საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დაფუძნებისა და ამ მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 23.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025622 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/02/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისათვის – ხელოვნების სასახლისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის სახელწოდების მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 08.04.2020
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის
დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის ისტორიული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დაფუძნებისა და ამ მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №73
2026 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დაფუძნებისა და ამ მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
მუხლი 1🔗
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეორგანიზებულ იქნენ საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლე − კულტურის ისტორიის მუზეუმი და სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და მათი შერწყმის შედეგად დაფუძნდეს სსიპ − საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება (შემდგომში − გაერთიანება).
2. რეორგანიზებულ იქნეს სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, გამოეყოს დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი და შევიდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაფუძნებული გაერთიანების შემადგენლობაში.
3. რეორგანიზებულ იქნეს სსიპ − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, გამოეყოს სტრუქტურული ერთეული − ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი − მედიათეკა და შევიდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაფუძნებული გაერთიანების შემადგენლობაში.
4. გაერთიანება ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ხელოვნების სასახლის − კულტურის ისტორიის მუზეუმის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, ასევე, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ, დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის საქმიანობის მიმართულებით და სსიპ − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამონაცვლედ, მისი სტრუქტურული ერთეულის − ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრის − მედიათეკის საქმიანობის მიმართულებით.
5. გაერთიანების უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
6. სამინისტრომ განახორციელოს გაერთიანების სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს გაერთიანების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
7. გაერთიანებას მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრები განესაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბიუჯეტო ასიგნებებიდან და კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებიდან.
8. სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლის − კულტურის ისტორიის მუზეუმის, სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა (დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის ნაწილში) და სსიპ − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის (სტრუქტურული ერთეულის − ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრის − მედიათეკის ნაწილში) ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონება, ფინანსური სახსრები (მათ შორის, კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლები), მიმდინარე აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე, მათი კუთვნილი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს გაერთიანების ბალანსზე.
მუხლი 2🔗
1. სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლის − კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი/გენერალური დირექტორის მოადგილე და სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი/დირექტორის მოადგილე 2026 წლის 1 მარტიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ამ დადგენილების პირველი მუხლის ამოქმედების მომენტისთვის სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლეს − კულტურის ისტორიის მუზეუმსა და სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, ასევე, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში − დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმში დასაქმებული პირები (საშტატო და შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებული პირები) 2026 წლის 1 მარტიდან გადაინიშნონ გაერთიანებაში იმავე თანამდებობებზე/პოზიციებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე/პოზიციებზე ამ დადგენილების პირველი მუხლის ამოქმედების მომენტისთვის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის ვადით.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლე − კულტურის ისტორიის მუზეუმი და სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი) საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, აგრეთვე, გარიგებები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ამავე დადგენილებით განსაზღვრული უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე და/ან გარიგების დადებამდე. ამასთანავე, ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების, აგრეთვე, გარიგების ცვლილების/შეწყვეტის უფლებამოსილება აქვს უფლებამონაცვლე უწყებას.
მუხლი 4🔗
1. სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლემ − კულტურის ისტორიის მუზეუმმა, სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უზრუნველყონ ამ დადგენილების აღსრულების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტების გაერთიანებისთვის გადასაცემად.
2. სამინისტროს დაევალოს, ამ დადგენილების აღსრულების მიზნით, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 5🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისათვის − ხელოვნების სასახლისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის სახელწოდების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 აპრილის №224 დადგენილება.
მუხლი 6🔗
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 და მე-5 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლი, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-3 და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე