ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვრა 2982,6 ათასი ლარით. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

ორგანიზ. კოდი

2026 წლის გეგმა

2027 წლის პროგნოზი

2028 წლის პროგნოზი

2029 წლის პროგნოზი

დასახელება

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

3015,6

0,0

3015,6

3125,5

3341,4

3591,6

06 01

ჯანმრთელობის დაცვა

1188,0

0,0

1188,0

1269,2

1382,1

1510,3

06 01 01

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

472,0

0,0

472,0

519,2

571,1

628,3

06 01 02

ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული  მკურნალობის დაფინანსების და თანადაფინანსების პროგრამა

577,0

0,0

577,0

600,0

650,0

700,0

06 01 03

მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება

130,0

0,0

130,0

140,0

150,0

170,0

06 01 04

დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა

9,0

0,0

9,0

10,0

11,0

12,0

06 02

სოციალური დაცვა

1827,6

0,0

1827,6

1856,3

1959,3

2081,3

06 02 01

მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფა

493,0

0,0

493,0

542,0

550,0

580,0

06 02 02

მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების პროგრამა

240,0

0,0

240,0

300,0

320,0

350,0

06 02 03

ბავშვებზე ზრუნვის პროგრამა

16,4

0,0

16,4

45,0

50,0

55,0

06 02 04

კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება

20,4

0,0

20,4

20,4

20,4

20,4

06 02 05

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

210,0

0,0

210,0

210,0

230,0

250,0

06 02 06

ხანძრის შედეგად დაზარალებული  მოქალაქეების დახმარების პროგრამა

40,0

0,0

40,0

50,0

55,0

60,0

06 02 07

სოციალური ადაპტაციისა და ძალადობისა მსხვერპლთა პროგრამა

100,0

0,0

100,0

70,0

75,0

80,0

06 02 08

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა

115,0

0,0

115,0

150,0

160,0

170,0

06 02 09

სოციალური ღონისძიებების პროგრამა

53,0

0,0

53,0

75,0

80,0

82,0

06 02 10

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა

67,2

0,0

67,2

85,0

90,0

95,0

06 02 11

სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობრების გაუმჯობესება

164,1

0,0

164,1

160,0

180,0

190,0

06 02 12

დღის ცენტრ აიპ „ლაზარე-2015“ თანადაფინანსება

10,0

0,0

10,0

10,0

10,0

10,0

06 02 13

პროექტი ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ თანადაფინანსება

46,9

0,0

46,9

43,9

43,9

43,9

06 02 14

პროექტი „ვიზრუნოთ ჩვენს უფროს თაობაზე“ თანადაფინანსება

90,0

0,0

90,0

95,0

95,0

95,0

06 02 15

სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა

40,0

0,0

40,0

0,0

0,0

0,0

06 02 16

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა

121,6

0,0

121,6

0,0

0,0

0,0

ჯანმრთელობის დაცვა

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას.

პროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 01 01

472,0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

პროგრამის მიზანი და აღწერა

ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრის პროცესში მნიშვნელოვანია დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელება. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება წარმოადგენს ქვეყნის ვალდებულებას. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ტენდენციებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს.

ცენტრის ძირითად მიზნებს და საქმიანობას წარმოადგენს:

საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა-მონიტორინგი.

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალის მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით დეზინფექციისა და დეზინსექციის ღონისძიებათა ორგანიზება.

პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდემიური საშიშროებისას.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა.

საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა მიერ “საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ” ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი.

“ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.

“C ჰეპატიტის ელიმინაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების (სკრინინგი) მხარდაჭერა, მიდევნება და მკურნალობის პროცესში ჩართვის ზედამხედველობა.

მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი.

ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება. მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 3

პროგრამის დასახელება

კოდი

ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსება და თანადაფინანსება

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 01 02

577,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის (გარდა ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა; დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ონკოლოგიური პაციენტების, შშმ პირებისა და 18 წლამდე მოზარდების შემთხვევაში:

ბ) სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების (ქცევითი თერაპია, მეტყველების თერაპია) თანადაფინანსებით ისარგებლებენ განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის მქონე 18 წლამდე ბავშვები. ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ.

გ) სამკურნალო მასაჟი, ვარჯიში, ფიზიო-მაგნიტო და ულტრაბგერითი თერაპიებით ისარგებლებენ შშმ პირები და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000-მდე და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე მოზარდები და შშმ პირები. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ.

დ) მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსება (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია; პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია): პროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები 18 წლამდე, შშმ პირები და ონკოლოგიური პაციენტები. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების დაფინანსება გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენა.  სამედიცინო მომსახურება მოიცავს:

ა) ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;   ბ)სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას:  გ) ენდოკრინოლოგის კონსულტირებას;

პროგრამით ისარგებლებენ სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 25-70 წლის ასაკის, მაღალი რისკის მქონე ქალები. დახმარება გაეწევათ სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ფორმა N100 და ანგარიშფაქტურის საფუძველზე, ზემოაღნიშნული მომსახურება სრულად დაფინანსდება 200 ლარის ფარგლებში

სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №100; ანგარიშ-ფაქტურა; კალკულაცია; მომართვა ჯანდაცვის მომსახურეობის სააგენტოდან, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობის შესახებ (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელი არ არის იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ანგარიშფაქტურაში ასახულია პაციენტის მიერ თანაგადასახდელი თანხა). შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე წინასწარ გაიცემა წერილი დაფინანსების თაობაზე.

გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარი ან მისი უფლებამოსილი პირი გაწერიდან 10 დღის ვადაში წარმოადგენს ბენეფიციარის პირადობის მოწმობას; შესრულებული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებულ სამედიცინო ფორმა №100; ანგარიშფაქტურას (კალკულაცია); მომართვას ჯანდაცვის სააგენტოდან, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობის შესახებ; ცნობას ან სხვა დოკუმენტს სამედიცინო დაწესებულებიდან (ხელშეკრულება, შეთანხმება) გადასახდელი თანხის დავალიანების (გადავადების) თაობაზე.

ბენეფიციარის დაფინანსების შემთხვევაში მომსახურების გამწევი დაწესებულება წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ჯანმრთელობაგაუარესებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ფინანსური ხელშეწყობა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 01 03

130,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს:

ა) სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებას სამ თვეში ერთხელ 70 ლარის ფარგლებში.

დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; მოზარდის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა №100.

ბ) სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საპენსიო ასაკის პირზე, რომელიც სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება მარტოხელად ან მარტო მცხოვრებად, მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსებას სამ თვეში ერთხელ, 70 ლარის ფარგლებში.

დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა №100;

გ) ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული, იმუნოთერაპიული და ჰორმონოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსებას გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. (500 ლარამდე ღირებულების მედიკამენტები დაფინანსდება სრულად).

დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა №100; მომართვა ჯანდაცვის სააგენტოდან, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობის შესახებ;

დ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სამ თვეში ერთხელ, 100 ლარის ფარგლებში;

დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა №100; ამონაწერი სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

ე) შშმ პირებზე მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების, სამედიცინო სახარჯი მასალებისა და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება სამ თვეში ერთხელ, 100 ლარის ფარგლებში;

დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა №100 და სსე აქტის ამონაწერი.

ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე და მათ შვილებზე მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სამ თვეში ერთხელ, 70 ლარის ოდენობით.

დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; მოზარდის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა №100 და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის თაობაზე.

ზ) ვეტერანის სტატუსის მქონე პირთათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სამ თვეში ერთხელ, 100 ლარის ფარგლებში.

დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა №100; ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

თ)უარყოფითი რეზუს ფაქტორის მქონე ორსულთათვის (ან როდესაც ორსულობა მთავრდება თვითნებითი ან ხელოვნური აბორტით) მედიკამენტ იმუნოგლობულინის დაფინანსება.

დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა №100.

წარმოდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე ბენეფიციარზე წინასწარ გაიცემა წერილი დაფინანსების თაობაზე. ბენეფიციარის დაფინანსების შემთხვევაში შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულება წარმოადგენს მედიკამენტების ბენეფიციარზე გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

დაავადებულთა მედიკამენტებით მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1, SDG 3

პროგრამის დასახელება

კოდი

დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური

გამოკვლევის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 01 04

9,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე უფრო გავრცელებული პათოლოგიების (ჰიპერაქტივობისა და ჰიპერკინეზების სინდრომი, თვალის პათოლოგია და სქოლიოზი) დროული მკურნალობისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

დაავადებულთა მედიკამენტებით მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1, SDG 3

სოციალური დაცვა

პროგრამა ითვალისწინებს სოციალური რისკების პრევენციასა და კრიზისზე დროულ რეაგირებას მოწყვლადი ჯგუფებისა და პირების დაცვა-გაძლიერების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას, კერძოდ: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მზრუნველობამოკლებული ნაწილის კვებით უზრუნველყოფას; კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარიტუალო მომსახურებას; ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის სადღესასწაულო დღეებში დახმარებას; ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას; სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობას; ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვას; თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას; იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარებას; მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარებას; დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას; სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვთა ხელოვნური საკვებით უზრუნველყოფას; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას; აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარებას; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საამშენებლო მასალებით დახმარებას. აღნიშნული პროგრამები მთლიანობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროგრამის დასახელება

კოდი

მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 01

493.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრი

პროგრამის მიზანი და აღწერა

ა(ა)იპ სენაკის მზუნველობამოკებულთა კვების ცენტრის სასადილო ემსახურება სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს ყოველდღიურად, დღეში ერთჯერადი ცხელი საკვებით. რაციონში შედის სამი დასახელების მზა საკვები. სისტემატურად ხდება მოსარგებლე პირთა რაოდენობაში ცვლილებების შეტანა შემოსული განცხადებების საფუძველზე. მომსახურებით სარგებლობენ აგრეთვე მზრუნველობამოკლებული ოჯახები, მარტოხელა მოხუცები.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების შეჭირვებული მდგომარეობის შემსუბუქება, მათთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. ბენეფიციარები უზრუნველყოფილია ყოველდღიური საკვებით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

მრავალშვილიანი ოჯახების

დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 02

240,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერება ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, სიღარიბის დაძლევა და სიღარიბეში ჩავარდნის პრევენცია. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (4 და 4-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ყოველთვიური დახმარება თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.

დახმარების მისაღებად მრავალშვილიანი ოჯახის (4 და 4-ზე მეტ შვილიან 18 წლამდე ასაკის) ერთ-ერთმა მშობელმა (მეუღლემ, მზრუნველმა) მერიაში უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება; მშობლის პირადობის მოწმობის ასლი (გარდაცვლილის შემთხვევაში – გარდაცვალების მოწმობის ასლი); მეურვის (მზრუნველის) შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობისა და მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მეურვის (მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი; შვილების დაბადების მოწმობის ასლები; ამონაწერი საბანკო ანგარიშის შესახებ.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

მრავალშვილიან ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაწევა (90 მრავალშვილიანი ოჯახი)

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

ბავშვეზე ზრუნვის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

06 02 03

16,4

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს:

ა) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე (18 წლამდე) დახმარებას, კერძოდ, ყოველთვიურად ერთ ბავშვზე გაიცემა 200 ლარი; დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება; ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრიდან მეურვის ვინაობის შესახებ; მეურვის     პირადობის მოწმობის ასლი. ამონაწერი საბანკო ანგარიშის შესახებ.

ბ) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა დახმარებას. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულზეყოველთვიურად 150 ლარის

გაცემას; დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც მითითებულია შესაბამისი სამედიცინო ჩვენება; ამონაწერი საბანკო ანგარიშის შესახებ

გ)ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა – ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახი, რომელიც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის  სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია და მოცემული პერიოდისათვის იმყოფება მომლოდინეთა რეესტრში. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის ხელოვნური საკვების დაფინანსებას, ერთ გაცემაზე არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით.

დახმარების მისაღებად ოჯახის კანონიერ წარმომადგენელის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი; ბავშვის დაბადების მოწმობა; მომართვა/ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრიდან ბავშვთა ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დარეგისტრირების თაობაზე; ანგარიშფაქტურა სააფთიაქო დაწესებულებიდან ხელოვნური საკვების მისაღებად.

წარმოდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე ბენეფიციარზე წინასწარ გაიცემა წერილი დაფინანსების თაობაზე. ბენეფიციარის დაფინანსების შემთხვევაში, შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულება წარმოადგენს ხელოვნური საკვების ბენეფიციარზე გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება.

დედ-მამით ობოლ ბავშვებზე და იშვიათი დაავადებების მქონე პირებზე ფინანსური დახმარება. სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვები უზრუნველყოფილია ხელოვნური საკვებით.

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 04

20, 4

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, კერძოდ; გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახზე 300 ლარი; ომის ვეტერანის ოჯახზე 300 ლარი.

დახმარების მისაღებად გარდაცვლილი დევნილის მოქალაქის ოჯახის წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გარდაცვალების მოწმობის ასლი; გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი; ამონაწერი საბანკო ანგარიშის შესახებ. ასევე, სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახის წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; გარდაცვლილი ომის ვეტერანის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი; ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. ასევე, სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

გარდაცვლილი ვეტერანის (ომის მონაწილე) და დევნილი ოჯახის წევრებზე ფინანსური დახმარების გაწევა

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 05

210,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტში ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებული 2–დან 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების, რომელთა ძირითადი დიაგნოზია („ICD–10“) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები („F84.0“; „F84.9“) სააბილიტაციო მომსახურებას. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს:

ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა;

ბ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი ანალიტიკოსი, მეტყველების თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის კომპლექსური თერაპიული სეანსების მიწოდებას, თვეში 18 სეანსი. მათ შორის: ქცევის გამოყენებითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს, რომელიც მოიცავს უკუკავშირს ბენეფიციარის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან;

გ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება;

დ) ბენეფიციართა შეფასებისა და ინდივიდუალური გეგმის წარდგენა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში, ხოლო ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, კორექტირებული გეგმის წარდგენა არაუგვიანეს შეცვლილი ინდივიდუალური გეგმის თვის წინა თვისა.

ე) 6 თვეში ერთხელ ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული ინსტრუმენტების გამოყენებით (მ.შ. „ABLLS-R,“ „VB-MAPP,“ „ESDM“ და სხვა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის“ მიერ დამტკიცებული ანგარიშების სტანდარტიზებული ფორმის მიხედვით ანგარიშის წარდგენა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამსახურში, აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ერთი თვის განმავლობაში.

ქვეპროგრამაში პირველადი ჩართვის შემთხვევაში ბენეფიციარის დიაგნოზი განსაზღვრული უნდა იყოს „ADOS–2“ ტესტირების აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგის საფუძველზე. მიმწოდებელი, ქვეპროგრამაში ჩართვისას, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოადგენს სიას მასთან აღრიცხვაზე მყოფი იმ პირების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის კრიტერიუმებს. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის სიას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის) მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან პასპორტი (ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – საინფორმაციო ბარათი); მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV–100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, „ADOS–2“ აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგი, „ADOS“ ტესტირების შედეგი;

ამასთან, სერვისით უწყვეტად სარგებლობისათვის, ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში უნდა იქნეს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV–100/ა), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომლოდინეთა სიაში ბენეფიციარის ჩართვა ხდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე. მომართვას თან უნდა ერთვოდეს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა, დიაგნოზის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საინფორმაციო ბარათი). ქვეპროგრამაში ბენეფიციართა ჩარიცხვა იწარმოებს ორ ეტაპად: საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან (იანვრის თვე) და 1-ლი ივნისიდან. მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან გაჩენილ თავისუფალ ადგილზე, მომლოდინეთა სიაში მყოფი პირის მომავალი საანგარიშო წლის დასაწყისში ჩართვის მიზნით, აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო 1-ლი ივნისიდან ჩაერთვებიან პირები, რომელთათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა მ/წლის 1-ელ მაისამდე. ქვეპროგრამაში ჩართვისას, პრიორიტეტი მიენიჭება მომლოდინეთა სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის ქულა არ აღემატება 70000–ს; ასევე იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელ დაწესებულებას განცხადებით.

წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 18 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, ქცევის გამოყენებითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს: 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 14 სეანსის; 8-11 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 12 სეანსის; 12-17 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – მულტიდისციპლინური გუნდის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. სეანსების რაოდენობა და ბავშვის თერაპიის ტიპი ყოველთვის უნდა თანხმდებოდეს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ინახებოდეს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში.

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ქვეპროგრამის ფარგლებში, განვითარების გეგმის მიხედვით გათვალისწინებული 18 სეანსის დაფინანსება ხორციელდება თვეში 350 ლარის ოდენობით. ინდივიდუალური განვითარების გეგმის 1/3-ზე მეტი სეანსის არ ჩატარების შემთხვევაში, ანაზღაურდება პრაქტიკულად ჩატარებული სეანსები, მხოლოდ ერთი თვე. შემდეგ თვეში ანალოგიური შემთხვევის დადგომისას (არასაპატიო მიზეზით სეანსების გაცდენა), ბენეფიციარი მომსახურების მიმწოდებლისგან იღებს წერილობით გაფრთხილებას მომსახურების შეწყვეტაზე და განმეორებითი შემთხვევის გამოვლენისას შეუწყდება პროგრამით მომსახურება. ბენეფიციარს მომსახურება არ შეუწყდება თუ: გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით; გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის მიზეზით (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები); გაცდენა გამოწვეულია მიმწოდებელი დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო, რაზედაც მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე გონივრულ ვადაში წერილობით აცნობოს მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ქვეპროგრამის განმახორციელებელს. აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშგებისას წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სხვადასხვა მიზეზით მომსახურებიდან გასული ბენეფიციარის განცხადების საფუძველზე მიმწოდებელი, წერილით მიმართავს განმახორციელებელს პირის ქვეპროგრამაში ჩანაცვლების მოთხოვნით. ქვეპროგრამაში ჩართვისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელს განცხადებით. ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის ქვეპროგრამის მიმწოდებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, „ADOS“ ტესტირების შედეგი.

მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელთა ხელმოწერებით დადასტურებული შემთხვევათა რეესტრი მიღებული სეანსების რაოდენობის თაობაზე. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს შესრულებული სამუშაოს შესახებ წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციას, რომლის დროსაც ხდება: ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურა) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან; წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, განმახორციელებელმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 3 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარმოდგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდთა ფინანსური დახმარება

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

ხანძრის შედეგად დაზარალებული  მოქალაქეების დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 06

40,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 4000 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1500 ლარით.

დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; აქტი ხანძრის შესახებ გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ. სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ. ასევე, სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში; ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობის ხელშეწყობა

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

სოციალური ადაპტაციისა და ძალადობის მსხვერპლთა პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 07

100,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს ფინანსური დახმარების გაწევას დამოუკიდებლად ცხოვრების, სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით, ასევე ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისათვის შემდეგ პირებზე:

ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის “მომსახურებებიდან. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში. (დახმარება გაიცემა 30 წლამდე პირებზე);

ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად საშიში შენობებიდან გამოყვანილი, სხვადასხვა მიზეზით (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,  უბედურიშემთხვევის ან სხვა გარემოებების შედეგად) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების უზრუნველყოფას ფართით (ბინის ქირის ასანაზღაურებლად კომპენსაცია). დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

გ) სენაკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებზე. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

დ) მოქალაქეზე, რომლის უფლებები დაირღვა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობისმსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაიცემა ერთჯერადად 500 ლარი.

ე) სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახში ძალადობის მსხვერპლსა და/ან მის არასრულწლოვან შვილებზე, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული და ლიცენზირებული თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის სერვისით. თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით სარგებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ახორციელებს დღიური ხარჯის ანაზღაურებას თითოეულ ბენეფიციარზე 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. ანაზღაურება განხორციელდება თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც მოიცავს: თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მიერ მიწოდებულ ოფიციალურ განაცხადს/მოთხოვნას; ბენეფიციარის ყოფნისა და მომსახურების დადასტურებულ სიას (დღეების მითითებით); შესაბამის ფინანსურ დოკუმენტს (ინვოისს, ანგარიშ-ფაქტურას). ანგარიშსწორება განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამიდან, თავშესაფრის ანგარიშზე საბანკო გადარიცხვის გზით.

ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლე პირები არიან მოქალაქეები, რომლებიც მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე 6 თვით ადრე მაინც, რეგისტირებულნი არიან სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთა დახმარების მისაღებად საკმარისია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოებულ „დევნილთა მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებოდეთ სენაკის მუნიციპალიტეტი.

ქვეპროგრამის ა, ბ, გ, დ, ე ქვეპუნქტებით გათვალისწიმენული დახმარების მისაღებად მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, სხვა სახის დოკუმენტაცია განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი)

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

პროგრამით მოსარგებლე მოწყვლადი კატეგორიების ფინანსური ხელშეწყობა და მათი გაუმჯობესებული სოციალური მდგომარეობა

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 08

115,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ დახმარებას: ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება: გონებრივი განვითარების შეფერხების, მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი) მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; (70 ბენეფიციარი) ყოველთვიურად თითოეულ ბენეფიციარზე გაიცემა 100 ლარი; დახმარება გაიცემა აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებზე, რომლებიც არ არიან ჩართული აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში (06 02 05))

ბ) მხედველობის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; (59 ბენეფიციარი) წელიწადში ორჯერ თითოეულ ბენეფიციარზე გაიცემა 200 ლარი; სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; (22 ბენეფიციარი) წელიწადში ორჯერ თითოეულ ბენეფიციარზე გაიცემა 200 ლარი.

დახმარების მისაღებად პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას თან უნდა ერთოდეს: პირის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოზარდის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობის ასლი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა); სსე შემოწმების აქტის ამონაწერი. ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

გ) შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსება; ქვეპროგრამის მიზანია შშმ პირების შესაძლებლობების განვითარებისა და რეალიზებისათვის უაღრესადმნიშვნელოვანი ისეთი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობსსაზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას. ამასთან, კიდევ უფრო ეფექტური იქნება ასეთიპროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივითა და თავად შშმ პირთა ჩართულობით.გამომდინარე აქედან, წინამდებარე ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება შესაბამისი პროფილით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ინიცირებული ისეთი პროექტების/ღონისძიებების დაფინანსება/თანადაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

151 შშმ პირს გაეწევა ფინანსური დახმარება და გაუმჯობესდება მათი სოციალური პირობები.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

სოციალური ღონისძიების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 09

53,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთა, ვეტერანთა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებზე სოციალურ დახმარებას, კერძოდ:

ა) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე გაიცემა 500 ლარი (3 ბენეფიციარი); ბ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს)

გაიცემა 200 ლარი (13 ბენეფიციარი).

გ)აგვისტოს ომის დროს და ISAF-ის მისიაში დაღუპულის ოჯახებზე (8 აგვისტოს) გაიცემა 500 ლარი (6 ბენეფიციარი).

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში „სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ ფორმირებული ბაზის მიხედვით სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე მათი ღვაწლის დაფასების, თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განხორციელდება ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით. (350 ბენეფიციარი)

დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარება.

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 10

67,2

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას 200 ლარით (30 ბენეფიციარი).

დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ იქნეს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც მითითებულია შესაბამისი სამედიცინო ჩვენება; ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

პროგრამით მოსარგებლე 30 ბენეფიციარს გაეზარდა ფინანსური ხელმისაწვდომობა დიალიზის პროგრამით მომსახურების მისაღებად.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1, SDG 3

პროგრამის დასახელება

კოდი

სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 11

164,1

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ა)სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების გადახურვია უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთაც მცირე შემოსავლების გამო არ აქვთ საშუალება გაიუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო, განხორციელდება მათ საკუთრებაში არსებული დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება.

დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სათანადო კომისიის მიერ, „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან დახმარების გაცემის წესის“ საფუძველზე. კომისიის სხდომის ოქმი და დასკვნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს. სახურავის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 140,0 ათასი ლარი

ბ)სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას, რომელთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და არ ექვემდებარება სახურავის რეაბილიტაციას, ცხოვრობს ავარიულ ან საცხოვრებლად გამოუსადეგარ შენობაში ან არ გააჩნია ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართი. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მათი ალტერნატიული, დროებითი, მაგრამ ელემენტარული პირობებით უზრუნველყოფილი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, კერძოდ, ასაწყობი პანელის სახლის შეძენასა და მის მოწყობას შესაბამის ადგილზე. ქვეპროგრამა წარმოადგენს მიზნობრივ, დამატებით ინტერვენციას კონკრეტულ, კრიტიკულ შემთხვევებში.

დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სათანადო კომისიის მიერ, „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან დახმარების გაცემის წესის“ საფუძველზე. კომისიის სხდომის ოქმი და დასკვნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს. ასაწყობი პანელის სახლის შეძენა და მისი მოწყობა შესაბამის ადგილზე განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

მოსალოდნელი შედეგი

10 სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

დღის ცენტრ ა(ა)იპ „ლაზარე-2015“ თანადაფინანსება

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 12

10,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამით გათვალისწინებულია დღის ცენტრ ა(ა)იპ „ლაზარე-2015“-თვის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხით უზრუნველყოფა

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ცენტრისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, შშმ პირთათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების მიზნით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

პროექტი ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა

და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ თანადაფინანსება

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 13

46,9

პროგრამის განმახორციელებელი

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება”

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანობათა ცენტრის ფუნქციონირება პერსონალის,მოხალისეებისა და ბენეფიციარების თანამონაწილეობით. ჩატარდება რეგულარული ტრენინგები მოხალისეთათვის, შეიქმნება მოხალისეთა აღჭურვილიდა გადამზადებული მობილური ჯგუფები. პროექტის ამოცანაა მედეგობის გაძლიერება უბედურ შემთხვევებთან, დაავადებებთან და ეპიდემიებთან, კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებისა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ასევე ცენტრზე დაფუძნებული საქმიანობების განვითარება თემებში მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულებისა და ახალგაზრდებისათვის.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

უსაფრთხო თემების ჩამოყალიბა/განვითარება კატასტროფებისათვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოციალური მხარდაჭერა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

პროექტი „ვიზრუნოთ ჩვენს უფროს თაობაზე“ თანადაფინანსება

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 14

90,0

პროგრამის განმახორციელებელი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამის მიზანია სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისა და შშმ პირებისათვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა მათთვის შინ მომსახურების მიწოდების დანერგვით; პროექტის ფარგლებში, შინ მომსახურების სერვისის მიწოდება ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტში მისი 16 ადმინისტრაციული ერთეულის ჩათვლით. აღნიშნული სერვისის მისაწოდებლად შეიქმნა მულტიდისციპლინარული ჯგუფი რომელიც დაკომპლექტდა შემდეგი სპეციალობების ადამიანებისაგან: სოციალური მუშაკი, ხელოსანი, დამლაგებელი და მძღოლი, რომელსაც ასევე შეუძლია საჭიროების შემთხვევაში შეაკეთოს საოჯახო ინვენტარი, ელექტრო მოწყობილობები, ავეჯი, ელექტრო გაყვანილობა. შერჩეულ 22 ბენეფიციარს მომსახურება მიეწოდება. წინასწარ შექმნილი ინდივიდვალური გეგმის მიხედვით, რომელიც მოიცავს საჭიროებისამებრ სხვადასხვა სამუშაოებს, საოჯახო საქმეებში დახმარებას, ჯანდაცვის სერვისის მიღებას, ფსიქოლოგიური მხარდაჭერას, სოციალურ საკითხებს, ზამთვრისთვის მზადებაში დახმარებას. თითო ბენეფიციარის ოჯახში მომსახურეობის დრო მოიცავს საშუალოდ 2-4 საათს რაც თვეში საერთო მოცულობით ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 36 კაცი-საათს, ხოლო ყველა ბენეფიციარზე საშუალოდ 720 კაც-საათის მომსახურება თვეში. თვეში ბენეფიციარებს მომსახურეობის მიწოდება 3-4 ჯერ ხდება სხვადასხვა ინტესივობით, რადგან იკვეთება საჭიროება გარკვეულ ბენეფიციარებთან უფრო მეტი, ამას განაპირობებს მათი ჯამრთელობის მდგომარეობა, მხედველობის თუ მსხვილი და ნატიფი მოტორიკის ფუნქციონირების ხარისხი. დიასახლისის მიერ ყოველი ვიზიტისას ხდება სახლის მშრალი და სველი ტიპით დალაგება, ირეცხება ჭურჭელი, იწმინდება ფანჯრები, წესრიგდება სან-ჰიგიენური ქსელი.

პროგრამის სამიზნე ჯგუფები: შინმომსახურება მიეწოდება 22 მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულს, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველები, ონკოლოგიური ავადმყოფები, შშმ პირები, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას საჭიროებენ.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ხანდაზმულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ჰიგიენური პირობების მოწესრიგებით მათი ჯანმრთელობის გაუარესების პრევენცია

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 15

40,0

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება

პროგრამის მიზანი და აღწერა

შეჭირვებული ოჯახებიდან ბავშვების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსწავლეთა სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამით ისარგებლებენ სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები, საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი (30 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) I-IV კლასის მოსწავლეები. წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე გაიცემა სასწავლო ნივთები (სასკოლო ჩანთა, რვეულები, ბურთულიანი კალამი, სახატავი რვეული, ფანქრები, წებო, მაკრატელი, ფერადი ქაღალდები, სახაზავი, გუაში, ფუნჯი, პლასტელინი, საძერწი დაფა, სამაგიდო თამაშები-ჭადრაკი და სხვა) 100 ლარის ფარგლებში.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

400 სოციალურად დაუცველი მოსწავლის სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 1

პროგრამის დასახელება

კოდი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება    ათას ლარში

06 02 16

121,6

პროგრამის განმახორციელებელი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის მიზანი და აღწერა

პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით;

პროგრამის ამოცანაა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება.

პერსონალური ასისტენტის სერვისი მიმართულია ხელი შეუწყოს მომსახურების მიმღებ პირს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას.

პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.

გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზნები, რომლეთა მიღწევასაც ემსახურება პროგრამა:

მიზანია 1

მიზანი 3

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

პროგრამით შესაძლებელია 7 შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა პერსონალური ასისტირების საშუალებით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG