კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების მიმართულებით აუცილებელია ხელი შევუწყოთ კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას.

ათასი ლარი

ორგანი ზა ციული კოდი

2026 წლის გეგმა

2027 წლის პროგნოზი

2028 წლის პროგნო ზი

2029 წლის პროგნო ზი

დასახელება

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთა რი შემოსავლები

05 00

კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები

4734,2

0,0

4734,2

4567,6

4913,2

5332,0

05 01

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

2048,7

0,0

2048,7

2000,2

2175,2

2389,0

05 01 01

სპორტის ხელშეწყობის ღონისძიებათა პროგრამა

1145,0

0,0

1145,0

1150,0

1265,0

1400,0

05 01 02

ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

685,2

0,0

685,2

791,2

847,2

917,0

05 01 03

სპორტულ ღონისძიებათა პროგრამა

218,5

0,0

218,5

65,0

75,0

85,0

05 01 04

სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამა

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

05 02

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

2499,5

0,0

2499,5

2408,4

2576,0

2776,0

05 02 01

მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

1374,5

0,0

1374,5

1448,4

1586,0

1741,0

05 02 02

ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამაში

688,0

0,0

688,0

523,0

530,0

550,0

05 02 04

კულტურული  ღონისძიებების  პროგრამა

437,0

0,0

437,0

437,0

460,0

485,0

05 02 05

კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამა

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

05 03

ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა

50,0

0,0

50,0

53,0

56,0

59,0

05 05

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

80,0

0,0

80,0

50,0

50,0

50,0

05 06

საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამა

56,0

0,0

56,0

56,0

56,0

58,0

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.

პროგრამის დასახელება

კოდი

სპორტის ხელშეწყობის ღონისძიებათა პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

05 01 01

1145,0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება’’

პროგრამის მიზანი და აღწერა

მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დაინტერესება და ჩართულობის ზრდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება დაინტერესება და ჩართულობის ზრდა.

სპორტით დაინტერესებული მოსახლეობის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა: სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, სპორტის განვითარება; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მატერიალური და ტექნიკური ბაზის განმტკიცება; სპორტული ინვენტარით აღჭურვა.

ა(ა(იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორო გაერთიანება ახორციელებს სწავლებებს სპორტის შემდეგი მომართულებებით: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, კრივი, პროფესიული კრივი,რაგბი, ჭადრაკი,კარატე-დო, კალათბურთი, ძიუდო,ტაეკვანდო, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი,მკლავჭიდი, სამბო. კიკბოქსინგი. კუდო.

სასპორტო გაერთიანება აერთიანებს 16 სპორტულ მიმართულებას,ესენია: ბერძნულ რომაული ჭიდაობა (69 ბავშვი),კრივი-(91 ბავშვი),რაგბი (58 ბავშვი),ჭადრაკი (51 ბავშვი),კარატე-დო (61 ბავშვი),კალათბურთი (90 ბავშვი),ძიუდო (102 ბავშვი), ტაეკვანდო (30 ბავშვი),ხელბურთი(13 ბავშვი),მაგიდის ჩოგბურთი(22 ბავშვი),მკლავჭიდი (12 ბავშვი),სამბო (11 ბავშვი),ქართული ჭიდაობა (29 ბავშვი) კუდო(15 ბავშვი) პროფესიული კრივი(6 ბავშვი),კიკბოქსინგი(14 ბავშვი) .სულ სასპორტო გაერთიანებაში სპორტის სახეობებს ეუფლება 674 მოზარდი,რომელთაც სამწვრთნელო პროცესები უტარდებათ სასპორტო გაერთიანების სპორტის სასახლისა და სპორტ სკოლის დარბაზებში.ასევე ირიცხება 18 წელს ზემოთ 38 სპორტსმენი.სასპორტო გაერთიანების აღსაზრდელები პერიოდულად მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ.

კლასიკური ჭიდაობის ხალიჩის (ტატამი) შეძენა.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.სპორტული ცენტრის ფუნქციონირება შეუფერხებლად.ყველა მსურველის დაკმაყოფილებულება ცენტრის მომსახურებით.მოზარდებისათვის ხელმისაწვდომობა სპორტული წრეებით სარგებლობა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

ფეხბურთის ხელშეწყობის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

05 01 02

685,2

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი’’

პროგრამის მიზანი და აღწერა

ბავშვთა  და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა ფეხბურთში. სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მომზადება ნაკრები გუნდებისათვის თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვა (2025-2029 ) წწ. პროგრამის /ქვეპროგრამის დასაბუთება, შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობის მიღება. ბავშთა რაოდენობის გაზრდა, მწვრთნელთა მომზადება, ტრენინგის გავლა და ლიცენზიიის კატეგორიების მოპოვებისათვის.--შემუშავება პროგრამისა რომელიც ხელს შეუწყობს  ფეხბურთის განვითარებას.

პროგრამის /ქვეპროგრამის  აღწერა-- ასაკობრივი ჯგუფები, მოსამზადებელი ჯგუფები, გუნდი „ეგრისი“-ს  დაკომპლექტება, განვითარება , ხელშეწყობა ინფრასტრუქტურის მომზადება.

მოსალოდნელი შედეგები: ჯანმრთელი ცხოვრების წესი ქართული ფეხბურთის განვითარება და გამორჩეული ბავშვების მიწოდება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის, საფეხბურთო კლუბი „ეგრისი“-ს  დაკომპლექტება ადგილობრივი აღსაზრდელებით.

სენაკის ,,ეგრისის“ ბავშვთა ასაკობრივი გუნდები მონაწილეობას ღებულობენ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის კალენდარულ შეხვედრებში. ამჟამად სენაკის ეგრისისU- 15 მონაწილეობას ღებულობს ბრინჯაოს ლიგაში, რომელიც მომავალ 2026 წელს უნდა გაგრძელდეს.

ბავშვები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბრინჯაოს ლიგაში უწევთ ითამაშონ U 17-ში,მიზანშეწონილად მივიჩნევთ U-15 და U-17 გუნდების ხელშეწყობას..

გაიზარდოს ბავშვთა ასაკობრივი გუნდების სამივლინებო კვების თანხა 8 ლარიდან 10 ლარამდე.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელთა გუნდი  ეგრისისა და  ასაკობრივი  ჯგუფების მიერ სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის შედეგად  დაკავებული ადგილები. საანგარიშო პერიოდში ბავშვთა დაინტერესება და ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში ფეხბურთის განვითარებისათვის

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული ღონისძიებების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

05 01 03

218,5

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის

სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამა მოიცავს:

სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე მოყვარული სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება, წახალისება ფულადი ჯილდოებითა და ფასიანი საჩუქრებით;
საანგარიშო წლის მანძილზე წარმატებული ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების წახალისება ერთჯერადი ფულადი ჯილდოებით; წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება,სხვადასხვა სპორტულ ღონისძებებზე სპორტსმენებისა და მწვრთნელების ტრანსპორტირაბაში დახმარება;
პროექტები: სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტი ბარიერების გარეშე, მოყვარულთა ფეხბურთის ლიგისა, მასტერ ლიგისა და ევროპის სპორტული კვირეულის სენაკის მუნიციპალური თამაშების ჩატარება-ორგანიზება და გამარჯვებულებისათვის რეგიონალურ და ზონალურ ეტაპებზე ტრანსპორტირებაში და ფორმებით უზრუნველყაფაში ხელშეწყობა. სენაკში საცხენოსნო სპორტის ხელშეწყობა. მინიფეხბურთის ტურნირი მოყვარულ ფეხბურთელთა შორის „თვითმმართველობის თასი 2025“
პროგრამის მიზანია:
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში; წარმატებული ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება. რეგიონში შექმნილი რაგბის ა(ა)იპ -ის თანადაფინანსება.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული პროექტი, შესაძლებელი იქნება წარმატებული მოყვარული, ვეტერანი, თუ მოქმედი სპორტსმენის წახალისება. და ეროვნული ცნობიერების ამაღლება, განვითარების ახალ ეტაპზე გადავა სენაკის საცხენოსნო სპორტი;

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 11

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სადღესასწაულო დღეებში ჩატარდება სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.

პროგრამის დასახელება

კოდი

მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

05 02 01

1374,5

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი’’

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამის მიზანია სენაკისა და მის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაცხოვრებელ მოსწავლე- ახალგაზრდობის ესთეტიკურ-შემეცნებითი აღზრდა, განვითარება და მთლიანად მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება,მათი შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნება. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ზოგადად მოსახლეობის ესთეტიკურ-კულტურული  დონის ამაღლების მიზნით აღნიშნულ ცენტრში ფუნქციონირებს ხალხური, სამეჯლისო და სპორტული ცეკვების,საესტრადო სიმღერის ანსანბლები, შექმნილია მუნიციპალური ცეკვის ანსაბლი,ახალგაზრდული კლუბი თეატრალური სტუდია“.. წრეები:- საესტრადო საკრავების, მხატვრული კითხვის, ეკოლოგიისა და ეკოტურიზმის სექცია ,,მწვანე ერთობა“ წიგნის და კულტურული ტურიზმის კლუბები.

ცენტრში ფუნქციონირებს 1 საჯარო,1საბავშვო და სენაკის სხვადასხვა სოფლებში განლაგებული 15 ბიბლიოთეკა. სულ დღეის მდგომარეობით  წიგნადი ფონდის რა ოდენობა შეადგენს 157955 ცალს. ბიბლიოთეკებში 2024 წელს მკითხველთა რაოდენობამ შეადგინა სულ 157955 კაცი.მკითხველთა დასწრებადობამ 51211 კაცი. ბიბლიოთეკების უმრავლესობა საჭიროებს განახლებას, -ახალ ტექნიკურ აღჭურვილობას.ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს წიგნების აღრიცხვიანობის ელექტრონული სიტემის  დანერგვა.დღეის მდგომარეობით ელექტრონულად აკრეფილია საჯარო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის 56 პროცენტი .სოფლის ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდის აღრიცხვიანობის ელექტრონულ სისტემის დანერგვას ხელს უშლის კომპიუტერული ტექნიკის არ ქონა. საჭიროა მოგვარებულ იქნას ეს საკითხი.ცენტრის შემავალ ორგანიზაციებიდან ფუნქციონირებს 2 ქალაქის და 2 სოფლის მუზეუმი. სულ მუზეუმების ფონდის ოდენობა  შეადგენს  8431ექსპონატს, 2025 წელს მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა შეადგენდა 2445 ვიზიტორს,ჩატარებულია სხვადასხვა ღონისძიებები) მუზეუმებიც საჭიროებენ კეთილ მოწყობას თანამედროვე სტანდარტებით.

სასწავლო წლისათვის განსახორციელებელი მომსახურების ნუსხა:

მხატვრული კითხვის სექცია (უფასო);

ეკოლოგიის სექცია(უფასო);

საესტრადო საკრავების  სწავლების სექცია (ფასიანი);

სპორტული ცეკვების სწავლების სექცია (ფასიანი);

ქართული ხალხური ცეკვის სწავლების სექცია(ფასიანი);

საესტრადო სიმღერების სწავლების სექცია(ფასიანი);

საბავშვო თეატრალური სკოლა-სტუდია (ფასიანი)

კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრი (უფასო);

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხი“ (უფასო);

ტურიზმის განვითარების სექცია (უფასო)

წიგნის სიყვარულთა სექცია (უფასო)

საესტრადო მუსიკალური ბენდი ,,აკუსტიკა“ (უფასო)

თითოეულ ფასიან სექციაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 20 ლარს.

ფასიანი წრეების ყოველთვიური გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდებიან იმ ოჯახის მოზარდები და ახალგაზრდები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000 (სამოცდაათი ათასს), ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებში და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას დაღუპული, უგზოუკვლოდ დაკარგული მებრძოლთა შვილები და ასევე ცენტრის თანამშრომელთა ოჯახის წევრები (შვილები, შვილიშვილები).

დევნილებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე (შშმპ) გავრცელდება 50%-იანი შეღავათი.

ერთი ოჯახიდან ორი ბენეფიციარის ერთ პედაგოგთან სწავლის შემთხვევაში მე-2 ბენეფიციარის ყოველთვიური გადასახადის ოდენობა განახევრდება (საფასური 50%).

ხმის ჩამწერი აპარატურის შეძენა.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

სრულიად სენაკისა და მისი ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლების(მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩათვლით) ესთეტიკურ-კულტურული დონის ამაღლება,მათი ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული ტრადიციების დაცვა და სხვა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

05 02 02

688,0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი“

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამის მიზანია: სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების მიღების ხელმისაწვდომობა, ნიჭიერთა გამოვლენა და შემოქმედებითი მხარდაჭერა, ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია.

პროგრამა უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნები ცენტრის” დაფინანსებას, რომლის სისტემაში ფუნქციონირებს სამუსიკო და სამხატვრო სკოლები, შემოქმედებითი ჯგუფები/ანსანმბლები, ხელოვნების საკვირაო და საზაფხულო სკოლების პროექტები. ცენტრში  მოქმედებს პორექტები: ინკლუზიური სახელოვნებო განათლება, მოსამზადებელი ჯგუფები ხელოვნების დარგების მიართულებით. ხორციელდება 70000-მდე ქულის მქონე, სოციალურად დაუცველო ოჯახების, და-ძმები ერთი ოჯახიდან მოსწავლეების, ნიჭიერი მოსწავლეების და პედაგოგების შემოქმედებითი წახალისება და სტიმულირება.

სამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო (ვიოლინო, ჩელო, საქსაფონი, ფლეიტა, ალტი) განყოფილება, საგუნდო სიმღერის სპეციალობა, საესტრადო განყოფილება, გიტარისა და ხალხური საკრავთა ჯგუფები. სკოლაში ირიცხება 250 მოსწავლე. მომსახურეობის წლიური ღირებულება შეადგენს:

ა) საფორტეპიანო განყოფილება 250 ლარი;

ბ) საორკესტრო განყოფილება- უმაღლესი განათლების პედაგოგისათვის: -250 ლარი; პროფესიული განათლების პედაგოგისათვს: -200 ლარი;

გ) საგუნდო-სადირიჟორო - 250 ლარი;

დ) საესტრადო-230 ლარი;

ე) კლასიკური გიტარა - ბაკალავრი პედაგოგისათვის - 250 ლარი, პროფესიული განათლების პედაგოგისათვის - 200 ლარი;

ვ) ქართული ხალხური საკრავები (ფანდური) - 200 ლარი;

სამხატვრო სკოლაში ეწყობა შიდა და საკლასო გამოფენები, გაკვეთილ-პლენერები, ისწავლება: ხატვა, ფერწერა, ხელოვნების (მსოფლიო და ქართული), ისტორია, გრაფიკა, ძერწვა, კომპოზიცია. ფუნქციონირებს მოსამზადებელი ჯგუფი. სკოლაში ირიცხება 100 მოსწავლე. მომსახურეობის წლიური ღირებულება შეადგენს 150 ლარი;

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

-ხელშეწყობილია  სახელოვნებო - საგანმანათლებლო  მიმართულებების ფუნქციონირება და გამოვლენილია ნიჭიერი მოსწავლეები.

-უზრუნველყოფილია შემოქმედებით ღონისძიებებში  ჩართულობა  და  გაზრდილია მომხმარებელთა რაოდენობა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული ღონისძიებების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

05 02 04

437.0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში კულტურული თვითმყოფადობის გაღრმავების ხელშეწყობა და შემოქმედებითი პროცესების წარმართვა, კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა და განვითარება; ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნება; ადამიანის სულიერი, ინტელექტუალური, მორალური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა. სადღესასწაულო დღეების კულტურული ღონისძიებების, ადგილობრივი, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების,კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება; ადგლობრივ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა საიუბილეო თარიღების აღნიშვნა, ხელოვნების საღამოების მოწყობა, შემოსული მცირე პროექტების ხელშეწყობა. კულტურული პროექტების დაფინანსება, კულტურის სფეროში მოღვაწე, ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია, კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის მიზნით საზოგადოებაში მოტივაციის ამაღება. მატერიალური და არამატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები,ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. შესაბამისი პროფილის საქართველოს სხვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელებას. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განათლების დონის ინტელექტისა და კულტურის ამაღლება; გამოჩენილ ღვაწმოსილ ადამიანებთან შეხვედრა და მათი ღვაწლის პოპულარიზება. აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერა, კულტურის სფეროში მოღვაწეების მსახიობების, მწერლების, ფინანსური მხარდაჭერა. შემოსული კულტურული ინიციატივების დაფინანსება და მხარდაჭერა, შემოთავაზებულ და მოწვეული ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

უზრუნველყოფილია საზოგადოების სხადასხვა ჯგუფებისთვის კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა და ხელშეწყობილია კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობა. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა განვითარება და პოპულარიზაცია; პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა, შედეგად გაზიარდება შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივაცია, მოსახლეობაში შეიქმნება პოზიტიური განწყობა, მოხდება ნიჭიერი შემოქმდებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია, გაიზრდება მონაწილეთა ჩართულობა და გახდება მასობრივი, წელიწადის ყველა ღირშესანიშნავი დღისა და დღესასწაულის აღნიშვნა. უზრუნველყოფილი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების შენარჩუნება პოპულარიზებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები, გაზრდილია ტურიზმი.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

05 03

50,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის

სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

ახლგაზრდული ინიციატივებისა და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება, კერძოდ: ქალაქში რეგისტრირებული საინიციატივო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობა და მოტივაციის მიზნით ახალგაზრდულ საჭიროებებზე მორგებული ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება. ახალგაზრდებისთვის სკოლის დამთავრების მილოცვა ბოლო ზარის საზეიმო აღნიშვნით, მერის სათათბირო ორგანო -ახალგაზრდული საბჭოს მხარდაჭერა და გაძლიერება, მათი შორის უზრუნველყოფა სამუშაო სივრცით ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა ახალგაზრდებთან შეხვედრისთვის, მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. ჩატარება ტრენინგების და სხვა აქტივობებით რომელიც ხელს შეუწყობს საბჭოს წევრების კომპეტენციების განვითარებას. ახალგზრდული ფორუმის ჩატარება ახალგაზრდული სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ანგარიშგება-შეფასების, სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით. ღია ხელმისაწვდომი ახალგაზრდული სივრცეების შექმნა , სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, გართობას, მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღებას და პროგრამებში მონაწილეობას. ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის სამეწარმეო კომპეტენციების, სამეწარმეო იდეების დაფინანსებას. მაშტაბური ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, კულტურული, სპორტული, შემეცნებითი აქტივობების განხორციელებით. .მრავალფეროვანი ღონისძიებები რომელიც ახალგაზრდების ჩართულობას და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააქტიურობას შეუწყობს ხელს. ორგანიზებულობა, უნარჩვევების და კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით.

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო ფარგლებში 2026-2029 წლის განსახორციელებელი ქვეპროგრამებია: 1.ახალგაზრდების საქმიანობის განვითარება, 2.საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობას ხელშეწყობა3.ახალგაზრდების დასაქმების, 4. ახალგაზრდებისთვის დასაქმების და განათლების ხელმისაწვდომობა.

ახალგაზრდების წახალისება ფულადი დახმარებით, განათლების მიღებისა და გაგრძელების მიზნით სწავლებას აგრძელებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

სენაკში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესების გაზრდა, მათი ჩართულობა ახალგაზრდულ პროგრამებში, მათი საჭიროებების გათვალისწინებით ინიციატივების განხორციელება. მათვის ჯანსაღი კულტურული სპორტული ეკოსისტემის შექმნა. შესაძლებლობა მივაწოდოთ და ისარგებლობ ახალგაზრდული სერვისებით.განივითაროთ სხვადასხვა უნარები და აიმაღლონ კომპეტენციები. სამოქმედო გეგმის 2023-2026 ფარგლებში გაწერილი აქტივობების შედეგად ახალგაზრდები ჩართულია ახალგაზრდულ საქმიანობაში ღებულობენ ახალგაზრდულ სერვისებს, ბ) გაზრდილია ახალგაზრდობის რაოდენობა რომელიც ადგილობრივ დონეზე დაგაწყვეტილების მიღებაზე ახდენს პოზიტიურ გავლნას გ)ახალგაზრდების რაოდენობის მატება რომელიც თვლის რომ მათი ინტერესები გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მიერ, დ) ახალგაზრდები იღებენ ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობაზე, ეძლევათ საშუალება დასაქმებისა და განვითარების. მერის სათათბირო ორგანოს-ახალგაზრდული საბჭოს მიერ ახალგაზრდების კომპეტენციების გაუმჯობესება და ინიციატივების განხორციელება ქალაქის ტერიტრიაზე. სივრცეების არსებობა რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში თანასწორ განმანათლებლობის პრინციპით მუშაობას. სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მეშვეობით სოფლებში ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება, სამეწარმეო და სტარტაპ იდეების დაფინანსება და პროექტების განხორცილება, გადამზადებული და დასაქმებული ახალგაზრდები აიტი მიმართულებით. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

05 05

80,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

პროგრამის მიზანი და აღწერა

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის  განვითარებისათვის  ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანადაფინანსება.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

რელიგიური ორგანიზაციების პირობების გაუმჯობესება

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

05 06

56.0

პროგრამის განმახორციელებელი

შპს „საინფორმაციო ცენტრი“

პროგრამის მიზანი და აღწერა

მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებების გაშუქება; ინფორმაციული უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან ურთიერთობა

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG