ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.01.2026
ძალაში შესვლა 01.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025576 424
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/01/2026
5,706 სიტყვა · ~29 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2026 მიღება
01.02.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ვეტერინარი-ოპერატორი
სერტიფიცირებული პერსონალი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარის მიერ დანიშნულ რადიოლოგიურ პროცედურებს ცხოველებზე
მუხლი 3
დამხმარე პირი
პირი, რომელიც ეხმარება ვეტერინარ-ოპერატორს ან ვეტერინარს  ვეტერინარული რადიოლოგიური პროცედურების დროს ცხოველის პოზიციონირებასა და ფიქსაციაში
მუხლი 3
ცხოველის მეურვე
ვეტერინარულ ობიექტზე ცხოველის თანხმლები პირი
მუხლი 3
ანესთეზია
გამოიყენება ოპერაციების ან მტკივნეული პროცედურების დროს მგრძნობელობის შესაწყვეტად
მუხლი 3
დროებითი საკონტროლო ზონა
მობილური რენტგენის დანადგარით პროცედურების განხორციელებისათვის (მაგ., ფერმაში, ბეღელში ან სხვა) დროებით გამოყოფილი ტერიტორია, სადაც საჭიროა რადიაციული დაცვის  შესაბამისი ზომების გატარება. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ტექნიკური რეგლამენტი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ დეზინფექციის დონე 87% 14.09.2015 „მონიტორინგის განხორციელების წესის ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების შესახებ ნორმირებული სიდიდე 87% 25.11.2025 ტექნიკური რეგლამენტის - ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ რისკ-ჯგუფი 87% 19.02.2016 ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 28.06.2018 მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ 85% 24.01.2023

დოკუმენტის ტექსტი

ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №27 2026 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 1​1 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მიზნები და ამოცანები 1. ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი) შემუშავებულია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა პერსონალის, მოსახლეობის და ცხოველების (ასევე, მათი მეურვეების) დაცვა  ვეტერინარულ მედიცინაში და  ამ მიზნით, უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დადგენა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო 1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე და ადგენს რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს დიაგნოსტიკურ და თერაპიულ ვეტერინარულ რადიოლოგიაში. 2. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმები და მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა  ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.  ასევე,  ყველა იმ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ვეტერინარულ რადიოლოგიურ დასხივებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული მნიშვნელობები და ერთეულები შეესაბამება შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს. 4. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ვეტერინარი-ოპერატორი – სერტიფიცირებული პერსონალი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარის მიერ დანიშნულ რადიოლოგიურ პროცედურებს ცხოველებზე; ბ) დამხმარე პირი – პირი, რომელიც ეხმარება ვეტერინარ-ოპერატორს ან ვეტერინარს  ვეტერინარული რადიოლოგიური პროცედურების დროს ცხოველის პოზიციონირებასა და ფიქსაციაში; გ) ვეტერინარი (ქირურგი, ასისტენტი და სხვ.) ვეტერინარულ რადიოლოგიაში დიაგნოსტიკურ და თერაპიულ პროცედურებსა და ოპერაციებზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული  პირი; დ) ცხოველის მეურვე – ვეტერინარულ ობიექტზე ცხოველის თანხმლები პირი; ე) ანესთეზია – გამოიყენება ოპერაციების ან მტკივნეული პროცედურების დროს მგრძნობელობის შესაწყვეტად; ვ) დროებითი საკონტროლო ზონა – მობილური რენტგენის დანადგარით პროცედურების განხორციელებისათვის (მაგ., ფერმაში, ბეღელში ან სხვა) დროებით გამოყოფილი ტერიტორია, სადაც საჭიროა რადიაციული დაცვის  შესაბამისი ზომების გატარება. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. თავი II. რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დიაგნოსტიკურ  ვეტერინარულ რადიოლოგიაში მუხლი 4🔗. რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა და ზოგადი მოთხოვნები 1. ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება; ბ) რადიაციული დაცვის პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესრულება; გ) იმ პერსონალის სიის განსაზღვრა, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ რადიოლოგიურ პროცედურებს, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა და მისი ფუნქცია/მოვალეობების განსაზღვრა, რადიაციული დაცვის საკითხებში პერსონალის მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, ცოდნის შემოწმება და პერიოდული გადამზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარების მიღების, შენახვის, ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის პირობების დაცვა, რომელიც გამორიცხავს მათ უკონტროლო გამოყენებას – გადაცემის შესაძლებლობებს, აღრიცხვა – შენახვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა; ე)  რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარების ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური გამართულობის პერიოდული შემოწმება; ვ) რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარების გამოყენება მხოლოდ კომპეტენტური პერსონალის მიერ: ვ.ა) რენტგენო დანადგარის (შემდგომში − ასევე რ/დანადგარი)  ან/და დახურული რადიოაქტიური წყაროებისა და ღია რადიოაქტიური წყაროების  მწარმოებლის უფლებამოსილი პირის მიერ, სამუშაოს დაწყებამდე, ვეტერინარული რ/დანადგარის კონკრეტული მოდელის ექსპლუატაციის წესებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებზე პერსონალის  ინსტრუქტაჟი, რომელზეც  უნდა არსებობდეს ხელმოწერილი შესაბამისი დოკუმენტი; ზ) ექსპლუატაციიდან გამოყვანილი რენტგენოდანადგარების დემონტაჟი; თ) რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში პერსონალის ინსტრუქტაჟისა და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება; ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში (შემდგომ – მარეგულირებელი ორგანო) შეტყობინების დროულად წარდგენა; კ) პერსონალის, მოსახლეობის, ცხოველთა მეურვის რადიაციული დაცვა; ლ) ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური კვლევების ჩანაწერების წარმოება; მ) ვეტერინარული კლინიკის პერსონალის ინდივიდუალური დასხივების დოზების მონიტორინგი; ნ) პერსონალის მიერ რადიოლოგიური პროცედურის დროს ინდივიდუალური დოზიმეტრის ტარების წესის დადგენა; ო) პერსონალის მიერ მიღებული პროფესიული დასხივების დოზების ჩანაწერების წარმოება; პ)  პროფესიული დასხივების დოზის გადაჭარბების ან ანომალიური შემთხვევის გამოძიება მიზეზის დასადგენად და მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად. 2. რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის დანადგარების ექსპლუატაციის, რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ავტორიზებული პირი. 3. ავტორიზებული პირი ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშაოს, დანერგოს და შეასრულოს ვეტერინარულ-რადიოლოგიური პროცედურების ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა. 4. ვეტერინარულ კლინიკაში რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის რადიაციული დაცვის საშუალებების, დანადგარების ტექნიკური მომსახურება, მონტაჟი და პროექტირება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ საქმიანობაზე შესაბამისი ავტორიზებული პირის მიერ. 5. ავტორიზებულმა პირმა, რომელიც შეიძენს ან/და გაყიდის, გადასცემს, ჩამოწერს რენტგენის დანადგარს, უნდა წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში მარეგულირებელ ორგანოს უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის გავლის ან/და ცვლილებების შეტანის მიზნით. 6. რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: მაიონებელი გამოსხივების წყაროების ინვენტარიზაციის, პერსონალის ინდივიდუალური დოზებისა და ჩატარებული რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩანაწერების წარმოება, ინსტრუქტაჟის ჩატარების, ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის შემუშავების და მისი შესრულების, მონიტორინგის და ხარისხის კონტროლის პროგრამების შესრულების, მონიტორინგისთვის გათვალისწინებული აპარატურის დაკალიბრების კონტროლი და ჩამოთვლილი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის შენახვა. 7. ვეტერინარული კლინიკა, რენტგენოლოგიური განყოფილების დაგეგმარების ან საქმიანობის გაფართოების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დაგეგმარების, განთავსებისა და მონტაჟის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას. 8. რ/დანადგარის  გამოსახულების მიღება უნდა განხორციელდეს ციფრულ რეჟიმში, გამონაკლის შემთხვევაში დაშვებულია რენტგენოფირების გამჟღავნება ავტომატური გამომჟღავნების სისტემის მეშვეობით. მუხლი 5🔗. მოთხოვნები ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის მიმართ 1. ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტების, განყოფილებების პროექტირებისას და დანადგარების განთავსებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს რადიოლოგიური პროცედურების ტიპი, სამუშაო დატვირთვა და  ცხოველების (როგორც პაციენტების) რაოდენობა და სახეობა/ზომა. პერსონალის და მოსახლეობის რადიაციული დაცვის ოპტიმიზაციის მიზნით გაერთიანებული უნდა იქნეს სამი ფაქტორი (დრო, მანძილი და ეკრანირება), რომელიც ეხება დოზის შემცირებას. 2. რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის საპროცედუროს რადიაციული დაცვის სტაციონარული ბარიერები (კედლები, იატაკი, ჭერი, დამცავი კარები, სამეთვალყურეო ფანჯარა, დარაბები და სხვა) უნდა უზრუნველყოფდეს რენტგენის გამოსხივების შესუსტებას ისეთ დონემდე, რომლის დროსაც დოზები იქნება ოპტიმიზირებული და არ მოხდება ძირითადი დასაშვები დოზის ზღვრის გადაჭარბება. 3. ვეტერინარული რადიოლოგიური პროცედურები, რომლებიც მოიცავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან ინტერვენციულ რადიოლოგიას უნდა ჩატარდეს  მხოლოდ ამ მიზნით გამოყოფილ სათავსებში. 4. ბირთვული მედიცინის ან/და სხივური თერაპიის პროცედურების ჩატარებისას სათავსები, რომლებიც განკუთვნილია ვეტერინარული მკურნალობის მიზნით, შეიძლება დამონტაჟდეს მხოლოდ არასაცხოვრებელ შენობებში. 5. ვეტერინარულ კლინიკაში საკონტროლო და დაკვირვების ზონების რადიაციული დაცვის პრინციპები: ა) დოზის სიმძლავრე საპროცედუროს მოსაზღვრე სათავსებში არ უნდა აღემატებოდეს 10 მკზვ/სთ საათში; ბ) საპროცედუროს კარი უნდა უზრუნველყოფდეს დაცვას გაბნეული გამოსხივებისაგან და უნდა იყოს დაკეტილი რენტგენის სხივის ჩართვისას; გ) რადიაციული საშიშროების ნიშნები უნდა განთავსდეს რენტგენის კაბინეტის საპროცედუროს შესასვლელ კართან ( თვალსაჩინო ადგილას, ნიშნები უნდა იყოს მკაფიო და ადვილად გასაგები). 6. რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტებისა და განყოფილებების პროექტირებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰაერის კონდიცირების სისტემა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას იმ პარამეტრების ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია რენტგენოდანადგარების მწარმოებლის მიერ და თანხვედრაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. 7. რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტებისა და განყოფილებების პროექტირებისას, ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს უწყვეტი ელექტრო მომარაგების სისტემა, რათა სისტემის გათიშვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნეს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის კონტროლირებადი გათიშვა. 8. სათავსების (ქირურგია და სამანიპულაციო) ფართი უნდა ითვალისწინებდეს, რომ პროცედურის დროს ადვილად მოხდეს ცხოველების პოზიციონირება და გადაადგილება, რაც პროცედურების დროს იძლევა დასხივების ზემოქმედების დროისა და მეორადი (გაბნეული და პარაზიტული) გამოსხივების დონის შემცირების საშუალებას. 9. რადიაციული დაცვის გაანგარიშება ერთ საპროცედუროში დამონტაჟებული ორი ან მეტი რენტგენის დანადგარისათვის უნდა წარმოებდეს ყველა დანადგარისათვის ცალ-ცალკე. შესუსტების აუცილებელი ჯერადობა და დამცავი კონსტრუქციების სისქე უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი პირობის გათვალისწინებით. 10. საპროცედუროში არ დაიშვება ისეთი დანადგარების განთავსება, აგრეთვე ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომლებიც არ არის წარმოდგენილი ავტორიზაციის დოკუმენტაციაში. 11. რენტგენის დანადგარები ისე უნდა განთავსდეს, რომ გამოსხივების პირდაპირი ნაკადი/სხივი მიმართულ იქნეს კაპიტალური კედლისკენ, რომელსაც ესაზღვრება ნაკლებად დაკავებულობის კოეფიციენტის მქონე სათავსი. არ შეიძლება გამოსხივების პირდაპირი სხივი მიმართული იყოს სათვალთვალო ფანჯრის (სამართავი ოთახის, დამცავი თეჯირის) მიმართულებით. 12. ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის საპროცედუროს სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური აღჭურვილობის, კერძოდ, რენტგენის გამომსხივებლის ჭერის სამაგრის, შტატივის, სატელევიზიო მონიტორისა და უჩრდილო ნათურის ფუნქციონირებას. 13. საკონტროლო ზონაში დაუშვებელია უცხო პირთა შესვლა (პირები, რომლებიც არ არიან თანამშრომლები ან დამხმარე პირები), საკონტროლო ზონაში მოხვედრილ ვიზიტორს წინასწარ უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი რადიაციული უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ და ახლდეს პერსონალი. 14. საპროცედუროში (სადაც ტარდება ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურები) დამცავი ელემენტების სისქის გაანგარიშებისას (მაგ: სტაციონარული კედელის სისქე), აუცილებელია გავითვალისწინებულ იქნეს: ა)  რენტგენის მილაკის ანოდური ძაბვა; ბ)  რენტგენის დანადგარის დატვირთვა; გ)  პირველადი მაიონებელი გამოსხივების სხივის მიმართულება; დ) გაბნეული მაიონებელი გამოსხივება; ე)  საპროცედუროს მიმდებარე სათავსების დანიშნულება; ვ)  ამ ადგილას მომუშავე პერსონალის  შეზღუდული დოზები; ზ)  რენტგენის დანადგარის მდებარეობა საპროცედუროში. მუხლი 6🔗.  რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევები საველე პირობებში ა) თუ ცხოველთა რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურები ტარდება ვეტერინარული კლინიკის გარეთ (მაგალითად, თავლები, ფერმები, ცხოველის მეურვის სახლები, საძოვრები და სხვა), მაშინ ავტორიზებულმა პირმა  უნდა უზრუნველყოს: ა.ა) დროებითი საკონტროლო ზონის შექმნა, რომელზეც წვდომა შეზღუდული უნდა იქნეს; ა.ბ) დროებითი საკონტროლო ზონის საზღვრების დადგენისას  უცხო პირების (პირები, რომლებიც არ არიან თანამშრომლები ან დამხმარეები) აღკვეთა აღნიშნულ ზონაში; ა.გ) თუ რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურის სპეციფიკა საშუალებას იძლევა (როცა გადაღება ხორციელდება ღია სივრცეში), პერსონალი უნდა იმყოფებოდეს რენტგენის მილაკიდან არანაკლებ 2.5 მ-ის დაშორებით; ა.დ) დროებითი საკონტროლო ზონის გამოყოფა ბარიერით ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნების საშუალებით  (მაგალითად: შეჩერების ზონარი, მაიონებელი გამოსხივების საშიშროების ნიშნებით და ა.შ.); ა.ე) ვეტერინარული კლინიკის გარეთ, დროებით სივრცეებში დიდი ზომის ცხოველთა რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურების დროს,   პერსონალის, როგორც რადიაციული, ასევე ფიზიკური უსაფრთხოება, კერძოდ: გადაღების დროს  რადიოგრაფერს ტყვიის შემცველი ხელთათმანით  უნდა ეჭიროს CR კასეტა. მუხლი 7🔗. მოთხოვნები ვეტერინარული რენტგენოდანადგარების მიმართ 1. მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროები (შემდგომ – რენტგენოდანადგარები), რომლებიც გამოიყენება ვეტერინარული პროცედურებისთვის, ექსპლუატაციაში შეყვანისას უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტებს და გააჩნდეს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია. 2. ვეტერინარული რ/დანადგარების დოკუმენტები, რადიაციული დაცვის ინსტრუქციები, სამუშაო პროცედურების აღწერა და მწარმოებლის მიერ მოწოდებული წყაროს გამოყენების ინსტრუქციები ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. 3. ვეტერინარული რენტგენოდანადგარების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს მათი მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დანიშნულებას. 4. ვეტერინარული რენტგენოდანადგარების მომსახურება უნდა იყოს გაწერილი ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამაში. 5. ვეტერინარული  რენტგენოდანადგარების და გამოსახულების სისტემის ტექნიკური პარამეტრების გამოცდის სახეებია: ა) ახალი რენტგენოდანადგარების მიღების გამოცდა; ბ) დანადგარის ექსპლუატაციის პერიოდში, ხანგრძლივი სტაბილურობის გამოცდა (სტატუს ტესტი) წელიწადში ერთხელ; გ) დანადგარის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების განსაზღვრის ან ჩამოწერის მიზნით; დ) არაგეგმური, რომელიც წარმოებს დანადგარის ექსპლუატაციის პირობების შეცვლისას (მილაკის შეცვლა, ავარიული სიტუაცია, დანადგარების რემონტი) და სხვა. 6. იმ შემთხვევაში, თუ რენტგენის დანადგარის გამოშვების თარიღიდან გასულია 15 წელი, მისი ტექნიკური პარამეტრების კონტროლი/გამოცდა უნდა წარმოებდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ. 7. ვეტერინარული რენტგენოდანადგარების ტექნიკური პარამეტრების კონტროლს აწარმოებენ დაწესებულებები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ავტორიზაცია ტექნიკური გაზომვების განხორციელებაზე და სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. 8. ვეტერინარული რ/დანადგარის ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად და მათში მითითებული სიხშირით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ტექნიკური მომსახურება და დანადგარის შეკეთება უნდა დაფიქსირდეს ვეტერინარ – ოპერატორის მიერ მომზადებულ ჟურნალში. რომელშიც უნდა იყოს მითითებული: ა) ტექნიკური  მომსახურების/სერვისის განმახორციელებელი ფირმა; ბ) ტექნიკური მომსახურების ან შეკეთების თარიღი; გ) ტექნიკური ან შეკეთების შედეგები და დასკვნები; დ) სახელი, გვარი, ხელმოწერა და  თარიღი იმ პერსონალის, რომელმაც მიიღო ნამუშევარი. 9. ტექნიკური პარამეტრების გამოცდა წარმოებს დამტკიცებული მეთოდიკებით, გაიდლაინებით, ამ მიზნებისათვის განკუთვნილი შესაბამისი გამზომი საშუალებების გამოყენებით, რომელთაც გააჩნია დაკალიბრების სათანადო დოკუმენტაცია. 10. ტექნიკური პარამეტრების გამოცდის შედეგები უნდა გაფორმდეს შესაბამისი ოქმით (მიმდინარე კონტროლის შედეგები – ჩანაწერები ჟურნალში) ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ინახება ორგანიზაციაში, რომელმაც განახორციელა გაზომვა, მეორე კი – რენტგენოდიაგნოსტიკურ კაბინეტში. 11. ტექნიკური პარამეტრების შეუსაბამობის შემთხვევაში, შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ავტორიზებულ პირს და რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, ასევე მარეგულირებელ ორგანოს. 12. ვეტერინარული რენტგენის დანადგარის ტექნიკური პარამეტრების ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დანადგარის ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებამდე. ხელახალი შემოწმების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მისი ექსპლუატაციის გაგრძელებაზე. 13. რენტგენის დანადგარების ექსპლუატაციიდან გამოყვანა მოიცავს რენტგენოდანადგარის დემონტაჟს და რენტგენის მილაკის ამოღებას მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს მარეგულირებელ ორგანოს. მუხლი 8🔗. მოთხოვნები მობილური რენტგენოდანადგარების გამოყენებისას 1. პროცედურის დროს, პერსონალმა უნდა დაიცვას ხელები გამოსხივების პირდაპირი სხივისგან ტყვიისშემცველი ხელთათმანით. 2. პროცედურის დროს ოთახში უნდა დარჩეს მხოლოდ ის პერსონალი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს პროცედურაში და უზრუნველყოფილია ინდივიდუალური დოზიმეტრებით. 3. დაუშვებელია პორტატული რენტგენის გამოყენება რომლებსაც არ გააჩნია დიაფრაგმის რეგულირების ფუნქცია. 4. მობილური რენტგენის დიაგნოსტიკური დანადგარები უნდა იყოს დამონტაჟებული სადგამზე და პროცედურის დროს დაუშვებელია ვეტერინარი – ოპერატორის მიერ გამოსახულების მიმღების ხელით დაჭერა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია სადგამის დაყენება (მაგალითად, გამოკვლევის დროს ცხოველი რთულ მდგომარეობაშია. მისადგომ ადგილას, არ არის საკმარისი ადგილი სადგამის დასაყენებლად ან ძირი, რომელზეც სადგამია დამონტაჟებული, უკიდურესად არათანაბარი ან არასტაბილურია). 5. გამოსხივების გენერატორის კაბელი უნდა იყოს მინიმუმ 2 მ. 6. მობილური რ/დანადგარის ოპერატორებმა დანადგარის გამოყენებამდე, უნდა გაიარონ ტრენინგი, რომელსაც უზრუნველყოფს მწარმოებელი. 7. მობილური რ/დანადგარის ოპერატორს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური დოზიმეტრი და მისი ტარება უნდა მოხდეს კისრის დონეზე (წინსაფარის გარეთ). მუხლი 9🔗. პერსონალის რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა 1. რენტგენოლოგიური პროცედურების განხორციელების უფლება აქვთ 18 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც არა აქვთ სამედიცინო უკუჩვენება, გააჩნიათ შესაბამისი პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, გავლილი აქვთ ინსტრუქტაჟი, იცნობენ რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. 2. პირები, რომლებიც გადიან სტაჟირებას, სპეციალიზაციას ან/და სწავლებას (ვეტერინარული სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტები, რეზიდენტები/საექიმო სპეციალობის მაძიებლები), რენტგენოდიაგნოსტიკურ კაბინეტში სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ რადიაციულ და შრომის უსაფრთხოებაში ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ. 3. ყველა პირმა, რომელიც მონაწილეობას იღებს რენტგენოლოგიურ პროცედურებში  ვეტერინარულ დაწესებულებაში, უნდა იცოდეს და დაიცვას ადგილობრივი რადიაციული უსაფრთხოების წესები და პროცედურები. 4. იმ შემთხვევაში, თუ პროცედურის დროს შეუძლებელია (სხვადასხვა კლინიკური მიზეზის გამო) ცხოველის ანესთეზია და პერსონალს უხდება მისი ხელით დაჭერა, პერსონალმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ტყვიის დამცავი ხელთათმანები. 5. ავტორიზებული პირი ვალდებულია: ა) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები; ბ) განახორციელოს პერსონალის სამუშაო ადგილებისა და ინდივიდუალური დოზების რადიაციული კონტროლი (მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში); გ) აღჭურვილ იქნეს სტაციონარული, გადასატანი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და გამოიყენოს ისინი, რენტგენოლოგიური გამოკვლევის სახეობის გათვალისწინებით; დ) აწარმოოს პერსონალის წინასწარი (სამსახურში მიღების დროს) და პერიოდული (ყოველწლიური) სამედიცინო შემოწმება; ე) ქალები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ რენტგენის დანადგართან, ორსულობის მთელი პერიოდისა და ბავშვის ძუძუთი კვების განმავლობაში, გადაიყვანოს ნაკლები რისკის შემცველი საქმიანობის შესრულებაზე; ვ) არ დაუშვას ერთდროულად ორი ან მეტი რენტგენო-დანადგარის მომსახურება ერთი ვეტერინარი-ოპერატორის მიერ; ზ) უზრუნველყოს პერსონალი ინდივიდუალური დოზიმეტრებით, აწარმოოს ინდივიდუალური დოზების კონტროლი და მონაცემების აღრიცხვა. მუხლი 10🔗. მოთხოვნები რადიაციული დაცვის ინდივიდუალური და გადასატანი საშუალებებისადმი 1. ვეტერინარული რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს პერსონალის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტი, რენტგენოლოგიური პროცედურების შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით „ინდივიდიალური რადიაციული დაცვის საშუალებები – დანართ №1-ის შესაბამისად და  საჭიროების შემთხვევაში  გადასატანი  რადიაციული დაცვის საშუალებებით. ფიქსაციისთვის განკუთვნილი საშუალებები შესაძლებელია იყოს განსხვავებული სხვადასხვა ტიპის ცხოველის ზომისა და ტიპის მიხედვით. 2. თითოეულ ვეტერინარულ რენტგენოდიაგნოსტიკურ დანადგარს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნაკრები (მათ შორის: ტყვიის შემცველი წინსაფრები, ხელთათმანები, საყელო, საჭიროების შემთხვევაში სათვალე). 3. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტყვიის ეკვივალენტი უნდა იყოს არანაკლებ 0,25 მმ. თუ პერსონალის სამუშაო ადგილი იმყოფება 100 კვ-ზე მეტი ძაბვის მქონე დანადგარიდან 1 მეტრზე ნაკლები დაშორებით, მაშინ ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტყვიის ეკვივალენტი უნდა იყოს არანაკლებ 0,35 მმ. პროცედურის დროს გამოყენებად ხელთათმანებში ტყვიის ეკვივალენტი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 მმ. 4. ვეტერინარული კლინიკა აღჭურვილი უნდა იყოს ცხოველის პოზიციონირებისა და ფიქსაციისთვის საჭირო დამხმარე საშუალებებით (მაგ: ქვიშის ტომრები, ბალიშები, თოკები, აუცილებლობის შემთხვევაში ანესთეზიური საშუალებები) ან საჭიროების შემთხვევაში ცხოველის ფიქსაცია უნდა მოახდინოს ცხოველის მეურვემ  ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით. 5. ქვიშის ტომრები, რომლებიც შეფუთული უნდა იყოს  ქვიშისადმი გაუვალი მასალით და ადვილად გასაწმენდი ზედაპირით, ისინი შეიძლება, იყოს სხვადასხვა ფორმისა და ზომის, რათა შეზღუდონ ცხოველის მოძრაობა დასხივების დროს. 6. ფიქსატორები, საწოლები, სამაგრები (ჩვეულებრივ პლასტმასისგან დამზადებული) რომლებიც რეგულირდება სიგანეში ან სიმაღლეში, ისინი ძირითადად გამოიყენება ვეტერინარულ რენტგენოდიაგნოსტიკურ პროცედურებში ვენტროდორსალურ მდგომარეობაში (პროექცია). 7. მაგიდები და სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბალიშები (ჩვეულებრივ მზადდება პლასტმასისგან ან რეზინისგან) უნდა იქნეს გამოყენებული ცხოველების საჭირო პოზიციის დასაფიქსირებლად. 8. ცხოველთა მოძრაობის აღკვეთის მიზნით უნდა იქნეს გამოყენებული სხვა დამატებითი საშუალებები: ხის საყრდენები, ელასტიური ღვედები, პირის ღრუს სამაგრები, დამჭერები, და ა.შ.) ეს მოწყობილობები შეიძლება მიმაგრდეს მაგიდაზე, რომელზეც ცხოველია დაფიქსირებული. ასევე დიდი ზომის ცხოველები ხმაურმა რომ არ დააფრთხოს (კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს), უნდა გაუკეთდეს ყურის დამხშობი საშუალება. მუხლი 11🔗. პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები 1. ვეტერინარული დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის პერსონალი ვალდებულია: ა) არ დაუშვას რენტგენოდანადგარის მონტაჟის, რემონტის და იუსტირების ხარისხის შემოწმება ცხოველზე და ადამიანზე რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების მეშვეობით; ბ) რენტგენის დანადგარებისა და დაცვის საშუალებების დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს; გ) რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარებისას სამართავი ოთახიდან თვალი ადევნოს ცხოველის მდგომარეობას; დ) ვეტერინარული რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარებისას გამოიყენოს ინდივიდუალური და გადასატანი დაცვის საშუალებები; ე) ფლობდეს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის გეგმის ცოდნას და ამგვარი სიტუაციის განვითარების შემთხვევაში შეასრულოს გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები; ვ) აცნობოს ცხოველის მფლობელს რადიაციის ზემოქმედებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების შესახებ პროცედურის დროს. 2. ვეტერინარი  ვალდებულია: ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება რენტგენოლოგიური გამოკვლევის მოცულობის, სახეობისა და ჩატარების აუცილებლობის შესახებ; ბ) შეიმუშაოს რენტგენოლოგიური გამოკვლევების სტანდარტული რეჟიმები სტანდარტულ ცხოველზე; გ) ვეტერინარმა, რომელიც გასცემს დანიშნულებას რენტგენოდიაგნოსტიკური, ბირთვული მედიცინის ან/და სხივური თერაპიის პროცედურების ჩატარებაზე, უნდა მიუთითოს საჭირო ინფორმაცია მიმართვის მიზეზის შესახებ პროცედურის დასაბუთებისთვის; დ) ვეტერინარმა უნდა გაითვალისწინოს ცხოველის მიერ ადრე ჩატარებული დიაგნოსტიკური მკურნალობის შესახებ ინფორმაცია (ან ჩანაწერები), რომლებიც დაკავშირებულია ცხოველის დასხივების შემდგომ პროცედურასთან, რათა შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული ცხოველის დაუსაბუთებელი დასხივება. 3. რადიოგრაფერი (რენტგენო-ლაბორანტი, ტექნიკოსი, ვეტერინარ-ოპერატორი) ვალდებულია: ა) უზრუნველყოს რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევის ჩატარება ოპტიმალური რეჟიმების დაცვით; ბ) გამოკვლევისთვის შეარჩიოს ოპტიმალური რეჟიმები (ძაბვა, დენის ძალა, ფილტრის სისქე, დიაფრაგმის ზომა, კან-ფოკუსს შორის მანძილი და სხვა); გ) უზრუნველყოს ცხოველის მაქსიმალურად ეფექტური პოზიციონირება; დ) უზრუნველყოს გამოკვლევის/დასხივების ველის ზომებისა და გამოსაკვლევი დროის მინიმიზაცია გამოკვლევის ხარისხის შენარჩუნებით; ე) უზრუნველყოს ხარისხიანი რენტგენოგამოსახულების მიღება. 4. ვეტერინარიულ-რადიოლოგიურ პროცედურებში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ კლინიკის სხვა პერსონალმა, ან/და ცხოველთა  მეურვემ, რომლებიც ეხმარებიან ვეტერინარ- ოპერატორს გამოკვლევის ჩატარებაში. 5. ვეტერინარი, რომელიც ატარებს ქირურგიულ ოპერაციებს ცხოველებზე მაიონებელი გამოსხივების წყაროს გამოყენებით,   მაიონებელ გამოსხივებასთან მუშაობისთვის უნდა იყოს შესაბამისად გადამზადებული,  სერტიფიცირებული და  ჰქონდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობა. მუხლი 12🔗. დამხმარე პირთა რადიაციული უსაფრთხოება 1. რენტგენოლოგიური პროცედურების დროს ხშირად შეუძლებელია ცხოველის უძრავ მდგომარეობაში დაფიქსირება და პოზიციონირება, ცხოველის დამშვიდება ან ვეტერინარული ანესთეზიური საშუალებებით მისი დროებითი ანესთეზია, ვეტერინარულ-რადიოლოგიური პროცედურების დროს ცხოველი შეიძლება დაიჭირონ დამხმარე, გარეშე პირებმა (მაგ. ცხოველის პოზიციონირებისთვის, ცხოველის დამშვიდებისთვის და ა.შ.). დამხმარე პირები შესაძლებელია, იყვნენ: ა) ცხოველის მეურვე ან ვეტერინარული დაწესებულების პერსონალი, რომელიც მუშაობს მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან და რომელსაც დავალებული აქვს ვეტერინარ-ოპერატორს დაეხმაროს რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურის ჩატარებაში (გარდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა ან ინტერვენციული რადიოლოგიური პროცედურებისა); ბ) ვეტერინარიული კლინიკის სხვა პერსონალი, რომელიც არ მუშაობს მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან და ვეტერინარი-ოპერატორი მიმართავს ვეტერინარული რენტგენოლოგიური პროცედურის ჩატარებისას დახმარების თხოვნით. 2. დამხმარე პირები არ უნდა იყვნენ 18 წლამდე ასაკის პირები და ორსული ქალები. აღნიშნული გაფრთხილება უნდა იყოს გამოკრული საკონტროლო ზონის შესასვლელთან თვალსაჩინო ადგილას. 3. ვეტერინარ-ოპერატორმა უნდა უზრუნველყონ, რომ დამხმარე პირთა წლიური ეფექტური დოზა არ აღემატებოდეს 1 მზვ.-ს. 4. ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს: ა) რადიაციული უსაფრთხოების და ქცევის ინსტრუქციების მომზადება დამხმარე პირებისთვის. ვეტერინარულ-რენტგენოლოგიურ პროცედურებში ჩართვამდე ეს პირები წერილობით უნდა გაეცნონ ინსტრუქციას; ბ) დამხმარე პირების ინფორმირება მაიონებელი გამოსხივების შესაძლო ზემოქმედების შესახებ მათ ჯანმრთელობაზე; გ) დამხმარე პირების ან ცხოველის მეურვის ინფორმირება მოსალოდნელი რისკებისა და  დასხივების დოზის შესახებ; დ) ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის აღჭურვა დამხმარე პერსონალისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საკმარისი რაოდენობით. 5. ვეტერინარ-ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ დამხმარე პირი იყოს მაქსიმალურად დაშორებული მაიონებელი გამოსხივების წყაროსგან და მისი სხეულის არცერთი ნაწილი არ უნდა მოხვდეს გამოსხივების ველში. 6. იმ შემთხვევაში, თუ დამხმარე პირი არ იკავებს ხელით ცხოველს დაფიქსირებისთვის და მისი საპროცედუროში ყოფნა აუცილებელია მხოლოდ ცხოველის დამშვიდებისთვის, გადაღებისას ვეტერინარ – ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ დამხმარე პირი რენტგენის მილაკისგან დაშორებული იყოს არანაკლებ 2 მ. დისტანციით. 7. აკრძალულია ცხოველის დაჭერა/ფიქსაცია დამხმარე პირის მიერ სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის პროცედურების დროს. ამ პროცედურების დროს ცხოველი უნდა იყოს დამამშვიდებლის ან დროებითი ვეტერინარული ანესთეზიური  საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. მუხლი 13🔗. რადიაციული მონიტორინგი 1. ავტორიზებულმა პირმა უნდა განახორციელოს რადიაციული მონიტორინგი. ავტორიზებული პირი, დამოუკიდებლად ან სხვა ავტორიზებული ორგანიზაციის დახმარებით, აწარმოებს პერსონალის ინდივიდუალური დოზებისა და სამუშაო ადგილების მონიტორინგს. 2. მონიტორინგი მოიცავს: ა) ინდივიდუალურ მონიტორინგს, ანუ საკონტროლო ზონაში მომუშავე ყველა პირის წლიური ეფექტური დოზების დადგენასა და რეგისტრაციას დასხივების პოტენციური რისკის გათვალისწინებით; ბ) სამუშაო ადგილის პერიოდულ მონიტორინგს საკონტროლო და დაკვირვების ზონაში, ასევე მოსაზღვრე სათავსებში. სამუშაო ადგილისა და მიმდებარე სათავსების დოზიმეტრიული კონტროლი უნდა განხორციელდეს 2 წელიწადში ერთხელ. 3. პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დოზიმეტრებით, უნდა წარმოებდეს მიღებული დოზების კონტროლი, აღრიცხვა და დაფიქსირება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ავტორიზებული პირი მიღებული შედეგების საფუძველზე ახორციელებს პერსონალის პროფესიული დასხივების შეფასებას და შედეგების პროგნოზირებას. 5. მონიტორინგის შედეგები უნდა დარეგისტრირდეს ჟურნალში. სამუშაო ადგილის მონიტორინგის შედეგები დაიტანება სამუშაო სათავსების სქემა-ნახაზზე, მაგენერირებელი წყაროების მითითებით. 6. მონიტორინგისათვის გამოიყენება გაზომვის ისეთი საშუალებები, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს და გააჩნია დაკალიბრების დოკუმენტი. დოზიმეტრული გაზომვების შედეგები უნდა დაფიქსირდეს ოქმში. 7. გაზომილი დოზის სიმძლავრის მონაცემები არ უნდა აღემატებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამოსხივების დასაშვები დოზის – „დოზური ზღვრები – ცხრილი N1“ სიმძლავრის მნიშვნელობებს. ცხრილი 1.  დოზური ზღვრები: დოზური ზღვრები კატეგორია პერსონალი სტუდენტები მოსახლეობა ეფექტური დოზა 20 მზვ.. წელიწადში. საშუალოდ ნებისმიერი 5 მომდევნო წლის განმავლობაში (100 მზვ.- 5 წელიწადში), მაგრამ არაუმეტეს 50 მზვ. ნებისმიერი ცალკეული წლისათვის 6 მზვ. წელიწადში 1 მზვ. წელიწადში წლიური დოზის ექვივალენტი კანზე 500 მზვ. 150 მზვ. 50 მზვ. მტევნებსა და ტერფებზე 500 მზვ. 150 მზვ. 50 მზვ. თვალის ლინზა 20 მზვ. საშუალოდ ნებისმიერი 5 მომდევნო წლის განმავლობაში (100 მზვ..- 5 წელიწადში), მაგრამ არაუმეტეს 50 მზვ.. წელიწადში. 20 მზვ. 15 მზვ. 8.  ეს მუხლი  ვრცელდება ვეტერინარულ მედიცინაში ყველა სახის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას. მუხლი 14🔗.  რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურების უსაფრთხოება 1. რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურების დროს პერსონალის რადიაციული უსაფრთხოების ოპტიმიზაციის მიზნით, ვეტერინარი-ოპერატორის მიერ პირველადი მაიონებელი გამოსხივებისას გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად უმცირესი ველი, სწორად უნდა განხორციელდეს  დიაფრაგმის დაყენება (გასწორება). 2. პირველადი მაიონებელი გამოსხივების მიმართულება უნდა შეირჩეს სწორად  ისეთი მიმართულებით, სადაც არ იმყოფებიან სხვა ცხოველები და მათი მეურვეები. 3. რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურის ჩატარებამდე, ცხოველს მოცილებული უნდა ჰქონდეს საყელო, სამაგრი და სხვა ნივთები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოკვლევის შედეგებზე. ცხოველის სხეული უნდა იყოს (კანი, ბეწვი, ბუმბული) მშრალი. 4. რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურების დროს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამხმარე საშუალებები ცხოველების მოძრაობის შესაჩერებლად. ეს დამხმარე საშუალებები, უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ უნდა გამოიწვიოს ტკივილი ცხოველის ორგანიზმში. ამის თავიდან ასაცილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს  ვეტერინარული ანესთეზიის საშუალებები ცხოველების დასამშვიდებლად. მუხლი 15🔗. მოთხოვნები  რენტდგენოდანადგარების ექსპლუატაციიდან გამოყვანისადმი 1. რენტდგენოდანადგარების ექსპლუატაციიდან გამოყვანა ითვალისწინებს ადმინისტრაციული და ტექნიკური ქმედებების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია სამუშაოს განხორციელების ყველა ეტაპზე პერსონალის, მოსახლეობის და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩამოწერის და უტილიზაციის პროცესის დამთავრებამდე, დანადგარებზე კონტროლს, მათ შენახვასა და დაცვას ახორციელებს ორგანიზაცია, რომელიც გამოიყენებს აღნიშნულ დანადგარებს. 2. მაიონებელი გამოსხივების გენერატორის ექსპლუატაციიდან გამოყვანის შემდეგ დანადგარები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც გამორიცხავს მათი მაიონებელი გამოსხივების წყაროდ გამოყენების შესაძლებლობას. რენტგენის მილაკი უნდა იყოს დემონტირებული და მილაკის კომპონენტები უტილიზირებული, როგორც საწარმოო ნარჩენები. მუხლი 16🔗. ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება 1. ვეტერინალურ კლინიკას, რომელიც აწარმოებს ვეტერინარულ რენტგენოდიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, უნდა ჰქონდეს : ა) ავტორიზაცია; ბ) რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის პროექტირების მასალები, რადიაციული დაცვის შესაბამისი გაანგარიშებით; გ) რენტგენის დანადგარების ჩამონათვალი, მათი მონაცემები და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო სახელმწიფო ენაზე; დ) შესაბამისი რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევების პროტოკოლები (გაიდლაინები), ოპტიმალური რეჟიმები; ე) დანადგარების ტექნიკური მომსახურების დოკუმენტები (დანადგარის ტექნიკურ მომსახურებაზე დადებული ხელშეკრულება), საკონტროლო-ტექნიკური ჟურნალი (მონტაჟის, რემონტის, ტესტირების, მომსახურების ჩანაწერები); ვ) რადიაციული დაცვის პროგრამა (მონიტორინგის და ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამები); ზ) პერსონალის ინდივიდუალური დოზებისა და სამუშაო ადგილების მონიტორინგის მონაცემები; თ) რენტგენოდანადგარების ხარისხის კონტროლის ოქმები; ი) პერსონალის კვალიფიკაციის, რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში გადამზადების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტები; კ) შესაბამის ავტორიზებულ  ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულება; ლ) ჩატარებული რენტგენოლოგიური პროცედურების აღრიცხვის ჟურნალი – დანათი N2 – მატერიალური ან ელექტრონული სახით;  მ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი პერსონალისა და მარეგულირებელი ორგანოსათვის. თავი III. ბირთვული მედიცინა ვეტერინარიაში მუხლი 17🔗. ზოგადი მოთხოვნები 1. ავტორიზებული პირი ვალდებულია, რადიაციული დაცვის პროგრამაში გაწეროს შესაბამისი პროცედურები, რომელიც  მოიცავს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ყველა ეტაპს, კერძოდ: ა) საქმიანობის აღწერა, დასაბუთება; ბ) პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება; გ) საკონტროლო და დაკვირვების ზონების განსაზღვრა, მონიშვნა; დ) ინფორმაცია მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ (ჩამონათვალი, აქტივობა, უსაფრთხოება,სამუშაო ხსნარების მომზადება, ადმინისტრირება და სხვა); ე) რადიოაქტიური წყაროს შეფუთვის გახსნის პროცედურა; ვ) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაბამისი პროტოკოლები სახელმწიფო ენაზე; ზ)  ავარიული კომპლექტით აღჭურვა შესაბამისი ჩამონათვალის მითითებით; თ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ჩამონათვალი; ი)  დანადგარების ჩამონათვალი; კ) წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვა; ლ) რადიოაქტიური  წყაროების და რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვა (მათ შორის, ცხოველთა ექსკრემენტებისა და ცხოველის ლეშის), სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის დასუფთავება (ზედაპირების რადიოაქტიური დაბინძურების კონტროლი/ დეკონტამინაცია და ა.შ.). 2. ავტორიზებულმა პირმა სამუშაოს დაწყებამდე უზრუნველყოს პერსონალის სპეციალური მომზადება, პერიოდული გადამზადება და შემოწმება უსაფრთხო მუშაობის წესებისა და ინსტრუქციების საკითხებში რენტგენოდანადგარის, ღია ან/და დახურული რადიოაქტიური წყაროების გამოყენებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის შესახებ. ამ გადამზადებაზე   ხელი უნდა მოაწეროს ვეტერინარული რ/დანადგარების, ღია და/ან დახურული რადიოაქტიური წყაროების მწარმოებელმა, ან მწარმოებლის მიერ დანიშნულმა სერტიფიცირებულმა პირმა. 3. ვეტერინარს, რომელსაც სურს იმუშაოს ბირთვული მედიცინის ან/და ღია რადიოაქტიურ წყაროებთან, უნდა ჰქონდეს პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. მუხლი 18🔗.  მოთხოვნები ბირთვული მედიცინის განყოფილების განთავსების მიმართ 1. სათავსები უნდა განთავსდეს შენობის იზოლირებულ ნაწილში ან სპეციალიზებულ რადიოლოგიურ/ვეტერინარულ სათავსში, დაპროექტებული და აღჭურვილი უნდა იქნეს ტექნოლოგიური პროცესის თანმიმდევრობის შესაბამისად. 2. სათავსის ზედაპირები (კედლები, იატაკი, ჭერი, კარები და ა.შ.), უნდა იქნეს დაფარული არაფოროვანი, სითხეგაუმტარი მასალისგან, რომელიც ადვილად გაიწმინდება და მოხდება მისი დეზინფექცია. საჭიროების შემთხვევაში, შენობის იატაკი უნდა იყოს დაფარული სითხის მშთანთქმელი მასალებით (მაგალითად, ჩალა, ნახერხი, ხის ნამსხვრევები და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს რადიონუკლიდებით დაბინძურებული ცხოველის მიერ გამოყოფილი ექსკრემენტების, შარდის ან სხვა ფიზიოლოგიური სითხეების შეგროვებას. 3. იმ შენობებში, სადაც დაგეგმილია ბირთვული მედიცინის პროცედურების ჩატარება, შემაერთებელი ადგილები იატაკსა და კედლებს შორის, უნდა იყოს ჰერმეტული. 4. პროცედურების ჩატარებისთვის საჭირო ფართი, უნდა იყოს საკმარისი, ვეტერინარული დანადგარების (მაგალითად: გამა კამერა,  პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET, PET/CT, SPECT/CT) და ერთფოტონიანი ემისიური ტომოგრაფია (SPECT,  SPECT/CT) და ა.შ., ცხოველების ტრანსპორტირებისა და მათი გადასაყვანი მოწყობილობების: გალიების ან სხვა კონტეინერების) განთავსებისთვის; აუცილებელია ბირთვული მედიცინის პროცედურების ჩატარება განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს პერსონალისა და დამხმარე პირების რადიაციული უსაფრთხოება. 5. თითოეული ტიპის რადიონუკლიდთან მუშაობისთვის გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი დანადგარი. საკონტროლო ზონაში დანადგარები მონიშნული უნდა იყოს  შესაბამისი რადიონუკლიდების ტიპის მიხედვით. 6. განყოფილების გასასვლელში, უნდა მოხდეს  კონტროლი გასული ცხოველების, გატანილი ნივთებისა და ყველა იმ პერსონალის რადიოაქტიურ დაბინძურებაზე. 7. განყოფილებაში  გათვალისწინებული უნდა იქნეს ავტონომიური შემწოვ-გამწოვი სავენტილაციო სისტემა. 8. თითოეულ სამუშაო ადგილს უნდა ჰქონდეს სათავსები ან კონტეინერები მყარი და თხევადი რადიოაქტიური ნარჩენებისთვის. ამ სათავსების ან კონტეინერების შიდა ზედაპირები უნდა იყოს გლუვი და ადვილად დეკონტამინირებადი. 9.  საკონტროლო ზონა უნდა მოიცავდეს:  ა)  სპეციალურ შესანახს, სადაც ინახება რადიოაქტიური წყაროები (მაგალითად, Tc-99 გენერატორები,  დახურული რადიოაქტიური წყაროები და ა.შ.); ბ) ოთახს, სადაც მზადდება რადიოფარმაცევტული საშუალებები; გ) ოთახს, სადაც რადიოფარმაცევტული საშუალებების შეყვანა ხდება ცხოველებში; დ) სპეციალურად გამოყოფილ მოსაცდელს, სადაც ცხოველების დაყოვნება მოხდება რადიოფარმაცევტული საშუალებების შეყვანის შემდეგ; ე) სათავსოს, სადაც ბირთვული მედიცინის პროცედურები ტარდება ცხოველებზე (in vivo); ვ)  ოთახს, სადაც ჩატარდება ლაბორატორიული ტესტები (in vitro); ზ)  შესანახ ოთახს, სადაც დროებით ინახება რადიოაქტიური ნარჩენები ან რადიონუკლიდებით დაბინძურებული ნივთები; თ) ვეტერინარული რ/დანადგარების მართვისა და საკონტროლო ოთახების განთავსების  დაკვირვების ზონას; ი) საკონტროლო ზონის შესასვლელთან დამონტაჟებულ საშხაპეს, რადიოაქტიური დაბინძურების მოსაშორებლად იმ პერსონალისთვის, რომლებიც ტოვებენ ამ ტერიტორიას მაიონებელი გამოსხივების  ღია წყაროებთან მუშაობის დასრულების შემდეგ ან რადიოლოგიური ავარიის შემთხვევაში; აგრეთვე უნდა იქნეს გამოყოფილი ოთახი ან სათავსი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესანახად და ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახი პერსონალისთვის. 10. ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს საკონტროლო ზონის მონიშვნა  ISO  სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: ა)  შენობების შესასვლელები (რადიოფარმპრეპარატების მისაღები, ვიზუალიზაციის ოთახები, სამუშაო ხსნარის დასამზადებელი ოთახები, რადიოაქტიური წყაროების შესანახი და ა.შ.), სადაც იგეგმება ან განხორციელდება პროცედურები; ბ)  ოთახები, სადაც ხორციელდება მაიონებელი გამოსხივების ღია  წყაროების მომზადება (შეფუთვა); გ) ლაბორატორიული ჭურჭელი და სამუშაო ხელსაწყოები (კოლბები, ლაბორატორიული ჭიქები, უჯრები და სხვ.), რომლებშიც ინახება ან რომლებშიც (ან რომლებზედაც) მზადდება მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროები; დ) რადიოაქტიური წყაროების დროებითი ან მუდმივი შესანახი სათავსები (მაცივრები, რადიოაქტიური წყაროების ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი ყუთები, ლითონის კარადები, სეიფები და ა.შ.); ე) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი ავზები და კონტეინერები; ვ) ცხოველთა გალიები ან სხვა კონტეინერები ცხოველებისთვის, რომლებმაც გაიარეს ბირთვული მედიცინის პროცედურები. მუხლი 19🔗. ბირთვული მედიცინის განყოფილების პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროებთან მუშაობისას 1. პერსონალმა უნდა უზრუნველყოს, წყაროებთან მუშაობის დროს გამოყენებული ლაბორატორიული ჭურჭლისა და ხელსაწყოების უსაფრთხო გამოყენება, კერძოდ: ა) უნდა მოხდეს მათი შენახვა და განთავსება სხვა ლაბორატორიული ჭურჭლისა და სამუშაო ხელსაწყოებისგან განცალკევებით; ბ) უნდა იყოს ჰერმეტულად დალუქული (არ უნდა იყოს დაჟანგული, გაბზარული); გ) უნდა იქნეს ნიშანდებული რადიონუკლიდის, მისი აქტივობის ან/და პრეპარატის დასახელების აღმნიშვნელი ნიშნით; დ) დამზადებული უნდა იყოს არაფოროვანი/გლუვი, წყალგაუმტარი მასალებისგან. 2. მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროებთან მუშაობის დაწყებამდე, რადიოაქტიური დაბინძურებისა და დაუსაბუთებელი დასხივების თავიდან ასაცილებლად,  პერსონალმა უნდა მოახდინოს  გამოყენებული დანადგარების, მოწყობილობებისა და სხვა სამუშაო ხელსაწყოების მდგომარეობის ზოგადი ვიზუალური შეფასება. 3. ვეტერინარ-ოპერატორმა უნდა აწარმოოს მიღებული და გამოყენებული მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროების შესახებ სარეგისტრაციო მონაცემები:  მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროების დასახელება, რადიონუკლიდი, მაიონებელი გამოსხივების ტიპი, სერტიფიკატის ან ტექნიკური პასპორტის ნომერი, საწყისი აქტივობა, ფიზიკური მდგომარეობა, საშიშროების ნიშანი, მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროების გამოყენების თარიღი, დანიშნულება, წყაროს აქტივობა.  4. დანიშნულებისამებრ განხორციელდეს განსაზღვრული ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენება. 5. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ  იქნეს დისტანციური მოწყობილობები მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროების შეფუთვისას. 6. სამუშაო ადგილის ზედაპირებიდან რადიოაქტიური დაბინძურების მოსაშორებელად გამოყენებულ იქნეს რადიოაქტიური დაბინძურების მოსაშორებელი სპეციალური საშუალებები. 7. პერსონალმა, რადიოაქტიურ წყაროებთან სამუშაოს დასრულების შემდეგ უნდა უზრუნველყოს: ა) რადიოაქტიური წყაროების იმ შესანახ ოთახში ან კონტეინერში დაბრუნება, სადაც ინახება რადიოაქტიური წყაროები; ბ) სამუშაო ადგილის გასუფთავება დამცავი ხელთათმანების დახმარებით (სამუშაო ადგილის ზედაპირების გაწმენდა, ლაბორატორიული ჭურჭლის და სხვა სამუშაო ხელსაწყოების გარეცხვა, მუშაობის დროს წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვება და ა.შ.); გ) გაზომვები სამუშაო ადგილების, ლაბორატორიული ჭურჭლისა და სხვა სამუშაო ხელსაწყოების რადიოაქტიური დაბინძურების გამოსავლენად გაზომვები უნდა ჩატარდეს  მეტროლოგიურად დამოწმებული მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც შეესაბამება  მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროებიდან გამოსხივებული მაიონებელი გამოსხივების ტიპსა და ენერგიას. უნდა მოხდეს გაზომვების გადაყვანა ბკ/სმ​2-ზე ერთეულში. სამუშაო ადგილების, ლაბორატორიული ჭურჭლისა და სხვა სამუშაო ხელსაწყოების ზედაპირების რადიოაქტიური დაბინძურების გაზომვის შედეგების საფუძველზე, უნდა მოხდეს სამუშაო ადგილის რადიოაქტიური დაბინძურების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გასუფთავება. მუხლი 20🔗.  ცხოველების ტრანსპორტირება 1. ცხოველთა ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა  იქნეს,  გადასაყვანი შესაბამისი აღჭურვილობა (გალიები ან სხვა კონტეინერები) და  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ცხოველების სატრანსპორტო (გადასაყვანი) აღჭურვილობის ფსკერი უნდა იყოს წყალგაუვალი, ასევე დაფარული სითხის მშთანთქმელი ზედაპირით (მაგალითად, ჩალა, ნახერხი, ხის ნაფლეთები და ა.შ.); ბ) ცხოველების სატრანსპორტო (გადასაყვანი) აღჭურვილობის სხვა შიდა ზედაპირები უნდა იყოს დაფარული არაფოროვანი, წყალგაუმტარი მასალებისგან, რომელიც ადვილად გაიწმინდება და მოხდება მისი დეზინფექცია; გ) საკვებურები  და საწყურებლები  აღჭურვილი უნდა იყოს ისე, რომ საკვები და წყალი მიეწოდოს ცხოველს სატრანსპორტო (გადასაყვანი) აღჭურვილობის გარედან; დ) ცხოველების სატრანსპორტო (გადასაყვან) აღჭურვილობაზე,  რომლებმაც გაიარეს ბირთვული მედიცინის პროცედურები, უნდა იქნეს მითითებული  ინფორმაცია (აქტივობა და გამოკვლევის თარიღი) იმ რადიონუკლიდის შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნა გამოკვლევისას; ე) ცხოველის ლეში, რომელსაც გავლილი აქვს ბირთვული მედიცინის პროცედურა,   დამუშავდეს ისე, რომ რადიოაქტიური მასალები არ გავრცელდეს გარემოში და არ შეუქმნას საფრთხე მოსახლეობას. 2. ბირთვული მედიცინის განყოფილებიდან ცხოველების გაწერის პროცედურაა: ა) დოზის სიმძლავრის გაზომვა ცხოველის სხეულის ზედაპირზე. ცხოველების კლინიკიდან გაწერა შესაძლებელია, როდესაც დოზის სიმძლავრე ცხოველის სხეულის ზედაპირზე არ აღემატება 100 მკზვ/სთ-ს; ბ) ცხოველის მეურვეს უნდა მიეცეს ბარათი ცხოველისთვის, რომელმაც გაიარა ბირთვული მედიცინის პროცედურა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, ცხოველზე ჩატარებული ბირთვული მედიცინის პროცედურის დასახელების, ამ პროცედურის დროს გამოყენებული რადიონუკლიდისა და კლინიკის დატოვებისას ცხოველის სხეულზე გაზომილი დოზის სიმძლავრის შესახებ; გ) ვეტერინარ-ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბირთვული მედიცინის პროცედურების შემდეგ, ცხოველის მეურვეს ეცნობოს ცხოველთა მოვლის რეკომენდაციები და მიეწოდოს წერილობითი უსაფრთხოების სამახსოვრო ინსტრუქცია, რომ არ არის რეკომენდირებული: გ.ა) სამკურნალო პროცედურიდან ერთი კვირის განმავლობაში ცხოველისგან 1 მ-ზე უფრო ახლოს ყოფნა რამდენიმე წუთზე მეტხანს და  შეძლებისდაგვარად  უნდა მოშორდეს  ცხოველი სხვა ცხოველებს; გ.ბ) ცხოველთან შეხება და მის მიერ გამოყენებულ ინვენტარზე ხელის შეხება (მაგალითად, ცხოველის მოფერება, ჯდომა, წოლა იმავე ავეჯზე, რომელზეც ცხოველი იჯდა, იწვა); გ.გ) ცხოველის ტრანსპორტირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუ ცხოველი გადაყვანილია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოგზაურობა არ უნდა გაგრძელდეს 1,5 საათზე მეტ ხანს; გ.დ) ცხოველების კონტაქტი ბავშვებთან და ორსულ ქალებთან; დ) ბირთვული მედიცინის პროცედურის დასრულებიდან სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში, ცხოველის მოშარდვის, დეფეკაციის და/ან ღებინების შემდეგ, ექსკრემენტი (დაბინძურებული მასა) უნდა შეგროვდეს ერთჯერადი ხელთათმანების დახმარებით ერთჯერად, სუფთა ჭურჭელში. დაბინძურებული და გამოყენებული გამწმენდი საშუალებები უნდა შეგროვდეს ორმაგი ნაგვის ტომარაში, ინახებოდეს მოშორებულ ადგილას და შეიძლება განთავსდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში შენახვის დაწყებიდან არაუადრეს სამი თვისა; ე) ცხოველის  ბირთვული მედიცინის პროცედურის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრის  გადაკვეთისას, აუცილებელია იქონიოს  შესაბამისი ბარათი საკონტროლო – ტექნიკური ჟურნალის ფორმა – დანართი N3 იმ ცხოველისთვის, რომელმაც გაიარა ბირთვული მედიცინის პროცედურა. თავი IV. რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები სხივურ თერაპიაში მუხლი 21🔗. მოთხოვნები სხივური თერაპიისა და ბრაქითერაპიის განყოფილებების განთავსებისადმი 1. დაუშვებელია სხივური თერაპიის განყოფილების განთავსება საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში. 2. გარეგანი – დისტანციური სხივური თერაპიის კაბინეტის ბიოლოგიური დაცვა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ, წყაროს ნებისმიერ პოზიციაში და გამოსხივების ნაკადის ნებისმიერი მიმართულებით გავრცელებისას, პერსონალის სამუშაო ადგილზე წლიური ეფექტური დოზა არ აღემატებოდეს 10 მზვ.-ს, ხოლო მოსახლეობისათვის – 0,3 მზვ.-ს. ნებისმიერი დასხივებისას და ნებისმიერ ადგილზე, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი (გარდა საპროცედუროსა, სადაც  იგი კონტროლირდება), ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 20 მკზვ/სთ- ში. 3. ცხოველზე დაკვირვებისთვის უნდა იქნეს დამონტაჟებული  უწყვეტი ვიდეოთვალთვალის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს ვეტერინარ-ოპერატორს, სხივური თერაპიის პროცედურის დროს სამუშაო ადგილიდან, დაკვირვების ფანჯრიდან ან კომპიუტერის ეკრანზე დააკვირდეს ცხოველს. 4. საპროცედურო კაბინეტში, სიმულატორის და რადიოაქტიური წყაროების შესანახის ყველა შესასვლელ კარზე უნდა გაიკრას რადიაციული საშიშროების ნიშანი. საპროცედურო კაბინეტში(ბუნკერში), შესასვლელთან უნდა დამონტაჟდეს შუქნიშნის ტაბლო, რომელიც აინთება სხივური თერაპიის დანადგარის ჩართვისას, ცხოველის პოზიციონირებისას, პროცედურის ჩატარებისას და აკრძალული პერიოდის დროს. 5. ბრაქითერაპიის განყოფილების ბიოლოგიური დაცვა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ, წყაროს ნებისმიერ პოზიციაში და გამოსხივების ნაკადის ნებისმიერი მიმართულებით გავრცელებისას, პერსონალის სამუშაო ადგილზე წლიური ეფექტური დოზა არ აღემატებოდეს   ხოლო მოსახლეობისათვის – 0,3 მზვ./წ-ში. ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე ნებისმიერ ადგილას, სადაც შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, არ უნდა აღემატებოდეს 20 მკზვ/სთ (გარდა საკონტროლო ზონისა). 6. სათავსები დაპროექტებული და აღჭურვილი უნდა იქნეს ტექნოლოგიური პროცესის თანმიმდევრობის შესაბამისად. 7. პერსონალის სამუშაო ადგილები არ უნდა იყოს განლაგებული პირველადი მაიონებელი გამოსხივების სხივის მიმართულებით. ეს მოთხოვნა ასევე ეხება არსებული გარე სხივური თერაპიის დაწესებულებებს. 8. იმ განყოფილებაში, სადაც იგეგმება 10 მეგა ელექტრონული ვოლტი ( შემდგომ – მევ)  და მეტი ძაბვის ამაჩქარებლის დაყენება, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს გამოსხივებული ნეიტრონები. 9. სხივური თერაპიის რ/დანადგარიდან მაიონებელი გამოსხივების გაჟონვის ინტენსივობის განსაზღვრისას, საშუალო დოზის  სიმძლავრე 100 სმ​2 ფართობზე უნდა იქნეს გამოთვლილი,  წყაროს ზედაპირიდან 1 მ მანძილზე ან გამოითვლება 10 სმ​2 ფართობზე წყაროს  ზედაპირიდან 5 სმ დაშორებით. 10. ვეტერინარ-ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს: ცხოველი, რომელშიც მოხდა რადიოაქტიური წყაროს იმპლანტაცია დაბალი დოზით ბრაქითერაპიის პროცედურის დროს, კლინიკიდან გაწერამდე დატოვებს სამკურნალო ოთახს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ასეთ შემთხვევებში ცხოველს მუდმივად უნდა ახლდეს ვეტერინარული კლინიკის პერსონალი. 11. ცხოველის კლინიკიდან გაწერისას ბრაქითერაპიის პროცედურის შემდეგ ვეტერინარ – ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს: ა) ცხოველის სხეულის ზედაპირზე დოზის სიმძლავრის გაზომვა; ბ) ცხოველის მეურვეს ბრაქითერაპიის პროცედურის შემდგომ, უნდა გადაეცეს ბარათი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ცხოველზე ჩატარებული ბრაქითერაპიის პროცედურის, ამ პროცედურის დროს გამოყენებული რადიონუკლიდისა და ცხოველის სხეულის ზედაპირზე გაზომილი დოზის სიმძლავრის შესახებ  ვეტერინარული კლინიკიდან გაწერის დროს. 12. პერსონალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბრაქითერაპიის პროცედურის შემდეგ, ცხოველის მეურვეს მიაწოდოს ცხოველის მოვლის შესახებ რეკომენდაციები  და გასცეს უსაფრთხოების ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს: ა) თუ წყაროს იმპლანტაციის პროცედურები გაგრძელდება, იმპლანტის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული ყველა პირი, ვისაც ექნება კონტაქტი ცხოველთან (პრაქტიკანტი, ასისტენტი და ა.შ.); ბ) ცხოველის კლინიკიდან გაწერისას სახლში, სადაც მას შეიძლება ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი ცხოველის მეურვესთან ან  ცხოველის მეურვის ოჯახის წევრებთან (განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებთან ან ორსულებთან), არ უნდა მოხდეს ცხოველიდან 1 მ-ზე უფრო ახლოს ყოფნა. სასურველია, ცხოველი  მოთავსდეს სხვა ცხოველებისგან განცალკევებით; გ) ცხოველის დეფეკაციის და/ან ღებინების შემდეგ, ნარჩენები  და გამოყენებული დამცავი და გამწმენდი საშუალებები უნდა შეგროვდეს ერთჯერადი ხელთათმანების დახმარებით ერთჯერად, ორმაგი ნაგვის ტომარაში,  შენახული უნდა იყოს მოშორებულ ადგილას და შეიძლება გადაგდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების ადგილას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ისინი არ შეიცავენ დახურულ რადიოაქტიურ წყაროებს, რომლებმაც დატოვეს ცხოველის სხეული (დოზიმეტრული გაზომვების შემდეგ); დ) არ არის რეკომენდებული ცხოველის ტრანსპორტირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 13. ცხოველთან ერთად ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, აუცილებელია ცხოველის მეურვეს გააჩნდეს „ბირთვული პროცედურების ჩატარების შემდეგ ცხოველისთვის რადიაციული უსაფრთხოების  ბარათი – დანართი N4, სადაც მითითებული იქნება, რომ აქვს გავლილი ბრაქითერაპიის პროცედურა. მუხლი 22🔗.  ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა 1. ავტორიზებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს რადიოლოგიური ავარიებისა და ინციდენტების დროს მზადყოფნას და რეაგირებას,  ვეტერინარულ რ/დანადგარებთან და/ან ღია რადიოაქტიურ წყაროებთან მუშაობისას. 2. რადიაციულ ინციდენტად ითვლება: ა) დახურული რადიოაქტიური წყაროს ჰერმეტულობის წესის დარღვევა; ბ) დალუქული რადიოაქტიური წყაროს მოხვედრა ცხოველის სხეულში ან ვეტერინარულ რ/დანადგარში; გ) ღია რადიოაქტიური წყაროს, Tc-99 გენერატორის შეფუთვის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პერსონალის და/ან მოსახლეობის დასხივება ან გარემოს რადიოაქტიური დაბინძურების რისკი; დ) ღია რადიოაქტიური ხსნარის დაღვრა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობების, ვეტერინარული დანადგარების, პერსონალის და/ან მოსახლეობის რადიოაქტიური დაბინძურება; ე) ცხოველისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა ბირთვული მედიცინის პროცედურის მიმდინარეობისას ან პროცედურის დამთავრებიდან მცირე დროის  შემდეგ; ვ) ვეტერინარული რ/დანადგარების ან/და ღია რადიოაქტიური წყაროების შემცველ შენობებში ან საცავებში მომხდარი ბუნებრივი, ტექნიკური, ეკოლოგიური, სოციალური და (ან) სხვა ექსტრემალური მოვლენები. 3. ვეტერინარ – ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ყველა შემთხვევაში, რადიოლოგიური ინციდენტის ან ავარიის მიზეზებისა და გარემოებების შეფასება და გამოკვლევა რადიოლოგიურ ინციდენტში ან ავარიაში მონაწილე ყველა პერსონალთან ერთად (მათი მონაწილეობით) და აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწოდოს ინფორმაცია მარეგულირებელ ორგანოს. 4. წელიწადში ერთხელ ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის ორგანიზება იმ პერსონალისთვის, რომლებიც მუშაობენ I, II და III კატეგორიის რადიოაქტიურ წყაროებთან რადიოლოგიური ინციდენტების ან რადიოლოგიური ავარიების შედეგების თავიდან ასაცილებლად. მუხლი 23🔗. ვეტერინარული პერსონალის გადამზადება და სერტიფიცირება 1. ბირთვული და სხივური მედიცინის, ასევე ინტერვენციული რადიოლოგიის ვეტერინარულ პრაკტიკაში სავალდებულოა ვეტერინარი და ვეტერინარი-ოპერატორი დაექვემდებაროს გადამზადებას და სერტიფიცირებას. 2. ვეტერინარს,  ვეტერინარ-ოპერატორს მოეთხოვება  იცოდეს რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურების დროს მაიონებელი გამოსხივებასთან მუშაობის წესები. 3. ეს მუხლი ვრცელდება ვეტერინარიაში  ყველა სახის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას. დანართი №1   ინდივიდუალური რადიაციული დაცვის საშუალებები ინდივიდუალური რადიაციული დაცვის საშუალებები ვეტერინარია დამცავი ერთმხრივი წინსაფარი დამცავი საყელო დამცავი ხელთათმანები შენიშვნა:  დასაშვებია დაცვის საშუალებების კორექტირება რენტგენოლოგიური პროცედურისა ცხოველის ზომის  გათვალისწინებით. დანართი №2 ჩატარებული რენტგენოლოგიური პროცედურების აღრიცხვის ჟურნალი თარიღი ცხოველის მეურვე ID ცხოველის ID სახეობა/ჯიში ანატომიური ორგანო ვეტერინარი (ექიმი) შენიშვნა დანართი №3 საკონტროლო-ტექნიკური ჟურნალის ფორმა თარიღი პერსონალის შენიშვნები და გადაწყვეტილება რენტგენის დანადგარის შემდგომ ექსპლუატაციაზე რენტგენის დანადგარის დაზიანების სახეობა, მისი აღმოფხვრის საშუალებები რენტგენის დანადგარის  ექსპლუატაციის პირობები და შესაძლებლობა ტექნიკოსის ხელმოწერა,  თარიღი შენიშვნა: პირველი ორი სვეტი ივსება რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის პერსონალის მიერ დანარჩენი კი – სპეციალისტის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს რენტგენის აპარატურის მომსახურებას. დანართი №4 ბირთვული პროცედურების ჩატარების შემდეგ ცხოველისთვის რადიაციული უსაფრთხოების  ბარათი რადიონუკლიდი: აქტივობა: შეყვანის თარიღი: ცხოველის მეურვის გვარი, სახელი: მისამართი: ტელეფონი: ვეტერინალური კლინიკა: მისამართი, ტელეფონი: განყოფილება: მკურნალი ექიმის გვარი: მისამართი, ტელეფონი: