მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა, სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხელი შეეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლებას.

1. 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება (პროგრამული კოდი 04 01)

აღწერა: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებაში ფუნქციონირებს 41 სტრუქტურული ერთეული, 77 სასწავლო სააღმზრდელო ჯგუფით 1481 აღსაზრდელით, 464, 25 საშტატო ერთეულზე დასაქმებული 528 მუშაკით.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ 2016 წელს მიღებული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ, წლების განმავლობაში, პრიორიტეტად მიიჩნია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებამდე დაახლოება. (კერძოდ კვების, ჰიგიენის, ინფრასტრუქტურის, სასწავლო აღმზრდელობითი პროცესების და კადრების კვალიფიკაციის ამაღლება). გამახვილდა ყურადღება უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის, როგორც აღსაზრდელთათვის ასევე მომსახურე პერსონალისათვის.

2025 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით 1 აღსაზრდელზე დღიური კვების ღირებულება შეადგენდა 4. 20 ლარს.

საბავშვო ბაღებში მიმდინარე კანონქვემდებარე პროცესის ფარგლებში დაიწყო და გრძელდება ავტორიზაციიის პროცესი, მისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია მატერიალური რესურსისა და ინფრაქტრუქტურის გაუმჯობესება, სწორედ აქედან გამომდინარე კიდევ ოთხი ახალი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.

მიზანი: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის გაუმჯობესება, სტანდარტების შესაბამისად სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა-მეთოდოლოგიის დახვეწა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლამდელი დაწესებულებების განმავითარებელი სათამაშოებითა და შესაბამისი მეთოდოლოგიური ლიტერატურით შევსება, პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება, გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის კვალიფიკაციის ამაღლება.

საბოლოო მოსალოდნელი შედეგი იქნება:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჰოლისტურად განვითარებული სკოლამდელი ასაკის ბავშვები.

2. სტანდარტების შესაბამისი გარემო.

1. 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა (პროგრამული კოდი 04 02)

აღწერა: პროგრამა მოიცავს: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას – ქ. ზესტაფონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადება.

მიზანია: პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდეგა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ბავშვებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა.

1. 3 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03)

აღწერა: პროგრამა მოიცავს: ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელთა ფულადი ჯილდოთი წახალისებას; (ერთიანი ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგი) წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტების წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სასწავლო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის თანადაფინანსება, პროექტი „რა სად როდის“.

მიზანია: განათლების ხელშეწყობა და მისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისათვის.

ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდების წარმოჩენა და საზოგადოებაში ინტეგრაცია.  ხარისხიანი განათლება

03. 04 საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 04)

აღწერა: პროგრამა მოიცავს: საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას. ტრანსპორტირება გულისხმობს, ისეთი სოფლებიდან სადაც არ არის საჯარო სკოლა, ბავშვების წაყვანას ახლომდებარე საჯარო სკოლებში და მათ უკან სახლში დაბრუნებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

მიზანი: პროგრამის განხორციელების შედეგია სკოლის მოსწავლეებისათვის საშუალო განათლების მიღების ხელმისაწვდომობა.

03. 05 ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობა (პროგრამული კოდი 04 05)

აღწერა: პროგრამა მოიცავს: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

მიზანი: პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდებაზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ბავშვებისათვის კომფორტული გარემოს შექმნ