“ელექტროენერგიის ცალკეული მომხმარებლებისათვის ტარიფების დადგენის შესახებ" სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილეების შეტანის თაობაზE"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.634
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №41
2006 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის ცალკეული მომხმარებლებისათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შპს ,,ტრამვაი-ტროლეიბუსების საწარმოს“, როგორც ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს, ტარიფები დამტკიცებული ჰქონდა ,,ელექტროენერგიის ცალკეული მომხმარებლებისათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებით. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-7 მუხლის თანახმად, ის უკვე აღარ წარმოადგენს პირდაპირ მომხმარებელს, ვერ მიიღებს მონაწილეობას ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში და ამდენად, ამოღე-ბულ უნდა იქნეს აღნიშნული დადგენილებიდან. გარდა ამისა, სემეკის 2006 წლის 3 ოქტომბრის №33 დადგენილებით შეიცვალა შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ტარიფები, რაც შესაბამის ცვლილებებს საჭიროებს სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში. ამასთან, სემეკის 2006 წლის 14 ივლისის №23 დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავ-რის) შესასყიდი საბითუმო ზღვრული ტარიფები, რომელიც მოიცავდა ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელში ნორმატიული დანაკარგების კომპონენტს (0,147 თეთრი), მოქმედებდა 2006 წლის 1 სექტემბრამდე და შესაბამისად ეს კომპონენტი სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების დანართებიდანაც ამოსაღებია. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამოსაღებია მე-2 დანართის VI სვეტი. როგორც ზედმეტი, დანართებიდან ამოსაღებია აგრეთვე ჯამური კომპონენტის შესაბამისი სვეტებიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1.
,,ელექტროენერგიის ცალკეული მომხმარებლებისათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ სემეკის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №88 15.08.2003 წ., მუხლი 759) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი (დანართი №4).
2. დადგენილების №2, №3 და №5 დანართებიდან ამოღებულ იქნეს მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასურის კომპონენტი 0,147 თეთრი და ჯამური კომპონენტის შესაბამისი სვეტი.
3. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2 დანართის VI სვეტი.
4. დადგენილების №2, №3 და №5 დანართებში გადაცემის ტარიფი (შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) 0,535 შეიცვალოს რიცხვით 0,5 და №2, №3 და №5 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ და პირველი მუხლის 1-3 პუნქტები ვრცელდება 2006 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო მე-4 პუნქტი 2006 წლის 26 ოქტომბრიდან წარმოქმნილ ურთიერთობებზე.
თავმჯდომარე გ. თავაძე
| დანართი № 2 | |||||||||||||||
| შპს„თბილწყალკანალის“ სატუმბი სადგურებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების ტარიფები 110-35 კვ ძაბვაზე | |||||||||||||||
| № | სატუმბო სადგურების დასახელება | მკვებავი ელსადგური ან სადგური | სატუმბო სადგურის ელმომარაგების სქემა |
| |||||||||||
| მკვებავი ელსადგურის ან სადგურის დასახელება | საბალანსო კუთვნილება | მათ შორის | |||||||||||||
| გადაცემის ტარიფი(შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) | სს„თელასი“ | |||||||||||||
| I | II | III | IV | V | VI | VII | VIII | ||||||||
| 1 | არაგვის ხეობის წყალსადენის სათავე ნაგებობები | ქვ. ნატახტარი 110და ქვ. საგურამო 110 | შპს „თბილწყალკანალი“ | შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქსნის 500/220/110 და გლდანის 220/110 ქვესადგურებიდან გამომავალი„ნატახტარი-110“ და „არმაზი-III-110“ ეგხ-ებთ | 0.5 | 0.15 | 0 | ||||||||
| 2 | ბულაჩაური | 35 კვ ბულაჩაური | შპს „თბილწყალკანალი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 0 | ||||||||
| 3 | მუხიანი | 110 კვ კსქ | შპს „თბილწყალკანალი“ | სს „თელასის“ 110 კვ ეგხ ხევძმარა I-ის განშტოებაზე მიერთებული 110 კვ კსქ-დან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 1.275 | ||||||||
| 4 | ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობა | 110 კვ კსქ | შპს „თბილწყალკანალი“ | სს „თელასის“ 110 კვ ეგხ ხევძმარა I-ის განშტოებაზე მიერთებული 110 კვ კსქ-დან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 1.275 | ||||||||
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||
| შპს „თბილწყალკანალის“ სატუმბი სადგურებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების ტარიფები 10-6-0.4 კვ ძაბვაზე |
| ||||||||||||||
| № | სატუმბო სადგურების დასახელება | მკვებავი ელსადგური ან სადგური | სატუმბო სადგურის ელმომარაგების სქემა |
| |||||||||||
| მკვებავი ელსადგურის ან სადგურის დასახელება | საბალანსო კუთვნილება | მათ შორის | |||||||||||||
| გადაცემის ტარიფი(შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) | სს„თელასი“ | |||||||||||||
| I | II | III | IV | V | VI | VII | VIII | ||||||||
| 1 | სამგორის სათავე ნაგებობა | 110 კვ ვარკეთილი110 კვ ნავთლუღი II110კვ ორხევი | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 2 | დიღომი I | 110 კვ დიღომი I | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 3 | „540“ ნიშნული | 110 საბურთალო III35კვ სანაპირო | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 4 | „603“ ნიშნული | 110 კვ ნუცუბიძის პლატო | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 5 | ვაზისუბანი I | 110 კვ ვარკეთილი | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 6 | წავკისი | 110 კვ ტაბახმელა | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 7 | ბაგები | 110 კვ ბაგები | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 8 | გლდანი | 110 კვ ავშნიანი | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 9 | სს „გალის ქუჩაზე“ | 110 კვ მთაწმინდა | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 10 | ნაძალადევი | 110 კვ არსენალი | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 11 | ბახტრიონი | 35 კვ საბურთალო I | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 12 | მთაწმინდის I აწევა | 35 კვ სოლოლაკი | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 13 | მთაწმინდის II აწევა | 35 კვ სოლოლაკი | სს „თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 14 | მდინარე ვერაზე | 110 კვ ბაგები | სს „ეი-ი-ეს თელასი“ | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი6 კვ ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 | ||||||||
| 15 | სს „თელასის“ კუთვნილი გამანაწილებელი ელექტროქსელის 6-10 კვ ძაბვის სხვა უჯრედებზე | 0.5 | 0.15 | 2.59 | |||||||||||
| 16 | სს „თელასის“ კუთვნილი გამანაწილებელი ელექტროქსელიდან 0.4 კვ ძაბვაზე | 0.5 | 0.15 | 3.6 | |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||
| დანართი № 3 |
| ||||||||||||||
| შპს „თბილისის მეტროპოლიტენისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების ტარიფები |
| ||||||||||||||
| № | ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტისა და მკვებავი ეგხ-ების დასახელება |
|
| ||||||||||||
| მათ შორის |
| ||||||||||||||
| გადაცემის ტარიფი(შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) | სს„თელასი“ |
| ||||||||||||
| I | II | III | IV | V |
| ||||||||||
| 1 | თბილთეცის, შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და სს „თელასის“ მფლობელობაში მყოფი 35-110 კვ ქვ-ების 6-10 კვ სალტეებიდან მეტროპოლიტენის კუთვნილი ეგხ-ბით | 0.5 | 0.15 | 2.59 |
| ||||||||||
| 2 | სს „თელასის“ კუთვნილი გამანაწილებელი 0.4 კვ ელექტროქსელიდან | 0.5 | 0.15 | 3.6 |
| ||||||||||
დანართი № 5
შპს „თბილგანათებასათვის“ ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების ტარიფები
| № | ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტისა და მკვებავი ეგხ-ების დასახელება |
| ||
| მათ შორის | ||||
| გადაცემის ტარიფი(შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) | სს„თელასი“ | ||
| I | II | IV | V | VI |
| 1 | ორთაჭალის, თბილთეცის, შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და სს „თელასის“ მფლობელობაში მყოფი 35-110 კვ ქს-ების 6-10 კვ სალტეებიდან შპს „თბილგანათების“ კუთვნილი ეგხ-ებით | 0.5 | 0.15 | 2.59 |
| 2 | სს „თელასის“ კუთვნილი გამანაწილებელი 0.4 კვ ელექტროქსელიდან | 0.5 | 0.15 | 3.6 |