მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას განეკუთვნება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. შესაბამისად, ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს გზების რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის, მრეწველობისა და სხვა დარგების განვითარებას.

ათასი ლარი

ორგანი ზა ციული კოდი

2026 წლის გეგმა

2027 წლის პროგნოზი

2028 წლის პროგნოზი

2029 წლის პროგნოზი

დასახელება

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

02 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

4700,2

0,0

4700,2

5489,8

5712,7

02 01

გზების რეკონსტრუქცია და მოვლა- შენახვა

600,0

0,0

600,0

210,0

220,5

02 02

გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

1963,3

0,0

1963,3

2179,4

2283,8

02 03

ბინათმშენებლობა

50,0

0,0

50,0

60,0

60,0

02 04

სოფლის მეურნეობის ღონისძიებები

63,4

0,0

63,4

63,4

63,4

02 05

საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა

544,0

0,0

544,0

1000,0

1000,0

02 06

კეთილმოწყობის ღონისძიებები

300,0

0,0

300,0

400,0

500,0

02 07

სასაფლაოების მოვლა-პატრონობა

191,0

0,0

191,0

227,0

245,0

02 08

სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

02 09

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

130,0

0,0

130,0

150,0

180,0

02 10

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

02 11

სამოქალაქო ბიუჯეტი

100,0

0,0

100,0

100,0

150,0

02 12

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსება

758,5

0,0

758,5

1100,0

1010,0

პროგრამის დასახელება

კოდი

გზების რეკონსტრუქცია და მოვლა- შენახვა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

02 01

600,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორმული შეკეთების სამუშაოები, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოხრეშვითი სამუშაოები.

მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შეუფერხებელი გადაადგილება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 9, SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

02 02

1963,3

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“

პროგრამის აღწერა

დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება,  რისი გათვალისწინებითაც  პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის გარე- განათების მომსახურება და გარე განათების სისტემის განვითარება და ექსპლოტაცია.

გარე განათების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის როგორ კაპიტალური/ინფრასტრუქტურული ხასიათის, ასევე - მომსახურების. კაპიტალური ნაწილი მოიცავს გარე განათების ქსელის გაფართოება-გაუმჯობესების ღონისძიებებს, ხოლო მომსახურების ნაწილი - გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციას (მ.შ. მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი მოიცავს 8540 ბოძს, ამდენივე სანათს. არსებული მდგომარეობით მუნიციპალიტეტში გარე განათების სერვისი მიეწოდება ქალაქში მოსახლეობის 96% და სოფლში 45%. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება გარე-განათების წერტილების (ქუჩები, მოედნები, პარკები) განათების სამუშაოები და ელ. ენერგიის ქსელში ჩართვა.

პროგრამის ფარგლებში 2026 წელს დაგეგმილია სტალინის ქუჩიდან (ნოქალაქევის მიმართულებით ტარჩელის ხიდამდე) არსებული გარე-განათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები (შესაცვლელია 250 ცალი სანათი)

პროგრამის ფარგლებში მძღოლებისათვის იგეგმება საოფისე კონტეინერის შეძენა.

დაგეგმილია სარემონტო ესტაკადის მოწყობა, რაც გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე სარემონტო საშუალებების ხარჯის შემცირებას.

მოსალოდნელი მიზანი და შედეგი

-განათებული ქალაქისა და სოფლის გზები.

-მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტული გარე-განათების სისტემა

- ელ. ენერგიის ხარჯის ეკონომია

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 9, SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

ბინათმშენებლობა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

02 03

50,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა

იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკნიკა ,,დიომედი''-ის შენობის რეაბილიტაცია

მოსალოდნელი მიზანი და შედეგი

ქალაქის იერსახის გაუმჯობესება

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 9, SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის  მეურნეობის ღონისძიება

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

02 04

63,4

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური

პროგრამის აღწერა

პროგრამა „სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ქალებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით“- საგრანტო კონკურსი. პროგრამის მიზანია ფერმერი ქალებისა და ახლგაზრდების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მათი იდეების წახალისება პროექტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად.

„ ადგილობრივი მეწარმეების უწყვეტი განათლების პროგრამა“- ფერმერების, მცირე მეწარმეებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სპეციალისტებისათვის ეკონომიკური გარემოს გაძლიერების მიზნით  საქართველოს რეგიონებში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა სწავლებებისა და მასტერკლასების ჩატარების გზით; აგრარულ სექტორში ჩართული ფერმერების, კოოპერატივებისა და მცირე საწარმოების გაცნობა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზება, ცნობადობის გაზრდა და ხელშეწყობა; სასწავლო ვიზიტების მოწყობა აგრო და ეკო-ტურების სახით განახლებადი ენერგიის წყაროების ,სოფლის მეურნეობის სექტორში ნულოვანი ემისიის და ნარჩენების რეციკლირების მეთოდების გაცნობის მიზნით.

„აგრო-ფესტი 2026“ - ფესტივალი მოიცავს ფერმერული ბაზრობის, საჯარო პრეზენტაციებისა და დეგუსტაციის ინფორმაციული კუთხეების მოწყობას.

სასოფლო სამეურნეო სავარგულების მიმდებარედ ქარსაფარი ზოლის/ან მწვანე სივრცეების მოწყობა - კლიმატ-ნეიტრალური გარემოს შექმნის მიზნით სასოფლო სამეურნეო სავარგულების მიმდებარედ ქარსაფარი ზოლების მოწყობა,რომელიც დაიცავს ნათეს და ნარგავ ფართობებს ძლიერი ქარისგან,რაც ხელს შეუწყობს ტერიტორიის გამწვანებას და მეტი ჟანგბადის მიღებას/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მწვანე სივრცეების მოწყობა.

პროექტი „TechInnovate Senaki 2.0. -ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების გაძლიერება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობით. პროექტი განხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სენაკის ტექნო-პარკში .პროექტი დაეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს შექმნან სტარ-ტაპი ეკოსისტემა, რაც ითვალისწინებს ინოვაციური აზროვნების ფორმირებას და მათ საქმიანობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებას. მეწარმეები 7 დღიანი ინტენსიური ტრენინგის განმავლობაში მენტორებთან ერთად იმუშავებენ ბიზნეს იდეების დახვეწაზე. დემო დღეზე სპეციალურად შერჩეულ კომისიის წევრებს წარუდგენენ ინოვაციურ იდეას ან/და პროტოტიპს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა, უნდა განავითარონ მათი არსებული ბიზნესები და შექმნან კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე სტარ- ტაპი იდეები.

„მერების შეთანხმების ფარგლებში “ სენაკის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის SEKAP-ის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები:

ქ. სენაკში სუფთა ტრანსპორტის ( ელექტრომობილის) განვითარების მიზნით მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო-დამტენი მოწყობილობის მონტაჟი.

ჭკვიანი მულტიფუნქციური მოსაცდელის მონტაჟი/ან სხვა ენერგო-ეფექტური ინოვაციური ტექნოლოგიების მონტაჟი რეკრეაციულ სივრცეებში.

მზის ენერგიაზე მომუშავე სანათების მონტაჟი პარკებსა და საბავშვო ბაღის ეზოებში.( 50ვტ LED სანათები)

კლიმატის ცვლილების ღონისძიებები: პროექტი Climate Senaki- Innovate for climate action.

„ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ორგანიზება.“

საზოგადოების ფართო ფენების (ახალგაზრდების ,საჯარო მოხელეების, ფერმერების, პედაგოგების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების) ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი ინჟინერიის და მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებებით, ენერგო-ეფექტური გადაწყვეტილებების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებით. კონფერენციების, ვორკშოპებისა და სასწავლო ტურების ორგანიზება ეკო მეგობრული ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით.

მოსალოდნელი მიზანი და შედეგი

სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ქალებისა და ახალგაზრდების ტექნიკური დახმარების საგრანტო კონკურსი - ხელს შეუწყობს ქვეყნის პროგრამების განხორციელებას რეგიონში, კერძოდ, მცირემიწიანი ფერმერების, საოჯახო ფერმების და ახალგაზრდობის გაძლიერებას სოფლის ინკლუზიური ტრანსფორმაციის, დიჯიტალიზაციისა და ინოვაციის გზით,„ადგილობრივი მეწარმეების უწყვეტი განათლების პროგრამის „განხორციელებით ამაღლდება ფერმერების და მცირე მეწარმეების უნარები და ცოდნა კვების ტექნოლოგიებთან, სოფლის მეურნეობის, ვეტერინარიის,სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობაში განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვის საკითხებზე სწავლებისა და ადგილზე ვიზიტის გზით. მეწარმეების გადამზადება და მასტერკლასების ორგანიზება - ხელს შეუწყობს ადგილობრივი კვალიფიკაციის დონის ამაღლებას, მათთვის სამეწარმეო საქმიანობაში არსებული თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით,ინფორმირებული იქნებიან საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროგრამების, პრაქტიკაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რეგულაციების შესახებ. გაიზრდება აგროტურიზმში ჩართული ფერმერების რაოდენობა

პროგრამა „აგროფესტი 2026“-  ფერმერებისა და აგროპროდუქციის მწარმოებლების ხელშეწყობა მათი პროდუქციის პოპულარიზაციის, გაყიდვების ზრდისა და სამომხმარებლო წრის გაფართოების მიზნით .სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის წარმოჩენა ფართო საზოგადოებისთვის. დამკვიდრებული “ქართული ყველის ფესტივალის” გამრავალფეროვნება.  გასტრონომიული ტურიზმის დამკვიდრება და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების პოპულარიზაცია.

მეწარმეების გააძლიერების პროგრამა : პროექტი „TechInnovate Senaki 2.0. ხელს შეუწყობს ცოდნის ამაღლებას სამეწარმეო მიმართულებით და სტარტაპ ეკოსისტემის შექმნას.მეწარმეებს და სტარტაპერებს ჩამოუყალიბდებათ უნარები განასხვავონ სტარტაპი და ბიზნესი ერთმანეთისაგან.პროქტის ლოკაცია „სენაკის ტექნოპარკი“ შესაძლებლობას მისცემს მათ შექმნან პროტოტიპი,რაც საშუალებას მისცემს დახვეწონ პროდუქტები და მიიღონ მენტორის უკუკავშირი, სამომავლოდ კი გაზარდონ შემოსავლები საკუთარი სამეწარმეო საქმიანობიდან, მიიღონ თამამი და კრეატიული გადაწყვეტილებები ბიზნესის მართვის პროცესში.

„მერების შეთანხმების“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ( ინოვაციური ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა) შედეგად მიღწეული იქნება მოსახლეობის კლიმატ ნეიტრალური გარემოს და უსაფრთხო გარემო პირობების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევას ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. გაიზრდება სუფთა ტრანსპორტით მოსარგებლეთა რიცხვი და გაუმჯობესდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. შეიქმნება კომფორტული გარემო და შემცირდება ენერგოდანახარჯები. დაგეგმილი ინიციატივები  წვლილს შეიტანენ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში.

ამაღლდება საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერება ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებზე კვირეულების, კონფერენციებისა და სასწავლო ტურების გზით. ფარგლებში განახორციელოს ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.

თანადაფინასებითი პროექტი Climate Senaki- Innovate for climate action განხორციელდება სენაკის ტექნოპარკთან ერთად,რომლის ფარგლებში ადგილობრივ ახალგაზრდებს,სტუდენტებს გააცნობენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეების პრევენციის მიზნით  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

„ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ორგანიზება.“-შედეგად ამაღლდება საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერება ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებზე კვირეულების, კონფერენციებისა და სასწავლო ტურების გზით, “მერების შეთანახმების“ პროცესს მიერთებული სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიების გამოყენების გაზრდის შესაძლებლობებს მუნიციპალურ დონეზე ,რაც გამოიწვევს ეკოლოგიური და ეკონომიური სარგებლის მიღებას.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 2, SDG 8, SDG 7, SDG 13

პროგრამის დასახელება

კოდი

საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

02 05

544,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ამასთან, იმ ხელშეკრულებებზე რომელთა ღირებულება არ აღემატება 50.0 ათას ლარს პროექტის შემდგენი ახორციელებს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება 50.0 ლარზე მეტი თანხის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის (საექსპერტო მომსახურების) სამუშაოების შესყიდვა. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუტურული პროექტებისათვის დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ასევე, პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით.

მოსალოდნელი მიზანი და შედეგი

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დროულად და კვალიფიციურად მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნარმებს (სტანდერტებს).

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 9, SDG 11

პროგრამის დასახელება

კოდი

კეთილმოწყობის ღონისძიებები

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

02 06

300,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა

სენაკის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ყოფილი კინო-თეატრ ,,რუსთაველი''-ს წინ მდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის ხატის განთავსება. ვიდეო სათვალთვალო კამერების მოვლა- პატრონობის თანხა

მოსალოდნელი მიზანი და შედეგი

ქალაქის იერსახის გაუმჯობესება

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 9, SDG 11

პროგრამის დასახელება:

კოდი

სასაფლაოების მოვლა-პატრონობის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

02 07

191.0

პროგრამის განმახორციელებელი:

ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სენაკის მუნიპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებული 103 სასაფლაოდან 102 სასაფლაოს მოვლა-პატრონობა.

პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ - სენაკის მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის შესაბამისი განყოფილება უზრუნველყოფს:
- სასაფლაოების შესავლელი ჭიშკრებისა და ღობის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება და შეღებვას;
- სასაფლაოების მისასვლელი გზებისა და შიდა ბილიკების გაცელვით და შეწამვლით სამუშაოების შესრულებას.

სამარხისათვის გამოყოფილ ფართობზე მიწის სასაფლაო მომსახურების საფასურისა და  საფლავზე მიცვალებულის დაკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ადმინისტრირებას, როგორც ქალაქად ასევე სოფლად.

მოსალოდნელი მიზანი და შედეგი

- შეღებილი და შეკეთებული ჭიშკრები და ღობეები

- კმაყოფილი მოსახლეობა.

-გაცელილი და შეწამლული სასაფლაოების მისასვლელი გზები

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 9, SDG 11

პროგრამის დასახელება:

კოდი

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

02 09

130,0

პროგრამის განმახორციელებელი:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის

სამსახური

პროგრამის აღწერა

ტურისტული მარშრუტების შექმნა:

სენაკის მუნიციპალიტეტში ტურისტული ბილიკების ქსელის შექმნა, რომელიც დაიწყება ქ. სენაკიდან და მოიცავს ნოქალაქევის, შხეფის, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულებს; მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები სათავგადასავლო და რეკრეაციული ტურიზმისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურით. გაგრძელდება მარშრუტების მარკირება, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების დამზადება-მონტაჟი; ტურისტული ბილიკების ელექტრონული ვერსიების დატანა ტურისტებისთვის განკუთვნილ შესაბამის აპლიკაციებზე.

სენაკის ტურისტული ვებ-გვერდის შექმნა და მომსახურება:

ვებ-გვერდი tourism.senaki.gov.ge, ფეისბუქ გვერდი visit senaki ეფექტური ფუნქციონირებისთვის ვებ-გვერდის მარკეტინგული მომსახურების გაწევა და სოციალური ქსელის სათანადოდ ადმინისტრირება.

სენაკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია, საინფორმაციო დაფების განთავსება, მისასვლელი გზებისა და ბილიკების მოწყობა:

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების პოპულრიზაცია, საინფორმაციო დაფებით აღჭურვა, მოვლა პატრონობა.

რუხი ყანჩების დაკვირების პლატფორმა:

ნოქალაქევის ადმ. ერთეულში, მდინარე ტეხურის ხეობაში, რუხი ყანჩების ბუდობის ადგილას, სპეციალური გადმოსახედი პლატფორმის პროექტირება, დამზადება და მონტაჟი. ტურისტებისათვის საინტერესო მიზიდულობის წერტილი შექმნა.

მღვიმეების/კარსტული წარმონაქმნების კვლევა:

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეებისა თუ სხვადასხვა კარსტული წარმონაქმნების აღრიცხვა, კვლევა და სპეციალურ რუკაზე, პლატფორმაზე დატანა. ასევე ამ მღვიმეების ტურისტული პოტენციალის კლევა და მათი გამოყენება ამავე მიზნით.

მოსალოდნელი მიზანი და შედეგი

ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება; ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა: ტურისტული პოტენციალის ზრდა, ახალი უცნობი ადგილების პოპულარიზაცია.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 9

პროგრამის დასახელება

კოდი

სამოქალაქო ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

02 11

100,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა

პროგრამის აღწერა: 1. პროგრამით ყოველწლიურად განსახორციელებელი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტის რაოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. განხორციელდება, პროექტი, რომელიც შერჩეული იქნება მოსახლეობის მიერ მათ მიერვე წარმოდგენილი პროექტების სიიდან. 2. სამუშაო ჯგუფმა, შესაძლებელია, მუნიციპალიტეტის მერს მიმართოს წინადადებით მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილი დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობაზე დაფინანსების წინადადებით. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე. 3. პროგრამის განხორციელების ეტაპები განისაზღვრება მერის შესაბამისი ბრძანებით.

მოსალოდნელი მიზანი და შედეგი

საბოლოო მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაიზარდოს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 16

პროგრამის დასახელება

კოდი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

02 12

758.5

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

მოსალოდნელი მიზანი და შედეგი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება რეგიონის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების  თანადაფინანსება.

პროგრამის აღწერა

ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 9, SDG 11, SDG 1