ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 03.02.2026
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 370160000.35.164.016560 33
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/02/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.02.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2026 წლის 3 თებერვალი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქ. ყვარლის ზონირება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/02/2025, 370160000.35.164.016537).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ ჩხეიძე
დანართი №1
ქ. ყვარელი
დანართი №2
ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ქ. ყვარელში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ყვარლის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn=ImG X ITL x CxK, სადაც:
1. Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
2. ImG – არის ქ. ყვარლის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
3. ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;
ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს.
4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 40-ს.
მუხლი 2🔗
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ყვარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ImG
ITL
C
K
Cn (ლარი)
ცენტრალური ზონა
0,32
1,3
0,24
40
3,994
შუალედური ზონა
0,32
1
0,24
40
3, 072
პერიფერიული ზონა
0,32
0,8
0,24
40
2, 458
მუხლი 3🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის
1. სოფლებში – ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი – მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,843 ლარს.
2. სოფლებში – თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი – მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს.
3. სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული პირველ და მეორე პუნქტებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,228 ლარს.
მუხლი 4🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,768 ლარს.
მუხლი 5🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, კერძოდ: ყვარელი – თბილისი, თიანეთი – ახმეტა – ყვარელი – ნინიგორის და ზინობიანი – ჭიკაანი – გავაზის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს.