განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 11 539,6 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

04 00

განათლება

11,539.6

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა

11,000.0

04 02

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

147.0

04 04

ზოგადი განათლების (საჯარო სკოლების) ხელშეწყობა

392.6

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა

04 01

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“

პროგრამის მიზანი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში იგეგმება სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამის/მეთოდოლოგიის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა, ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა.

მოსალოდნელი შედეგი

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის ფუნქციების განხორციელება, არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

04 02

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის მიზანი

სკოლამდელი დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა.

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობის მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება.

დაფინანსდება მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საქვაბეების გარეთ გამოტანა;

მოსალოდნელი შედეგი

გაუმჯობესებულია საბავშვო ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა; სკოლამდელი დაწესებულებების გაზრდილი რაოდენობა.

პროგრამის დასახელება

კოდი

ზოგადი განათლების (საჯარო სკოლების) ხელშეწყობა

04 04

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია;

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური

პროგრამის მიზანი

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა და მაღალი აკადემიური მოსწრების სტიმულირება;

პროგრამის აღწერა

განათლება მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის გამორჩეულად პრიორიტეტული, გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სფეროა. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია უწყვეტი სწავლის სისტემის განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს სკოლის მოსწავლეების სწავლის ხარისხი, მნიშვნელოვანია მათი მოტივირება, ვინაიდან მოტივაცია არის სტიმული, ქმედება, წახალისება, ძალა, რომელიც იწვევს მოსწავლის სურვილს, იმოქმედოს, ისწავლოს, მიაღწიოს უფრო მაღალ შედეგს.

მუნიციპალიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეებს წაახალისებს ფულადი ჯილდოთი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების უზრუნველყოფა ტრანსპორტით დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოცემული მიზნობრივი ტრანსფერით;

მოსალოდნელი შედეგი

საჯარო სკოლების მოსწავლეების მაღალი აკადემიური მოსწრება; ტრანსპორტით უზრუნველყოფილი საჯარო სკოლების მოსწავლეებ