მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითერბისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტო ფენილის გზების დაგება, მარტივი ტიპის წყალსადენების მოწყობა, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია.
1. 1 საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01)
აღწერა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ქალაქში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, გრძელვადიანი საჭიროებებიდან გამომდინარე, მაინც არის მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. ქალაქის ქუჩების ზოგიერთი ნაწილი საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე, მიმდინარე შეკეთებით სამუშაოებს ითხოვს ბოლო წლების მანძილზე რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილი. ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. საჭიროა ცენტრალურ და მეორე ხარისხოვან გზებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, შესაკეთებელი და სარეაბილიტაციოა სანიაღვრე არხები.
მიზანი: მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა
1. 1. 1 გზების მიმდინარე შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 01)
აღწერა: ქალაქის ქუჩების ზოგიერთი ნაწილი საჭიროებს მიმდინარე შეკეთებით სამუშაოებს, რეაბილიტაციას ითხოვს ბოლო წლების მანძილზე რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილი. ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. საჭიროა ცენტრალურ და მეორე ხარისხოვან გზებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, შესაკეთებელი და სარეაბილიტაციოა სანიაღვრე არხები.
მიზანი: გზის, ქუჩის, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების, ბოგირების, ხიდების, არასაცხოვერბელი და სხვა შენობების რეაბილიტაცია, გზების ორმული დამუშავება.
1. 1. 2 გზების კაპიტალური შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 02)
აღწერა: გზების კაპიტალური შეკეთების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების კაპიტალურ შეკეთება, ახალი გზების მშენებლობა. მიმდინარე პროგრამის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი. ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები უმეტესწილად ხმარდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების თანადაფინანსებას.
მიზანი: გზების კაპიტალური შეკეთება მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება; ტურიზმის ხელშეწყობა;
1. 1. 3 საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 01 03)
აღწერა: 2025 წელში დაგეგმილია დამათებითი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების დამონტაჟება და მომსახურება.
მიზანი: უსაფრთხოების დონის ამაღლება, საგზაო შემთხვევების რაოდენიბის შემცირება და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება. დანაშაულის აღმოფხვრა.
1. 1. 4 მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01 04)
აღწერა: მუნიციპალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის მოსარგებლე პირების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებასში. 2024 წელს ააიპ ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრს უსასყიდლოდ საკუთრებაში ბალანსზე გადაეცა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები: 3 ერტეული ავტობუსი მარკა/ მოდელი-ISUZU NOVOCITI BAS, რომლების მოძრაობენ ქალაქის სხვადასხვა მარშუტებზე.
მიზანი: უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილება
1. 2 კომუნალური ინფარსტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 02 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია.
1. 2. 1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 02)
აღწერა: მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათსაკუთრებათა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო სარგებლობის ქონების დამოუკიდებლად მოვლა-პატრონობას და განვითარებას. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავი მთლიანად აზიანებს ჭერს და მაღალსართულებზე განთავსებულ ბინებს. აქედან გამომდინარე ქ ზესტაფონის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადები, სადარბაზოები, სარდაფები, სახურავები და შიდა კომუნიკაციები რეაბილიტაციას საჭიროებს.
მიზანი: კორპუსების შიდა ეზოების მოწყობა, სახურავების შეკეთება, განახლება, ფასადების შეღებვა, ლიფტების მოწესრიგება. საცხოვრებელი სახლების გადახურვა და მოსახლეობის სოციალური პირობების შემსუბუქება.
1. 2. 2 წყალმომარაგება (პროგრამული კოდი 02 02 03)
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ფინანსდება შემდეგი ღონისძიბები: -სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მოწყობა-მომსახურეობა. მწყობრიდან გამოსული წყლის მილების შეკეთება და გამოცვლა; ამორტიზებული და დაზიანებული ტუმბოების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება; საჭიროების შესაბამისად წყლის ახალი ტუმბოების შეძენა. სასმელი წყლის ჭის მოწყობა, ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები.
მიზანი: წყლის სისტემის აღდგენა შეკეთება, პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების ღმოფხვრა დროულად.
1. 2. 3 გარე განათების ქსელის მოწყობა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 02 04)
აღწერა: ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარეგანათების სისტემის განვითარებისა და ექსპლოტაციისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება.
მიზანი: გამართულად ფუნქციონირებადი გარე განათების ქსელი. განათებული ტერიტორიის ფართობის ზრდა. უსაფრთხო გარემოს შექმნა
1. 2. 4 გარე განათების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 02 02 05)
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზებზე, სოფლებში (ნაწილობრივ), პარკებისა და სკვერებში არსებული გარე განათების მოვლა-პატრონობა. კერძოდ, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული გარე განათების ბოძების, ლამპიონების შეკეთება, საჭირო ნაწილების შეძენა და გამოცვლა.
პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობის მიზნთ ელ ენერგიის მიწოდება. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებლი ფუნქციონირება. შედეგად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც მოწყობილია გარე განათების ქსელი განათებული იქნება სრულად, ხოლო პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა მოხდება ოპერატიულად. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 6 საშტატო ერთეულის ხელფასის დაფინანსება.
მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა
1. 3 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 02 03)
აღწერა: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, მოსახლეობის ინტერესებისა და გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდება მოსახლეობის მიერ კრებებზე გამოთქმული სხვადასხვა სახის პროექტების ღონისძიებები.
მიზანი: მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება, ადგილობრივი თვითმმართველობის
საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება.
1. 3. 1 სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული და სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 03 01)
აღწერა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის: ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა, და ა. შ გაწმენდებით, წყაროების მოპირკეთება, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოები. გზები; გზისპირა მოსაცდელები, ცხაურები, ხიდები, ხიდბოგირები, გადასასვლელები. გარე განათება; სკოლების მიმდინარე ტერიტორიების კეთილმოწყობა:; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინი ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
მიზანი: გზების კაპიტალური შეკეთება მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება.
1. 3. 2 საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 02 04)
აღწერა: საამშენებლო სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციისა და სპეციალისტების მომსახურების შეძენა რაც განაპირობებს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საბოლოო სახეს.
მიზანი: საამშენებლო სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესება
1. 3. 3 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პარკირების რეგულირების საწარმო (პროგრამული კოდი 02 05)
აღწერა: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირება.
მიზანი: პარკირების რეგულირებ