1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:
ა) ბრალდებულის მიერ შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისთვის – საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისთვის – საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისი დაზიანების შემთხვევაში, აგრეთვე დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, ზიანის ანაზღაურების საკითხი განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის არასწორად გადახდევინებული თანხა მას უბრუნდება და პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ამ პირის გადაუდებელი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებ