(პროგრამული კოდი 04 00)

პრიორიტეტის ბიუჯეტი: 9 925 000  ლარი.

საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა  და სრულფასოვანი სააღმზრდელო  გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას.  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას.

პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა.

ათასი ლარი

04 00

განათლება

9,925.0

04 01

სკოლამდელი განათლება

9,620.0

04 01 01

ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრი (040101)

9,600.0

04 01 02

სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება (040102)

20.0

04 01 03

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგთა დაჯილდოება (040103)

04 02

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

220.0

04 02 01

საჯარო და სამრევლო სკოლების
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება, მცირე კაპიტალური ხარჯის გაწევა (040201)

65.0

04 02 02

წარმატებული კურსდამთავრებულებისა და მათი სკოლების დაჯილდოება (040202)

140.0

04 02 03

საგანმანათლებლო და სახელოვნებო სექტორის მხარდაჭერა (040203)

15.0

04 03

განათლების ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის გაძლიერება

85.0

04 03 01

განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდა (040301)

70.0

04 03 02

საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების მხარდაჭერა (040302)

15.0

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

040101

ქვეპროგრამის დასახელება:

ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

9 600 000

სულ ქვეპროგრამის  ბიუჯეტი

9 600 000

ქვეპროგრამის მიზანი

საბავშვო ბაღებში სწავლების ხარისხის  და  აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება  განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული და მთავრობის სხვადასხვა დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად

ქვეპროგრამის აღწერა

ა(ა)იპ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ემსახურება 44 საბავშვო ბაღს,რომელთა შორის ქალაქ ოზურგეთში განთავსებულია 8 საბავშვო ბაღი ,ხოლო მუნიციპალიტეტის თემებში 36 საბავშვო ბაღი.ბავშვთა რაოდენობა სულ შეადგენს 1882 აღსაზრდელს, რომელთა შორის 745 არის ქალაქის ბაღებში და 1265 სოფლების ბაღებში.აღნიშნული ბავშვთა კონტინგენტიდან 888 არის გოგო და 994 ბიჭი. სულ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 863  თანამშრომელი, მათ შორის 81 მამაკაცი და 782 ქალი.     ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში  მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი  სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის  შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შექმნილია ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული, სტანდარტების შესაბამისი  სააღმზრდელო გარემო და უზრუნველყოფილია ბავშვთა ადრეული განვითარება და სასკოლო მზაობა

პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

0402

პროგრამის დასახელება:

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

პროგრამის განმახორციელებელი:

'განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამსახური

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2026-2029 წწ.

სულ პროგრამის ბიუჯეტი:                                                                                                  220 000 ლარი

პროგრამის მიზანი

ზოგადი განათლების ხელშეწყობა მუნიციპალური პროგრამებით

პროგრამის აღწერა

1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და სამრევლო სკოლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მცირე მოცულობის კაპიტალური ხარჯების გაწევა (კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, საოფისე ინვენტარის შეძენა და სხვა)

2.მოსწავლეთა წახალისების მიზნით,  100%  -იან სახელმწიფო გრანტის მფლობელ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  კურსდამთავრებულს და აღმზრდელ სკოლას,  ერთჯერადად გადაეცემა ფულადი ჯილდო:  გრანტის მფლობელ მოსწავლეს 3000,  ხოლო სკოლას  1500 ლარი (მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად). 70%  -იან სახელმწიფო გრანტის მფლობელ სკოლის კურსდამთავრებულს -1500 ლარი.  წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის ასლი, კურსდამთავრებულის ანგარიშის ნომერი , სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი ცნობა.

3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე,  დაჯილდოვდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო და სამრევლო სკოლების  ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული. კურსდამთავრებული,რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა 100%-იანი გრანტი- ერთჯერადი ჯილდოს სახით  მიიღებს  500 ლარს, 70%-იანი გრანტის მფლობელი - 400 ლარს, ხოლო დანარჩენი ყველა-300 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ეროვნული გამოცდების შედეგად წარმატებული კურსდამთავრებულების  მონიტორინგი, ბაზის შექმნა.წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის ასლი, კურსდამთავრებულის ანგარიშის ნომერი.

4.კურსდამთავრებულების საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით ღონისძიების  ,,ბოლო ზარი -2026'' ორგანიზება , ასევე ოქროს მედალოსნებისა და  100%-იანი გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულთათვის და მათი სკოლებისთვის დაჯილდოების ცერემონიის მოწყობა;

5. დაჯილდოვდებიან საჯარო/სამრევლო, სახელოვნებო  და სკოლამდელი აღზრდის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებსაც ერთჯერადად გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 ლარი(ხელზე ასაღები), სამკერდე ნიშანი, მადლობის ბარათი, ყვავილების თაიგული.პედაგოგების კანდიდატურას მერს წარუდგენს განათლების,კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური.

6.საგანმანათლებლო- ინტელექტუალური ღონისძიებების ორგანიზება/მხარდაჭერა(ესეების,ნახატების,კალიგრაფიის,კლიპების კონკურსი და სხვა).

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ხელშეწყობილია ზოგადი განათლება

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

040201

ქვეპროგრამის დასახელება:

საჯარო და სამრევლო სკოლების

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება,მცირე კაპიტალური ხარჯის გაწევა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამსახური; ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური

ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

65 000

სულ ქვეპროგრამის  ბიუჯეტი

65 000

ქვეპროგრამის მიზანი

ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლეთათვის ადაპტირებული და კომფორტული გარემოს შექმნა

ქვეპროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და სამრევლო სკოლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მცირე მოცულობის კაპიტალური ხარჯების გაწევა (კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, საოფისე ინვენტარის შეძენა  და სხვა).

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლეთათვის შექმნილია ადაპტირებული და კომფორტული გარემო ზოგადი განათლების მისაღებად

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

040202

ქვეპროგრამის დასახელება:

წარმატებული კურსდამთავრებულებისა

და მათი სკოლების დაჯილდოება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

განათლების, კულტურის, სპორტისა

და ახალგაზრდობის  სამსახური

ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

140 000

სულ ქვეპროგრამის  ბიუჯეტი

140 000

ქვეპროგრამის მიზანი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულებისა და მათი სკოლების წახალისება

ქვეპროგრამის აღწერა

1.მოსწავლეთა წახალისების მიზნით,  100%  -იან სახელმწიფო გრანტის მფლობელ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  კურსდამთავრებულს და აღმზრდელ სკოლას,  ერთჯერადად გადაეცემა ფულადი ჯილდო:  გრანტის მფლობელ მოსწავლეს 3000,  ხოლო სკოლას  1500 ლარი (მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად). 70%  -იან სახელმწიფო გრანტის მფლობელ სკოლის კურსდამთავრებულს -1500 ლარი.  წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის ასლი, კურსდამთავრებულის ანგარიშის ნომერი , სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი ცნობა.

2. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე,  დაჯილდოვდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო და სამრევლო სკოლების  ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული. კურსდამთავრებული,რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა 100%-იანი გრანტი- ერთჯერადი ჯილდოს სახით  მიიღებს  500 ლარს, 70%-იანი გრანტის მფლობელი - 400 ლარს, ხოლო დანარჩენი ყველა-300 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ეროვნული გამოცდების შედეგად წარმატებული კურსდამთავრებულების  მონიტორინგი, ბაზის შექმნა.წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის ასლი, კურსდამთავრებულის ანგარიშის ნომერი , სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი ცნობა.

3. კურსდამთავრებულების საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით ღონისძიების  ,,ბოლო ზარი -2026'' ორგანიზება ,ასევე ოქროს მედალოსნებისა და  100%-იანი გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულთათვის და მათი სკოლებისთვის დაჯილდოების ცერემონიის მოწყობა.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

100% -იანი სახელმწიფოს გრანტის მფლობელი ოზურგეთის სკოლების

კურსდამთავრებულები და მათი სკოლები ფინანსურად არიან წახალისებული

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

040203

ქვეპროგრამის დასახელება:

საგანმანათლებლო და სახელოვნებო

სექტორის მხარდაჭერა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

განათლების, კულტურის, სპორტის,ახალგაზრდულ სამსახური

ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო

2026

მუნიციპალური ბიუჯეტი

15 000

სულ ქვეპროგრამის  ბიუჯეტი

15 000

ქვეპროგრამის მიზანი

1. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია

2.მოსწავლთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა

ქვეპროგრამის აღწერა

დაჯილდოვდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები,რომლებსაც  ერთჯერადად გადაეცემა , ჯილდო 500(ხუთასი)ლარი, სამკერდე ნიშანი, მადლობის ბარათი, თაიგული.  ასევე სკოლის წარმატებული  მასწავლებლები , რომლებიც მოღვაწეობენ სახელოვნებო სკოლებში(სამხატვრო სკოლა/ მუსიკალური სკოლა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება), რომლებსაც გადაეცემათ მადლობის ბარათი/ყვავილების თაიგული და ფასიანი საჩუქარი. პედაგოგების კანდიდატურას მერს წარუდგენს განათლების,კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიებების ორგანიზება/მხარდაჭერა(ესეების,ნახატების,კალიგრაფიის,კლიპების კონკურსი და სხვა).

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

1. ხელშეწყობილია ინიცირებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტები,2. დაჯილდოვებულია  ღვაწლმოსილი პედაგოგები
3. ხელშეწყობილია მოსწავლეებში ხელით წერის კულტურა.

პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

0403

პროგრამის დასახელება:

განათლების ხელმისაწვდომობისა და

თანასწორობის გაძლიერება

პროგრამის განმახორციელებელი:

'განათლების, კულტურის, სპორტისა და

ახალგაზრდობის  სამსახური

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2026-2029 წწ.

სულ პროგრამის ბიუჯეტი:                             85 000 ლარი

პროგრამის მიზანი

განათლების მუნიციპალური პროგრამის გზით მოსწავლე-ახალგაზრდობის და სტუდენტებისთვის განათლების

ხელმისაწვდომობის  გაზრდა და  ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის განხორციელება.

პროგრამის აღწერა

1. მერის სტიპენდია  დაუწესდება , საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტს( ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული), რომლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი, ყოველი სემესტრის ბოლოს არის 95 ქულა და მეტი.  სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია  1250 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. ბ) პირადობის მოწმობის ასლი.  გ) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტი  დ) უმაღლესი    საგანმანათლებლო    დაწესებულების    მიერ    გაცემული    აკადემიური    მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  დედით ან/და მამით ობოლ სტუდენტს , რომელიც სწავლობს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლესს სასწავლებელში  და ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ  აკადემიური მოსწრების მაჩვენებელია  71-დან 95  ქულამდე- სწავლის საფასური დაუფინანსდება 800 ლარით, ხოლო 95-დან ზევით - 1000 ლარით .

წარმოსადგენი დოკუმენტაცია-ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც ადასტურებს : სტუდენტის აქტიურ სტატუსს  და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელს (ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ). უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები. მშობლის გარდაცვალების მოწმობა.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3. პროფესიული განათლების იმიჯის გაძლიერება და სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერა. წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება პროფესიული  განათლების პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

4. ინკლუზიური  განათლების ხელმისაწვდომობა სსმ , შშმ  შესაძლებლობის მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის,მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია და სოციალიზაცია.  საჭირო ადამიანური, სასწავლო , მატერიალურ  რესურსებზე და სასწავლო პროცესზე  ხელმისაწვდომობა და სხვა.

5.ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის გათვალისწინებით  განსახორციელებელი აქტივობების /პროექტების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების განხორციელება (საინფორმაციო შეხვედრები,ვორკშოფები,კონფერენციები და სხვა);

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ხელშეწყობილია არაფორმალური განათლება და უზრუნველყოფილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

განათლების ხელმისაწვდომობისა და

თანასწორობის გაძლიერება

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

040301

ქვეპროგრამის დასახელება:

განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

განათლების, კულტურის, სპორტისა

და ახალგაზრდობის  სამსახური

ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

70 000

სულ ქვეპროგრამის  ბიუჯეტი

70 000

ქვეპროგრამის მიზანი

მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისება განათლების მუნიციპალური პროგრამის გზით,საზოგადოების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება თანასწორობის საკითხებზე

ქვეპროგრამის აღწერა

1.მერის სტიპენდია  დაუწესდება , საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტს( ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული), რომლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი, ყოველი სემესტრის ბოლოს არის 95 ქულა და მეტი.  სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია  1250 ლარით(დარიცხული).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. პირადობის მოწმობის ასლი. სტუდენტის საბანკო რეკვიზიტი  უმაღლესი    საგანმანათლებლო    დაწესებულების    მიერ    გაცემული    აკადემიური    მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  დედით ან/და მამით ობოლ სტუდენტს , რომელიც სწავლობს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლესს სასწავლებელში  და ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ  აკადემიური მოსწრების მაჩვენებელია  71-დან 95  ქულამდე- სწავლის საფასური დაუფინანსდება 800 ლარით, ხოლო 95-დან ზევით - 1000 ლარით .

წარმოსადგენი დოკუმენტაცია-ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც ადასტურებს : სტუდენტის აქტიურ სტატუსს  და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელს (ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ). უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები. მშობლის გარდაცვალების მოწმობა.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3. პროფესიული განათლების იმიჯის გაძლიერება და სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერა. წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება პროფესიული  განათლების პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის წარმოება. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება, პროფესიული ორიენტაციის  პრაქტიკის გაცნობა, სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს VIII-XII კლასის მოსწავლეები.

4. ინკლუზიური  განათლების ხელმისაწვდომობა სსმ, შშმ  შესაძლებლობის მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის,მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია და სოციალიზაცია.  საჭირო ადამიანური, სასწავლო , მატერიალურ  რესურსებზე და სასწავლო პროცესზე  ხელმისაწვდომობა და სხვა.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ჩატარებულია ღონისძიებები და უზრუნველყოფილია საზოგადოების ინფორმირება თანასწორობის საკითხებზე

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და

ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

040302

ქვეპროგრამის დასახელება:

საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების მხარდაჭერა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამსახური

ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

15 000

სულ ქვეპროგრამის  ბიუჯეტი

15 000

ქვეპროგრამის მიზანი

თანასწორობის  პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის აღწერა

ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის გათვალისწინებით  განსახორციელებელი აქტივობების /პროექტების მხარდაჭერა.  საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების განხორციელება (საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური, საინფორმაციო შეხვედრები,ვორკშოფები,კონფერენციები და სხვა);

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

უზრუნველყოფილია  თანასწორობის თაობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარე