მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების  პარალელურად აუცილებელია  ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა  და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს  კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული  სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება.

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,961.00 ათასი ლარი.  პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

პრიორიტეტი

დასახელება

2026 პროექტი

2027 წელი პროგნოზი

2028 წელი პროგნოზი

2029 წელი პროგნოზი

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები

2,961.00

2,780.00

3,120.00

3,480.00

05 01

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

1,327.00

1,220.00

1,400.00

1,600.00

05 01 01

სპორტული ცენტრის დაფინანსება

646.00

610.00

700.00

800.00

05 01 02

ფეხბურთის განვითარების ცენტრი

681.00

610.00

700.00

800.00

05 01 04

სპორტული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია

-

-

-

-

05 02

კულტური განვითარების ხელშეწყობა

1,489.00

1,420.00

1,570.00

1,720.00

05 02 01

კულტურის ცენტრის დაფინანსება

1,096.00

1,050.00

1,150.00

1,250.00

05 02 02

სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფინანსება

373.00

350.00

400.00

450.00

05 02 03

კულტურული ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია

-

-

-

-

05 02 04

კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლების არქეოლოგიური კვლევა და მონიტორინგი

20.00

20.00

20.00

20.00

05 03

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

60.00

60.00

60.00

60.00

05 04

ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა

85.00

80.00

90.00

100.00

ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა

პროგრამის დასახელება

კოდი

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 01

1,327.00

პროგრამის აღწერა და მიზანი

სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. ასევე, წარმატებული წალენჯიხელი სპორტსმენების წახალისება. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. სხვადასხვა ასაკის მოსახლეობაში, როგორც ქალბატონებში, ასევე. მამაკაცებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება; მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და მოზარდების, მ.შ. როგორც გოგონების, ასევე, ვაჟების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში;

მოსალოდნელი შედეგი

გაზრდილია მასობრივ სპორტში მოსახლეობის ჩართულობა; უზრუნველყოფილია სპორტის ხელმისაწვდომობა როგორც ქალების, ასევე, მამაკაცებისათვის

ა.ა) სპორტული ცენტრის დაფინანსება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული ცენტრის დაფინანსება

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01

646.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ - წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის სკოლისგარესე კომპლექსური სასპორტო საგანმანათლებლო საარმზრდელო ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სასპორტო ცენტრი აერთიანებს  10  სპორტულ მიმართულებას, ესენია თავისუფალი ჭიდაობა 4 წრე     ( 101– ბავშვი), კარატე 7 წრე (126–ბავშვი), ჭადრაკი 5 წრე (83 – ბავშვი), კალათბურთი 3 წრე (74– ბავშვი), რაგბი (28– ბავშვი) , მძლეოსნობა 2 წრე (75– ბავშვი) , კრივი (17–ბავშვი),  ტაეკვანდო 2 წრე     ( 56– ბავშვი),  ფრებურთი (27 ბავშვი) სულ სასპორტო ცენტრში სპორტის სახეობებს ეუფლება 608 ბავშვი,  სასპორტო ცენტრში დასაქმებულია 49 კაცი, აქედან 20 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი, 27 მწვრთნელი.სასპორტო ცენრტრი ასევე კურირებს ფუტსალის გუნდს,სადაც თამაშობს 22 სპორტსმენი, პროგრამის მიზანია  სპორტის განვითარება, მწვრთნელთა მივლინება გუნდებთან ერთად, ადმინისტრაციულ    ერთეულებში რაიონულ. რეგიონალურ და საერთშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება „მასობრივი და სამოყვარულო  სპორტული  ღონისძიებების  ორგანიზება,  გამარჯვებულთა ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვება. სპორტული ობიექტებით, სპორტული ფორმითა და ინვენტარით უზრუნველყოფა, სპორტსმენთა ტრანსპორტით მომსახურება, სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება, ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბება.

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

გაზრდილია მასობრივ სპორტში მოსახლეობის ჩართულობა; უზრუნველყოფილია სპორტის ხელმისაწვდომობა როგორც ქალების, ასევე, მამაკაცებისათვის.

ა.ბ) ფეხბურთის განვითარების ცენტრი

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ფეხბურთის განვითარების ცენტრი

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 02

681.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრი-სპორტული კლუბი„სქური"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ააიპ წალენჯიხის ფეხბურთის ცენტრი-სპორტული კლუბი „სქურის"5  საშეჯიბრო გუნდები მიიღებს შემდეგ მომსახურებას: დაწესებული გრაფიკის შესაბამისად გუნდების კვირაში 3-4 წვრთნის პროცესი, სამედიცინო შემოწმება,სათამაშო ფორმებით უზრუნველყოფა, საფეხბურთო ინვენტარით უზრუნველყოფა,(ბურთები),საფეხბურთო  მოედნების მომზადება,სასმელი და ცხელი წყლით(აბანოები) უზრუნველყოფა. გასვლით მატჩებზე ტრანსპორტირება,კვების ხარჯები(მივლინება).შედეგების მასობრიობა. არასაშეჯიბრო გუნდების გაწვრთნა დაწესებული პროგრამების შესაბამისად,როგორც საშეჯიბრო გუნდების  რეზერვი. მოყვარულ ფეხბურთელთა ტურნირის ორგანიზება და დაფინანსება.  მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში,მისი ორგანიზება და დაფინანსება.

მოსალოდნელი შედეგი

სპორტული სკოლების გამართული ფუნქციონირება, შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მეოთხე ლიგის კლუბ სქურის შემადგენლობის შევსება ადგილობრივი კადრებით.

ა.გ) სპორტული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 04

0.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სპორტული ობიექტების მშენებლობა და არსებული ობიექტების რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი შედეგი

შენდება ახალი და შენარჩუნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული.

ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა

პროგრამის

დასახელება

კოდი

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 02

1,489.00

პროგრამის აღწერა და მიზანი

კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა,  განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ასევე, სადღესასწაულო დღეებში  ჩატარდება გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.

მოსალოდნელი შედეგი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და  ქართული ფოლკლორის შენარჩუნება.

ბ.ა) კულტურის ცენტრის დაფინანსება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის ცენტრის დაფინანსება

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 01

1,096.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია ქართული ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობა ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან, ცალკეულ ხელოვანებთან, სხვადასხვა  დარგის დამსახურებულ მოღვაწეებთან,   კულტურულ  ღონისძიებებს ჩატარება და მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ღონისძიებებსა და  ფესტივალებში.  სახვითი დეკორატიული-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენის მოწყობა, ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, სახალხო დღესასწაულების აღსანიშნი ღონისძიებების ჩატარება („გრანელობა“, „ტარასობა“ და სხვა). კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს ბიბლიოთეკების, მუზეუმების, კლუბების და კულტურის სახლების ფუნქციონირებას.  ცენტრი, აგრეთვე,  კოორდინაციას უწევს ტერენტი გრანელის სახელობის მუზეუმს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლეო ქიაჩელის მუზეუმს, აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას სახელობის მუზეუმს, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახლ-მუზეუმს,  რომლებშიც დაცულია მათი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალები და პირადი ნივთები. მუზეუმები სისტემატურად ღებულობენ დამთვალიერებლებს, მათ შორის უცხოელ ტურისტებსაც. მუზეუმებში ჩამოყალიბებულია ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბები, სადაც ტარდება საინტერესო კულტურული, სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები.

მოსალოდნელი  შედეგი

უზრუნველყოფილია საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ხელმისაწვდომობა

ბ.ბ)  სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფინანსება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფინანსება

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 02

373.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრში ორი განყოფილებაა გაერთიანებული: სახელოვნებიო განყოფილება (სამუსიკო სკოლა ჯვარსა და წალენჯიხაში ) და საგანმამნათლებლო განყოფილება (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი) ორივე განყოფილებაში სკოლის გარეშე განათლებას  იღებს 512 მოსწავლე. ცენტრში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 38 თანამშრომელს(ადმინისტრაციული პერსონალი და პედაგოგები). დაფინანსება 2026 წელის 373000 ლარი. საგანმანათლებლო განყოფილებაში ფუნქციონირებს  სხვადასხვა წრეები (ლიტერატურული, ხალხური სიმღერის, მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის , თექის, ხატვის, მხატვრული კითხვის, სამეჯლისო და სპორტული ცეკვების, ქორეოგრაფიის, ინგლისური ენის შემსწავლელი  და ა.შ.   განყოფილებთან არსებობს ფოლკლორული ანსამბლი ''ლაკადა''', ვოკალური ანსამბლი „ნოტები“ (პატარების ჯგუფი), ვოკალური ანსამბლი „ათინათი , ქორეოგრაფიული ანსამბლები: „მამული“ „ოდაბადე“ „მერაკი“ „ იმედი“ , „სახელოვნებო-საგანმნათლებლო ცენტრის მიზანია შემოქმედებითი უნარების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობა, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენა, კულტურულ-შემეცნებითი, საქველმოქმედო ღონისძიებების, კონცერტების, ლიტერატურული  საღამოების, გამოფენების (მხატვრობა, თექა)   ჩატრება მუნიციპალიტეტში, ასევე მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებსა და, ფორუმებში,  როგორც  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე საზღვარგარეთ. წრეები მუშაობენ შეუფერხებლად ნორმალურ პირობებში. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეები , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000–ს, ფინანსდებიან ცენტრის ბიუჯეტიდან.

მოსალოდნელი შედეგი

სახელოვნებო–საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.

ბ.გ)  კულტურული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 03

0.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული ობიექტების მშენებლობა და არსებული ობიექტების რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი შედეგი

შენარჩუნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ობიექტები

ბ.დ)  კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლების არქეოლოგიური კვლევა და მონიტორინგი

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლების არქეოლოგიური კვლევა და მონიტორინგი

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 04

20.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური - კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლებზე არქეოლოგიური გათხრების წარმოება, კონკრეტულად ჯგალის თემის ლესალეს არქიტექტურულ კომპლექსზე (ციხე-ქალაქი და ციხე). ასევე მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩვანარეს ხეობაში მდებარე ჯერ კიდევ შეუსწავლელი ძეგლის სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები.გეგმა ხორციელდება გერმანიის იენის და თბილისის უნივერსიტეტების ჩართულობით.

მოსალოდნელი შედეგი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვა.

გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

პროგრამის

დასახელება

კოდი

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 03

60.00

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ფორმდება მემორანდუმი მერიასა და ეპარქიას შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია -  მონასტრების მოვლა შენახვის ხარჯების დასაფინანსებლად. პროგრამა ემსახურება რელიგიური ორგანიზაციების ფინანსურ ხელშეწყობას და მათთვის თანადაფინანსების გაწევას. საკულტო-სარიტუალო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, მშენებლობას. რელიგიური დღესასწაულების მოწყობას და პოპულარიზებას.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია -  მონასტრების მოვლა შენახვის ღონისძიებები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვა.

დ) ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა

პროგრამის

დასახელება

კოდი

ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 04

85.00

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია/კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ცნობიერების ამაღლებას, მათი ცოდნის გაღრმავებას და ინფორმაციის მიწოდებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” და  მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტებს, გეგმას ფარგლებში  დაფინანსდებიან სტუდენტები თვეში 500 ლარის ოდენობით. სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა აირჩიონ საკუთარი პროფესიის შესაბამისად სასურველი სფერო (მუნციპალიტეტის მერია და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ა(ა)იპ-ები). გეგმა ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და  გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს, აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის მუშაობის პროცესში, რაც გაზრდის მათ ინტერესს და სურვილს სამომავლოდ მიღებული ცოდნა და შესაძლებლობა მოახმარონ ადგილობრივ, საკუთარ, მუნიციპალიტეტს.

პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება სტუდენტური დღეები, სასკოლო სპორტული ოლიპიადა და სხვა ახალგაზრდული ღონისძიებები.

მოსალოდნელი შედეგი

წარმატებულად განხორციელებული ახალგაზრდული პროექტები.

ახალგაზრდებისთვის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, მათი დაინტერესება დაუბრუნდნედ და დაეხმარონ მშობლიურ ქალაქს წინსვლასა და წარმატების მიღწევაშ