ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.01.2026
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/2
სარეგისტრაციო კოდი 310010010.84.097.016018 24
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/01/2026
517 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84% 27.12.2024 სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და გამოცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 31.08.2021 საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 18.02.2020 ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 81% 14.03.2024 შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის, დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 81% 27.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/2 2026 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 59​1 მუხლის მე-8 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმა“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმა მუხლი 1🔗. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც მითითებულია ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატში და მხოლოდ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობებით. 3. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატით დასტურდება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ტექნიკური მომსახურების სისტემის შესაბამისობა სარკინიგზო უსაფრთხოების წესისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 4. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მონაცემები 1.  ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი შედგება შემდეგი მონაცემებისგან: ა) სააგენტოს მცირე გერბი; ბ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის დამადასტურებელი ინფორმაცია; გ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ნომერი; დ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მონაცემები: დ.ა) იურიდიული სახელწოდება; დ.ბ) შემოკლებული სახელწოდება; დ.გ)  იურიდიული მისამართი; დ.დ) საიდენტიფიკაციო ნომერი; დ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს შესახებ მონაცემები: ე.ა) სრული სახელწოდება: ე.ბ) ქვეყანა; ვ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ინფორმაცია: ვ.ა) სახე (პირველადი, ვადაგაგრძელებული, განახლებული); ვ.ბ) წინა სერტიფიკატის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ.გ) მოქმედების ვადა; ვ.დ) კომპანიის ტიპი; ზ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის საქმიანობის სფერო: ზ.ა) ინფორმაცია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის შესახებ; ზ.ბ) ინფორმაცია სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო სპეციალიზებული ვაგონების შესახებ; თ) ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის გაცემის თარიღი; ი) ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; კ) ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის გამცემი ორგანოს ბეჭედი; ლ) დამატებითი ინფორმაცია. 2. ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) სიმბოლოსგან. პირველი ორი სიმბოლო შედგება სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს სახელწოდების აღმნიშვნელი ორი სიმბოლოსგან – „GE“, შემდეგი ორი სიმბოლო აღნიშნავს დოკუმენტის ტიპს („31“ – ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი), შემდეგი ოთხი სიმბოლო აღნიშნავს ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის გაცემის წელს და ბოლო ოთხი სიმბოლო აღნიშნავს ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის ინდივიდუალურ სარეგისტრაციო ნომერს. 3. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატზე მონაცემები დატანილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 3🔗. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის შევსებისა და გაცემის წესი 1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით. 2. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემა ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის წარმოებს უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. მუხლი 4🔗. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის დამცავი ნიშნები ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი მოიცავს ორდონიან დამცავ ნიშანს: ა) სააგენტოს მცირე გერბს; ბ) სააგენტოს ორგანიზაციულ ბეჭედს.