1. მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯითა და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის (1481), საქართველოს პროკურატურის ცხელი ხაზის (0(32)2405222) და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის (0(32)2405599) მეშვეობით მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და, ძმა) არიან.

3. მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის თაობაზე მიმართავს დაწესებულების დირექტორს ამ უფლებით სარგებლობამდე 10 დღით ადრე.

4. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლება მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.

5. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში 90 წუთით, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − 15 წუთით.

6. დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში თავისუფლების აღკვეთის განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – 15 წუთით, ხოლო, წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული 15 წუთით.

7. განსაკუთრებული გარემოების (მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობით.

8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. ცხელი ხაზის მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.

9. მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზ