1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას, ან სამსახურის გენერალურ დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება სამსახურის მოსამსახურის საქმიანობას.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაწესებულების დირექტორის უარი გაასაჩივროს სამსახურის გენერალურ დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს სამსახურის გენერალურ დირექტორს.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.
4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.
5. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/საქართველოს პროკურატურა