📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 6 აქტს

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 21.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/39
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.088.016107 274
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/01/2026
215 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 6 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №05/39 2026 წლის 21 იანვარი ქ. თბილისი ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №03/47 ბრძანება; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №3/333 ბრძანება; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2010 წლის 16 აგვისტოს №3/139 ბრძანება; დ) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №03/42 ბრძანება; ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2010 წლის 16 აგვისტოს №3/138 ბრძანება; ვ) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №03/34 ბრძანება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე