„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017667
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №10

2026 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/10/2025, 140130000.22.034.017633) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

მუხლი 10. მიმღებ ცენტრში არსებული სივრცეები

1. მიმღები ცენტრი შედგება „A“, „B“, „C“ და „D“ ფლიგელებისგან. „B“ ფლიგელში განთავსებულები არიან თავშესაფრის მაძიებლები ამ წესით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით.

2. დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს დროებითი განთავსების ცენტრში (განყოფილება) (შემდგომ – დროებითი განთავსების ცენტრი) ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში შესაძლოა ფუნქციონირებდეს დროებითი განთავსების ცენტრი, სადაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთავსებულები არიან საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელები, „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებული წესის 611 მუხლით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე