(პროგრამული კოდი 02 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 8 250 000 ლარი
ათასი ლარი
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი/პროგრამა
2026 წლის გეგმა
1
2
3
02 00
ინფრასტრუქტურის განვითარება
8,250.0
02 01
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
2,065.0
02 01 01
გზების მოვლა-შენახვა (020101)
600.0
02 01 02
გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია (020102)
905.0
02 01 03
საგზაო მოძრაობის ორგანიზება (020103)
360.0
02 01 04
საგზაო ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია (020104)
200.0
02 02
წყლის სისტემების განვითარება
1,925.0
02 02 01
წყალსადენის შიდა ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია (02 02 01)
400.0
02 02 02
წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლუატაცია (02 02 02)
1,375.0
02 02 03
კანალიზაციის ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია (02 02 03)
150.0
02 03
საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება
350.0
02 03 01
სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია (020301)
150.0
02 03 02
საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების რეაბილიტაცია (020302)
150.0
02 03 03
კომუნალურ ქსელებზე დაერთების უზრუნველყოფა (020403)
50.0
02 04
პროექტირება და ექსპერტიზა
700.0
02 04 01
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (020401)
300.0
02 04 02
შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა (020402)
400.0
02 05
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა
350.0
02 06
ბინათმშენებლობა
400.0
02 06 01
მრავალბინიანი საცხოვრებელი ეზოების კეთილმოწყობა (020601)
200.0
02 06 02
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა (020602)
200.0
02 07
გარე განათება და ელმომარაგება
1,900.0
02 07 01
გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია (020701)
100.0
02 07 02
გარე განათების ელექტროენერგიის ხარჯი (020702)
1,200.0
02 07 03
გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია (020703)
600.0
02 08
მუნიციპალური ტრანსპორტი
550.0
02 09
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
02 10
სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია
10.0
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
0201
პროგრამის დასახელება:
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
პროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026-2029 წწ.
სულ პროგრამის ბიუჯეტი : 2 065 000 ლარი
პროგრამის მიზანი
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გარემოს შექმნა
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის, ქუჩების და შიდა საუბნო გზების სიგრძე შეადგენს 1426.2 კმ-ს, მ. შ. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე შეადგენს 247,8 კმ-ს. ასფალტირებული გზების საერთო სიგრძე შეადგენს 309.58 კმ-ს, ბეტონის საფრიანი გზების საერთო სიგრძე შეადგენს 129,78 კმ-ს, გრუნტოვანი გზის საერთო სიგრძე შეადგენს 986,82 კმ-ს. (მ.შ. ქ. ოზურგეთში ქუჩების სავალი ნაწილის საერთო სიგრძე შეადგენს 75 კმ-ს, მ.შ. ასფალტირებული გზების საერთო სიგრძე შეადგებს 63,8კმ-ს.) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, დაზიანებული გზებისა და საგზაო ნაგებობების (ხიდები, მილხიდები, გზების დამცავი კედლები და გაბიონები და სხვა) რეაბილიტაციას, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების გათვალისიწინებით ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის განვითარებას (ტროტუარების, პანდუსებისა და ბორდიურების მოწყობა), გზების მოდინებული წყლის ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით კიუვეტების, ცხაურების და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციას, საგზაო მოძრაობის ორგანიზების მიზნით საგზაო ნიშნების და მონიშვნების (მ. შ. ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები და სიჩქარის შემზღუდავი საშუალებები) მოწყობას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
მუნიციპალიტეტში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და შექმნილია პირობები ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა, შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020101
ქვეპროგრამის დასახელება:
გზების მოვლა-შენახვა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
600 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
600 000
ქვეპროგრამის მიზანი
გზების მიმდინარე შეკეთება საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებისა და უსაფრთხო გადაადგილებისთვის
ქვეპროგრამის აღწერა
საკომუნიკაციო საშუალებების, კერძოდ გზების მოვლა-შენახვა და განვითარება; ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია; (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის, ქუჩების და შიდა საუბნო ასფალტირებული გზების საერთო სიგრძე შეადგენს 309,58 კმ-ს; მ.შ. ქ. ოზურგეთში ასფალტრებული გზების საერთო სიგრძე ქალაქში შეადგენს 63,8 კმ. ბეტონის საფრიანი გზების საერთო სიგრძე შეადგენს 129,78 კმ-ს, მუნიციპალიტეტის ცენტრის ტერიტორიული ერთეულების ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები მთლიანად ასფალტირებულია. მოვლა-შენახვას საჭიროებს 5000 კვ.მ. საერთო ფართობის ასფალტირებული გზა). ქვეპროგრამით ხორციელდება ქალაქში და სოფელში ორმული შეკეთება; სოფლებში შიდასაუბნო გზების მოწესრიგება (სოფლებში შიდა საუბნო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 1160 კმ-ს. ყოველწლიურად ხორციელდება ორმოების შეკეთება ცხელი ასფალტ-ბეტონით, კიუვეტების რეაბილიტაცია, ბორდიურების მოწყობა, საგზაო ნიშნების მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები.
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
გზის ინფრასტრუატურის განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020102
ქვეპროგრამის დასახელება:
გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და
ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
905000
სხვა წყარო
მათ შორის კაპიტალური პროექტები
905000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
905000
ქვეპროგრამის მიზანი
ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საგზაო
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა
საჭიროებების გათვალისწინებით გზების ადაპტირება კომფორტული და თანაბარხელმისაწვდომი
ფიზიკური გარემოს შექმნის მიზნით
ქვეპროგრამის აღწერა
ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების კაპიტალური აღდგენა-რეაბილიტაცია უპირატესად იმ უბნებში, სადაც დასრულდა მიწისქვეშა კომუნაკაციების რეაბილიტაცია, ასფალტობეტონის ახალი საფარის მოწყობა სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციით, ფეხით სავალი ნაწილების მოწყობა-რეაბილიტაცია, ბორდიურების მოწყობა. ქალაქში სარეაბილიტაციო გზების საერთო რაოდენობა შეადგენს -8,0 კმ-ს; სასოფლო დასახლებაში სარეაბილიტაციო გზების საერთო რაოდენობა - 350კმ-ს; რეაბილიტაცია ჩაუტარდება 27კმ საერთო სიგრძის ასფალტის საფრიან გზას, მ.შ. ქალაქში 3 კმ საერთო სიგრძის გზას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ტროტუარების, პანდუსების და სანიაღვრე არხების მოწყობა ორმხრივად. სოფლად მოეწყობა 24 კმ საერთო სიგრძის ასფალტისსაფრიანი გზა, სადაც ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები.
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020103
ქვეპროგრამის დასახელება:
საგზაო მოძრაობის ორგანიზება
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
360 000
მათ შორის კაპიტალური პროექტები
0
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
360 000
ქვეპროგრამის მიზანი
საგზაო მოძრაობის ორგანიზება ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებისთვის
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეითად მოსიარულეთა და საგზაო ტრანსპორტის მოწესრიგებული მოძრაობის და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით გზებზე და მოედნებზე, სხვადასხვა ლოკაციებზე საგზაო ნიშნების მოწყობა, ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების დახაზვა, სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერის და საგზაო ნიშნების მოწყობა. გზების რეაბილიტაციის პროცესში განხორციელდება პროექტით განსაზღვრული საგზაო ნიშნების მოწყობა და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების დახაზვა (ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მონიშვნა, გზების გამყოფი ხაზების და გვერდულების დახაზვა და სხვა მონიშვნები). სკოლების და საბავშვო ბაღების მისასვლელ მონაკვეთებში მოსწავლეთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების ფეხით უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, შესაბამისი საგზაო ნიშნებით და დაიხაზება ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელები.ქალაქის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნებით და ჰორიზონტალური მონიშვნებით უზრუნველყოფილია ქუჩების საერთო სიგრძის 40%. სკოლების და ბაღების 60%-თან მოწყობილია სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020104
ქვეპროგრამის დასახელება:
საგზაო ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
200 000
მათ შორის კაპიტალური პროექტები
200 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
200 000
ქვეპროგრამის მიზანი
საგზაო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და უსაფრთხო გადაადგილებისთვის პირობების შექმნა
ქვეპროგრამის აღწერა
დაზიანებული ხიდების კაპიტალური აღდგენა-რეაბილიტაცია; გზების დამცავი რკინაბეტონის კედლების და გაბიონების მოწყობა-რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდა გზებზე არსებული ხიდების რაოდენობა შეადგენს 177 ერთეულს, მათგან რეაბილიტაციას საჭიროებს 19 ერთეული. კრიტიკულ მონაკვეთებში, მდინარეების და ხევების და ციცაბო ფერდობების მიმდებარედ გამავალი გზის მონაკვეთებზე, სავალი ნაწილის გამაგრების მიზნით რკინაბეტონის კედლების და გაბიონების მოწყობა.
პრიორიტეტის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა:
ინფრასტრუქტურის განვითარება
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
0202
პროგრამის დასახელება:
წყლის სისტემების განვითარება
პროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026-2029 წწ.
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგებით (მ.შ. ტექნიკური წყლით) და წყალარინებით უზრუნველყოფა
პროგრამის აღწერა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სასმელი წყალი ცენტრალიზებული ქსელებით მიეწოდება მოსახლეობის 60%, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ წყალმომარაგება ხორციელდება 17 დასახლებაში, მ.შ. ქ. ოზურგეთში, დაბა ნარუჯაში და ურეკი-შეკვეთილი-კაპროვანის საკურორტო ზოლში. მუნიციპალიტეტის 21 დასახლებაში წყალმომარაგება ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს „სატისი“-ს მიერ. სასმელი წყლის ქსელი მოწყობილია ქალაქის მთელ ტერიტორიაზე. ქსელის ნაწილი საჭიროებს რეაბილიტაციას, რის გამოც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ეტაპობრივად ხორციელდება წყალმომარაგების ქსელების აღდგენითი და გაფართოების სამუშაოების განხორციელება.
მწვავედ დგას წყალმომარაგების სიტემების მოწესრიგების საკითხი სოფლად დასახლებულ მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. წყალმომარეგების სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. წყლის სისტემების მოწყობა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია სოციალური თანასწორობისა და ინკლუზიურობის თვალსაზრისით.
წყალმომარაგების კუთხით ცენტრალიზებული სისტემა მოწყობილია 31 დასახლებაში, 21 დასახლებაში მოსახლეობა ნაწილობრივ ღებულობს ტექნიკურ წყალს, 29 დასახლებაში მოსახლეობა წყალს იღებს ინდივიდუალური ჭებიდან და წყაროებიდან. საერთო ჯამში 24 საათის განმავლობაში სასმელი წყალი მიეწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 30%-ს. მუნიციპალიტეტის მიერ მომზადდა რვა დასახლებული ერთეულის (მელექედური, ნაგომარი, სოფ. ოზურგეთი, კონჭკათი, მერია, ხვარბეთი, ნაღობილევი, თხინვალი) წყალმომარაგების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია 37 მლნ. ლარის საერთო ღირებულების სამუშაოებზე. წყალმომარაგების სამუშაოების განხორციელებას ელოდება 7830 მცხოვრები (3275 ოჯახი). წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის. არსებული სოციალური როლების განაწილების პირობებში, სოფლად მცხოვრები ქალები მეტად არიან ჩართული შინამეურნეობის მართვაში. გამართული წყალმომარაგება ქალებს შეუმსუბუქებს საოჯახო საქმეებს და ნაკლებად მოუწევთ ფიზიკური შრომა (შორი მანძილიდან წყლის მოტანა, ხელით რეცხვა და სხვა), ექნებათ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკის გამოყენების საშუალება, რაც შეამცირებს აუნაზღაურებელ შრომაში მათი ჩართულობის ხანგრძლივობას და გაათავისუფლებს მეტ დროს სხვა საქმიანობებისთვის.
წყალარინების ქსელი მოწყობილია ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ნაწილში და ჩართულია ქალაქის მოსახლეობის 60%. წყალარინების ქსელი მოწყობილია ურეკი-შეკვეთილი-კაპროვანის საკურორტო ზოლში.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
უზრუნველყოფილია სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წყალმომარაგება (მ.შ. ტექნიკური წყლით) და ქალაქისა და დაბების მრავალბინიანი სახლების წყალარინება
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
წყლის სისტემების განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020201
ქვეპროგრამის დასახელება:
წყალსადენის შიდა ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
400 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
400 000
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგებით (მ.შ. ტექნიკური წყლით) უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის აღწერა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება მუნიციაპლიტეტის დასახლებულ ერთეულებში წყალმომარაგების ქსელების მოწყობა-გაფართოება. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება წყალმომარაგების სათავე ნაგებობების (მ.შ. ჭაბურღილები), საქლორატოროს, მაგისტრალური და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები. მუნიციპალიტეტში სასმელი წყალი ცენტრალიზებული ქსელების მეშვეობით მიეწოდება მოსახლეობის 50%, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ წყალი მიეწოდება 17 დასახლებაში, მ.შ. ქ. ოზურგეთში და ურეკი-შეკვეთილი-კაპროვანის საკურორტო ზოლში, სულ 8831 აბონენტს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს „სატისის“ მიერ წყალი მიეწოდება 19 დასახლებულ ერთეულში 4532 ოჯახს. სასმელი წყლის ქსელი მოწყობილია ქალაქის მთლიან ტერიტორიაზე. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დასრულდა წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ვაკიჯვარის, ფამფალეთის, ბაღდადის ბახვის და ქვ. ბახვის, დვაბზუს, გაღმა დვაბზუს, ცხემლისხიდის და მშვიდობაურის დასახლებულ ერთეულებში.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
მოწყობილია წყალსადენის ახალი ქსელი და წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია მოსახლეობა
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
წყლის სისტემების განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020202
ქვეპროგრამის დასახელება:
წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლუატაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
შ.პ.ს. ,,სატისი“
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
1 375 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
1 375 000
ქვეპროგრამის მიზანი
მოსახლეობის უზრუნველყოფა სანიტარული ნორმებით დაცული უსაფრთხო სასმელი წყლითა და ასევე ტექნიკური წყლით
ქვეპროგრამის აღწერა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს „სატისი“-ს მიერ ხორციელდება წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაცია (ქსელის საერთო სიგრძე 170000 გრძ. მეტრი) 21 დასახლებულ ერთეულში, წყალი მიეწოდება 4532 ოჯახს. ხორციელდება მიწოდებული წყლის ხარისხის კონტროლი (წლის განმავლობაში 110 სინჯის აღება, სხვადასხვა ლოკაციაზე), დაზიანებების დროული აღმოფხვრა, აბონენტების მომსახურება 24 საათიანი გრაფიკით.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
ტექნიკურად გამართული წყალმომარაგების სისტემის საშუალებით მოსახლეობა უზრუნველყოფილია სანიტარული ნორმების შესაბამისი უსაფრთხო სასმელი წყლითა და ასევე ტექნიკური წყლით
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
წყლის სისტემების განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020203
ქვეპროგრამის დასახელება:
კანალიზაციის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
150 000
მათ შორის კაპიტალური პროექტები
150 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
150 000
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალარინების ქსელებში ჩართვის უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის აღწერა
ეტაპობრივად ხორციელდება წყალარინების ქსელების გაფართოება ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე, წყალარინების ქსელების მოწყობა საწყის ეტაპზე დაბების ტერიტორიაზე (ლაითურის, ნარუჯის, ნასაკირალის ცენტრალურ უბნებში, სადაც ძირითადად განლაგებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები). წყალარინების ქსელი მოწყობილია ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ნაწილში, საკანალიზაციო ქსელის სიგრძე შეადგენს 34 კმ-ს. ქსელში ჩართულია ქალაქის მოსახლეობის 60%. წყალარინების ქსელი მოწყობილია ურეკი-შეკვეთილი-კაპროვანის საკურორტო ზოლში.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
ქალაქსა და დაბებში რეაბილიტირებული და მოწყობილია წყალარინების ქსელი და მოსახლეობა უზრუნველყოფილია კანალიზაციის სისტემის მომსახურებით
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
0203
პროგრამის დასახელება:
საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება
პროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026-2029 წწ.
პროგრამის ბიუჯეტი: 350 000 ლარი
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურული სივრცეების მოწყობა;
მოსახლეობისთვის დასვენებისა და გართობის მიმზიდველი გარემოს შექმნა.
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის დასახლებულ ერთეულებში (მ.შ. ქალაქში) საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, დაგეგმილია მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი სკვერების, პარკების და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, ბავშვების, ქალების და კაცების საჭიროებები. საკურორტო ინფრასტუქტურის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას. ადგილობრივი მოსახლეობის და ვიზიტორების დასვენებისა და გართობის მიზნით ყოველწლურად ხორციელდება პარკებისა და სკვერების მოწყობა და არსებული სივრცეების განახლება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 73 ერთეული 456203 კვმ საერთო ფართობის სკვერი, პარკი და ტყე-პარკი. რეაბილიტირებული პარკების წილი შეადგენს 65%.
მუნიციპალიტეტის 30 ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ადმინისტრაციული შენობების 70% საჭიროებს სხვადასხვა რიგის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
მუნიციპალიტეტში მოწესრიგებულია საზოგადოებრივი დანიშნულების ღია სივრცეები და შენობა-ნაგებობები და შექმნილია პირობები დასვენებისა და მუნიციპალური სერვისების კომფორტულ გარემოში მისაღებად
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020301
ქვეპროგრამის დასახელება:
სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
150 000
სხვა წყარო
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
150 000
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა და ვიზიტორთა დასვენებისა და გართობის მიზნით ღია საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის დასახლებულ ერთეულებში ხორციელდება სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი და მიმზიდველი გარემოს შექმნა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 73 ერთეული 456203 კვ.მ საერთო ფართობის სკვერი, პარკი და ტყე-პარკი. რეაბილიტირებული პარკების წილი შეადგენს 65%. ქვეპროგრამის ფარგლებში, სკერებისა და პარკების კეთილმოწყობის მიზნით ხორციელდება შემომზღუდავი დეკორაციული ღობეების მოწყობა, სკვერებში და პარკებში მწვანე სივრცეების, ფეხითმოსიარულეთა ბილიკების, ატრაქციონების, ფანჩატურების და სხვა დასვენების და გართობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ქ. ოზურგეთში დაგეგმილია დასასვენებელი და გასართობი სივრცის რეაბილიტაცია. სკვერებისა და პარკების მოწყობის დროს გათვალისწინებული იქნება ქალთა და ბავშვთა, შშმ პირების, ახალგაზრდების, ხანდაზმულების, კაცების და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებები.
მოსალოდნელი შედეგი
მოწყობილია ღია დასასვენებელი სივრცეები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის პარკებსა და სკვერებში შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი გარემო დასვენებისა და გართობისთვის
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020302
ქვეპროგრამის დასახელება:
საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
150 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
150 000
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებში, ადმინისტარციული და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების კეთილმოწყობა და შენობების სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოები. მუნიციპალიტეტის 30 ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების 70% საჭიროებს სხვადასხვა რიგის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში რეაბილიტირებულია საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020303
ქვეპროგრამის დასახელება:
კომუნალურ ქსელებზე დაერთების უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
50 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
50 000
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ობიექტების კომუნალურ ქსელებზე დაერთება
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ობიექტების ელ. მომარაგების, გაზმომარაგების, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელებზე დაერთების უზრუნველსაყოფად საჭირო დაერთების ღირებულების გადახდა ლიცენზიან კომპანიებზე, რომლებიც განახორციელებენ ობიექტების კომუნალურ ქსელებში ჩართვას. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ობიექტებზე მიწოდებული ელ. ენერგიის, გაზმომარაგების და წყალმომარაგების სიმძლავრის გაზრდას, საჭიროების შესაბამისად და აღნიშნულის განსახორციელებლად დადგენილი ტარიფის შესაბამისი სიმძლავრის გაზრდის ღირებულების ანაზღაურებას. 2026 წელს განხორციელდება 20 ობიექტის ჩართვა კომუნალურ ქსელებში.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
უზრუნველყოფილია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ობიექტების კომუნალურ ქსელებზე დაერთება
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
0204
პროგრამის დასახელება:
პროექტირება და ექსპერტიზა
პროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026-2029 წწ.
სულ პროგრამის ბიუჯეტი: 700 000 ლარი
პროგრამის მიზანი
ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციებით უზრუნველყოფა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
პროგრამის აღწერა
სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო–სამონტაჟო და აღდგენა–რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება. სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–საძიებო და გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; დამუშავებული პროექტების ექსპერტიზა და მშენებლობისათვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება. შესრულებული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებზე ეტაპობრივი ექსპერტიზის განხორციელება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
უზრუნველყოფილია ხარისხიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
პროექტირება და ექსპერტიზა
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020401
ქვეპროგრამის დასახელება:
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
300 000
სხვა წყარო
0
მათ შორის კაპიტალური პროექტები
300000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
300 000
ქვეპროგრამის მიზანი
ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო–სამონტაჟო და აღდგენა–რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება. სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–საძიებო და გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; დამუშავებული პროექტების ექსპერტიზა და მშენებლობისათვის საჭირო სრულყოფილი ექსპერტიზაგავლილი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
მომზადებულია შესასრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
პროექტირება და ექსპერტიზა
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020402
ქვეპროგრამის დასახელება:
შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
400 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
400 000
ქვეპროგრამის მიზანი
ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზნით, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის შესაბამისობის კონტროლის განხორციელება
ქვეპროგრამის აღწერა
შესრულებული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებზე ეტაპობრივად ხორციელდება ექსპერტიზა. შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცესში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები ხარისხისა და მოცულობის შესაბამისობაზე, რის შედეგადაც მიიღწევა ხარისხიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. მუნიციპალიტეტში 50 ათასს ლარს ზევით ღირებულების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ხორციელდება ეტაპობრივი და საბოლოო ექსპერტიზა, რომლის ღირებულება შეადგენს შესრულებული სამუშაობის ღირებულების 3,29%-ს. 50 ათასს ლარს ქვევით ღირებულების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ხორციელდება საბოლოო ექსპერტიზა, რომლის ხარჯი გათვალისწინებულია სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზნით უზრუნველყოფილია შესრულებული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის შესაბამისობის კონტროლი
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
0205
პროგრამის დასახელება:
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა
პროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026-2029 წწ.
სულ პროგრამის ბიუჯეტი: 350 000 ლარი
პროგრამის მიზანი
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა
პროგრამის აღწერა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირებული პროექტის - მონაწილეობითი ბიუჯეტის (იყავი თანამმართველი) ფარგლებში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ნოემბრის #15 დადგენილებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესი, რომლის თანხამად: 1.მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა), წარმოადგენს ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის (შემდგომში-მუნიციპალიტეტი) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოქალაქეთა
მონაწილეობის სხვა ფორმას და საბიუჯეტო პროცესის შემადგენელ ნაწილს, რომელიც მოქალაქეებს
აძლევს შესაძლებლობას წარადგინონ და აირჩიონ მათთვის პრიორიტეტული პროექტები, რომლის
განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.
2. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი იდეების განხორციელების არეალი უნდა
ექცეოდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიზნად ისახავდეს
საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.
3. პროგრამა შეიძლება განხორციელდეს დისტანციურად (ინტერნეტ და ტელესაკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენებით) ან პირდაპირი ხმის მიცემის სისტემის/ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით. ასევე დასაშვებია შერეული ხმის მიცემის სისტემაც. იდეის ავტორი/ავტორები შესაძლებელია იყვნენ– საქართველოს მოქალაქე ან/და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი
რომელიც პროგრამის ფარგლებში წარადგენს იდეას (განაცხადის სახით); პროგრამის მონაწილე – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საპროექტო იდეის
ავტორი/ავტორები 18 წლის ასაკიდან და პროგრამის ხმის მიცემის პროცესის მონაწილე,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური ხმის უფლების მქონე, საქართველოს
მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;
2025 წელს დაგეგმილია ორი პროექტის განხორციელება
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
უზრუნველყოფილია მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
0206
პროგრამის დასახელება:
ბინათმშენებლობა
პროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026-2029 წწ.
სულ პროგრამის ბიუჯეტი: 400 000 ლარი
პროგრამის მიზანი
მრავალბინიანი სახლების მობინადრეთათვის უსაფრთხო, გაუმჯობესებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა და ეზოებში დასვენებისა და გართობისათვის ღია სივრცეების მოწესრიგება
პროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახურავების რეაბილიტაცია, ფასადების მოწესრიგება, ლიფტების შეკეთება-აღდგენა, შიდა საერთო მოხმარების წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების შეკეთება, კიბის უჯრედების მოწესრიგება. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მრავალბინიანი სახლების საერთო საკუთრებაში არსებული ეზოების კეთილმოწყობა, მოსახლეობის (მ.შ. ბავშვების) დასვენებისა და გართობისათვის ღია სივრცეების შექმნა და მოწესრიგება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღრიცხულია 333 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, აქედან 100 არის ქ. ოზურგეთში. აღნიშნული სახლების 45 %-ის ფასადები საჭიროებს რემონტს. დაგეგმილია მრავალბინიანი სახლის ფასადების რეაბილიტაცია. დაგეგმილია მრავალბინიანი სახლების ეზების კეთილმოწყობა. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვით შექმნილი ინფრასტრუქტურა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
გაუმჯობესებულია მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურა და მობინადრეთათვის შექმნილია კომფორტული საცხოვრებელი გარემო
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
ბინათმშენებლობა
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020601
ქვეპროგრამის დასახელება:
მრავალბინიანი საცხოვრებელი ეზოების კეთილმოწყობა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
200 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
200 000
ქვეპროგრამის მიზანი
მრავალბინიანი სახლების ეზოებში დასვენებისა და გართობისათვის ღია სივრცეების მოწესრიგება
ქვეპროგრამის აღწერა
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, მრავალბინიანი სახლების საერთო საკუთრებაში არსებული ეზოების კეთილმოწყობა, მოსახლეობის დასვენებისა და გართობისათვის ღია სივრცეების შექმნა და მოწესრიგება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღრიცხულია 333 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, აქედან 100 არის ქ. ოზურგეთში.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში დასვენებისა და გართობისათვის მოწყობილია ღია სივრცეები
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
ბინათმშენებლობა
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020602
ქვეპროგრამის დასახელება:
ბინათმესაკუთრება ამხანაგობების მხარდაჭერა
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
200 000
სახელმწიფო ბიუჯეტი
0
მათ შორის კაპიტალური პროექტები
0
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
200 000
ქვეპროგრამის მიზანი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა; მობინადრეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
ქვეპროგრამის აღწერა
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა. განხორციელდება სახურავების რეაბილიტაცია, ფასადების მოწესრიგება, ლიფტების შეკეთება-აღდგენა, შიდა საერთო მოხმარების წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების შეკეთება, კიბის უჯრედების მოწესრიგება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღრიცხულია 333 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, აქედან 100 არის ქ. ოზურგეთში. აღნიშნული სახლების 45%-ის ფასადები საჭიროებს რემონტს. წინა წლებში მრავალბინიანი სახლების 80 %-ს შეეცვალა დაზიანებული სახურავი, შეკეთდა სახურავების წყალშემკრები სისტემა. მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის ქ.ოზურგეთში რეაბილიტირებულ იქნა 6 ლიფტი. 7 მრავალბინიან კორპუსში განხორციელდა შიდა საკანალიზაციო ქსელების აღდგენითი სამუშაოები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლიდან დღემდე რეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შეადგენს-12. ქვეპროგრამის საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებისა და ქალაქის ურბანულ ინფრასტრუქტურაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება;
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
ხელშეწყობილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და შექმნილია პირობები საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
0207
პროგრამის დასახელება:
გარე განათება და ელმომარაგება
პროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026-2029 წწ.
სულ პროგრამის ბიუჯეტი: 1 900 000 ლარი
პროგრამის მიზანი
ღამის საათებში მოსახლეობის მ.შ. ქალების, ბავშვების, ხანდაზმული და შშმ პირთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების და გარე განათების ქსელების ელ.მომარაგებით უზრუნველყოფა
პროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს გარე განათების ქსელის გაფართოებას. ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით გარე განათების LED სანათების მოწყობას, ასევე მოძველებული სანათების ახალი სანათებით ჩანაცვლებას. გარე განათების სისტემის მოწყობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური ინკლუზიურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რადგან გაუნათებელი ქუჩები განსაკუთრებით რისკის შემცველია ქალებისა, ბავშვებისა, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის. გამართული და სათანადოდ მოვლილი განათების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ამცირებს დანაშაულისა და შემთხვევითი ტრავმების რისკებს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების და გარე განათების მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვა. ღამის განათების ქსელებით უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის დასახლებული ერთეულების ცენტრალური უბნები და ქ. ოზურგეთის ქუჩების, მოედნების და ღია სივრცეების 85%.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
ღამის საათებში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის გამართულად ფუნქციონირებს გარე განათების სისტემა და უზრუნველყოფილია გარე განათების ქსელისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების ელ.მომარაგება
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
გარე განათება და ელმომარაგება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020701
ქვეპროგრამის დასახელება:
გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
100 000
მათ შორის კაპიტალური პროექტები
100 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
100 000
ქვეპროგრამის მიზანი
ღამის საათებში მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ხელშეწყობა
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს გარე განათების ქსელის გაფართოებას. ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით გარე განათების LED სანათების მოწყობას. ღამის საათებში მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, ხანდაზმული და შშმ პირთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნციპალიტეტის დასახლებულ ერთეულებში ღამის განათების უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია. ღამის განათების ქსელებით უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის დასახლებული ერთეულების ცენტრალური უბნები და ქ. ოზურგეთის ქუჩების, მოედნების და ღია სივრცეების 85%. ღამის განათების ქსელის მთლიანი სიგრძე შეადგენს 600 კმ-ს. დამონტაჟებულია 20529 ერთეული სხვადასხვა ტიპის სანათი. მ.შ. 11994 ერთეული LED სანათი. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსახლეობიდან შემოდის მოთხოვნები სოფლების სხვადასხვა უბნებში გარე განათების ქსელების მოწყობის უზრუნველსაყოფად. გარე განათების ქსელების გაფართოება დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განათების გარეშე დარჩენილ განსაზღვრულ მონაკვეთებზე, გარე განათების მოწყობას საჭიროებს სოფლად დასახლებული ერთეულების პერიფერიული უბნები.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
მოწყობილია გარე განათების ქსელი და შექმნილია პირობები ღამის საათებში მოსახლეობის (ქალების, ბავშვების, ხანდაზმული და შშმ პირთა) უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
გარე განათება და ელმომარაგება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020702
ქვეპროგრამის დასახელება:
გარე განათების ელექტროენერგიის ხარჯი
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
1 200 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
1 200 000
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების და გარე განათების ქსელების ელ.მომარაგებით უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების (დასახლებულ ერთეულებში) და გარე განათების მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვა.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების და გარე განათების ქსელების ელ.მომარაგება
პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:
გარე განათება და ელმომარაგება
ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
020703
ქვეპროგრამის დასახელება:
გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ა.(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი
ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო
2026 წელი
მუნიციპალური ბიუჯეტი
600 000
სულ ქვეპროგრამის ბიუჯეტი
600 000
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნციპალიტეტის დასახლებულ ერთეულებში ღამის განათების უზრუნველყოფას, რომლის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია. ღამის განათების ქსელებით უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის დასახლებული ერთეულების ცენტრალური უბნები და ქ. ოზურგეთის ქუჩების, მოედნების და ღია სივრცეების 85%. ქალაქ ოზურგეთში განთავსებულია 5020 ლამპიონი. სულ მოწყობილია სხვადასხვა ტიპის 20529 ლამპიონი. გარე განათების ქსელის მთლიანი სიგრძე შეადგენს 600 კმ-ს.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის გამართული მუშაობა
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
0208
პროგრამის დასახელება:
მუნიციპალური ტრანსპორტი
პროგრამის განმახორციელებელი:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს სატრანსპორტო კომპანია
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026-2029 წწ.
სულ პროგრამის ბიუჯეტი: 550 000 ლარი
პროგრამის მიზანი
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებული სატრანსპორტო გადაზიდვები; - დროულად და კომფორტულად გადაყვანილი მგზავრები, მუნიციპალიტეტის მიერ კონტროლირებადი ტარიფებით მგზავრთა მომსახურება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირების მოწესრიგება.
პროგრამის აღწერა
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შ.პ.ს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ხორციელდება მუნიციპალიტეტის ოცდასამ დასახლებულ ერთეულში მგზავრების რეგულარული გადაყვანა. შპს „მუნიციპალური ტრანსპორტი“-ს ბალანსზე ირიცხება 14 სატრანსპორტო ერთეული (სამგზავრო ავტობუსი), მათგან რვა ერთეული არის ახალი, შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ხორციელდება თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვით. დღის განმავლობაში მგზავრთა გადაყვანა ხორციელდება შვიდ მარშრუტზე: ოზურგეთი-კვირიკეთი-წითელმთა-შემოქმედი-გორისფერდი--გომი - ათი რეისი; ოზურგეთი-ნაგომარი-ორი რეისი; ოზურგეთი-დვაბზუ-ცხემლისხიდი-ბაღდადი-ვაკიჯვარი -ექვსი რეისი; ოზურგეთი-ქვ. ბახვის გადასახვევი - ხუთი რეისი; ოზურგეთი-ლაითურში-ნარუჯა - ხუთი რეისი; ოზურგეთი-ურეკი - ოთხი რეისი; ოზურგეთი-მთისპირი -ორი რეისი. შ.პ.ს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის მიერ სრულდება ყოველდღიურად 34 რეისი, შვიდ მარშრუტზე. მგზავრთა ჯამური ადგილი შეადგენს 264 ერთეულს, გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა დღეში საშუალოდ შეადგენს -350-ს. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების სისტემის მოწესრიგება სპეციალურად გამოყოფილ ზონებში.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება და უზრუნველყოფლია მგზავრთა რეგულარული გადაყვანები
პრიორიტეტის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა:
ინფრასტრუქტურის განვითარება
პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:
0210
პროგრამის დასახელება:
სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია
პროგრამის განმახორციელებელი:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური
პროგრამის განხორციელების პერიოდი:
2026-2029წწ.
პროგრამის მიზანი
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ათწლეულობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალუხვობის დროს ზიანდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაპირსამაგრი ნაგებობები (გაბიონები და ნაპირდამცავი კედლები), ასევე კალაპოტებიდან გადმოსული წყალმოვარდნების შედეგად ზიანდება მდინარეების მიმდებარედ არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და ხიდები, საგზაო ნაგებობები, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. ქარიშხლების ზემოქმედების შედეგედ, ათწლეულობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ადგილი აქვს მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას. პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამუშაო ჯგუფების მიერ ხორციელდება გამოწვეული ზარალის შეფასება და აღნიშნული მასალების წარდგენა საქართველოს მთავრობასთან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შესაბამისი სახსრების გამოყოფის მიზნით. გამოყოფილი თანხების შესაბამისად ხორციელდება სტიქიის შდეგეად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია და სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის საჭირო სამშენებლო მასალების გადაცემა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, 2025 წელს განხორციელდა 5 (ხუთი) ერთეული ხიდის და მილხიდის რეაბილიტაცია, გადაიხურა 49 მრავალბინიანი სახლი (გადახურული სახურავების საერთო ფართობი -17500 კვმ), მოეწყო საყრდენი კედელი საერთო სიგრძით - 160 გრძ.მეტრი, სანიაღვრე არხი საერთო სიგრძით - 100 გრძ.მეტრი.
მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მოსული დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა 375 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია 90 000 კვმ საერთო ფართობის ოდენობით.
ქვეპროგრამის დასახელება
სულ
2025 წელი
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
10000
10,000
სულ პროგრამის ბიუჯეტი
10000
10,000
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
ლიკვიდირებულია სტიქიით გამოწვეული შედეგებ