მმართველობითი სფეროს გამართული ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნას და უზრუნველყოფას, საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებას, მიმდინარე პროცესების მართვას და სხვა ფაქტორებს.

პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, პრიორიტეტი ასევე მოიცავს საჯარო მოხელეთა პროფესიული სწავლების ხარჯებს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვას და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსურ უზრუნველყოფას, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, მუნიციპალური არქივის დაფინანსებას, მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობას.

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

01 00

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები

10,841.8

01 01

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფა

10,426.8

01 01 01

მუნიციპალიტეტის საკრებულო

1,736.3

01 01 02

მუნიციპალიტეტის მერია

8,618.6

01 01 04

საჯარო მოხელეთა პროფესიული სწავლება

71.9

01 02

საერთო დანიშნულების ხარჯები

415.0

01 02 01

სარეზერვო ფონდი

300.0

01 02 02

წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა

100.0

01 02 04

მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა

15.0

პროგრამის დასახელება

კოდი

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები

01 00

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის მერია

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მუნიციპალური ვალდებულებების მომსახურებას, საბიუჯეტო პროცესის განვითარებას, სასესხო ვალდებულებების ვადებში დაფარვას.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მერიის სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა, მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა. პროგრამაში გათვალისწინებულია შიდა აუდიტორული სისტემის გამართვა, სამსახურების წინაშე დასმული ამოცანების კომპეტენტურად და წარმატებით გადაწყვეტა, მერიის სისტემაში განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებისა და ინსპექტირების/მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, მივლინების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტების გამოცდილების გაზიარება.

საფინანსო სისტემის მოწესრიგების ღონისძიებების გაუმჯობესებისათვის განხორციელდება მერიის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის ინსტრუქციის დახვეწა, საჭირო ცვლილებების შეტანა/პროგრამული უზრუნველყოფა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის საწევროს გადასახადი და სხვა.

მუნიციპალიტეტის ადამიანური რესურსების მართვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოხდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მაქსიმალურად გათვალისწინება.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია მუნიციპალური სამსახურების ეფექტური მუშაობა, საჯარო ფინანსების და აქტივების მართვა;

გაუმჯობესებულია მერიის მიერ მოსახლეობისათვის გაწეული სერვისები, გამარტივებულია მომსახურების მიღება;

თავი III. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებე