(პროგრამული კოდი 03 00)

პრიორიტეტის ბიუჯეტი: 5 400 000 ლარი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება  გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები და მდინარეზე ნაგვის დამჭერის მოწყობა. დაფინანსდება აღნიშნულთან   დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა,  უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება;  ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის  გათიბვა ქალაქისა   და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების დროებით თავშესაფარში გადაყვანა.

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი/პროგრამა

2026 წლის გეგმა

1

2

3

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

5400.0

03 01

დასუფთავება და გარემოს დაცვა

2600,0

03 02

კომუნალური მომსახურება

2800,0

პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

0301

პროგრამის დასახელება:

დასუფთავება და გარემოს დაცვა

პროგრამის განმახორციელებელი:

ა.(ა)ი.პ. ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2026-2029 წწ.

სულ პროგრამის ბიუჯეტი:                                                                                                                       2 600 000

პროგრამის მიზანი

მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და

დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება

პროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება.პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ცალკეული  ტერიტორიის, მწვანე საფარის, ქალაქში არსებული ეზოების დაგვა-დასუფთავება; სანაგვე კონტეინერების დეზიფექცია, მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების, ქუჩების მორწყვა-მორეცხვა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება  და საჭიროების შემთხვევაში თოვლის მასის გატანა;  საყოფაცხოვრებო, მყარი და დიდი ზომის ნარჩენების, ქუჩების მონახვეტის შეგროვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განთავსებულ 1800 ურნაში და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება; ქალაქის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას მოემსახურება 4 ნაგავმზიდი, ხოლო მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებისა და დაბების ტერიტორიიდან გატანას მოემსახურება  7 ნაგავმზიდი.   დღეს არსებული სიტუაციით მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად სუფთავდება 356680 კვმ ფართობი. პროგრამის ფარგლებში 2026 წლისათვის  ყოველდღიურად მოხდება 396680 კვმ ფართობის   დასუფთავება მ.შ. ქალაქის ტერიტორიაზე 248680 კვმ და სოფლებისა და თემების ტერიტორიაზე 148000 კვმ-ის. ნარჩენების მართვის პროცესში  გათვალისწინებული იქნება თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპები.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა და მუნიციპალური ნარჩენების მართვა

პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

0302

პროგრამის დასახელება:

კომუნალური მომსახურება

პროგრამის განმახორციელებელი:

ა(ა)ი.პ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2026-2029 წწ.

სულ პროგრამის ბიუჯეტი:                                                                                                        2 800 000 ლარი

პროგრამის მიზანი

მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მცენარეთა ფიტო-სანიტარიული მდგრადობის შენარჩუნება, არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობა, მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიცირება და პოპულაციის მართვა.

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუნიციპალიტეტში არსებულ სკვერებსა და პარკებში მცენარეთა ფიტო-სანიტარიული და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, მოსახლეობისათვის კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა. განხორციელდება ახალი ხე-მცენარეების, ყვავილებისა და სხვადასხვა ნარგავების დარგვა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა.  უზრუნველყოფილი იქნება მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 23 ერთეული, 288024 კვმ საერთო ფართობის სკვერი, პარკი და ტყე-პარკი. მ.შ. ქალაქის ტერიტორიაზე 14 ერთეული, 228297 კვმ საერთო ფართობის ღია სივრცე. რეაბილიტირებული სკვერების და პარკების წილი შეადგენს 10%-ს. მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების  და გარე განათების ქსელების ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია. ჩამდინარე წყლების მართვა (სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირება), მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობა, სასაფლაოების ტერიტორიის მოწესრიგება.პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტი სანიაღვრე ქსელების და კოლექტორების მოვლა-პატრონობას, გარკვეული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციას და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გარკვეული ნაწილი ამორტიზირებულია და მოითხოვს განახლებას. მუნიციპალიტეტის ქუჩების სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობას (ექსპლოატაცია), მიმდინარე შეკეთებას, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიმღებების, საკონტროლო ჭების, გვერდმიმღებების მოწყობას. პროგრამის ფარგლებში ასევე მოხდება მსხვილფეხა რქოსანი  პირუტყვის ქალაქში უკონტროლო გადაადგილების აღკვეთა, მაწანწალა ძაღლების  დაჭერა, თავშესაფარში გადაყვანა შემდომში სამედიცინო სამუშაოების (სტერილიზაცია, კასტრაცია, პარაზიტებზე დამუშავება, იდენტიფიცირება (ყურის კლიპის მეშვეობით ცოფზე აცრა) ჩატარება და მის ბუნებრივ არიალში დაბრუნება.  პროგრამა  ასევე ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებთან მისასვლელი გზებისა და უპატრონო საფლავების გაცელვა-გაწმენდას,შხამ-ქიმიკატებით დამუშავებას, ღობეების აღდგენითი სამუშაოების  ჩატარებას, სასაფლაოების ტერიტორიაზე არსებული ხე-ბუჩქნარის სანიტარული ჭრის ჩატარებას.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

მუნიციპალიტეტში გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა, კომუნალური სერვისები მუშაობს გამართულ