„თიღვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2026 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ომში მონაწილე ვეტერანთა, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება, 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები (გარდა საკეისრო კვეთის, პლასტიკური და სტომატოლოგიური ოპერაციისა). თითოეული ოპერაციის შემთხვევაში დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მკვეთრად გამოხატული და 0-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დევნილ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადი სასურსათო დახმარება გაეწევათ სასაჩუქრე ბარათის სახით, რომლის ღირებულება თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.
|