ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს  2,485.28 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

პრიორიტეტი

დასახელება

2026 პროექტი

2026 წელი პროგნოზი

2027 წელი პროგნოზი

2028 წელი პროგნოზი

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და  სოციალური უზრუნველყოფა

2,485.28

2,659.30

2,864.70

3,063.00

06 01

ჯანმრთელობის დაცვა

949.30

990.30

1,075.70

1,169.00

06 01 01

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

270.30

270.30

270.30

270.30

06 01 02

ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება

200.00

200.00

220.00

240.00

06 01 03

ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

45.00

50.00

55.00

60.00

06 01 04

თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა

45.00

50.00

55.00

60.00

06 01 05

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

115.00

115.00

135.40

163.70

06 01 06

აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა

14.00

20.00

25.00

30.00

06 01 07

0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება

15.00

20.00

25.00

30.00

06 01 08

ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა ტრანსპორტირების  ფინანსური უზრუნველყოფა

15.00

15.00

20.00

25.00

06 01 09

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა და რეაბილიტაცია

-

-

-

-

06 01 10

ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა

140.00

160.00

180.00

200.00

06 01 11

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა

50.00

50.00

50.00

50.00

06 01 12

მხედველობით მკვეთრად გამოხატული შშმ (უსინათლო)პირთა ფინანსური მხარდაჭერა

25.00

25.00

25.00

25.00

06 01 13

0-18 წლამდე ასაკის, დიაბეტით დაავადებულია ბავშვიანი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა

15.00

15.00

15.00

15.00

06 02

მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა

1,009.42

1,132.00

1,227.00

1,312.00

06 02 01

მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარებები

100.00

120.00

130.00

150.00

06 02 02

ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

40.00

65.00

80.00

90.00

06 02 03

საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება

15.00

40.00

50.00

60.00

06 02 04

მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება

400.00

420.00

440.00

460.00

06 02 05

შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა

20.00

40.00

50.00

60.00

06 02 06

დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება

18.00

25.00

35.00

50.00

06 02 07

საომარი მოქმედებების და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება

-

-

-

-

06 02 08

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა

5.00

5.00

5.00

5.00

06 02 09

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა

6.00

6.00

6.00

6.00

06 02 10

სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

-

-

-

-

06 02 11

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერჯერადი ფულადი დახმარება.

10.00

10.00

10.00

10.00

06 02 12

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი აკადემიური  წარმატების მქონე აბიტურიენტთა ფინანსური წახალისება

5.00

10.00

10.00

10.00

06 02 13

სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფა

169.42

170.00

170.00

170.00

06 02 14

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა

180.00

180.00

200.00

200.00

06 02 15

შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

36.00

36.00

36.00

36.00

06 02 16

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მარტოხელა შშმ პირებისთვის ქირით უზრუნველყოფის ფულადი დახმარება

5.00

5.00

5.00

5.00

06 03

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა

-

-

-

-

06 04

სარიტუალო მომსახურება

8.00

10.00

10.00

10.00

06 04 01

ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯი

5.00

5.00

5.00

5.00

06 04 02

უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი

3.00

5.00

5.00

5.00

06 05

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებითი უზრუნველყოფა

432.00

435.00

440.00

450.00

06 06

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით ფულადი დახმარება

-

-

-

-

06 07

ა(ა)იპ „კეთილი სამარიტელი“-2014 თანადაფინანსება

6.00

6.00

6.00

6.00

06 08

ვეტერანთა საბჭოს ხელშეწყობა

10.56

11.00

11.00

11.00

06 09

ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა

5.00

5.00

5.00

5.00

06 10

მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა

65.00

70.00

90.00

100.00

ა) ჯანმრთელობის დაცვა

პროგრამის დასახელება

კოდი

ჯანმრთელობის დაცვა

დაფინანსება
ათას ლარში

06 01

949.30

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება. არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრება. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა. არსებულ პირობებთან ადაპტირება, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილება. პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება

ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ  და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

აუტიზმის სპექტრის აშლილობის(ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა.

0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება.

ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა ტრანსპორტირების  ფინანსური უზრუნველყოფა

ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა.

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა.

მხედველობის მკვეთრად გამოხატული შშმ (უსინათლო) პირთა ფინანსური მხარდაჭერა.

0-18 წლამდე ასაკის, დიაბეტით დაავადებული ბავშვიანი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.

მოსალოდნელი შედეგი

მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.

ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 01

270.30

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს  სახელმწიფო  ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის  ფარგლებში   „ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის   შესახებ“ საქართველოს  კანონით განსაზღვრული  ფუნქციების  დაფინანსებას, კერძოდ; საგანმანათლებლო, აღმზრდელობით და  საგანმანათლებლო- აღმზრდელობით დაწესებულებებში სანიტარული და  ჰიგიენური ნორმის დაცვის  ზედამხედველობა; საგანმანათლებლო, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების  განხორციელების ხელშეწყობა;არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაციას და დაკბენილი  მოსახლეობის  ზუსტ აღრიცხვას, სასწრაფო  შეტყობინების  სისტემის  დახვეწას დაგაუმჯობესებას, დაავადებათა  გავრცელების ეტაპობრივ შემცირებას  მისი  კონტროლის  გზით;ეპიდ  სიტუაციის  გამწვავების  დროული გამოვლენის  ხელშეწყობას  და  მათ  სწრაფ  რეაგირებას, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას; არაგადამდებ დაავადებათა პრევენციას   და  ჯანმრთელობაზე  მავნე  ფაქტორების ზემოქმედებისგან   დაცვას  მოსახლეობის  ინფორმირების  გზით. პროგრამის მიზანია დაავადებების დროული გამოვლენა მისი კონტროლის მიზნით.

C-ჰეპატიტზე,აივ-შიდსსა და ტუბერკულიოზზე ინტრეგრირებული სკრინინგის განხორციელება.ასევე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება.

მოსალოდნელი შედეგი

მოსალოდნელი ეპიდ.სიტუაციების მართვისთვის იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლის გაზრდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  შესანარჩუნებლად

ა.ბ) ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება

პროგრამის დასახელება

კოდი

ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 02

200.00

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

1. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის დაფინანსებაში თანამონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით:

ა) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%  ან 70%-ზე მეტია, დაფინანსდება

პაციენტის გადასახდელი თანხის ნახევარი;

ბ) ხოლო თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა 70%-ზე ნაკლებია-დაფინანსდება

საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხის 25%;

გ) თუ პაციენტის სტაციონარული მომსახურების ერთჯერადი ღირებულების თანხა აღემატება საყოველთაო

დაზღვევის წლიურ ლიმიტს, ანაზღაურდება პაციენტის გადასახდელი თანხის 25%.

დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა

განსაზღვრულია არანაკლებ 50 და არაუმეტეს 700 ლარის ოდენობით.

მოსალოდნელი  შედეგი

პროგრამით მოსარგებლე პირების ფინანსური დახმარება და მათი პირობების გაუმჯობესება.

ა.გ) ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 03

45.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

1.   პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით –„მკვეთრად გამოხატული“ (პირველი ჯგუფი). (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100);

2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშწორებით, 100 ლარის ჩარიცხვას (აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეიძლება ჩაერიცხოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს).

მოსალოდნელი  შედეგი

პროგრამით მოსარგებლე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის   გაუმჯობესება.

ა.დ) თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა

პროგრამის დასახელება

კოდი

თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 04

45.00

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და აღნიშნული მომსახურების მისაღებად სისტემატიურად უწევთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვა.

პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 150 ლარის ჩარიცხვას;

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

პროგრამით მოსარგებლე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის   გაუმჯობესება.

ა.ე) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 05

115.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

1.იშვიათი დავადებებით შეპყრობილი ბენეფიციარები პროგრამაში ჩაირთვებიან,   ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, „იშვიათი დაავადებების ნუსხაში“ მითითებული ჩამონათვალის გათვალისწინებით.

2. ზოგიერთ სხვა დაავადებებში ჩაითვალოს: პარკინსონის დაავადება, ლეიკემია, გაფანტული სკლეროზი, მოტონეორონთა დაავადება, სირინგომიელია, ცერებრული დამბლა, კუნთთა პროგრესიული დისტროფია, სისტემური წითელი მგლურა, რომლებიც სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და კლინიკო- ლაბორატორიულ კვლევებს.“

3. ბენეფიციარმა სამედიცინო კლინიკიდან (ვიწრო სპეციალისტის დასკვნით) უნდა წარმოადგინოს დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 ჩატარებული სპეციფიკური კვლევების მონაცემებისა და საჭირო   მკურნალობის მითითებით.

4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების ხელშეწყობა

ა.ვ) აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა

პროგრამის დასახელება

კოდი

აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 06

14.00

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

1.   პროგრამის ბენეფიციარები არიან (ბავშთა აუტიზმი, ატიპური აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი და განვითარების

დაუზუსტებელი ზოგადი აშლილობა ) ასა-ს მქონე 2 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა მშობლები

წარმოადგენენ ნეიროგანვითარების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირის „საქართველოს ბავშვები“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის და სხვა სპეციალიზირებული ლიცენზირებული დაწესებულებებიდან ბენეფიციარისთვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100-ს, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთერთი მშობლის პირადობის

2.  ბენეფიციარზე წელიწადში ერთხელ გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%- ის ოდენობით დაფინანსებაზე, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

პროგრამით მოსარგებლე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის   გაუმჯობესება.

ა.ზ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური  კვლევების დაფინანსება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური  კვლევების დაფინანსება

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 07

15.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

0-18 წლამდე ასკის ბავშვთა ამბოლატოrიული მაღალტექნლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების  ( კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, სომატური, ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური, სეროლოგიური, იმუნოლოგიური, ციტოლოგიური, მორფოლოგიური, ციტოგენეტიკური) ღირებულების დაფინანსება  არაუმეტეს 700 ლარისა.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

მუნიციპალიტეტის  0-18 წლამდე ასაკის ბავშვებში ავდმყოფი კონტიგენტის გამოვლენა.

ა.თ) ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის  სახელმწიფო  პროგრამაში მონაწილე ბენეფციართა  ტრანსპორტირების  უზრუნველსაყოფად ყოველთვიური ფინანსური  მხარდაჭერის ქვეპროგრამა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის  სახელმწიფო  პროგრამაში მონაწილე ბენეფციართა  ტრანსპორტირების  უზრუნველსაყოფად ყოველთვიური ფინანსური  მხარდაჭერის ქვეპროგრამა.

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 08

15.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ბენეფიციარები არიან 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჩართულები არიან აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში და შესაბამისი მომსახურების მისაღებად სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე (მშობელთან ერთად) ერთ მგზავრობაზე 15 ლარით დაფინანსებას, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მოხდება თვეში ერთხელ. პროგრამული დაფინანსება განხორციელდება ბენეფიციარის, ან მისი მშობლის პირად ანგარიშზე უნაღდო ანგარიშწროებით თანხის ჩარიცხვით.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ა.ი)საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა და რეაბილიტაცია

ა.კ) ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 10

140.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ემსახურება სხვადასხვა დარღვევების მქონე ბენეფიციარებს (R62.0- განვითარების ეტაპების დაყოვნება, F80.9- დაუზუსტებელი მეტყველების განვითარების აშლილობანი, F84.0- ბავშვთა აუტიზმი, F84.1- ატიპიური აუტიზმი, F84.2- რეტინის სინდრომი, F84.3- ბავშვთა სხვა დეზინტეგრაციული აშლილობა, F84.4- ჰიპერაქტიული აშლილობა თანმხლები გონებრივი  ჩამორჩენილობით და სტერეოტიპული მოძრაობებით, F84.5- ასპერგერის სინდრომი, F84.8- განვითარების სხვა ზოგადი აშლილობანი, F84.9- განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი) უზრუნველყოფს მათ თერაპიულ მომსახურეობას. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბენეფიციართა საჭიროებაზე მორგებულ  კომპლექსურ  სწავლებას: ქცევის თერაპიას,მეტყველების თერაპიას, აკადემიურ უნარებს, სუპერვიზიას და ბენეფიციართა ყოველთვიურ გადაფასებას. საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ან მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას. ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმქალურ რეალიზებას, ზოგადი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ა.ლ) ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 11

50.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ბენეფიციარები არიან ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირები,რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდება  ონკოლოგიური მიმართულებით მარაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევის დაფინანსება/თანადაფინანსებას,კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 500 ლარისა.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ა.მ) მხედველობის მკვეთრად გამოხატულ შშმ (უსინათლო) პირთა ფინანსური მხარდაჭერა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მხედველობის მკვეთრად გამოხატული შშმ (უსინათლო) პირთა ფინანსური მხარდაჭერა

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 12

25.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ მხედველობის მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შშმ პირები.

პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით , 100 ლარის ჩარიცხვას (აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეიძლება ჩაერიცხოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს)

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ა.ნ) 0-18 წლამდე ასაკის, დიაბეტით დაავადებული ბავშვიანი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

0-18 წლამდე ასაკის, დიაბეტით დაავადებული ბავშვიანი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა

დაფინანსება
ათას ლარში

06 01 13

15.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამით მოსარგებლეები არიან 0-18 წლამდე დიაბეტით დაავადებული ბენეფიციარები.

პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, 100 ლარის ჩარიცხვას. (აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეიძლება ჩაერიცხოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს)

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა

პროგრამის დასახელება

კოდი

მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02

1,009.42

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით

მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

3.საზეიმო დაღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება.

4.მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება.

5. შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა

6. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება

7.საომარი მოქმედებების და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა

სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი აკადემიური წარმატების მქონე აბიტურიენტთა ფინანსური წახალისება.

სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით  უზრუნველყოფა

პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა

შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მარტოხელა შშმ პირებისთვის ქირით უზრუნველყოფის ფულადი დახმარება

მოსალოდნელი შედეგი

ბენეფიციარის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა

ბ.ა) მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარებები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარებები

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 01

100.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სოციალურ კომისია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

1.პროგრამა გათვლილია მოქალაქეებზე(ოჯახებზე), რომელთაც აქვთ მძიმე ყოფითი პრობლემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამავე ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ფულადი დახმარებას, არაუმეტეს 200 ლარისა, ადმინისტრაციული ერთეულებისათვის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით დადგენილი თვიური ლიმიტის ფარგლებში.

2. შესაბამის დოკუმენტაციას მერის წარმომადგენლები განსახილველად, ყოველთვიურად წარადგენენ მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სოციალურ კომისია“-ზე (შემდგომში „სოციალურ კომისია)“.

3. იშვიათ შემთხვევაში 200 ლარზე მეტი ფულადი დახმარებისთვის მერის წარმომადგენელი დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც ერთპიროვნულად ღებულობს გადაწყვეტილებას დახმარების გაწევაზე და თავად განსაზღვრავს გასაცემი თანხის ოდენობას ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 2 000 ლარისა. საჭიროების შემთხვევაში მერს უფლება აქვს მოითხოვოს  დამატებითი დოკუმენტაცია.მუნიციპალიტეტის მერს წლის განმავლობაში შეუძლია განკარგოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული თანხის 25% თვიური ლიმიტის დაცვით.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა

ბ.ბ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 02

40.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლადშობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 400 ლარის ოდენობით. ტყუპების შემთხვევაში 400 ლარით დაფინანსდება თითოეული ტყუპისცალი.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ახალშობილთა ოჯახების ეკომომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ბ.გ) საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 03

15.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სოციალურ კომისია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით საზოგადოების  ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანების,  აფხაზეთისა და 8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული საჯარო და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ოჯახების და ა.შ. ერთჯერადი ფულადი ან /და მატერიალური დახმარების გაწევა.

მოსალოდნელი შუალედური  შედეგი

სადღესასწაულო დღეებში ბენეფიციარებისათვის საზეიმო განწყობის შექმნა, მათი ფინანსური და მორალური მხარდაჭერა.

ბ.დ) მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა ყოველთვიური ფულადი დახმარება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა ყოველთვიური ფულადი დახმარება

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 04

400.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი. თითოეულ არასრულწლოვან შვილზე ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 50 ლარის ოდენობით.

მოსალოდნელი შუალედური  შედეგი

ბენეფიციართათვის ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისების მიწოდება

ბ.ე) შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 05

20.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 100000-ზე დაბალი, სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არიან არასაპენსიო ასაკის შშმ პირები, აქვთ სტატუსი-“მკვეთრად გამოხატული“(1 ჯგუფი) და არიან ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე და საჭიროებენ მეორე პირის დახმარებას და მუდმივ მომვლელს.

დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, თითოეული ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. პროგრამა გათვლილია 29 ბენეფიციარზე.

მოსალოდნელი შუალედური  შედეგი

შშმ პირთა მორალური და ფინანსური მხარდაჭერა.

შშმ პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება.

ბ.ვ)  დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 06

18.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, თითოეულ ბენეფიციარზე, 300 ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორებით, მეურვის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოფითი პრობლემების მოგვარება..

ბ.ზ) საომარი მოქმედებების და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება.

ბ.თ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 08

5.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სოციალურ კომისია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა- ნაგებობებიდან, მერიის მიერ მიზნობრივად გამოსახლებულ პირთა, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, კერძო სექტორში მათთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავებით (არაუმეტეს 200 ლარისა თვეში). დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, თითოეული ბენეფიციარის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ბენეფიციართა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა.

ბ.ი) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭრა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 09

6.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე წელიწადში ერთხელ 500 ლარის ჩარიცხვით.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ქვეპროგრამის მიზანია ოჯახში ძალადოობის მსხხვერპლთა მიმართ ფინანსური ხელშეწყობა.

ბ.კ) სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა.

ბ.ლ) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერჯერადი ფულადი დახმარება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერჯერადი ფულადი დახმარება.

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 11

10.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც შეუსრულდათ 100 წელი. მათ შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ან ბენეფიციართა ოჯახის წევრები განცხადების სახით.

ბენეფიციარზე 100 წლის შესრულებისას ერთჯერადად გაიცემა  1000 ლარი, რომელიც უნაღდო ანგარიშწორებით ჩაერიცხება მის პირად ანგარიშზე.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ბენეფიციართათვის ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისების მიწოდება

ბ.მ) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი აკადემიური  წარმატების მქონე აბიტურიენტთა ფინანსური წახალისება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი აკადემიური  წარმატების მქონე აბიტურიენტთა ფინანსური წახალისება

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 12

5.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

აბუტურიენტს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული აქვთ 100%-იანი გრანტი სასწავლო წლის დაწყებისას ერთჯერადად გაეწევა ფინანსური დახმარება 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის უნაღდო ანგარიშწორებით ბენეფიციარის პირად ანგარიშზე ჩარიცხვით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1.             ბენეფიციარის განცხადება

2.             100% გრანტის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.             პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის ასლი.

4.             პირადი საბანკო ანგარიში.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა, განათლების დონის ამაღლება წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოვებით.

ბ.ნ) სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 13

169.42

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

1. ქვეპროგრამა გათვლილია უკიდურესად ღარიბი მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი პირობები უმძიმესია, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ოჯახის წევრთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომელთა საცხოვრისი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შემუშავებული პროექტის მიხედვით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას (46 473 ლარის ფარგლებში). ქვეპროგრამა გათვლილია 3 ოჯახზე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრისი ექვემდებარება რეაბილიტაციას და ოჯახის წევრებისათვის საცხოვრებლად საშიშროებას არ წარმოადგენს, ქვეპროგრამა ითვალისწინებს მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, კერძოდ ერთი ოთახისათვის შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას (10000 ლარის ფარგლებში). პროგრამა გათვლილია 3 ოჯახზე.

3. ამ ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს და ოჯახის არცერთ წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრისი.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და საცხოვრისით უზრუნველყოფა.

ბ.ო) წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკასელთა კვებით უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 14

180.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების  პირველკლასელთა კვებისთვის საჭირო დღიური თანხის მიწოდებას მათთვის საბანკო ბარათების დარიგების საშუალებით, რომელთა გამოყენებასაც ისინი შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში.

2. ქვეპროგრამა გათვლილია 280 ბავშვზე და წელიწადში 180 დღიან სასწავლო პერიოდზე. ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა განსაზღვრულია 4 ლარის ოდენით.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

პირველკლასელთა მშობლების ყოფითი პირობების ნაწილობრივ შემსუბუქება

ბ.პ) შშმ ბავშთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 15

36.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

1. პროგრამის ბენეფიციარები არიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ შშმ სტატუსი.

2. პროგრამაში ჩასართავად განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.

3. წარმოსადგენილ დოკუმენტაცია:

ა) ბავშვის დაბადების მოწმობა და ცნობა შესაბამისი სკოლიდან;

ბ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ერთერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი (კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად);

4. პროგრამა გათვლილია 35 ბავშვზე, წელიწადში 180 დღიან სასწავლო პერიოდზე, ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს 6 ლარს.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

შშმ ბავშვის ძირითად საჭიროებათა დაკმაყოფილება.

ბ.ჟ) უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მარტოხელა შშმ პირებისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფის ფულადი დახმარება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მარტოხელა შშმ პირებისთვის ქირით უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

06 02 16

5.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სოციალურ კომისია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მარტოხელა, შშმ პირების ბინის ქირით უზრუნველყოფა წლის განმავლობაში, თვეში არაუმეტეს 200 ლარისა.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ბენეფიციართა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა.

გ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა

პროგრამის დასახელება

კოდი

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა

დაფინანსება
ათას ლარში

06 03

0.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარიშხალი, თოვლი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებსაც ნაწილობრივ დაუზიანდათ, ან სრულიად გაუნადგურდათ  საცხოვრისი.  (დამხმარე ნაგებობები და ქონებრივი ზარალი არ განიხილება). ასევე ქარიშხლის, ან თოვლის გამო დაუზიანდათ საცხოვრისის სახურავი.

2. ხანძრის შემთხვევაში დაზარალებულის დაფინანსება დაზიანებული ფართის მიხედვით პირობითად იყოფა ოთხ ჯგუფად:

2.1.         50 კვადრატულ მეტრამდე - არაუმეტეს 5000 ლარისა,2.2.         100 კვადრატულ მეტრამდე -არაუმეტეს 10000 ლარისა.

2.3.         150 კვადრატულ მეტრამდე- არაუმეტეს 15000 ლარისა

2.4.         200 კვადრატულ მეტრამდე- არაუმეტეს 20000 ლარისა.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც სტიქიის შედეგად (ქარიშხალი, თოვლი) საცხოვრებელი სახლის მხოლოდ სახურავია ძლიერ დაზიანებული (რაც ქმნის საცხოვრისის შემდგომ დაზიანების საშიშროებას) დაზიანებული  ფართის მიხედვთ ითვალისწინებს თანხის გამოყოფას კვადრატულ მეტრზე 15 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 2000 ლარისა.   (ამ პუნქტით განიხილება მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს )

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება

დ)  სარიტუალო მომსახურება

დ.ა)  ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯი

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯი

დაფინანსება
ათას ლარში

06 04 01

5.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს:

ა) გარდაცვლილი დიდი სამამულო ომის მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა ოჯახებისთვის სარიტუალო ხარჯების 250 ლარის ოდენობით დაფინანსებას.

ბ) გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისთვის 200 ლარით დაფინანსებას

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.

დ.ბ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი

დაფინანსება
ათას ლარში

06 04 02

3.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფას

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

უპატრონო მიცვალებულთა პატივგება.

ე)  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა

პროგრამის დასახელება

კოდი

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

06 05

432.00

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „წალენჯიხის სათნოების სახლი"

პროგრამის აღწერა და მიზანი

1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 120 000-ს.

2. ბენეფიციართა შერჩევისას სოციალურად დაუცველთა თანაბარი სარეიტინგო ქულის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება:

ა) საპენსიო ასაკს;

ბ) ოჯახის შრომისუუნარო წევრ(ებ)ის(შშმ პირი) ყოლას;

გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებს;

დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახების წევრებს;

ე) გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს;

ვ) იშვიათი გამონაკლისის (სოციალურ სააგენტოში არ უფიქსირდება სარეიტინგო ქულა ან 120 000 ქულაზე მეტია) შემთხვევაში, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის“ განმახორციელებელი ა(ა)იპ „წალენჯიხის სათნოების სახლის“ დირექტორი გადაწყვეტს მოქალაქის ბენეფიციარად დარეგისტირებას, მერიის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ პროგრამით მოსარგებლეთა საერთო რაოდენობის 10%-ს.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ბენეფიციართათვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისის მიწოდება

ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით ფულადი დახმარება.

ზ) ა(ა)იპ „კეთილი სამარიტელი“-2014 თანადაფინანსება.

თ) ვეტერანთა საბჭოს ხელშეწყობა

პროგრამის დასახელება

კოდი

ვეტერანთა საბჭოს ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

06 08

10.56

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ომის, შრომის და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირი აქტიურ მონაწილეობას იღებს  მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავს ომის და სამხედრო ძალების ვეტერანთა კანონიერი უფლებების ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისა და სხვა პრობლემების გადაჭრელად.

•               კონსულტაციის გაწევა   ვეტერანთა მოწმობის გამოცვლის პროცედუების და სათანადო საბუთების მოძიებაში.

•               შშმ ვეტერანთა  სოციალური მდგომარეობის შესწავლა, ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების გადაჭრის მიზნით ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნით წინადაბებების წარდგენა მერიაში.

•               სისტემატური კავშირი   ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

•               უპატრონო ვეტერანთა სასაფლაოების მოძიება და მათი მოვლა-პატრონობის ღონისძიებების დაგეგმვა და წარდგენა მერიის შესაბამის სტრუქტურებთან.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ომის და სამხედრო ძალების ვეტერანთა კანონიერი უფლებების დაცვა, ახალგაზრდობისთვის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.

ი) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა

პროგრამის დასახელება

კოდი

ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

06 09

5.00

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკ-ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშობლების ( როგორც ქალის ისე მამაკაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების,ახალგაზრდების. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის  საჭიროების მქონე ხანდაზმულების მდგომარეობის შესწავლა და ამ საჭიროებებზე  მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა. პროგრამა ითვალისწინებს ცნობიერების ჩამოყალიბებას, ინფორმირებას  ქალისა და მამაკაცის თანასწორობის კანონმდებლობაზე, ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ღონისძიებების დაგეგმვას თანასწორობის პოლიტიკაში არსებული  გამოწვევების საპასუხოდ,  სენსიტიური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე (დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების), უწყებათაშორისი  კომისიასთან თანამშრომლობით  ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის, ბავშვთა უფლებების დაცვის  მხარდაჭერას ადგილობრივი რესურსებით.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა, ბავშვთა უფლებების დაცვა.

კ) მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა

პროგრამის დასახელება

კოდი

მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

06 10

65.00

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისი არ არის განვითარებული, მუნიციპალიტეტის მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში არ აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ავტობუსები, შექმნას სატრანსპორტო კომპანია და შესაბამისი მომსახურება დამოუკიდებლად გაუწიოს მოსახლეობას.

პრობლემის გადაჭრის ალტერნატივა იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების სუბსიდირებაა, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას.

მუნიციპალიტეტი ასუბსიდირებს მუჟავას (ერისწყალი),ფახულანის (წყოუში), ჩქვალერის, ჯგალის (სქური), ობუჯი, მიქავა, ზღვაია,  ულურია - წალენჯიხა. ჯვარი - ოჭანე - ეწერი - წალენჯიხა. ჭალე - წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ პირთა ტრანსპორტის სერვისით უზრუნველყოფას.

სუბსიიდიის გამოყოფიოს მიზანია გაიზარდოს ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სამარშრუტო საშუალებების მოძრაობის ინტენსივობა.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ბენეფიციართათვის ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისების მიწოდე