ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5042,0 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
დასახელება
2026 წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
5,042.0
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
2,145.0
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
445.0
06 01 03
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ
(ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
1,700.0
06 02
სოციალური დაცვა
2,807.0
06 02 01
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
360.0
06 02 02
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა
42.0
06 02 03
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა
80.0
06 02 04
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა
280.0
06 02 05
მარტოხელა მშობლის სოციალური დაცვის პროგრამა
110.0
06 02 06
ხანდაზმულთა, შინმოვლისა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა
35.0
06 02 07
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა
100.0
06 02 08
ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა
160.0
06 02 09
სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა
450.0
06 02 10
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა
40.0
06 02 11
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერისა და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა
330.0
06 02 12
სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსება
30.0
06 02 13
პროგრამა "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში"
40.0
06 02 14
უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა
750.0
06 03
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
90.0
06 03 01
სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების პროგრამა
49.8
06 03 03
ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეების აღნიშვნის პროგრამა
3.0
06 03 04
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა
37.2
პროგრამის დასახელება
კოდი
ჯანმრთელობის დაცვა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 01
2145,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ჯანდაცვის განყოფილება; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში 3 ქვეპროგრამა ხორციელდება, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
უზრუნველყოფილია სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 01 01
445,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც მიმდინარეობს ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტეგრირებული პროგრამა ითვალისწინებს გადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენციას ეპიდზედამხედველობის სისტემით, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის, განხორციელების ხელშეწყობას საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფით, იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შეზღუდვას, პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევას დაავადების დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკური მკურნალობისას, სანიტარული ღონისძიებების დაცვის ზედამხეველობას სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი შედეგი
ინფექციური და არაინფექციური დაავადებების გამოვლენა, მკურნალობაში დროული ჩართვა, ელიმინაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯნმრთელობის დაცვის პროგრამა
2026
წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 03
1700,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება/ თანადაფინანსება :
1. ძვირადღირებული გამოკვლევები:
ა) კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - არაუმეტეს 250.00 (ორას ორმოცდათი) ლარისა, დაფინანსება წელიწადში ერთხელ;
მოსარგებლეები:
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში დარეგისტრირებული პირები (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები), 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სიმსივნით დაავადებულები,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგები/ ტექნიკური პერსონალი, პენსიონერები, ომისა და შრომის ვეტერანები, სტუდენტები.- წელიწადში ერთხელ;
ბ) კორონაროგრაფია - მოწყვლადი ჯგუფებისთვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში დარეგისტრირებული პირები (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სიმსივნით დაავადებულები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები/ტექნიკური პერსონალი, პენსიონერები, ომისა და შრომის ვეტერანები, სტუდენტები - არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი)ლარისა. -წელიწადში ერთხელ;
გ) გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე და მასზე საეჭვო პირებისთვის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის დაფინანსება სრულად, წელიწადში ერთხელ;
დ) PET/კტ კვლევის თანადაფინანსება-მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი) ლარი. დაფინანსება წელიწადში ერთხელ.
2. სტაციონარული სამედიცინო მომსახურება:
ა) ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები;
ბ) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებიდან ოპერაციის ღირებულების ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: ოპერაცია, რომლის თანაგადახდა პაციენტის მხრიდან 500 ლარზე ნაკლებია, არ ფინანსდება (გარდა 0-18 წლამდე შშმ ბავშვებისა, რომლებსაც სარეაბილიტაციო ოპერაციული მკურნალობის თანაგადახდა 500 ლარამდე დაუფინანსდებათ სრულად). 500 (ხუთასი) ლარიდან - 2000 (ორი ათასი) არაუმეტს 50 %-სა, 2000 (ორი ათასი) ლარიდან 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი) ლარი, 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და ზევით -მაქსიმალური ლიმიტი 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი. დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდეგში-კომისია) მიერ.
გ) მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაციის (გარდა ესთეტიკური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამების ფარგლებში - მაქსიმალური ლიმიტი 1 000 (ერთი ათასი) ლარი (კომისიის გადაწყვეტილებით);
დ)ჩატარებული გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება/თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1000 ლარისა (კომისიის გადაწყვეტილებით).
მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, სტუდენტები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები;
3. ძვირადღირებული მედიკამენტების თანადაფინანსება (გარდა ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და ვიტმინები), რომელთა ერთეულის ღირებულება 50 (ორმოცდაათი) ლარი და მეტია - მაქსიმალური ლიმიტი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის - 400 (ოთხასი ) ლარი. დაფინანსება წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები:
ა) სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები);
ბ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები:
გ) შშმ პირები;
დ) ონკოლოგიური ავადმყოფები;
ე) ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება) მქონე პირები;
4 . 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაცია:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ბოლო 1 წლის რეგისტრაცია) აუტიზმის სპექტრის (F84.0; F84.9) დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა 195 ბავშვისთვის. მომსახურების დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 18 საათისა. თვეში დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი - 378 (სამას სამოცდათვრამეტი) ლარი;
ბ) სხვადასხვა სახის ინტელექტუალური შესაძლებლობის შეზღუდვისა ან/და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება/თანადაფინანსება - შშმ და სოციალურად დაუცველი პირებისთვის (სარეიტინგო ქულა 100 001 -ზე ნაკლები) მაქსიმალური ლიმიტი- 500 (ხუთასი) ლარი, ხოლო დანარჩენი სხვა მოსარგებლეებისთვის - 300 (სამასი) ლარი, წელიწადში ერთხელ.
მოსარგებლეები დიაგნოზით:
გ) დაუნის სინდრომი;
დ) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80.0 ; G 80.1; G-80.2 ; G-80.3; G- 80.4; G 80.8 ; G -80.9 );
ე) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81.9; G-82.0 ; G-83.2);
ვ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62.0);
5. 18 წლის და მეტი ასაკის შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირების სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება - მაქსიმალური ლიმიტი - 500 (ხუთასი) ლარი, წელიწადში ერთხელ.
6. იშვიათი დაავადებების (ცელიაკია, ფენილკეტონურია და მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი ნაწლავური გამოვლინებებით) მქონე 0-18 წლამდე და 18 წელს გადაცილებული შშმ პირების სპეციალიზირებული საკვების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა:
ა) ცელიაკია - იმ პირებისთვის რომლებიც არ არიან ჩართული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების სახელმწიფო ქვეპროგრამაში - ყოველთვიურად არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარისა.
ბ) ფენილკეტონურია - იმ პირებისთვის რომლებიც არ არიან ჩართული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების სახელმწიფო ქვეპროგრამაში - ყოველთვიურად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა , ხოლო სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირებისთვის ყოველთვიურად არაუმეტეს - 300 (სამასი ) ლარისა.
გ) 0-18 წლამდე პირებისთვის მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი ნაწლავური გამოვლინებებით) - ყოველთვიურად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
7. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის ქვეპროგრამა:
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენა 25- 70 წლის ასაკის მაღალი რისკის მქონე ქალებისთვის;
ა) სამედიცინო მომსახურება მოიცავს:
ა.ა) ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;
ა.ბ) პათოლოგიის შემთხვევაში, სისხლის თირეოტროპიული ჰორმონის გამოკვლევას;
ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და მორფოლოგიურ კვლევას;
ა.დ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობა ენდოკრინოლოგის მიერ;
ბ) პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო კლინიკური კრიტერიუმები:
ბ.ა) დატვირთული ოჯახური ანამნეზი;
ბ.ბ) იონიზირებულ რადიაციასთან კონტაქტი საბავშვო ასაკში;
ბ.გ) ანამნეზში უკვე არსებული ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადება;
ბ.დ) E00-E07 – ფარისებრი ჯირკვლის ავადმყოფობები;
ბ.ე) E65-E68 -სიმსუქნე და ჭარბი კვების სხვა სახეები;
ბ.ვ) E70- E90 - მეტაბოლური დარღვევები;
ბ.ზ) სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე დარღვევები ან კიბო;
ბ.თ) კისრის ლიმფადენოპათია;
ბ.ი) ორალური კონტრაცეპტივების მოხმარება;
ბ. კ) უნაყოფობა.
8. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიკური მოვლის საშუალებების (ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი) დაფინანსება მაქსიმალური ლიმიტი 200 (ორასი) ლარი წელიწადში ერთხელ;
9. ბინაზე მყოფი პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე (სოციალურად დაუცვლეი, შშმ პირი, მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები) პირების სამედიცინო ერთჯერადი სახარჯი მასალის, მოვლის, დამხმარე საშუალებებისა და სხვა ნივთების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა - ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
10. კოხლეარული იმპლანტის მქონე ან მაღალი ხარისხის (III-IV) სმენადაქვეითებული ნაოპერაციევი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის/პროცესორის ღირებულების თანადაფინანსება თითოეულ ბავშვზე მაქსიმალური ლიმიტი 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი წელიწადში ერთხელ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი - 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი;
11. 0–18 წლამდე კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბავშვებისთვის, იმპლანტის დამხმარე საშუალებების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა - მაქსიმალური ლიმიტი თითო მოსარგებლეზე -არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.;
12. ძვირადღირებული თერაპიის (ქიმიო, სხივური, რადიო, ტარგენტული ან სხვა) საჭიროების მქონე/მიმდინარე წელს ჩატარებული ონკოლოგიური ავადმყოფების ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამა - დაფინანსება 200 (ორასი) ლარით წელიწადში ერთხელ.
13. ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენის ქვეპროგრამა .
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივ და დევნილ) პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და მძიმე დაავადებების პრევენცია/პროფილაქტიკა
სოციალური დაცვა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებისა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებული პირების უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა პროგრამების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარტოხელა მშობლების, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო- სოციალური მხარდაჭერასა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვას. სოციალურად დაუცველი, კანონთან კონფლიქტში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ბავშვების ეკონომიკური და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერას.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით
უზრუნველყოფის პროგრამა
2026
წლის დაფინან სება ათას
ლარში
06 02
2807,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებასა და სოციალური დახმარებების გაწევას: მზრუნველობამოკლებული პირების უფასო კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა პროგრამების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარტოხელა მშობლების, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო- სოციალური მხარდაჭერასა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვას. სოციალურად დაუცველი, კანონთან კონფლიქტში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ბავშვების ეკონომიკურ და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერას.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
გაზრდილია მუნიციპალურ და კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. გამჯობესებულია საზოგადოების ცალკეული კატეგორიის სოციალური პირობები.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით
უზრუნველყოფის პროგრამა
2026
წლის დაფინან სება ათას ლარში
06 02 01
360,0
ქვეპროგრამის განმახორციელებე
ლი სამსახური
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ცხელი სადილით უზრუნველყოფას დღეში ერთხელ. სასადილოს ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები, მარტოხელა, უმუშევარი პენსიონერები, შშმ პირები და სხვა (300 ბენეფიციარი). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სოფელში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიური პირობების მქონე პირები (შშმ პირები, მარტო მცხოვრები მოხუცები და ა.შ) მიიღებენ საკვები პროდუქტებით დახმარებას ერთჯერადად წლის განმავლობაში.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა
მოსალოდნელი შედეგი
კვებით უზრუნველყოფილი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები;
მზრუნველობამოკლებულთა სასადილოში ჩართვის მსურველთა მომლოდინეთა ბაზის შექმნა.
პროგრამის დასახელება
კოდი
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 02
42.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს ომის ვეტერანთა ოჯახების ხელშეწყობას, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს - 200 ლარის ოდენობით ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით. ასევე, ყოველთვიურად 200 ლარიანი დახმარება ა(ა)იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირი“-ს მიერ წარმოდგენილი სიისა ან/და მოქალაქის პირადი განცხადების საფუძველზე; ა(ა)იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირი“-ს ფინანსურ უზრუნველყოფას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 300 ლარის ოდენობით. ყოველწლიურად, 208 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა, თითოეულ ოჯახზე 1000 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მოსალოდნელი შედეგი
ვეტერანებისა და მათი ოჯახების წევრების ფსიქოსო-სოციალური და ფინანსური მხარდაჭერა
პროგრამის დასახელება
კოდი
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერება
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 03
80,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად დახმარებას, დედ–მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას, ქალთა მიმართ ან/და ოჯახის ძალადობის მსხვერპლთა ფინანსურ მხარდაჭერას. ბავშვიანი ოჯახების სოციალური დაცვის ერთჯერადი ფულადი დახმარებები: მრავალშვილიანი ოჯახებისათვის- 18 წლამდე ასაკის 4 ბავშვზე – 200 ლარი; 5 ბავშვზე – 300 ლარი და ა.შ; მიმდინარე წელს პირველი–მეორე შვილის შეძენისას სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ( სარეიტინგო ქულა 65001–ზე ნაკლები) ერთჯერადი ვაუჩერული დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ნებისმიერი კატეგორიისთვის: ტყუპის შეძენისას –1000 ლარი ; დედ–მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით; ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100-800 ლარამდე ოდენობით (შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილებით) სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად; ქალისა და მამაკაცის თანასწორების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას, თემატური ტრენინგების ჩატარებას , საინფორმაციო ბიულეტენების მომზადებას და მოსახლეობისათვის მიწოდებას ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის სერვისიზ ხელშეწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი შედეგი
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
მრავალშვილიანი ოჯახების, ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, მარტოხელა მშობლების, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო- სოციალური მხარდაჭერა; ქალისა და მამაკაცის თანასწორების დაცვა;
ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა გაუმჯობესებული სოციალურ-მორალური მდგომარეობა და გარემოსთან რეინტეგრაცია.
პროგრამის დასახელება
კოდი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 04
280.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფინანსურ მხარდაჭერას. 18 წლამდე ასაკის შშმ და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, გარდა მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი უწყვეტ პროგრამაში ჩართული ბავშვებისა. სმენა და მხედველობადაქვეითებული, მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე შშმ პირებს კომუნალური ხარჯების თანადაფინანსების მიზნით გაეწევათ ფულადი დახმარება 25-25 ლარის ოდენობით 4 თვის განმავლობაში. შშმ პირებს (მწოლიარე), სოციალურად დაუცველ ოჯახებს (სარეიტინგო ქულა 35001-ზე ნაკლები), რომლებსაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე პირები, ისარგებლებენ მომვლელის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით 200 (ორასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად. თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი ითვალისწინებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობას.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მოსალოდნელი შედეგი
შეზღუდული შესაძლებლობის და განსაკუთრებული მოვლის საჭიროების მქონე პირთა სოციალური, ეკონომიური და მორალური მხარდაჭერა, გარემოსთან ადაპტირების შესაძლებლობის გაუმჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
მარტოხელა მშობლის სოციალური დაცვის პროგრამა
2026
წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 05
110,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მარტოხელა მშობელთა და მარჩენალდაკარგული ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას: მარჩენალდაკარგულ ოჯახს, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე შვილი ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით ეძლევა 200 ლარი წელიწადში. მარტოხელა მშობელს- 100 ლარი ყოველთვიურად.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი შედეგი
მარჩენალდაკარგულთა ოჯახების ფინანსური მხარადჭერა
პროგრამის დასახელება
კოდი
ხანდაზმულთა, შინმოვლისა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 06
35,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ პირთა ერთჯერად 1000-ლარიან დახმარებას, მარტოხელა და მარტო მცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლას, სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ადგილობრივ გარდაცვლილ ბენეფიციართა ოჯახისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის ფარგლებში მოქმედებს, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულთა შინ მოვლის სერვისი: სპეციალურად ადაპტირებული მიკროავტობუსის საშუალებით ექიმით, მომვლელი ქალითა და მძღოლით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი ადგილზე ახორციელებს ვიზიტებს და საჭიროების მიხედვით უწევს ხანდაზმულებს სხვადასხვა სოციალურ მომსახურებას.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მოსალოდნელი შედეგი
ხანდაზმულთა და მარტოხელა მოხუცების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 07
100.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
სადღესასწაულო დღეებში საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, დედ-მამით ობოლ ბავშვების, მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანი ოჯახების, 100 წელს გადაცილებული პირების, მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებისთვის, ასევე, განსაკუთრებით შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა (შობა– ახალი წელი და აღდგომა) საკვები პროდუქტებით. შშმ პირთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა ( 14 ივნისი, 3 დეკემბერი, 1 ოქტომბერი).
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მოსალოდნელი შედეგი
სადღესასწაულო დღეებში ბენეფიციარებისათვის საზეიმო განწყობის შექმნა, მათი ფინანსური და მორალური მხარდაჭერა.
პროგრამის დასახელება
კოდი
ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 08
160.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება, თითოეულს თვეში 100 -150 (ასი -ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით; სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით; სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება..
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლეების ფსიქოსოციალური მხარადჭერა
პროგრამის დასახელება
კოდი
სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 09
450.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. უსახლკაროდ დარჩენილთა ბინის ქირით უზრუნველყოფა. ხანძრის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება (5000 ლარამდე) საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით, ხანძრის შედეგად, საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სამზარეულო სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ხანძრის შედეგად სამზარეულო სახლის ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში, დაფინანსების ლიმიტს განსაზღვრავს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფართობის მიხედვით. დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება (3000 ლარამდე). მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე-500 ლარი ერთჯერადად დაზარალების 1- ლი კატეგორიის ხარისხის შემთხვევაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, (რეგისტრაცია უნდა ფიქსირდებოდეს არანაკლებ ერთი წლისა) უსახლკაროდ დარჩენილი, ყველაზე მძიმე ეკონომიურ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების (65001-მდე სარეიტინგო ქულა), ძალადობის მსხვერპლთა, სახლდამწვართა, მეწყერის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა, ზრუნვის სისტემიდან გასული პირებისა და ყოფილი პატიმრების დახმარება ბინის ქირის საფასურის გადახდის მიზნით, ფინანსური მხარდაჭერა თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მოსალოდნელი შედეგი
სხვადასხვა გარემოებებით უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ფინანსური და მორალური თანადგომა.
პროგრამის დასახელება
კოდი
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 10
40,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა მშობელი, მარტოხელა ხანდაზმულები; შშმ პირი; სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 30 001-65001მდე), ონკოლოგიური/ მძიმე დაავადების მქონე პირები და ა.შ.) დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
მოქალაქე ვერ ისარგებლებს აღნიშნული ქვეპროგრამით თუ:
1. მოქალაქეები, რომელთა დახმარება მიღებული აქვთ სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამით.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მოსალოდნელი შედეგი
განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილი მოსახლეობის ფსიქოსოციალური მხარადჭერა
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერისა და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 11
330,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი, განსაკუთრებით შეჭირვებულ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების თანადაფინანსებას, ბუნებრივი აირის შეყვანას და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (სარეიტინგო ქულა 35001-ზე მდე) პროგრამა ითვალისწინებს კომუნალური ხარჯების თანადაფინანსებას 25-25 ლარის ოდენობით ოთხი თვის განმავლობაში. ბუნებრივი აირის შეყვანას იმ ბენეფიციარებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000; განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების (65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირები, მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობლები, მარტოხელა პენსიონრები, , ოჯახში ან/და ძალადობის მსხვერპლები და ა. შ) ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ 100-500 (ასი-ხუთასი )ლარის ფარგლებში., კომისიის გადაწყვეტილებით. მოქალაქე ვერ ისარგებლებს აღნიშნული ქვე პროგრამით, თუ: 1) არის ჩართული მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ორზე მეტ პროგრამაში, ან/და ღებულობს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამიდან; 2) მოქალაქეები, რომელთა დახმარება მიღებული აქვთ დევნილთა მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამით;3) ასევე მოქალაქეები, რომელთა დახმარება გათვალისწინებულია ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ფინანსური და მორალური მხარდაჭერა.
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალური დაცვის პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 12
30,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმ, მრავალშვილიანი, ძალადობის მსხვერპლი, ზრუნვის სისტემიდან გასული, მარჩენალდაკარგული და ა. შ.) ჩართულობას პროექტებში, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. წარმოდგენილი პროექტები შეირჩევა მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისიისა და დებულების მიხედვით. სოციალური სფეროს სხვადასხვა მიმართულებებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ მოწოდებული პროექტების განხორციელების შედეგად ცალკეული კატეგორიის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მოსალოდნელი შედეგი
სოციალური სფეროს სხვადასხვა მიმართულებებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ მოწოდებული პროექტების განხორციელების შედეგად მოწყვლადი ჯგუფებისა და ცალკეული კატეგორიიის მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 13
40,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს საცხოვრისში ჩასახლებული სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას, მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და კომუნალური გადასახადების თანადაფინანსებას 25-25 ლარის ოდენობით ოთხი თვის განმავლობაში. ასევე საცხოვრისის ბაზაზე ხანდაზმულთა დღის ცენტრის ფუნქციონირების ფინანსურ მხარდაჭერას.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო პირობების და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 02 14
750,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით ერთი თბილი ოთახის მოწყობას
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ეფექტური ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.
კოდი
პროგრამის დასახელება
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
2026
წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 03
90,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება
პროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერას, ოჯახების გაძლიერებას პროგრამებში ჩართვით და რეფერირებით სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში, ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების გატარებას, მოსახლეობის ინფორმირებულობას და ცნობიერების დონის ამაღლებას, სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეებში გასართობი ღონისძიებების დაგეგმვას, დღის ცენტრებთან თანამშრომლობას და ა. შ.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
პროგრამის მიზანია ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა; პროგრამის მოსალოდნელი შედეგს წარმოადგენს ბავშვიანი ოჯახების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
ასევე, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების გაზრდილი ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და ნაწილობრივ გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 03 01
49,8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვი, ზრუნვის სისტემიდან გასული, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით და სხვა) ბავშვებისთვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას, თითოეულ ბავშვზე 50.0 ლ ოდენობით წლის ბოლომდე. აღნიშნული თანხა მოხმარდება საკვები პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებებისა და საკანცელარიო ნივთების შეძენას. ქვეპროგრამაში ოჯახების ჩართვა ხდება სოციალური მუშაკის ვიზიტის შემდეგ, ინტერდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი შედეგი
სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვების ყოფითი და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეფექტური ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეების აღნიშვნის ქვეპროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 03 03
3,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეებში სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას და ამ მიზნით საჩუქრების შესყიდვას და გადაცემას, პერიოდულად საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა ბეჭდური მასალის მომზადებასა და გავრცელებას, საინფორმაციო შეხვედრების მოწყობას, მშობლებისთვის (წელიწადში ორჯერ) სატრენინგო მოდულების ორგანიზებას.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი შედეგი
ბავშვების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა. მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
06 03 04
37,2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლები) 18 წლამდე ასაკის განვითარების სხვადასხვა შეფერხების მქონე 10 ბავშვისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საცურაო აუზის მომსახურების (aqua-თერაპია) დაფინანსებას ექიმ-ნევროლოგის რეკომენდაციის გათვალისწინებით;
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების (6-18 წ) ინგლისური ენის შემსწავლელი წრეების (A1, A2, B1) დაფინანსება;
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ეფექტური ფსიქო- სოციალური მხარდაჭერ