ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2026
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016649 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/01/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 09.02.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2026 წლის 16 იანვარი
ქ. გურჯაანი
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ქ. გურჯაანში ერთსაფეხურიანი ზონირება სამ ზონად.
1. ცენტრალური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა №1-დან ქოროღლიშვილის გადაკვეთამდე, კოსტავას ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა, ფარნავაზის ქუჩა, ახტალის ქუჩა, ჯაფარიძის ქუჩა, ბელიაშვილის ქუჩა, ვარაზაშვილის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ჭანტურიას ქუჩა, სიღნაღის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის გადაკვეთამდე, წმინდა ნინოს ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, შარტავას ქუჩა გოძიაშვილის გადაკვეთამდე, ლეონიძის ქუჩა გოძიაშვილის გადაკვეთამდე, გაბაშვილის ქუჩა, მაჩაბლის ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ასათიანის ქუჩა, პაიჭაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, ქოროღლიშვილის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, ცაბაძის ქუჩა, დუმბაძის ქუჩა, კეცხოველის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა, ფურცელაძის ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის გადაკვეთამდე.
2. შუალედური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან, ვაჟა ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთიდან ქუჩის ბოლომდე, რობაქიძის ქუჩა, ტაბიძის, ერეკლე II–ის, ბარათაშვილის, თბილისის, ლეონიძის ქუჩა გოძიაშვილიდან, ბესიკის, გოძიაშვილის, წერეთლის, სააკაძის, გამსახურდიას, კარდენახის, თუმანიშვილის, ქეთევან წამებულის, ასათიანის, გოგებაშვილის, ზიარის, გორგასლის, გაურჯის, შალიკაშვილის, ბალახევის, თელავის, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის დასაწყისიდან.
3. პერიფერიული ზონა – მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრამდე: ბერიტაშვილის, ფიროსმანის, ნუცუბიძის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის ქუჩები. ის ქუჩები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში, ჩაითვალოს პერიფერიულ ზონაში.
მუხლი 2🔗
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იანგარიშება ფორმულით:
CN = IMG X ITL X C X K, K, სადაც
1. CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
2. IMG – არის დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი;
3. ITL L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი;
4. C – არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი;
5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.
მუხლი 3🔗
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს IMG M= 0,45.
მუხლი 4🔗
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITLL შეადგენს:
1. ცენტრალური ზონისათვის – 1,3.
2. შუალედური ზონისათვის – 1,0.
3. პერიფერიული ზონისათვის – 0,7.
მუხლი 5🔗
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ. დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი შეადგენს C = 0,24.
მუხლი 6🔗
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K = 200.
მუხლი 7🔗
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ქალაქ გურჯაანისთვის:
1. ცენტრალური ზონა – 28,08 ლარი.
2. შუალედური ზონა – 21,60 ლარი.
3. პერიფერიული ზონა – 15,12 ლარი.
მუხლი 8🔗
მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 10,80 ლარს.
მუხლი 9🔗
დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შეადგენს 5,40 ლარს.
მუხლი 10🔗
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თანდართული ნუსხით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%–ით და შეადგენს 10,80 ლარს.
მუხლი 11🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 თებერვლის №2 დადგენილება. (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 06/02/2025, 010250050.35.166.016624).
მუხლი 12🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი