📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 22.01.2026
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.136.016478 397
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/01/2026
435 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.01.2026 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 02.02.2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 02.02.2026 კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 13.02.2026 მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2026 წლის 22 იანვარი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს   ორგანული  კანონის  25-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27  იანვრის №3 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. დაბა   ხულოში   სახელმწიფო   და   ხულოს   მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში   არსებული   არასასოფლო- სამეურნეო   დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის დაბა ხულოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან დაბა ხულოში ზონირება არ ხორციელდება); დ) C არის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 70-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ხულოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:    lmg Itl C K Cn 0.37 1 0.24 70 6.22 3. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50% -ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.11 ლარს. 4. ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში (გარდა კურორტ „ბეშუმისა“ და კურორტ „გოდერძისა“) მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.56 ლარს. კურორტ „ბეშუმისთვის“ და კურორტ „გოდერძისთვის“ ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 200%-ის ოდენობით და შეადგენს 12.44 ლარს. 5. ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის  №407 დადგენილებით განსაზღვრულ  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო  გზების 50 მეტრის რადიუსის (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 3.11 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით  დადგენილი ფასები.