მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება.
1. 1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია, ზესტაფონის ნაკრებისა და ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სპორტსკოლის, სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომი რეაბილიტაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის.
სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება, აღდგენა, მშენებლობა.
1. 1. 1
მომსახურება დასვენება სპორტის სფეროში
(პროგრამული კოდი 05 01 01)
აღწერა: ჯანსაღი სხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდების ცართვა მასობრივი სპორტის სახეობებში. წარმატებული ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოვება. სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციებტან ტანამშრომლობა, სპორტსმენების სხვადასხვა ასპარეზობებზე წარგზავნის დაფინანსება.
მიზანი: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სპორტულ აქტივობებში ჩართვა. საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, წარმატებული სპორტსმენების წახალისება. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
1. 1. 2
ა(ა)იპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ს. საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლა
(პროგრამული კოდი 05 01 02)
აღწერა: სპორტული სკოლა აერთიანებს 13 სპორტულ მიმართულებას: ესენია ფარიკაობა (47 ბავშვი)
, ველოსპორტი (5 ბავშვი), კრივი (58 ბავშვი), კინკბოქსინგი (58 ბავშვი), ჭადრაკი (74 ბავშვი), ძიუდო (136 ბავშვი), ქალთა ძიუდო (17 ბავშვი), სამბო (141 ბავშვი), ქართული ჭიდაობა (29 ბავშვი), თვისუფალი ჭიდაობა (23 ბავშვი), ბერძნულ რომაული ჭიდაობა (69 ბავში), რაგბი (54 ბავშვი), კარატე (36 ბავშვი).
სულ სპორტულ სკოლაში სპორტულ სახეობას ეუფლება 747 ბავშვი, რომელთაც საწვრთნელი პროცესი უტარდებათ კვირაში-3 ჯერ. სპორტლ სკოლაში დასაქმებულია ჯამში 38 ადამიანი, მათ შორის 13 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი და 25 მწვრთნელი.
სპორტული სკოლის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში, როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ.
– ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
– მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში.
– მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩინებას ქვეყნის მასშტაბით.
მიზანი: სპორტული სკოლის სპორტსმენების მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის საქართველოს ჩემპიონატებში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში, სპორტული შდეგები.
1. 1. 3 ა(ა)იპ – ზესტაფონის მ. სალაძის სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი
(პროგრამული კოდი 05 01 03)
აღწერა: მ. სალაძის სახ. სპორტულ გამაჯანსაღებელ;ი ცენტრი აერთიანებს 10 სპორტულ მიმართულებას. ესენია: ფეხბურთი 8 ჯგუფი 250 ბავშვი, ქართთული ჭიდაობა 1 ჯგუფი – 15 სპორტსმენი. , მაგიდის ჩოგბურთი 1ჯგუფი 25 ბავშვი, კუნგფუ 1ჯგუფი – 22 ბავშვი, კალათბურთი ვაჟები 2 ჯგუფი – 60 ბავშვი. , კალათბურთი გოგონები 1 ჯგუფი – 25 ბავშვი, ჭიდაობა ძიუდო 3ჯგუფი – 60 ბავშვი ჭიდაობა სამბო 2 ჯგუფი – 50 ბავშვი, ხელბურთი 1ჯგუფი – 15 ბავშვი, კრივი 2 ჯგუფი – 48 ბავშვი, სულ ცენტრში სპორტის სახეობებს ეუფლება 570 ბავშვი, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში სამჯერ. სპორტულ გამაჯანსაღებელლ ცენტრში დასაქმებულია –38 ადამიანი, მათ შორის 20 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი და 18 მწვრთნელი. ცენტრის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შერჯიბრებებში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ.
მიზანი: სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი მთელი წლისს მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად, ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია ცენტრის მომსახურებით.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის სპორტული წრეებით სარგებლობა. ქვეპროგრამის მიზანია:
1. ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
2. მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები ნდრო დარჩეთ ქუჩისთვის.
3. მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.
1. 1. 5 დასვენებისა და სპორტის დანიშნულების ობიექტების მშენებლობის, მოწყობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 05)
აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელება: სტადიონებისა და სკვერების რეაბილიტაცია, მინი მოედნების რეაბილიტაცია მსენებლობა, მინი სტადიონის მოწყობა, სპორტული ტრენაჟორების მოწყობა. ფეხბურთის მოედნის მშენებლობა, რეაბილიტაცია.
მიზანი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა.
1. 2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა
კულტურული პროექტების განხორციელების მიზანია მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ღვაწმოსილი ადამიანების სათანადო დაფასება, დაძმობილებულ ქალაქებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება და გაცვლითი ღონისძიეებების განხორციელება. სახელმწიფო, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა. ტრადიციების შენარჩუნების გათვალისწინებით, მოსახლეობისა და ტურისტებისათვის სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემოს შექმნა, რაც დღესასწაულების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებითაა შესაძლებელი.
სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებების განვითარება როგორიცაა თეატრი, სახვითი ხელოვნება, სამუსიკო სფერო, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ტრადიციების დაცვა, ხელოვნების წარმომადგენელთა წახალისება-წარმოჩენა სხვადასხვა პროექტების განხორციელების გზით.
ფესტივლების, კონკურსების, კონცერტებისა და გამოფენების მოწყობა-ხელშეწყობა.
ქორეოგრაფიისა და ქართული ფოლკლორის განვითარების მიზნით მასტერკლასების ჩატარება მოწვეული მაღალი პროფესიული ოსტატობის მქონე სპეციალისტების მიერ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სხვადასხვა დარგის ხანდაზმული ადამიანების პატივისცემის ნიშნად შეხვედრების მოწყობა. მათ შორის საიუბილეო ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარება.
მნიშვნელოვანი, ისტორიული თარირების აღსანიშნავი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება.
სხვადასხვა შემოთავაზებულ პროექტებში თანამონაწილეობა („ცოცხალი წიგნები“, „ქუთაისქალაქობა“).
მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა თაობის ჩართვა. სხვადასხვა კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზება.
1. 2. 1
ა(ა)იპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა
(პროგრამული კოდი 05 02 01)
აღწერა:
სკოლაში სწავლება მიმდინარეობს სკოლის შინაგანაწესისა და სამხატვრო სკოლის პროგრამის მიხედვით. მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და დაინტერესების შესაბამისად. შემდეგ დისციპლინებში. ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, ქანდაკება, დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება. (გობელინი, ხეზე კვეტა, მინანქარი). ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს ნახატის შესწავლაზე (ნატურმორტები) მასალა. აკვარელი, გუაში აკრილი.
მოსწავლე სკოლაში მუშაობს კვირაში 3 დღე. შემოქმედებით ნამუშევრებსა და კომპოზიციებს მოსწავლეები ასრულებენ ძირითადად სახლში ან სკოლაში პედაგოგის მითითების მიხედვით. პედაგოგი მუშაობს თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურათ. რაც დროის სხვადასხვა მონაკვეთში განისაზღვრება 30-35 ბავშვით.
ნამუშევრების შეჯამება-შეფასება ხდება გამოფენით სემესტრულად პირველი და მეორე სამესტრის დათავრების შემდეგ. ამასთანავე ვამზადებთ პერსონალურ ან ჯგუფურ გამოფენას (2-3 მოსწავლის მონაწილეობით). 2024-2025 სასწავლო წელს მოეწყო 2 სემესტრული 3 ჯგუფური და 2 პერსონალური გამოფენა.
მიზანი: დაგეგმარების ცენტრალური დანიშნულებაა ახალგაზრდა თაობის მოზიდვა და ჩართუ-
ლობა შემოქმედებით პროცესებსა და ხატვის ტრადიციების შენარჩუნებაში.
1. 2. 2 ა(ა)იპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 02)
აღწერა: ცენტრალური ბიბლიოთეკა მასში შემავალი განყოფილებებით წარმოადგენს საინტერესო და მიმზიდველ ადგილს საზოგადოებრივ თავშეყრისას, აქ იკრიბებიან ყველა თაობის ადამიანები, იღბენ განათლებასა და ახალ ინფორმაციებს, აქ ხდება შეხვედრები სხვადასხვა დარგის მუშაკებთან, რაიონის ხელმძღვანელობასთან. ბიბლიოთეკა ხელს უწყობს ახალგაზრდობის სწორად ინფორმირებას.
ბიბლიოთეკების მომსახურეობით სარგებლობს დაახლოვებით 2180 მოსახლე, არის ერთი ცენტრალური ბიბლიოთეკა, ერთი საბავშვო. 2 საქალაქო, 1 წიგნსაცავი 13 სასოფლო ბიბლიოთეკა.
მუნიციპალიტეტის 18 ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდი შეადგენს 154893 ერთეულს.
მიზანი: მკითხველთა რაოდენობის გაზრდა და წიგნადი ფონდის განახლება
1. 2. 3 ა(ა)იპ
– ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან არსებული კულტურისა და შემოქმედების ცემტრი (პროგრამული კოდი 05 02 03)
აღწერა: კულტურისა და შემოქმედების ცენტრი აერთიანებს შემდეგ შემოქმედებით კოლექტივებს ესენია: სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ზესტაფონი“ (43 კაცი); ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჯავარდენი“ – ლოტბარი, ქორეოგრაფი და 2 აკომპანიატორი (60 ბავშვი); ხალხური საკრავების სტუდია – ხელმძღვანელი (14 ბავშვი); საბავშვო თეატრ-სტუდია „იმერეთის მარგალიტები“ – რეჟისორი და სცენარისტი, მხატვარ-დეკარატორი, სცენის მემანქანე (15 ბავშვი); ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი; გამოყენებითი ხელოვნება – ხელმძღვანელი – (5 ბავშვი); თოჯინების თეატრი – რეჟისორი, მხატვარი, ხმის ოპერატორი მსახიობი 4; მომღერალ ქალთა ანსამბლი – ლოტბარი და ანსამბლის წევრები 11; ცენტრის ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს შეადგენს 19 კაცი. დაბა შორაპნის კლუბის გამგე (1). ახალგაზრდული თეატრ სტუდია (2კაცი) რეისორი და რეისორის ასისტენტი (37 ბავშვი).
მიზანი: კულტურის ცენტრის ძირითადი მიზანია კლასიკური და ხალხური შემოქმედების განვითარება-პოპულარიზაცია; ესთეტიკური, კულტურული, გასართობი და ინფორმაციული საქმიანობა.
ანსამბლებსა და თვითშემოქმედებით კოლექტივებში ბავშვთა და მოზარდთა მოზიდვა;
შემოქმედებითი კოლექტივების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივლებში;
ახალგაზრდობის მოზიდვა და ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებსა და შემოქმედებით პროცესში.
მატერიალურად წახალისებული და მოტივირებული შემოქმედებითი ანსამბლები, ბავშვთა თვითშემოქმედების სექტორის ხელმძღვანელები და ახალგაზრდა პრესრექტიული მომღერალი და მოცეკვავე-მსახიობები.
კულტურული მემკვიდრეობის: ფოლკლორის, კლასიკური მუსიკის, ქალაქური და ლირიული სიმღერის შენარჩუნება და განვითარება.
1. 2. 4 ა(ა)იპ
– ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 04)
აღწერა: მუზეუმების ჩართვა ჩვენი ქვეყნის ერთიან კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში. კულტურული ტურიზმის განვითარება და მისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, მუზეუმის პოპულარიზაციის გაზრდა: ექსპოზიციები, გამოფენები, სპეციალური საგაზეთო ნომერი, საგანმანათლებლო პროექტები, პროგრამის განხორციელების მოსალოდნელი შედეგი კი ვიზიტორების გაზრდაა.
მიზანი:
მუზეუმების განვითარება და პოპულარიზაცია ფართო მასებში.
საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
ლექცია-სემინარების ჩატარება. საჯარო და კერძო სკოლების ჩართულობა.
1.2.5 ა(ა)იპ
– ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რ. ლაღიძის სახ. სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 05)
აღწერა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებს ორ საფეხურიანი სწავლება ექვსწლედი და ცხრაწლედი. სამუსიკო სკოლაში გაერთიანებულია საფორტეპიანო, გიტარის, ვიოლინოს და ვოკალური განყოფილებები.
ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახ. სამუსიკო სკოლაში განათლებას იღებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 251 ბავშვი. სკოლაში დასაქმებულია 49 თანამშრომელი, აქედან 40 პედაგოგი და 9 ადმინისტრაციული თანამშრომელი. სკოლა ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე სკოლას აქვს საკუთარი შემოსავლები, რაც გამოიყენებოდა სკოლის ხარჯისათვის.
მიზანი: რ. ლაღიძის სამუსიკო სკოლის ქვეპროგრამის მიზანია: შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის შესაბამისი პირობების შექნა, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, კულტურული ღონისძიებების ჩატარება, მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, ფორუმებში, როგორც საქართველოში ისე ქვეყნის გარეთ, ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახ. სამუსიკო სკოლა წლის განმავლობაში ფუნქციონირებს შეუფერხებლად, სრულად არის დაკმაყოფილებული განათლების მიღება, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით და ასევე ქვეყნის გარეთ ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.
1.2.6 ა(ა)იპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 06)
აღწერა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ე. შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში ფუნქციონირებს ორ საფეხურიანი სწავლება ექვსწლედი და ცხრაწლედი. ხელოვნების სკოლაში გაერთიანებულია საფორტეპიანო, თეორიული, საორკესტრო განყოფილება, კლასიკური ვოკალი, საესტრადო სიმღერები, კლასიკური გიტარა, მოყვარული გიტარა, ხალხური საკრავები, მსოფლიოს ხალხთა ცეკვები, ქართული ხალხური ცეკვები, მხატვრული ტანვარჯიში.
მიზანი: ხელოვნების სკოლია მიზანია განათლების მიწოდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისათვის. სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით და ქვეყნის გარეთ ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.
შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, კულტურული ღონისძიებების ჩატარება, მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, ფორუმებში, როგორც საქართველოში ისე ქვეყნის გარეთ,1.2.7 ძეგლთა დაცვა (პროგრამული კოდი 05 02 07)
აღწერა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა და მოვლა პატრონობა. ძეგლების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებისათვის რეკომენდაციების მომზადება. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლებისთვის შესაბამისი სტატუსების მინიჭების თაობაზე სპეციალისტებთან ერთად რეკომენდაციების მომზადება. ბუკლეტების, რუკებისა და სხვა სარეკლამო საშუალებების მომზადება.
მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მომავალი თაობებისათვის მისი შენარჩუნება. პოპულარიზაცია. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
1.2.8 იუბილეებთან დაკავშირებული ხარჯი (პროგრამული კოდი 05 02 08)
აღწერა: ღონისძიებების მოწყობა. ქალაქის დაარსების აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებების ჩატარება. ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია. ქორეოგრაფიული ფესტივალების ორგანიზება-ხელშეწყობა. ხელოვნების ნიმუშებისა და მოძრავი გამოფენების მოწყობა.
მიზანი: საუკეთესო ტრადიციების გაგრძელება, წარმატებული კოლექტივებისა და ინდ. შემსრულებლების გამოვლენა-წახალისება.
1.2.9 კულტურის დანიშნულების ობიექტების მშენებლობის, რეაბილიტაციის, ექსპლუატაციის, ფუნქციონირების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 05 02 09)
აღწერა: პროგრამის ფარგლებში შემდეგი პროექტების განხორციელება: კულტურის დანიშნულების ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია.
მიზანი: სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება.
1.2.10 კულტურის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 10)
აღწერა: ღონისძიებების მოწყობა. ქალაქის დაარსების აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებების ჩატარება. ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია. ქორეოგრაფიული ფესტივალების ორგანიზება-ხელშეწყობა. ხელოვნების ნიმუშებისა და მოძრავი გამოფენების მოწყობა.
მიზანი: მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების ხელშეწყობა, მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობა, კულტურულ სფეროში მოღვაწე ადამიანების წარმოჩენა-მოტივაცია, მათი შესაძლებლობების რეალიზაცია.
1.3 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
აღწერა: ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზების მუნიციპალური პროგრამების ორგანიზება, ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, თანადაფინანსება. სხვადასხვა კონკურსების ჩატარება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სოციალურად აქტიური ახალგაზრდების გამოვლენა, წახალისება. „ახალგაზრდული საბჭოს“ ორგანიზება. გასვლით-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება. ახალგაზრდების წარგზავნა ბანაკებში. ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა.
მიზანი: ახალგაზრდული ინიციატივების, პროექტებისა და წინადადებების განხორციელება, ხელშეწყობა, დაფინანსება. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. ახალგაზრდების გაძლიერება, გააქტიურება, განათლება.
1.4 ეპარქიის ხარჯები
(პროგრამული კოდი 05 04)
აღწერა: ეპარქიის ფუნქციონირბის ხელშეწყობა
მიზანი: რელიგიური ორგანიზაციების სუფსიდირება ეპარქიის სუბსიდეირების ხელშეწყობის მიზნით.
1. 5 ააიპ
– საკალათბურთო კლუბი „მარგვეთი“ (პროგრამული კოდი 05 05)
აღწერა: კალათბურთის გუნდის ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის ჩემპიონატისა და სხვადასხვა სახელობის ტურნირებზე მონაწილეობის მიღება, ახალგაზრდული გუნდის ხელშეწყობა
მიზანი: ააიპ – საკალათბურთო კლუბი „მარგვეთის“ გუნდის ხელშეწყობ