მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ათასი ლარი
ორგანი ზა ციული კოდი
2026 წლის გეგმა
2027 წლის პროგნოზი
2028 წლის პროგნოზი
2029 წლის პროგნოზი
დასახელება
სულ
მათ შორის
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები
საკუთარი შემოსავლები
04 00
განათლება
4661,0
0,0
4661,0
5298,2
5689,3
6124,1
04 01
სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა
4500,0
0,0
4500,0
5139,2
5522,3
5949,1
04 02
საჯარო სკოლების დაფინანსება
0,0
0,0
0,0
0,0
0,0
0,0
04 04
განათლების ღონისძიებების პროგრამა
126,0
0,0
126,0
133,0
140,0
147,0
04 06
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა
35,0
0,0
35,0
26,5
27,7
29,2
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა
2025 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 01
4500,0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ ,, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება’’
პროგრამის მიზანი და აღწერა
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის თანახმად ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები საბავშვო ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 27 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 795 ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 110 აღმზრდელი, 241 სხვა პერსონალი და ადმინისტრაცია. სულ 351 თანამშრომელი. "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია: ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები; ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან და HACCP სისტემით დადგენილ ნორმებთან. ბაგა-ბაღებში მატერიალურსაქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან; ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა; ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება. ა(ა)იპ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული ქნება საქართველოს მოქმედი კანმდებლობით დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; ბაღების ავტორიზაციის პროცესისათვის მზადება,ყველა ბაღის თვითშეფასების პროცესის განხორციელება. სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების მომსახურებით წლის გამავლობაში სარგებლობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 795 შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 92%-ს შეადგენს,კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
SDG 4
პროგრამის დასახელება
კოდი
განათლების ღონისძიებების პროგრამა
2025 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 04
126,0
პროგრამის განმახორციელებელი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური
პროგრამის მიზანი და აღწერა
პროგრამა მოიცავს:
ინტელექტუალური და შემეცნებით პროექტების თანადაფინანსება და თანადაფინანსებას; სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას; საგანმანათლებლო ექსკურსიებში მონაწილეობას; სახელოვნებო სფეროში მაღალი რანგის პროფესიონალი სპეციალისტების მოწვევას და მასტერ კლასების ჩატარებას; კლასიკური, ხალხური, თეატრალური ფესტივალების გამართვას; სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, შემეცნებით, პროფესიულ, სადღესასწაულო დღეებზე, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და საგანმანათლებლო სფეროში ფულადი ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზითა და ფასიანი საჩუქრით წახალისებას; საცნობარო ბუკლეტებისა და სიგელების დამზადებას;
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად დაფინანსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი, შესაძლებელი იქნება წარმატებული მოსწავლეების წახალისება. მოზარდთა ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა. მათი პატრიოტული სულისკვეთებთ აღზრდა და ეროვნული ცნობიერების ამაღლება;
საგანმანათლებლო ღონისძიებებზე ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა.
თეატრალური, კლასიკური და საგუნდო მუსიკის პოპულარიზაცია და ხელოვნების ამ დარგით მოზარდი თაობის დაინტერესება
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
SDG 4
პროგრამის დასახელება
კოდი
სტუდენტების დაფინანსების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 06
35,0
პროგრამის განმახორციელებელი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური
პროგრამის მიზანი და აღწერა
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეგისტრაციო ქულა 70 000-ზე ნაკლებია სტუდენტებზე, ასევე დედ-მამით ობოლ ახალგაზრდა სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს/პროფესიულ სასწავლებლებში და არ არიან ჩართული დაფინანსების არცერთ სახელმწიფო პროგრამაში.პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარისა, დარჩენილი თანხის დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამის სასწავლებელში თანხის ჩარიცხვით. დაფინანსება იქნება ერთჯერადი სახის.
პრიორიტეტი ენიჭება პირველ რიგში, სტუნდენტის მაღალ აკადემიურ მოსწრებას, შეფასების სისტემით 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით, მეორე - ოჯახში შედარებით დაბალ სარეიტინგო ქულას, მესამე - სტუდენტებს, რომლებიც წარჩინებული არიან თავიანთი პროფილით (მაგალითად, პერსონალური გამოფენა, წიგნის გამოცემა, მთავარი როლი თეატრალურ წარმოდგენაში, მთავარი პარტია საოპერო დადგმაში და ა.შ.: ჩართულია სასწავლო, სამეცნიერო, კვლევით, სპორტულ და სხვა სახის პროგრამებში) .
პროგრამის ფარგლებში სტუდენტის დაფინანსება განხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
პროგრამის გათვალისწინებით, მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;
3. სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში - ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
4. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, წლიური გადასახადების მითითებით;
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრის გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
6. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში - ცნობა გაცემული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან (დევნილის მოწმობა) ;
7. თავიანთი პროფილით წარჩინებული სტუდენტების შემთხვევაში - ორი რეკომენდაცია (ერთი მიმართულების მეცნიერ-თანამშრომლის და ერთი ფაკულტეტის დეკანის); ასევე, სასწავლებლიდან წარმოადგინოს დოკუმენტაცია სხვადასხვა სახის პროგრამემბში ჩართულობის და მიღებული სერთიფიკატის - ჯილდოების შესახებ;
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
9. გადასახდელი თანხის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დაფინანსების მოპოვებისათის განცხადების შემოტანის უფლება აქვს თავად დაფინანსების მსურველ პირს ან/და მის წარმომადგენელს (წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე) .
10. ახალგაზრდული ინიციატივებისა და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების მიმართულებით, კერძოდ, სენაკელი სტუდენტების სტიმულირებისათვის სტიპენდიით წახალისება (10 სტუდენტი) 100 ლარი თითოეულზე. რეიტინგი განისაზღვროს ყოველწლიური სემესტრული აკადემიური მოსწრების მიხედვით.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
ახალგაზრდებში სწავლის გადასაახადის ფინანსური ხელშეწყობას და დახმარებას. მათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და ხარისხის გაუმჯობესებას. მოტივაციის ამაღლება და ახალგაზრდა სტუდენტების ოჯახების ეკონომიკური ხელშეწყობა
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
SDG