ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის, საქმიანობის წესისა და სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 460070000.88.103.016002 8
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/12/2025
1,508 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
განმცხადებელი
პირი, რომელსაც სურს ორგანიზაციის სტატუსის მიღება
მუხლი 2
განცხადება
განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციისთვის მიმართვა
მუხლი 2
კომისია
კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობა განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით
მუხლი 2
რეესტრი
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების აღრიცხვის მონაცემთა ბაზა
მუხლი 2
სახელწოდება
„ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“
მუხლი 2
სტატუსი
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსი
მუხლი 2
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებისა და კონკრეტული ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (შემდგომში – ორგანიზაცია) სტატუსი; 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 31.12.2021 პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესის, მათი სტრუქტურისა და ფორმის, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხის და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 86% 02.05.2023 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 30.09.2014 ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი 86% 08.06.2016 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 86% 21.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის, საქმიანობის წესისა და სტანდარტის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება №2 2025 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის, საქმიანობის წესისა და სტანდარტის დამტკიცების შესახებ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა  და  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების“ მე-3 მუხლის, მე-6 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, საქმიანობის წესი და სტანდარტი“  თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიმაია ომიაძე ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, საქმიანობის წესი და სტანდარტი  თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი ადგენს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, გაუქმებისა და საქმიანობის წესს, პრინციპებსა და სტანდარტს. 2. პირს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსს ანიჭებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის, საქმიანობის წესისა და სტანდარტის“ (შემდგომში – წესი) მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განმცხადებელი – პირი, რომელსაც სურს ორგანიზაციის სტატუსის მიღება; ბ) განცხადება – განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციისთვის მიმართვა;      გ) კომისიაკომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობა განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით; დ) რეესტრი –  ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების აღრიცხვის მონაცემთა ბაზა; ე)  სახელწოდება – „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“; ვ) სტატუსი – ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსი; ზ) ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებისა და კონკრეტული ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (შემდგომში – ორგანიზაცია) სტატუსი; 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი მუხლი 3🔗. განცხადების ფორმა, შეტანის წესი და რეკვიზიტები 1. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება წარედგინება ადმინისტრაციას. 2. განცხადების წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად ადმინისტრაციის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: info@gnta.ge  ან მატერიალური სახით – ადმინისტრაციის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4. 3. განცხადება  ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. განცხადებით წარსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტაცია: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) განმცხადებლის წესდება; გ) განმცხადებლის სახელწოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) განმცხადებლის იურიდიული მისამართი; ე) განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო ელ. ფოსტა და საკონტაქტო ნომერი); ვ) ერთწლიანი ბიზნეს გეგმა, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს ტურიზმის მოქმედ სტრატეგიასთან და უნდა მოიცავდეს: ვ.ა) დაგეგმილი აქტივობების აღწერას; ვ.ბ) სამოქმედო გეგმას და მართვის სტრატეგიას (კონცეფცია); ვ.გ) დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას; ვ.დ) დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციას კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გამოყენებული მოდელის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს ორგანიზაციაში გაწევრიანებულ არანაკლებ 10 კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტურიზმის დარგი.  5. ამ წესის დამტკიცების დროისათვის მოქმედი ორგანიზაციები ვალდებული არიან, განცხადებით მომართონ ადმინისტრაციას სტატუსის ხელახლა მინიჭების თაობაზე, ამ წესის დამტკიცებიდან 1 წლის ვადაში. 6. სტატუსის მინიჭება ხორციელდება 5 წლის ვადით. სტატუსის ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე, პირი ვალდებულია სტატუსის ხელახლა მინიჭების თაობაზე მიმართოს ადმინისტრაციას სტატუსის მინიჭებისთვის ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 7. სტატუსის ხელახლა მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციისთვის განცხადების წარდგენის, განაცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საკითხები რეგულირდება ამ წესით დადგენილი სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მუხლი 4🔗. განცხადების განხილვის წესი   1. განმცხადებლისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს კომისია. 2. კომისია განცხადებას განიხილავს ადმინისტრაციის მიერ განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში. 3. განცხადების დაზუსტების საჭიროების/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, კომისია წერილობით ატყობინებს განმცხადებელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას განცხადების დაზუსტების/ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით. განცხადების დასაზუსტებლად/ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ჩერდება  სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადის დენა. 4. განცხადების  არ დაზუსტების ან/და ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია წყვეტს სტატუსის მინიჭების თაობაზე წარმოებას, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს. 5. სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია განმცხადებლის მიერ ამ წესის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. 6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი და  წარედგინება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ორგანიზაციისთვის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას გამოსცემს კომისიის მიერ ოქმის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 8. სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ, განცხადებაში მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის მონაწილეობა ორგანიზაციის მართვისა და წარმომადგენლობით ორგანოებში 1. სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, ადმინისტრაცია ორგანიზაციას წარუდგენს ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოში ადმინისტრაციის წარმომადგენელ კანდიდატს. 2. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი კანდიდატის მონაწილეობას ორგანიზაციის მართვისა და წარმომადგენლობით ორგანოებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 7🔗. სტატუსის გარეშე საქმიანობის დაუშვებლობა 1. სახელწოდების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც ადმინისტრაციამ მიანიჭა ორგანიზაციის სტატუსი. 2. თუ პირი არამართლზომიერად იყენებს სახელწოდებას, ადმინისტრაციას უფლება აქვს, მოსთხოვოს პირს სახელწოდების გამოყენების შეწყვეტა. 3. განმცხადებელი/ორგანიზაცია ვალდებულია ადმინისტრაციის მიერ სახელწოდებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტის გამოვლენის ან სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახელწოდების გამოყენება და ასახოს სახელწოდების ცვლილება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში.    4. სახელწოდების არამართლზომიერი გამოყენებით საქმიანობა იწვევს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. თავი III რეესტრის წარმოების წესი მუხლი 8🔗. რეესტრის წარმოება 1. ადმინისტრაცია რეესტრის წარმოებას ახორციელებს ელექტრონული ფორმით და მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ორგანიზაციისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე კომისიის ოქმისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების რეკვიზიტებს; ბ) ორგანიზაციის სახელწოდებას; გ) ტერიტორიული მოქმედების ფარგლების მითითებას; დ) სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას; ე) ორგანიზაციის იურიდიულ მისამართს; ვ) ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაციას. 2. რეესტრი ქვეყნდება ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gnta.ge.  თავი IV ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის წესები და პრინციპები მუხლი 9🔗. ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპები ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებია: ა) მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ბ) კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა; გ) გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება; დ) ეკონომიკური პასუხისმგებლობა; ე) ტურიზმის ეროვნულ პოლიტიკასა და სტრატეგიასთან შესაბამისობა; ვ) ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 10🔗. ორგანიზაციის ფუნქციები ორგანიზაციის ფუნქციებია: ა) ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და ტურიზმის განვითარების  სტრატეგიის შესაბამისად განხორციელება; ბ) ტურისტული პროდუქტების შექმნა-პოპულარიზაცია და განვითარება; გ) ტურიზმის სფეროში პროფესიული გადამზადებისა და ტურისტული მომსახურების ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობის განხორციელება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა; დ) ტურისტული დანიშნულების ადგილზე ტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა; ე) ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ერთობლივი ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება; ვ) ტურისტების საინფორმაციო უზრუნველყოფა (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი). მუხლი 11🔗. ორგანიზაციის დაფინანსების წყარო ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებია: ა) ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ნებაყოფლობითი შემოწირულებები და საწევრო გადასახდელი; ბ) შესაბამისი პროგრამების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული გრანტები და სხვა შემოწირულებები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 12🔗. ორგანიზაციის საქმიანობის წესები 1. ორგანიზაცია საქმიანობას ახორციელებს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ორგანიზაცია ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლით მოთხოვნილ მონაცემებში/ დოკუმენტაციაში ცვლილებების შემთხვევაში, ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მუხლი 13🔗. ორგანიზაციის სტატუსით განსაზღვრული პირობების დაცვის კონტროლი 1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია, განახორციელოს ორგანიზაციის მიერ სტატუსით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი. 2. სტატუსით განსაზღვრული პირობების დაცვის შემოწმების მიზნით, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, პერიოდულად გამოითხოვოს ინფორმაცია ან/და განიხილოს ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, საკუთარი ინიციატივით ან მესამე პირთა დასაბუთებული მომართვის საფუძველზე. 3. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ადმინისტრაციისათვის სტატუსთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის, მასალის ან/და დოკუმენტაციის მიწოდებას გონივრულ ვადაში. 4. სტატუსის პირობებთან შეუსაბამობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საკითხის შესწავლის დაწყების შესახებ, სადაც მიეთითება შესასწავლი გარემოებები და ვადა. 5. შემოწმების შედეგებს განიხილავს კომისია, შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 20 დღის ვადაში. 6. კომისიის გადაწყვეტილების (ოქმის) საფუძველზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კომისიის მიერ ოქმის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას: ა) ხარვეზის დადგენის შესახებ, რა დროსაც ორგანიზაციას განესაზღვრება ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადა; ბ) სტატუსის შეჩერების შესახებ (არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხარვეზის აღმოფხვრამდე); გ) სტატუსის გაუქმების შესახებ; დ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული მიზეზის აღმოფხვრის თაობაზე ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას, რომელიც განიხილება ადმინისტრაციის მიერ ამ წესით დადგენილ სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილ ვადებში. 7. ორგანიზაციის მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლა წარმოადგენს სტატუსის შეჩერების ან გაუქმების საფუძველს; 8. სტატუსის შეჩერების ვადის განმავლობაში შეჩერების მიზეზის აღმოუფხვრელობა წარმოადგენს ორგანიზაციის სტატუსის გაუქმების საფუძველს.ამ მუხლის მე-6 პუნქტში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია (ოქმით), რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოსცემს ბრძანებას. მუხლი 14🔗. ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიმოცვლა 1. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ერთიანი პოლიტიკის კოორდინაციისა და სტატუსის პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, ორგანიზაცია ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში წარადგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ, ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო წლის 31 მარტისა. 2. საქმიანობის შესახებ ინფორმაცია (ანგარიში) უნდა მოიცავდეს მონაცემებს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას. 3. ადმინისტრაცია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციას სთხოვოს დამატებითი ინფორმაცია კონკრეტული აქტივობის შესახებ, რომელიც პირდაპირ კავშირშია  სტატუსით გათვალისწინებულ ფუნქციებთან. მუხლი 15🔗. სტატუსის შეჩერება და გაუქმება 1. ამ ბრძანებით დადგენილი წესებისა და პრინციპების დაცვა სავალდებულოა. მათი დარღვევა წარმოადგენს ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების ან გაუქმების საფუძველს. 2. სტატუსის შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც ფორმდება ოქმით, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება სტატუსის შეჩერების ან სტატუსის გაუქმების თაობაზე. 3. სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდგომ, პირს შეუძლია მიმართოს კომისიას სტატუსის აღდგენის თაობაზე. 4. ტატუსის გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის შემდგომ, პირს შეუძლია მიმართოს კომისიას სტატუსის ხელახლა მინიჭების მიზნით. 5. ორგანიზაციის სტატუსის ხელახლა მინიჭების ან აღდგენის შესახებ განცხადება განიხილება კომისიის მიერ, სტატუსის მინიჭებისთვის ამ წესით განსაზღვრულ ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება განმცხადებლისთვის სტატუსის ხელახლა მინიჭების ან აღდგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თქმის თაობაზე.