„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10/2026
სარეგისტრაციო კოდი
010240000.15.008.016838
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №10/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი


საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2019, 010240000.15.008.016440) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა გამართვის შემთხვევაში, დადგინდეს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“:

ა) 33-ე მუხლის მე-6 პუნქტით შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრების, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის – „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა” ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა“;

ბ) 33-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრების, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვადები აითვალოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე/საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან;

გ) 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე დღისა” ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 43-ე დღისა და არაუგვიანეს მე-40 დღისა“;

დ) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-40 დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 39-ე დღისა და არაუგვიანეს 34-ე დღისა“;

ე) 56-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის, ავტორიზებული მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის/რადიოს მიერ, ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ ინფორმაციის გადაცემის ვადა ნაცვლად „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან“ აითვალოს შესაბამისი არჩევნების დანიშვნის დღიდან, ხოლო ეს ტარიფები ძალაში შევიდეს „კენჭისყრის დღემდე 50-ე დღიდან” ნაცვლად – „კენჭისყრის დღემდე მე-40 დღიდან“;

ვ) 59-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 48 დღისა“;

ზ) 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 43-ე დღისა“;

თ) 59-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღრული ვადის – „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 45 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 40 დღისა“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
როდის იქნა მიღებული „მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 16.01.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №10/2026. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016838.
რამდენი მუხლისგან შედგება „მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №10/2026, 16.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016838 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6755088/