თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60/2015
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016224
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №60/2015

2015 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 1692 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის დადგინდეს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”:

ა) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრების, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის – „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა” ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა”;

ბ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე და არაუგვიანეს 46-ე დღისა” ნაცვლად, „არჩევნების დღემდე არაუადრეს 43-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა”;

გ) 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე და არაუგვიანეს 46-ე დღისა” ნაცვლად, „არჩევნების დღემდე არაუადრეს 42-ე და არაუგვიანეს 38-ე დღისა”;

დ) 49-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ვადების – „არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან” ნაცვლად, „არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან”;

ე) 53-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55-ე დღისა” ნაცვლად, „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 48-ე დღისა”;

ვ) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ცესკოს ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50 დღისა” ნაცვლად, „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 43 დღისა”;

ზ) 53-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 45 დღისა” ნაცვლად, „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა.”.

მუხლი 2
თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2014 წლის არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს.
მუხლი 3
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დღიდან.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი