„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017666
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №9

2026 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/11/2025, 140130000.22.034.017641) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის:

1. 57-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ცენტრში მოთავსებული უცხოელისთვის უზრუნველყოფილია 24-საათიანი სამედიცინო მომსახურება ცენტრის უფლებამოსილი პირის (ცენტრის სამედიცინო პერსონალის) მიერ, გარდა ამ წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. 61-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 მუხლი:

„მუხლი 611. დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილების) შენობის „C“ და „D“ ფლიგელებში არსებული დროებითი განთავსების ცენტრის სივრცე

1. საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელი ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება განთავსდეს დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილების) (შემდგომ − მიმღები ცენტრი) შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში.

2. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში უცხოელი თავსდება პირადი დათვალიერების, დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებისა და სამედიცინო შემოწმების შემდგომ. მიმღებ ცენტრში მოთავსების დროს სამედიცინო შემოწმებისას დამატებით ივსება შესაბამისი ოქმი.

3. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში მოთავსებული უცხოელი სარგებლობს ამ წესით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.

4. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში მოთავსებული უცხოელისთვის უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურება ცენტრის უფლებამოსილი პირის (ცენტრის სამედიცინო პერსონალის) მიერ სამუშაო საათების განმავლობაში, ხოლო დანარჩენ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

5. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში არსებული წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველო.

6. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია დამატებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაარეგულიროს მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში არსებული ცენტრის ფუნქციონირებას მიკუთვნებული სხვა დამატებითი საკითხები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2026.
როდის იქნა მიღებული „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.02.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017666.
რამდენი მუხლისგან შედგება „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №9, 06.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017666 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6782332/