1. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საჩივრის შესატანად აუცილებელი რაოდენობის შესაბამისი საშუალებებით, მათ შორის, საწერი საშუალებით, ქაღალდით, კონფიდენციალური საჩივრისთვის საჭირო კონვერტით.

2. დაუშვებელია მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვა, აგრეთვე მსჯავრდებულისთვის უფლებით სარგებლობაზე უარის თქმა მის მიერ საჩივრის შეტანის გამო.

3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის საჩივარში აღნიშნული პრობლემის ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შეიძლება ადგილზე განხილვით გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოსა და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელსაც ის გაეგზავნ