ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 14143.0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

2027 პროგნოზი

2028 პროგნოზი

2029 პროგნოზი

02 00

ინფრასტრუქტურის განვითარება

14,143.0

7,435.0

8,158.0

8,825.0

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურა

9,754.0

3,265.0

3,768.0

4,270.0

02 01 01

გზების კაპიტალური შეკეთება

9,336.8

3,000.0

3,500.0

4,000.0

02 01 02

გზების მიმდინარე შეკეთება

100.0

200.0

200.0

200.0

02 01 03

საგზაონიშნები და უსაფრთხოება

317.2

65.0

68.0

70.0

02 02

წყლის სისტემების განვითარება

472.0

520.0

630.0

640.0

02 02 01

წყლის სისტემის რეაბილიტაცია

250.0

300.0

400.0

400.0

02 02 02

წყლის სისტემის ექსპლოატაცია

222.0

220

230

240

02 03

გარე განათება

780.0

900.0

905.0

910.0

02 03 01

გარე განათების ქსელის ექსპლოტაცია

780.0

900

905

910

02 06

კეთილმოწყობის ღონისძიებები

1,182.0

952.0

1,057.0

1,157.0

02 06 01

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია

400.0

250.0

300.0

350.0

02 06 02

მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობა

550.0

600.0

650.0

700.0

02 06 03

სადღესასწაულო ღონისძიებები

220.0

90.0

95.0

95.0

02 06  04

შადრევან-აუზების ექსპლოტაცია, რეაბილიტაცია

12.0

12

12

12

02 08

საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურების შესყიდვა

750.0

750.0

750.0

800.0

02 10

სოფლის პროგრამის მხარდაჭერა

1,205.0

1048

1048

1048

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების  კაპიტალური  შეკეთება

დაფინანსება ათას ლარში

02 01 01

9336,8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების  და ხიდების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია.

ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ის მრავალწლიანი პროექტები , რომლებიც დაიწყო 2024-2025 წლებში და ითვალისწინებს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაციას.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და წლის განმავლობაში ჩატარებული ტენდერებით წარმოქმნილი ეკონომიებით შესაძლებელია განხორციელდეს  პროექტები,  პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 3, მიზანი 9, მიზანი 11

მიღწეული შედეგი

მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;
მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება;
ტურიზმის ხელშეწყობა;
მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების  მიმდინარე  შეკეთება

დაფინანსება ათას ლარში

02 01 02

100

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლოტაციის, მოვლა-შენახვის სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს  ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა- რეაბილიტაციას (ე.წ. ორმული შეკეთება); არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორება და მოხრეშვა-მოშანდაკებას, მილხიდების რეაბილიტაციას; ზამთრის პერიოდში გზების თოვლისგან გაწმენდას და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით სამუშაოების ჩატარებას. სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს საგზაო ინფრასტრუქტურის იმ მონაკვეთებზე, რომლებზეც წლის განმავლობაში გამოიკვეთება სამუშაოების შესრულების აუცილებლობა. ასევე, გზის გაწმენდითი სამუშაოები შესრულდება საჭიროების შესაბამისად

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 3, მიზანი 9, მიზანი 11

მიღწეული შედეგი

ქ. ლანჩხუთში ,ასევე სოფლების დამაკავშირებელი გზებს ჩაუტარდა მიმდინარე შეკეთება (ორმული სამუშაოები, მოხრეშვა). შესრულებული სამუშაოები უსაფრთხოს გახდის ამ გზებზე გადაადგილებას. 2026 წელს რეაბილიტირებული გზებით საერთო ჯამში ისარგებლებს  ადგილობრივი ქალაქ ლანჩხუთის და სოფლების მოსახლეები.

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემის განვითარება

დაფინანსება
ათას ლარში

02 02

472

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ითვალისწინებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების სრულ რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. მათ შორის, პრიორიტეტულია მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა წლის ნებისმიერ პერიოდში. რიგ შემთხვევებში პროგრამა ასევე მოიცავს, სარწყავი და სანიაღვრე არხების მოწყობა რეაბილიტაციას.
პროგრამა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქ ლანჩხუთში, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.
პროგრამის მიზანია:
- მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში   წყლის  მიწოდება;
- მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებელი წვდომა და იღებდეს  წყალს;
- წყლის სისტემების ექსპლუატაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად.
წყლის სისტემის განვითრების პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისაგან. ესენია:  წყლის სისტემის ექსპლუატაციის ქვეპროგრამა და წყლის სისტემის რეაბილიტაციის ქვეპროგრამა. ექსპლუატაციის ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები, ხოლო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერიდან. მიმდინარე ეტაპზე პროგრამის შედგება 1 ქვეპროგრამისაგან -  წყლის სისტემის ექსპლუატაციის ქვეპროგრამა.
წყლის სისტემის განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული (წყლის სისტემის რეაბილიატაცია, ახლის მოწყობა), ასევე, მომსახურების (წყლის სისტემის ექსპლუატაცია). რაც შეეხება მის ხანგრძლივობას, იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივმოქმედ პროგრამას.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 6

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

წყლის სისტემების ექსპლუატაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოიფხვრება დროულად.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემის რეაბილიტაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 02 01

250

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში, ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი წყლის სისტემების ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და წლის განმავლობაში ჩატარებული ტენდერებით წარმოქმნილი ეკონომიებით შესაძლებელია განხორციელდეს სხვა პროექტებიც. პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 6

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში მოქმედებს  წყლის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკი;

მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნია შეუფერხებლი წვდომა  წყალზე;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემის ექსპლოატაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 02 02

222

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში (გარდა ქ. ლანჩხუთისა)  5600 კომლის  წყალმომარაგებას, რაც მიზნად ისახავს სოფლის მოსახლეობის შეუფერხებელ წყლის მიწოდებას.

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ფინანსდება:

-  დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები.
- მწყობრიდან გამოსული წყლის მილების  შეკეთება და გამოცვლა;
-  დაზიანებული ტუმბოების  შეკეთება;

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 6

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობისათვის წყლის შეუფერხებელი მიწოდება.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათება

დაფინანსება
ათას ლარში

02 03

780

პროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. ლანჩხუთში და 15 ადმინისტრაციულ ერთეულში  (დასახლებულ პუნქტში), გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის 75%. გარე განათების სისტემა მოიცავს 1100-ზე მეტს განათებისა და ელექტროგაყვანილობის ბოძს, 8000-ზე მეტ სანათ წერტილს, 30000 გრძივ მეტრზე მეტ სადენს და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას. პროგრამის ასიგნებების მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 500,0 ათასი ლარი ყოველწლიურად) ხმარდება მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას.
პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისაგან. ესენია:
- გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია;
- კაპიტალური დაბანდებები გარე განათების სფეროში.
გარე განათების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული ხასიათის, ასევე - მომსახურების. კაპიტალური ნაწილი მოიცავს გარე განათების ქსელის გაფართოება-გაუმჯობესების ღონისძიებებს, ხოლო მომსახურების ნაწილი - გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაციას (მ.შ. მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას).
ხანგრძლივობის მიხედვით, ექსპლუატაციის ნაწილში პროგრამა არის მუდმივმოქედი, ხოლო ინფრასტრუქტურულ ნაწილში - მრავალწლიანი.
2025 წლის ბიუჯეტიდან ასიგნებები გამოყოფილია მხოლოდ გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის ქვეპროგრამაზე. ექსპლუატაციის ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო კაპიტალური დანახარჯები უმეტესწილად გაიწევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 11

პროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება. შედეგად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც მოწყობილია გარე განათება, ქსელი განათებული იქნება სრულად, ხოლო პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა მოხდება ოპერატიულად. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 03 01

780

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება.

დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. ლანჩხუთში, ასევე 15 ადმინისტრაციულ ერთეულში   გარე განათების ქსელით მოცულია დასახლებული ტერიტორიების 80%.

(დასახლებულ პუნქტში). ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა;
- ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება;
- ქსელის  დაზიანებული მონაკვეთის  აღდგენა, შეკეთება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 11

მოსალოდნელი შედეგი

გარე განათების სისტემის გამართული  ფუნქციონირება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა - რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 06 01

400

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის გამარჯვებული პროექტი, და ლანჩხუთის მუნივიპალიტეტის ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 11

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდობისთვის ქუჩის ალტერნატივის შექმნა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

02 06 02

550

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

შპს ლანჩხუღის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საძღვრებში ტრანსპორტით მომსახურებას , კერძოდ ; 5 ერთეული ავტობუსით მგზავრთა რეგულარულ გადაყვანას და 2 JCB ექსკავატორით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საჭიროების შესაბამისად მომსახურებას

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 11

მოსალოდნელი შედეგი

მუნიპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანსპორტით შეუფერხებელი გადაადგილება, მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად  ექსკავატორით სამუშაოების განხორციელება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სადღესასწაულო ღონისძიებები

დაფინანსება
ათას ლარში

02 06 03

220

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს საახალწლო  ღონისძიებების

უზრუნველყოფას, სადღესასწაულო

კომფორტული გარემოს შექმნასა და მოსახლეობის განწყობის ამაღლებას. საახალწლოდ შესაბამისად განხორციელდება  ქალაქის მორთვა

საახალწლო დეკორატიული  განათებებით;  მოირთვება ქალაქ  ლანჩხუთის ცენტრალური მოედანი, შადრევანი და მიმდებარე ქუჩები.

ასევე განხორციელდება  ქალაქის გაფორმება სხვადასხვა

სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. ახალი ნაძვის ხის შეძენა.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქის საახალწლო

დეკორაციებით

გაფორმების სამუშაოები: საახალწლო ნათურების მონტაჟი,ქალაქში მთავარი ნაძვის

ხის მონტაჟი  /დემონტაჟის ღონისძიებები და სხვა სადღესასწაულო

ღონისძიებებისთვის

ქალაქის გაფორმება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 11

მოსალოდნელი შედეგი

სადღესასწაულო დღეებში მორთული ქალაქი; მოსახლეობის სადღესასწაულო განწყობის ამაღლება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურების შესყიდვა

დაფინანსება
ათას ლარში

02 08

750

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ამასთან, იმ ხელშეკრულებებზე რომელთა ღირებულება არ აღემატება 50.0 ათას ლარს  პროექტის შემდგენი ახორციელებს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება 50.0 ლარზე მეტი თანხის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის (საექსპერტო მომსახურების) სამუშაოების შესყიდვა.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუტურული პროექტებისათვის დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ასევე, პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით.
პროგრამის თანხების განკარგვა ხორციელდება რეგიონალურ დონეზე ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 9

მოსალოდნელი შედეგი

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დროულად და კვალიფიციურად მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდერტებს)

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის პროგრამის მხარდაჭერა

დაფინანსება
ათას ლარში

02 10

1205,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები , რომელიც განხილული და შეჯერებული იქნება თვით მოსახლეობასთან

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

მიზანი 9 მიზანი 11

მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის ფარგლებში მიიღწევა ყველა ადმინისტრაციული ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესე