიმზიდველი გარემოს შექმნა. გაიზრდება კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე ობიექტების დაცვის მექანიზმი. განადგურების პირას მყოფ ძეგლებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია. გამოვლინდება ახალი ობიექტები. გაიზრდება მათი ცნობადობა. ძეგლები ჩაერთვებიან სხვადასხვა ტურისტულ მარშუტებში და ა.შ. მოხდება ძეგლების რევიტალიზება და კომერციალიზაციაძეგლები ჩაერთვებიან სხვადასხვა ტურისტულ მარშუტებში და ა.შ. მოხდება ძეგლების რევიტალიზება და კომერციალიზაცია
პროგრამის დასახელება
კოდი
საბიბლიოთეკო დარგის განვითარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 02 03
1300,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“
პროგრამის აღწერა და მიზანი
ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი შედგება ერთი ცენტრალური ბიბლიოთეკისაგან, სამი საქალაქო და 27 სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალისგან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი იზრუნებს მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილებისთვის მათთვის საჭირო ინფორმაციისა და საბიბლიოთეკო დოკუმენტების მიწოდების კუთხით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); სხვადასხვა პროექტების განხორციელებით აამაღლებს ბიბლიოთეკების როლს საზოგადოების ინფორმირებულობის, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ინტელექტუალური დონის ზრდის საქმეში. ამ მიზნით სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებებს განახორციელებს: შემოქმედებით საღამოებს, შეხვედრებს თანამედროვე ავტორებთან, ჩამოაყალიბებს კლუბებს საზოგადოების, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით, მოეწყობა კინო ჩვენებები, გასვლითი კულტურული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მკითხველების/მომხმარებლების დასვენებას წიგნის გარემოში; ჩატარდება ფოტო გამოფენები, ფესტივალები, როგორც ბიბლიოთეკებში, ასევე ღია სივრცეებში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების წიგნიერების, შემოქმედებითი პოტენციალის ზრდას. ამით ბიბლიოთეკები მოიზიდავენ მკითხველებს და შესაბამისად გაიზრდება მათი რიცხვი. საბიბლიოთეკო სისტემის წიგნადი ფონდის შემადგენლობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება წიგნების შესყიდვა, ცენტრალური ბიბლიოთეკა იმუშავებს მხარეთმცოდნეობითი ციფრული ბიბლიოთეკის ბაზის შექმნაზე, გაგრძელდება ადგილობრივი პერიოდული პრესის ანალიტიკური აღწერა და გამოსაცემად მომზადება თემების მიხედვით; ცენტრალური ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს მეცნიერებს, მკვლევარებს იმუშაონ ადგილზე იონა მეუნარგიას სახელობის მხარეთმცოდნეობით დარბაზში.
მოსალოდნელი შედეგი
ბიბლიოთეკების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
საზოგადოების ინტელექტუალური დონის ამაღლება;
საბიბლიოთეკო წიგნადი ფონდის განახლების გზით მოსახლეობის წიგნით დაინტერესება;
ბიბლიოთეკის მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივება;
ცენტრიდან დაშორებული სოფლების მოსახლეობის საინფორმაციო და წიგნით მომსახურების გაზრდა;
თანამშრომლების საქმიანობის პროდუქტიულობის ზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 02 04
375,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, კულტურის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო კულტურული ღონისძიებების, ადგილობრივი, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება; ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია, მონაწილეთა მასობრიობა, წელიწადის ყველა ღირსშესანიშნავი დღისა და დღესასწაულის აღნიშვნა ღონისძიებებით. თეატრის, კინოს, კლასიკური, საოპერო და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხელოვნების ტრადიციული დარგების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია. ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის მიზნით საზოგადოებაში მოტივაციის ამაღლება. ისტორიულად, რელიგიურად და კულტურულად ჩამოყალიბებული ეროვნული ტრადიციების დაცვა და განმტკიცება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარება და მისთვის მეთოდური დახმარების გაწევა. ადგილობრივ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საიუბილეო თარიღების აღნიშვნა, ხელოვანების საღამოების მოწყობა, შემოსული მცირე პროექტების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
დასვენებისა და გართობის კულტურის ჩამოყალიბება, საზოგადოების მოტივირება და კულტურული ფასეულობების დაცვა-პოპულარიზაცია
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ტელერადიომაუწყებლობა და
საგამომცემლო საქმიანობა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 02 05
65.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება; საგანმანათლებლო, ისტორიული, მემუარული, საცნობარო და სხვა სახის საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა; წიგნების, ბროშურების, საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა; საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის თემატურად მნიშვნელოვანი მასალების გაცნობის ხელმისაწვდომობის გაზრდა; მერიის საქმიანობის, დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და ანონსების განთავსება მთავარ და თემატურ გვერდებზე; ფოტო და ვიდეომასალების, ინფომრაციის გავრცელება სოციალურ ქსელში ამ დანიშნულებით შესაბამისი სააგენტოს მომსახურება; ნორმატიული აქტების გამოქვეყნება საკანონმდებლო მაცნეში; გაზეთ „ახალ ზუგდიდში“ მასალებისა და ინფორმაციების განთავსების მომსახურების შესყიდვა; ვებგვერდის მომსახურების შესყიდვა. მუნიციპალიტეტის ნორმატიული სამართლებრივი აქტების და საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა მიხედვით აღმასრულებელი ორგანოს ანგარიშის გამოქვეყნება; ადგილობრივ ტელე და რადიო ეთერში მუნიციპალიტეტის საინფორმაციო თუ სხვა საჭიროებისათვის საეთერო დროის მომსახურების შესყიდვა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი შედეგი
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე, დაგეგმილ და განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე;
მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან გამოცემათა უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რელიგიის ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 02 06
160,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, კულტურის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
რელიგიის ხელშეწყობის პროგრამა ემსახურება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების ფინანსურ ხელშეწყობას. საქართველოს მთავრობის N177 19.02.2014 წ. დადგენილების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების, მათ შორის რელიგიურ-საკულტო დანიშნულების ნაგებობების რესტავრაციის, რეკონსტრუქციისა და სამშენებლო-ზედამხედველობის მიზნით სსიპ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან შეთანხმებას და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შემდგომი ქმედითი რონისძიებების განხორცილებას.პროგრამის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების განხორციელება. სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საკულტო-სარიტუალო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მშენებლობა. სახალხო -რელიგიური დღესასწაულების მოწყობა და პოპულარიზება.
მოსალოდნელი შედეგი
გაუმჯობესდება საკულტო - სარიტუალო შენობა ნაგებობების მდგომარეობა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. მოწყობილი მრევლისთვის ადაპტირებული გარემო. გაზრდილი ტოლერანტული ურთიერთდამოკიდებულება.
პროგრამის დასახელება
კოდი
სახელოვნებო სკოლები ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 02 07
1363.3
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლების განვითარების ცენტრი
პროგრამის აღწერა და მიზანი
სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა ემსახურება ბავშვებისათვის მუსიკალური ხელოვნების საფუძვლების გაცნობას. მათი ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას, მუსიკალური ხელოვნების სფეროში ინდივიდუალური შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას, მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. პროგრამა, ასევე უზრუნველყოფს მომავალი თაობების ცოდნის გაღრმავებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა-შენარჩუნების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.
პროგრამაში ჩართულია განმახორციელებელი იურიდიული პირის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
1. № 1 სამუსიკო სკოლა (სკოლაში სწავლობს 183 მოსწავლე; სკოლაში დასაქმებულია 21 მასწავლებელი, მათ შორის 13 სრულ განაკვეთზე, ხოლო 8 ნახევარ განაკვეთზე.)
2. N2 სამუსიკო სკოლა (სკოლაში სწავლობს 133 მოსწავლე; სკოლაში დასაქმებულია 15 მასწავლებელი, მათ შორის 10 სრულ განაკვეთზე, ხოლო 5 ნახევარ განაკვეთზე.)
3. საგუნდო-სამუსიკო სკოლა (სკოლაში სწავლობს 168 მოსწავლე; სკოლაში დასაქმებულია 10 მასწავლებელი, მათ შორის 9 სრულ განაკვეთზე, ხოლო 1 ნახევარ განაკვეთზე.)
4. სამხატვრო სკოლა (სკოლაში სწავლობს 111 მოსწავლე; სკოლაში დასაქმებულია 6 მასწავლებელი, მათ შორის 3 სრულ განაკვეთზე, ხოლო 3 ნახევარ განაკვეთზე.).
სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია: მოსწავლეებში შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარება და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამ სფეროში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა; სიმღერის, ფოლკლორის, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრის დარგებში კულტურული ღონისძიებების ჩატარება. მონაწილეობის მიღება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონკურს - ფესტივალებში. ხელოვნების სხვადასხვა დარგების მაღალპროფესიულ დონეზე სწავლება (საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილებები, საგუნდო-სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლა, ქართულ ხალხური სიმღერების შემსწავლელი წრე, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, ფოლკლორული ჯგუფები, კლასიკური და საესტრადო ვოკალი).
ამავე დროს პროგრამა მიზნად ისახავს მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება, აზიაროს ხატვის ხელოვნების საფუძვლებს, გააცნოს და შეაყვაროს კულტურული მემკვიდრეობა და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები.
მოსალოდნელი შედეგი
სკოლის გარეშე სასწავლო პროგრამები გახდება ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის; სასწავლო დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გაუმჯობესდება სასწავლო პროცესი. გაიზრდება სკოლისგარეშე განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეთა რაოდენობა. სკოლისგარეშე განათლება გახდება ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და სოციალურად დაუცველ ოჯახთა შვილებისათვის.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფინანსური ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 02 08
20.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ძეგლთა დაცვის განყოფილება)
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის მხარდჭერას, რომელიც ხელს უწყობს ზუგდიდის, როგორც ისტორიულ - კულტურული ცენტრის პოზიციონირებას. ტურისტული პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობას. დადიანების მუზეუმის მატერიაალურ - ტექნიკური ბაზის განახლებას. შემოქმედებითი ნაშრომების პუბლიკაციას. ზუგდიდის მუზეუმზე საინფორმაციო გზამკვლევი მეგზურისა და მონოგრაფიული გამოცემების მომზადებას.
მოსალოდნელი შედეგი
სსიპ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული სამუზეუმო კომპლექსის ფინანსური ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურულ მუზეუმში დაცული არტეფაქტების საზოგადოების ფართო ფენისთვის გაცნობა. დადიანების სასახლეთა საგანძურის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
პროგრამის დასახელება
კოდი
საცხენოსნო კლუბ "ხარებას" ფინანსური ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 03
80,0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ საცხენოსნო კლუბი „ხარება“
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სპორტული და ტრადიციული ცხენოსნობის პოპულარიზებას, ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ ცხენოსნობის ეროვნული სახეობების (ისინდი, ცხენბურთი, დოღი, მარულა) სპრტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტის ამ სახეობით. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს სპორტული ღონისძიებების (შეჯიბრებები ცხენოსნობის სპორტულ და ეროვნულ სახეობებში) ორგანიზებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
სპორტული ცხენოსნობის პოპულარიზაცია, საცხენოსნო სპორტით ახალგაზრდობის დაინტერესების გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
პროგრამის დასახელება
კოდი
ქართული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 04
850.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ,,ოდიში“-1919
პროგრამის აღწერა და მიზანი
სპორტის დახელოვნების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ახალგაზრდებში სპორტული უნარჩვევებისა და სპორტულ-პატრიოტული სულის ჩამოყალიბების მიზნით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ ანხორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ბავშვთა და მოზარდთა თაობის მაქსიმალური რაოდენობის ჩასაბმელად საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“-ის პროფილის შესაბამისად, მათი მეთოდური აღზრდისა და დაოსტატებისათვის.
საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ -ის მიზანია ფეხბურთის, როგორც მასობრივი სპორტის განვითარება, ოფიციალურ საფეხბურთო მატჩებში და სხვადასხვა რანგის საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამასთანავე ხელშეწყობა ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში. ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიზანია განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი მხარდაჭერა, ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, სპორტსმენთათვის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა, საწვრთნელი ფორმებით უზრუნველყოფა, სამედიცინო დიაგნოსტიკური მომსახურების უზრუნველყოფა. მწვრთნელთა გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“-ის მიზანია სწავლების დონემ და ხარისხმა თანამედროვე სტანდარტებს უპასუხოს და სწორად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელსაც გვთავაზობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ფეხბურთის მშენებლობა საძირკვლიდან, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობიდან დავიწყოთ. ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაში უდიდესი ადგილი უჭირავს ფიზმომზადების როლს, ვარჯიშის სწორად დაგეგმვას. ზედმეტმა დატვირთვამ შესაძლოა მოზარდის შემდგომი განვითარება შეაფერხოს და საბოლოო ჯამში წერტილი დაუსვას მის კარიერას. ამიტომაც საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ ანხორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს მწვრთნელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. საწვრთნელი ვარჯიშების სწორად დაგეგმისათვის მნიშვნელოვანია ბავშვების ფსიქოლოგიის ცოდნა და ინდივიდუალური მიგდომა, აუცილებელია მწვრთნელი იყოს დინამიური, საქმისადმი ერთგული და პოზიტიურად კონსტრუქციული პედაგოგი ანუ პიროვნება, რომელიც ყოველთვის დაეხმარება , მხარს დაუჭერს თავის მოთამაშეებს და იზრუნებს მათზე, გააღრმავებს მათ მოტივაციას, ექნება შთაგონების უნარი. კვალიფიციური მწვრთნელი უნდა ფლობდეს საუბრის ხელოვნებას. იყო კარგი მწვრთელი არ ნიშნავს მხოლოდ გესმოდეს ფეხბურთი, ეს არც მხოლოდ ტალანტების განვითარება და მოგებებია - ეს არის იცნობდე მოზარდის ხასიათს.
ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამაში ჩართულ ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ვაძლევთ სტიმულს და საშუალებას მაქსიმალურად იყვნენ ჩაბმულები სასკოლო განათლებაში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ვარჯიშები იგეგმება სკოლისაგან თავისუფალ დროს.
ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიზანია ახალგაზრდა თაობა დაკავდეს სპორტით, განვითარდეს მათი ტექნიკური, ტაქტიკური და ფიზიკური მიმართულებები. მოტივაციისთვის მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ დაძაბულ შეჯიბრებებში, სადაც მათი მთავარი მიზანი უნდა იყოს მოგება. საფეხბურთო კლუბის მიზანია ასწავლოს სპორტსმენებს დაეყრდნონ წვრთნების შედეგად გამომუშავებულ შესაძლებლობებს და განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითპატივისცემა. ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის გამოსავლენად კლუბი ატარებს ღონისძიებებს, ტურნირებს რაიონის მაშტაბით.
ფეხბურთი არის სპორტი, როდესაც სპორტსმენებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“-ის მიზანია გამოვძებნოთ და შევარჩიოთ ფეხბურთელები სწორი გენით და შემდეგ ხარისხიანი ვარჯიშების საშუალებით განვავითაროთ, რომ ჩამოყალიბდნენ უმაღლესი დონის ფეხბურთელებად. რაც უფრო ბევრ კარგ ფეხბურთელს შევარჩევთ არსებობს მეტი შანსი ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნისა. ფართო ბაზის შექმნა პირველი ნაბიჯია უმაღლესი დონის ფეხბურთელის გასაზრდელად.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ ინფრასტრუქტურის განვითარება, კვალიფიციური კადრები, ნაყოფიერი სამწვრთნელო გარემო, სწავლების აქტიური მეთოდების დანერგვა განაპირობს ბენეფიციართა მნიშვნელოვან ზრდას.
საფეხბურთო კლუბის მიზანია ასწავლოს სპორტსმენებს დაეყრდნონ წვრთნების შედეგად გამომუშავებულ შესაძლებლობებს და განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითპატივისცემა. ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის გამოსავლენად კლუბი ატარებს ღონისძიებებს, ტურნირებს რაიონის მაშტაბით.
ფეხბურთი არის სპორტი, სადაც სპორტსმენებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“-ის მიზანია გამოვძებნოთ და შევარჩიოთ ფეხბურთელები სწორი გენით და შემდეგ ხარისხიანი ვარჯიშების საშუალებით განვავითაროთ, რომ ჩამოყალიბდნენ უმაღლესი დონის ფეხბურთელებად. რაც უფრო ბევრ კარგ ფეხბურთელს შევარჩევთ არსებობს მეტი შანსი ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნისა. ფართო ბაზის შექმნა პირველი ნაბიჯია უმაღლესი დონის ფეხბურთელის გასაზრდელად.
პროგრამის დასახელება
კოდი
სსიპ ქალაქ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 05
30.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სსიპ ,,ქალაქ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის“ პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ფარგლებში საგასტროლე ტურნეებისა და ახალი სპექტაკლების სადადგმო ხარჯების დაფინანსებას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
ქალაქ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ცნობადობის ამაღლება;
საზოგადოების კულტურულ-თეატრალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება;
თეატრის რეპერტუარის პოპულარიზაცი