საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №766
2014წლის1მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ2014 წლის განმავლობაში რეკლამის განთავსებისთვისსაჭირო, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურებ ისა და საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დანართი
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი:
●ტელერეკლამა;
●ინტერნეტრეკლამა;
●რადიორეკლამა;
●რეკლამა კინოთეატრებში;
●ბეჭდვითი რეკლამა (რეკლამა რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთებში, საბორტეჟურნალებში, კორპორატიულ გამოცემებში და სხვა);
●გარე რეკლამა (ბადე სტიკერების, აფიშების, ბილბორდებისა და ბანერების დამზადება/ბეჭდვა და განთავსება, LED და ვიდეო მონიტორებზე რეკლამის განთავსება);
●რეკლამის გავრცელება საზოგადოებრივი ტრანსპორტით;
●საქართველოს კუთხე/საქართველოს საინფორმაციო დახლი (დროებითი ან მუდმივი კონსტრუქციები);
●მარკეტინგულ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები;
●სარეკლამო კამპანიის ორგანიზების მომსახურება;
●სარეკლამო კლიპის გადაღება;
●საინფორმაციო-სარეკლამო მასალისათვის ტექსტების შექმნა, თარგმნა, რედაქტირება;
●თარჯიმნის მომსახურება;
●ვებგვერდისთვის ტექსტების შექმნა, თარგმნა, რედაქტირება.