მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №8/2019 |
|
2019 წლის 20 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 154-ე და 1692 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა გამართვის შემთხვევაში, დადგინდეს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“: ა) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრების, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის – „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა“; ბ) 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრების, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვადები აითვალოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე/საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან; გ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე და არაუგვიანეს 46-ე დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 43-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა“; დ) 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 39-ე და არაუგვიანეს 34-ე დღისა“; ე) 53-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 48 დღისა“; ვ) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 43-ე დღისა“; ზ) 53-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 45 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა“. |
| მუხლი 2 |
მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა იმ ორგანოების არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება შესაბამისი არჩევნები.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 154-ე და 1692 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა გამართვის შემთხვევაში, დადგინდეს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“: ა) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრების, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის – „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა“; ბ) 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრების, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვადები აითვალოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე/საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან; გ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე და არაუგვიანეს 46-ე დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 43-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა“; დ) 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 39-ე და არაუგვიანეს 34-ე დღისა“; ე) 53-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 48 დღისა“; ვ) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 43-ე დღისა“; ზ) 53-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 45 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა“. მუხლი 2 |
მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა იმ ორგანოების არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება შესაბამისი არჩევნები.
მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი |