„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის №969 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1181
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.017664
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1181

2026 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის №969 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის №969 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.01.2024, სარეგისტრაციო კოდი: 010240020.22.027.017457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებას (გარდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულისა);“.

2. მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებას (გარდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულისა);“.

3. მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, აგრეთვე კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (გარდა გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოსა და დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს ქვემდებარე, აგრეთვე, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა) გამოძიებას;“.

4. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას და ამ მიზნით ახორციელებს შემოსული ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, კომპეტენციის ფარგლებში მასზე დროულ რეაგირებას. საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო „ცხელ ხაზზე“ მიღებულ ინფორმაციას უგზავნის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სამინისტროს სისტემის დაწესებულებას ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია