„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №30/2006
2006 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების შექმნისა და საზღვრების დაზუსტების ახალ ვადად განისაზღვროს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 22 დღისა (13 სექტემბერი);
ბ) ახლადშექმნილი საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსისა და საკონკურსო საბუთების მიღების ვადებს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით განსაზღვრავს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 22 დღისა (13 სექტემბერი);
გ) უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა (14 სექტემბერი);
დ) საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ირჩევს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა (14 სექტემბერი).
ე) თუ უფლებამოსილმა პარტიამ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მისი შემადგენლობის კანონით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს კონკურსში მონაწილეთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 20 დღისა (15 სექტემბერი).
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.09.2006.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"?
- „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ" მიღებულია 11.09.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №30/2006. სარეგისტრაციო კოდი — 010.250.000.15.008.009.223.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.09.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ", №30/2006, 11.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89158/