ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9-9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017403 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/02/2026
1,859 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
გადინების დასაშვები ზღვარი
მონაწილეთა პროფესიული კურსიდან გასვლის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი (10%), რომლის ფარგლებშიც პროექტის დაფინანსება არ ექვემდებარება შემცირებას
მუხლი 2
განმცხადებელი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, სამსახურში წარადგენს საპროექტო განაცხადს
მუხლი 2
ელექტრონული პლატფორმა
სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ საპროექტო განაცხადში მითითებული ვებგვერდი, სადაც ხორციელდება პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია
მუხლი 2
მონაწილე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 16 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირი, რომელიც შერჩეულია პროექტის განმახორციელებლის მიერ და სარგებლობს დაფინანსებული პროფესიული კურსით
მუხლი 2
პროგრამა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამა „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04)
მუხლი 2
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირი
ფიზიკური პირი, რომელიც ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციით გამოხატავს ნებას პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე
მუხლი 2
პროექტი
ამ წესის შესაბამისად საპროექტო განაცხადით წარდგენილი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია:
მუხლი 2
პროექტის განმახორციელებელი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის საპროექტო განაცხადიც დაფინანსდა ამ წესის შესაბამისად
მუხლი 2
პროფესიული კურსი
საპროექტო განაცხადით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების ან/და პროფესიული გადამზადების კურსი
მუხლი 2
საბანკო გარანტია
ბანკის, სხვა საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი წერილობითი ვალდებულება
მუხლი 2
სამსახური
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
მუხლი 2
საპროექტო განაცხადი
სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული საპროექტო განაცხადის ფორმა თანდართული დოკუმენტაციით, რომელსაც განმცხადებელი წარადგენს სამსახურში დაფინანსების მისაღებად
მუხლი 2
ხელშეკრულება
პროგრამის ფარგლებში, ამ წესის შესაბამისად განხილული და დაფინანსებული პროექტის შესახებ, სამსახურსა და პროექტის განმახორციელებელს შორის დადებული ხელშეკრულება.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 20.05.2025 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ 93% 06.03.2026 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 05.05.2025 სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 16.01.2015 მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 09.10.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9-9 2026 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) განხორციელების წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) განხორციელების წესი მუხლი1. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) (შემდგომში – პროგრამა) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში პროექტების დაფინანსების პირობებს და პროცედურებს, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ფიზიკური პირების პროგრამაში მონაწილეობის წესს. 2. პროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. 3. ამ წესის განხორციელების მიზნით საპროექტო განაცხადებს განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შექმნილი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს შესაბამისი კომისია. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამაში „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. 5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. 6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, სამსახურის მიერ საკუთარი კომპეტენციის შესასრულებლად და მისივე ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ქმედებებზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადინების დასაშვები ზღვარი – მონაწილეთა პროფესიული კურსიდან გასვლის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი (10%), რომლის ფარგლებშიც პროექტის დაფინანსება არ ექვემდებარება შემცირებას; ბ) განმცხადებელი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, სამსახურში წარადგენს საპროექტო განაცხადს; გ) ელექტრონული პლატფორმა – სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ საპროექტო განაცხადში მითითებული ვებგვერდი, სადაც ხორციელდება პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია; დ) მონაწილე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 16 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირი, რომელიც შერჩეულია პროექტის განმახორციელებლის მიერ და სარგებლობს დაფინანსებული პროფესიული კურსით; ე) პროგრამა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამა „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04); ვ) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირიფიზიკური პირი, რომელიც ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციით გამოხატავს ნებას პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე; ზ) პროექტი – ამ წესის შესაბამისად საპროექტო განაცხადით წარდგენილი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია: ზ.ა) მონაწილეთა პროფესიული მომზადება ან/და გადამზადება; ზ.ბ) მომზადებულ/გადამზადებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა სხვადასხვა აქტივობის (მათ შორის, კარიერული კონსულტირების, დასაქმების ფორუმის, პრაქტიკისა თუ სტაჟირების) მეშვეობით; თ) პროექტის განმახორციელებელი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის საპროექტო განაცხადიც დაფინანსდა ამ წესის შესაბამისად; ი) პროფესიული კურსი – საპროექტო განაცხადით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების ან/და პროფესიული გადამზადების კურსი; კ) საბანკო გარანტია – ბანკის, სხვა საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი წერილობითი ვალდებულება; ლ) სამსახური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური; მ) საპროექტო განაცხადი – სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული საპროექტო განაცხადის ფორმა თანდართული დოკუმენტაციით, რომელსაც განმცხადებელი წარადგენს სამსახურში დაფინანსების მისაღებად; ნ) ხელშეკრულება – პროგრამის ფარგლებში, ამ წესის შესაბამისად განხილული და დაფინანსებული პროექტის შესახებ, სამსახურსა და პროექტის განმახორციელებელს შორის დადებული ხელშეკრულება. მუხლი 3🔗. საპროექტო განაცხადის წარდგენა და შეფასების კრიტერიუმები 1. დაფინანსების მისაღებად განმცხადებელმა უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით. 2. წარდგენილი საპროექტო განაცხადის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის – „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი: 07 04) პრიორიტეტებსა და მიზნებს. 3. სამსახურში საპროექტო განაცხადის წარდგენის ვადები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით. 4. წარდგენილი საპროექტო განაცხადის ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში განსახილველად წარუდგენს კომისიას. 5. თუ საპროექტო განაცხადის შესწავლისას დადგინდა, რომ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება პროგრამის პრიორიტეტებს ან არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს, საპროექტო განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი. 6. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული  ამოწმებს საპროექტო განაცხადის შესაბამისობას ამ წესით და სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ ფორმასთან, აგრეთვე წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ ფორმას ან/და წარდგენილია არასრული დოკუმენტაცია, სამსახური განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. 7. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება. 8. თუ პროექტის განხორციელების დაწყებამდე დარჩენილია 20 (ოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება. 9. კომისია უფლებამოსილია განიხილოს განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტში დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საპროექტო განაცხადი იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და განმცხადებლის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე კომისია მიზანშეწონილად ჩათვლის აღნიშნული საპროექტო განაცხადის განხილვას. მუხლი 4🔗. საპროექტო განაცხადის განხილვა და დაფინანსება 1. კომისია განიხილავს საპროექტო განაცხადს და გასცემს რეკომენდაციას პროექტის სრული დაფინანსების, ნაწილობრივი დაფინანსების, კორექტირების საჭიროების ან დაფინანსებაზე უარის შესახებ. 2. საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა დადგენილ პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა, ბიუჯეტის ოპტიმალურობა, თანადაფინანსების არსებობა, განმცხადებლისა და პროექტში ჩართული პირების გამოცდილება. 3. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის კომისიის მიერ დადებითი შეფასების შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი. 4. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს, კომისია, დადებითი შეფასების შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, შემდგომში პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან წარსადგენად. 5. კორექტირების საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარდგენა გონივრულ ვადაში. 6. სამსახურს უფლება აქვს განმცხადებელს/პროექტის განმახორციელებელს ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება და აღმოჩენილი ხარვეზის გასწორება. 7. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). პროექტის განმახორციელებელს თანხა გადაერიცხება ასევე ეროვნულ ვალუტაში. მუხლი 5🔗. პროფესიულ კურსზე რეგისტრაცია და მონაწილეთა შერჩევის წესი 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ბრძანებით. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე. 2. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი რეგისტრაციის პროცესში უფლებამოსილია აირჩიოს პროფესიული კურსები ელექტრონულ პლატფორმაზე. 3. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრირებული პირების მონაცემები, მათ მიერ არჩეული პროფესიული კურსების მიხედვით, გადაეცემა შესაბამის განმახორციელებლებს. 4. პროგრამის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის, მონაცემთა გადაცემა პროექტის განმახორციელებლისთვის, ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ პროგრამის ადმინისტრირების, მონაწილეთა შერჩევის, პროგრამის მიმდინარეობის კონტროლისა და სტატისტიკური ანალიზის მიზნით. მონაცემთა მიმღები სუბიექტები ვალდებული არიან უზრუნველყონ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. 5. მონაწილეთა შერჩევას და პროგრამაში მონაწილეობას უზრუნველყოფენ პროექტის განმახორციელებლები, ხელშეკრულების, პროექტის პირობების და პროფესიული კურსების მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად. 6. რეგისტრაციის ერთი ეტაპის ფარგლებში მონაწილეს უფლება აქვს გაიაროს მხოლოდ ერთი პროფესიული კურსი. მუხლი 6🔗. ხელშეკრულების დადება 1. სამსახურსა და პროექტის განმახორციელებელს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 2. ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. 3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 4. ობიექტური აუცილებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებაში არსებითი პირობების ცვლილება ხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე. ფინანსური გაანგარიშების/ხარჯთაღრიცხვის პუნქტებში მითითებული თანხების ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე, პროექტის მთლიანი ბიუჯეტის არაუმეტეს 10%-ის ფარგლებში, საპროექტო განაცხადში მითითებული პროექტის განხორციელების ვადის დასრულებამდე. მუხლი 7🔗. დაფინანსების ადმინისტრირება 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით პროგრამებისთვის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი საპროექტო განაცხადის დაფინანსებას სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. 2. სამსახური უფლებამოსილია პროექტის დაფინანსება გასცეს ეტაპობრივად. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროპორციულად, პროექტის დასრულების და სამსახურში შესაბამისი ანგარიშგების წარდგენის შემდეგ, ან წინასწარი ანგარიშსწორების სახით – სამსახურისთვის წარდგენილი საბანკო გარანტიის თანხის იდენტური ოდენობით. 4. პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ობიექტური აუცილებლობის წარმოშობის შემთხვევაში, წინასწარ მიმართოს სამსახურს წერილობით, ბიუჯეტის პუნქტებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე საპროექტო განაცხადში მითითებული პროექტის განხორციელების ვადის დასრულებამდე. 5. პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია განახორციელოს ფინანსების ხარჯვა მიზნობრივად, ხელშეკრულების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. კონტროლის განხორციელება 1. ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და პროექტის შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული). 2. პროექტის დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღისა, პროექტის განმახორციელებელმა, ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, სამსახურში უნდა წარადგინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და დოკუმენტების ასლები, აგრეთვე, შესრულების ანგარიში სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 3. სამსახურისთვის წარდგენილ ანგარიშში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში პროექტის განმახორციელებელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეცნობება არსებული ხარვეზის შესახებ. ხარვეზის გამოსწორება უნდა მოხდეს ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. 4. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განმახორციელებელი არ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშს, დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს სამსახურის მიერ მითითებულ ხარვეზს, ან წარდგენილ დოკუმენტაციაში არსებულ თანხებზე არ ექნება ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი განმარტება, იგი ვალდებულია შესაბამისი თანხა დააბრუნოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სამსახურის მიერ მითითებულ ანგარიშზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროექტის განმახორციელებელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, ხოლო ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროპორციულად, პროექტის დასრულების და სამსახურში შესაბამისი ანგარიშგების წარდგენის შემდეგ სამსახური დაფინანსებას განახორციელებს მხოლოდ დადასტურებული ხარჯების შესაბამისად. 6. ამ წესის საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტი ჩაითვლება ჯეროვნად განხორციელებულად, თუ პროექტის განმახორციელებელი უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული კურს(ებ)ის ჩატარებას და ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) უზრუნველყოფს პროფესიული კურსის ჩატარებას კვალიფიციური პერსონალის (ინსტრუქტორის/ტრენერის/ლექტორის) მიერ, წინასწარ შეთანხმებული სასწავლო განრიგის და მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოფს შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სათანადო სასწავლო გარემოს; გ) უზრუნველყოფს პროფესიული კურსის ხელმისაწვდომობას კურსის მონაწილეთათვის საპროექტო განაცხადით განსაზღვრულ დროსა და ადგილზე. 7. პროფესიული კურსის მონაწილის მიერ კურსის შეწყვეტა, რაც განპირობებულია მონაწილის პირადი ნებით და არ არის გამოწვეული პროექტის განმახორციელებლის ქმედებით ან უმოქმედობით, არ წარმოადგენს სამსახურის მხრიდან დაფინანსების დაბრუნების მოთხოვნის ან დაფინანსების შეჩერების საფუძველს, თუ შესაბამის პროფესიულ კურსზე აქტიურ მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს ამავე კურსისთვის განსაზღვრული მონაწილეების რაოდენობის არანაკლებ 90 პროცენტს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით სარგებლობისთვის, პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია, პროფესიულ კურსზე მონაწილეთა შენარჩუნების მიზნით, გამოიჩინოს გონივრული ძალისხმევა, რაც გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას: ა) კურსის შეწყვეტის მაღალი რისკის მქონე მონაწილისთვის დამატებითი კონსულტაციის ან/და ინდივიდუალური მხარდაჭერის შეთავაზებას; ბ) კურსზე მონაწილეობის შეწყვეტის მიზეზების გარკვევის მცდელობას და შესაბამის დოკუმენტირებას. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გონივრული ძალისხმევის დადასტურების მიზნით პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის: ა) კომუნიკაციის ამსახველი მასალები – ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ასლები ან/და სხვა სახის შეტყობინებები, რომლითაც დასტურდება მონაწილესთან დაკავშირების მცდელობა; ბ) მონაწილის წერილობითი განმარტება – პროფესიული კურსის შეწყვეტის მიზეზების მითითებით (ასეთის მოპოვების შესაძლებლობის შემთხვევაში); გ) შიდა ორგანიზაციული აქტი (ოქმი) – დგება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილესთან ვერ ხერხდება კომუნიკაციის დამყარება ან ეს უკანასკნელი უარს აცხადებს შესაბამისი წერილობითი განმარტების წარდგენაზე. ოქმში დეტალურად უნდა აისახოს მონაწილესთან დაკავშირების მცდელობის თარიღები, კომუნიკაციის საშუალებები და მიღებული შედეგი. 10. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული კურსიდან გადინებული მონაწილეთა რაოდენობა მეტი აღმოჩნდება გადინების დასაშვებ ზღვარზე, პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული თანხა/სამსახური ვალდებულია შეაჩეროს დაფინანსება (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში), გადინების დასაშვები ზღვრის მიღმა არსებული მონაწილეების რაოდენობის პროპორციულად. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაბრუნებელი ან დაფინანსების შეჩერებას დაქვემდებარებული თანხის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროფესიული კურსის ღირებულება იყოფა ამავე კურსისთვის განსაზღვრულ მონაწილეთა საერთო რაოდენობაზე და მრავლდება გადინების დასაშვებ ზღვარს მიღმა მყოფ გადინებულ მონაწილეთა რაოდენობაზე. 12. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განმახორციელებელი ვერ წარმოადგენს ამ მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ის ვალდებულია დააბრუნოს მიღებული თანხა/სამსახური ვალდებულია შეაჩეროს დაფინანსება (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში), გადინებული მონაწილეების რაოდენობის პროპორციულად. 13. პროექტებზე, რომელთა მიზანია მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომზადებულ/გადამზადებულ მონაწილეთა დასაქმების ხელშეწყობა, არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლი, ასევე ამ მუხლის მე-6 – მე-12 პუნქტები.