დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №630
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.025527 51
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/12/2025
266 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 31.12.2024 დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 27.02.2024 2023 − 2026 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 25.02.2022 2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 27.02.2026 დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 16.01.2023

დოკუმენტის ტექსტი

დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №630 2025 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა შემდეგი ქვეპროგრამების სახით: 1. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“ (დანართი №1). 2. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“ (დანართი №2). 3.  „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა“ (დანართი №3). მუხლი 2🔗 „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №487 დადგენილების №3 დანართის „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ დასრულებასთან დაკავშირებით: ა) „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №487 დადგენილების №3 დანართის „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები და წარმოშობილი ვალდებულებები, რომელთა დაფინანსება დადგენილი წესით ვერ განხორციელდა 2025 წელს, განხორციელდეს შემდეგი პირობით: საქონლისა და/ან მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2025 წელს ნაკისრი ვალდებულებები, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, დაფინანსდეს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05)  27 05 03 ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში; ბ) სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81, 2023 წლის 16 იანვრის №17, 2024 წლის 27 თებერვლის №46 და 2024 წლის 31 დეკემბრის №487 დადგენილებებით დამტკიცებული „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ელექტრონული მონაცემების შესაბამის ელექტრონულ სისტემაში შენახვა, დამუშავება, სისტემატიზაცია და დაარქივება აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებიდან 5 (ხუთი) წლის  ვადით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე