საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.04.2010 ბოლო ცვლილება 13.10.2011
ნომერი
№1-1/595
სარეგისტრაციო კოდი
310010010.22.024.014545
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 23/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.22.024.014.545

 საქართველოს ეკონომიკური განვითარების

 მინისტრის ბრძანება №1-1/595

2010 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-7 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. პოლოლიკაშვილი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონებას შეადგენს:

1. საქართველოს საჰაერო სივრცე;

2. საერთაშორისო საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები;

3. საჰაერო მოძრაობის მომსახურების/მართვის ტექნიკური საშუალებები (სააერნაოსნო მოწყობილობები);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

ა) აეროვაგზალი;

ბ) აეროდრომი (ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქნები, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმდებარე უსაფრთხოების ზონები);

გ) შუქ-სასიგნალო საშუალებები;

დ) თბილისის ზღვაზე არსებული თბილისის აეროპორტის სამაშველო პუნქტი;

5. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

ა) აეროვაგზალი;

ბ) აეროდრომი (ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქნები, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმდებარე უსაფრთხოების ზონები);

გ) შუქ-სასიგნალო საშუალებები;

6. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (კოპიტნარი)

ა) აეროვაგზალი;

ბ) აეროდრომი (ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქნები, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმდებარე უსაფრთხოების ზონები);

გ) შუქ-სასიგნალო საშუალებები;

7. სოხუმის აეროპორტი არსებული ინფრასტრუქტურით.

8. თელავის, მესტიის, ჩიხარეშის და ლაგოდეხის ასაფრენ-დასაფრენი მოედნები.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.10.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/595. სარეგისტრაციო კოდი — 310010010.22.024.014545.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.10.2011-დან.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.10.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №1-1/595, 23.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 310010010.22.024.014545 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1011790/