ქალაქ წყალტუბოში ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე შესახვევის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.01.2026
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-49. 49260287
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016036
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/02/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში/ბესიაურში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ წყალტუბოში ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე შესახვევის სახელდების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-49.49260287
2026 წლის 28 იანვარი
ქ. წყალტუბო
ქალაქ წყალტუბოში ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე შესახვევის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-13 და მე-15 პუნქტებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 17 დეკემბრის №50 სხდომის ოქმის შესაბამისად:
1. ქალაქ წყალტუბოში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე უსახელო შესახვევს ეწოდოს – „ჟიული შარტავას პირველი შესახვევი“ (დანართი საკადასტრო რუკის სახით თან ერთვის).
2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას.
3. შემდგომი რეაგირების მიზნით აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.
4. დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.
5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი