პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები და მდინარეზე ნაგვის დამჭერის მოწყობა. დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა.
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01)
აღწერა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა. ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები.
დასუფთავების ღონისძიბებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები ძირითდად გაიწევა მუნიციპალური ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლებიდან (სესხი, სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი), ხოლო მიმდინარე ხარჯები, ისეთი როგორიცაა ყოველდღიურად ნარჩენების მოგროვება და გატანა ნაგავსაყრელ პოლიგონზე ფინანსდება მუნიციპალლური ბიუჯეტის შემოსავლებიდან, კერძოდ დასუფთავება და ნარჩენების გატანის პროგრამიდან.
მიზანი: ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის
1. 1. 1 დასუფთავება და ნარჩენების გატანა (პროგრამული კოდი 03 01 01)
აღწერა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა. ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები.
დასუფთავების ღონისძიბებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები ფინანსდება მუნიციპალლური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან.
პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ – ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი ახორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას, რომელსაც ემსახურება 5 ერთეული ნაგვის გამტანი ავტომობილი. სამუშაოები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ზედა საქარა, ქვედა საქარა, ქვედა საზანო, სასახლე, დილიკაური, რკვია, ბოსლევი, პირველი სვირი (ნაწილობრივ), მეორე სვირი (ნაწილობრივ), არგვეთა, შროშა, სადგურ სვირი, როდინაული, ცხენთარო. აჯამეთი, კვალითი, ცხრაწყარო, კლდეეთი, ტაბაკინი, ალავერდი, შროშა, დაბა შორაპანი. ზარის მეთოდის გამოყენებით ვემსახურებით ნაწილობრივ სოფლების და ქალაქის კერძო დასახლებულ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას 4 ერთეული თვითმცლელი ავტომანქანის საშუალებით. შეგროვებული ნარჩენები გადის თერჯოლის ნაგავსაყრელზე.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად გადის 120 მ/კუბ ნარჩენი, რაზეც ყოველდღიურად მუშაობს 6 ნაგავმზიდი და 4 ერთეული თვითმცლელი ავტომანქანა.
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ყოველდღიურად (უმეტეს შემთხვევებში) ნაგავსაყრელებზე დამატებით გადის 15-20 მ/კუბ ნარჩენი.
ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებები ასევე მოიცავს ა(ა)იპ – ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის ადმინისტრაციულ ხარჯებს, მათ შორის, თანამშრომელთა ხელფასებს.
ხელფასებს.
მიზანი: პროგრამის მიზანია ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვება და ნარჩენების გატანა
1. 1. 2 კეთილმოწყობისა და მწვანე
ნარგავების
მოვლა-პატრონობა, განვითარება (პროგრამული კოდი 03 01 03)
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისა და განვითარებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა. კერძოდ, სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ტარდება მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიები, ნიადაგის მომზადება, დასუფთავება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა, სარეველა ბალახების და ეკალ – ბარდების გაცელვითი სამუშაოები.
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 9 საშტატო ერთეულის ხელფასის დაფინანსება
მიზანი: პროგრამის მიზანია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა;
1. 1. 3 უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01 04)
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში არსებული მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა
მიზანი: პროგრამის მიზანია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში არსებული უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა (მხოლოდ შემსყიდველის მითითებით) საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად ჰუმანური/ უმტკივნეულო მეთოდებით ხელით/ლასოთი/ბადით; დეჰელმენტიზაცია (დამუშავება ჭიებზე, გარეპარაზიტებზე) სტერილიზაცია/კასტრაცია/ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით ან საჭიროების შემთხვევაში ჩიპით) თითოეული მონაცემის ასახვა სარეგისტრაციო შესაბამის ბლანკში და ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ დაბრუნება აყვანის ადგილას.
1. 2
მყარი ნარჩენების მართვა (პროგრამული კოდი 03 02)
აღწერა: არასახიფათო სანიტარული ნარჩენების სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა განსაზღვრულ ადგილებში. მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით ნაგავმზიდების შეძენა. კერძოდ: სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან 2025-2026 წლებში გადასახდელი ძირითადი ვალდებულება შეადგენს შემდეგს:
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ქონების გადაცემის (სამი ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანა და 130 ცალი ნარჩენების კონტეინერი) ხელშეკრულების ფარგლებში სესხის ძირითადი თანხა 2025 წელში შეადგენს 85300 ლარს, ხოლო 2026 წელში გადასახდელია 42, 6 ათასი ლარი.
მიზანი: ყოველწლიური გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელება. გაუმჯობესებული უსაფრთხოება და საქმიანობის განხორციელება უსაფრთხოების მართვის მთლიანი სისტემის გაუმჯობესებ