საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.02.2026
ძალაში შესვლა 19.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 310090000.10.003.025603 15
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი ჯვარი მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე სოფ. ლახამულას მიმდებარედ სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 14 ნოემბრის №1557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №54
2026 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1341-IVმს-XIმპ, 17/12/2025) მე-2 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 19 თებერვლიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
დანართი
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ინდექსი და დასახელება
საავტომობილო გზის მონაკვეთი
საქმიანობა
(ს-1)
თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)
საავტომობილო გზის კმ16+000 - კმ248+000 (თბილისის გასასვლელი - სამტრედიის კვანძი) მონაკვეთი
სამშენებლო საქმიანობა
(ს-2)
სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)
საავტომობილო გზის კმ48+000 - კმ122+900 (წყალწმინდის კვანძი - სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი) მონაკვეთი
სამშენებლო საქმიანობა
(ს-4)
თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი)
საავტომობილო გზის კმ12+800 - კმ57+000 მონაკვეთი
სამშენებლო საქმიანობა
(ს-5)
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი
(აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი)
საავტომობილო გზის კმ19+500 - კმ162+800 მონაკვეთი
სამშენებლო საქმიანობა
(ს-7)
მარნეული (კოსტავას ქუჩიდან)-
სადახლო (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)
საავტომობილო გზის კმ18+000 - კმ34+000 მონაკვეთი
სამშენებლო საქმიანობა
(ს-9)
თბილისის შემოსავლელი
საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ49+000 მონაკვეთი
სამშენებლო საქმიანობა
(ს-12)
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი
საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ56+200 მონაკვეთი
სამშენებლო საქმიანობა