„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“

მიღების თარიღი 26.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №j
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016788 62
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/12/2025
403 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 88% 14.09.2023 პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 05.03.2021 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონი 85% 19.12.2019 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 25.06.2020 წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 30.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №53 2025 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების“ დამტკიცების შესახებ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და მე-14 მუხლების, აგრეთვე „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები“. 2. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების“ მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების“ მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწერული მომსახურების ტარიფები მუხლი 1🔗. მიზანი ამ დადგენილების მიზანია, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის – პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასურის, აგრეთვე სხვა წყალმომხმარებლისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასურის დადგენა.  მუხლი 2🔗. პირველადი წყალმოსარგებლის მომსახურების ტარიფები 2026 წლის 1 აპრილიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე პირველადი წყალმოსარგებლის – შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტარიფი განისაზღვროს: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასური – 0.030 ლარი/მ​3; ბ) სხვა წყალმომხმარებლისთვის, რომელიც წყალს მოიხმარს ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის, წყლის საცალო მიწოდების საფასური ყოველი საანგარიშო თვისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც: j – შესაბამისი საანგარიშო თვის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤j≤12); – სხვა წყალმომხმარებლისთვის, რომელიც წყალს მოიხმარს ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის, წყლის საცალო მიწოდების საფასური (ლარი); – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შესაბამისი საანგარიშო თვისთვის (ლარი/კვტსთ); – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, მცირე სიმძლავრის დერეგულირებული ელექტროსადგურებისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი შესაბამისი საანგარიშო თვისთვის (ლარი/კვტსთ); – სხვა წყალმომხმარებლის მიერ, რომელიც წყალს მოიხმარს ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის, შესაბამის საანგარიშო თვეში სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის ოდენობა (კვტ/სთ), ხოლო თუ გენერაციის ობიექტი უშუალოდაა დაკავშირებული მომხმარებლის შიდა ქსელთან (მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში), ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა (კვტ/სთ). გ) სხვა წყალმომხმარებლისთვის (გარდა იმ მომხმარებლებისა, რომლებიც წყალს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის) წყლის საცალო მიწოდების საფასური –  0.070 ლარი/მ ​3; დ) გაუმრიცხველიანებელი სხვა წყალმომხმარებლისთვის (პროფილური) წყლის საცალო მიწოდების საფასური, ერთწლოვანი კულტურებისთვის – 98.770 ლარი/ჰექტარი/მორწყვის ოპერაცია; ე) გაუმრიცხველიანებელი სხვა წყალმომხმარებლისთვის (პროფილური) წყლის საცალო მიწოდების საფასური, მრავალწლოვანი კულტურებისთვის – 86.450 ლარი/ჰექტარი/მორწყვის ოპერაცია. მუხლი 3🔗. დადგენილებაში მოცემულ ტარიფებზე დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა   1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ყველა ტარიფი გაანგარიშებული და დადგენილია დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე. 2. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანიაკომისიის წევრიგიორგი ფრუიძეკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილიკომისიის წევრიგივი სანიკიძე