კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5,438.1 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
2027 პროგნოზი
2028 პროგნოზი
2029 პროგნოზი
05 00
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
5,438.1
5,860.0
6,397.0
6,804.0
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
2,689.8
2,790.0
3,112.0
3,314.0
05 01 01
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
1,995.1
2,200.0
2,320.0
2,420.0
05 01 01 01
სპორტული ცენტრის ხელშეწყობა
920.6
1000.0
1050.0
1100.0
05 01 01 03
სტადიონის ფუნქციონირება
250.0
260.0
270.0
280.0
05 01 01 04
ქალთა სპორტის განვითარება
200.0
220.0
230.0
240.0
05 01 01 05
საფეხბურთო სკოლის ხელშეწყობა
624.5
720.0
770.0
800.0
05 01 02
სპორტის ხელშეწყობა
90.0
90.0
92.0
94.0
05 01 03
კაპიტალური დაბანდებები სპორტის სფეროში
604.7
500.0
700.0
800.0
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
2,713.3
3,030.0
3,240.0
3,440.0
05 02 01
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა
2,588.3
2,900.0
3,100.0
3,300.0
05 02 01 01
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობა
1,830.0
2100.0
2250.0
2400.0
05 02 01 02
სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა
758.3
800.0
850.0
900.0
05 02 02
კულტურის ხელშეწყობა
85.0
90.0
100.0
100.0
05 02 04
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
40.0
40.0
40.0
40.0
05 03
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
35.0
40.0
45.0
50.0
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ცენტრის ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
05 01 01 01
920,6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს 18 წლამდე მოზარდებში ფსიქოლოგიურ , სოციალურ ემოციური შესაძლებლობების განვითარებას.
ქვეპროგრამის მიზანია 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკური განვითარება სპორტული ცენტრი აერთიანებს 10 სპორტულ მიმართულებას, ესენია: თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, რაგბი, ცურვა მაგიდის ჩოგბურთი, კარატე, ჭადრაკი, კალათბურთი და სპორტული ტანვარჯიში. სულ ცენტრში სპორტის სახეობებს ეუფლება 380 ბავშვი, აქედან გოგონა 85 და ვაჟი 295. რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-4ჯერ.
ქვეპროგრამის მიზანია: ისეთი ღონისძიებების მოწყობა, რომლებიც ორიენტირებული იქნება: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას,ასევე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრები წესის დამკვიდრებასა და ბავშვთა და მოზარდა შორის თავისუფალი დროის სწორ მენეჯმენტს;
- მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 3
მოსალოდნელი შედეგი
სპორტის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება; სპორტული ტრადიციების დაცვა, გარღმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობითობის უწყვეტობა, სპორტის განვითარება; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მატერიალური და ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სპორტის ინდუსტრიის განვითარება;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სტადიონის ფუნქციონირება
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 03
250
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლანჩხუთის მინიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ლანჩხუთის საფეხბურთო სტადიონის ფუნქციონირების ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხები სუბსიდიის სახით მიეცემა მუნიციპალიურ შპს „ლანჩხუთს“, რომელიც შემდგომ ახორციელებს სტადიონის მოვლა-პატრონობის ღონისძიებებს. სუბსიდიის ხარჯები ხმარდება შპს-ს თანამშრომელთა ხელფასების, სტადიონის კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას, ბიუჯეტთან ანგარიშწორებას (ქონების გადასახადი) და სტადიონის ფუნქციონორებისათვის სხვა აუცილებელ ხარჯების დაფინანსებას.
ქვეპროგრამის მიზანია წლის ნებისმიერ პერიოდში ლანჩხუთის საფეხბურთო სტადიონის მზადყოფნის უზრუნველყოფა დაგეგმილი მატჩებისათვის.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 3
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალური საფეხბურთო სტადიონი შეუფერხებლად მასპინძლობს ყველა სპორტულ ღონისძიებას.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ქალთა სპორტის განვითარება
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 04
200
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის ლანჩხუთი“-ს დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხები სუბსიდიის სახით მიეცემა მუნიციპალიურ შპს „ლანჩხუთის ლანჩხუთს“, საიდანაც ხორციელდება კლუბის ხარჯების დაფინანსება. სუბსიდიის ხარჯები ხმარდება ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასებს, შეკრებებს და სამწვრთნელო პროცესს, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებას და შპს-ს ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასს.
პროგრამის მიზანია ქალთა საფერბურთო გუნდის წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ და შემდგომ საერთაშორისო ასპარეზზე.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 5
მოსალოდნელი შედეგი
ეროვნულ ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საფეხბურთო სკოლის ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 05
624,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საფეხბურთო სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის ჭაბუკთა 9 და გოგონათა 1 ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია და ვარჯიშობს 200 ბავშვი, აქედან ვაჟი 180 და გოგონა 20. რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-4 ჯერ. სკოლაში დასაქმებულია ჯამში 45 ადამიანი აქედან: 23 ტექნიკური პერსონალი და 22 მწვრთნელი . სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში საქართველოს მასშტაბით.
სკოლის ფეხბურთელების 5 ასაკობრივი გუნდი U-10, U-11, U-12, U-14 მონაწილეობას იღებს სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასაკობრივ ჯგუფების გათამაშებაში.
U-15 ასაკობტივი ჯგუფი მონაწილეობას ღებულობს სფფი-ს ეგიდით გამართულ ჭაბუკთა ლიგის 15 წლამდე ,,ბრინჯაოს’’ ლიგის გათამაშებაში, ასევე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტურნირებში.
ქვეპროგრამის მიზანია:
-ფეხბურთის პოპულარიზაცია
-ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
-მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეს ქუჩისთვის
მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 3
მოსალოდნელი შედეგი
საფეხბურთო სკოლა მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია სკოლის მომსახურებით; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია ფეხბურთის ჯგუფებით სარგებლობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტის ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარებში
05 01 02
90
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის , ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება ფასიანი საჩუქრებით;
ოლიმპიადის, მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატების საპრიზო (I,II,III) ადგილებზე გასული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებისა და მწრთვნელების წახალისება ფულადი ჯილდოთი;
ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენების (წარსულში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული ვეტერანი სპორტსმენი) დაჯილდოება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით;
სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და მწვრთნელების ტრანსპორტირებაში დახმარება;
სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და სპორტი ბარიერების გარეშე-ღონისძიებების ორგანიზება.
მუნიციპალური სპორტული ტურნირების ორგანიზება
პროგრამის მიზანია:
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ყველა ასაკობრივი ჯგუფების ჩართვა მასობრივ სპორტის სახეობებში; წარმატებული, ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 3 მიზანი 11
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა. მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, წარმატებული და ღვაწლმოსილი სპორტსმენების და მწვრთნელების დაფასება და მათი მოტივაციის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კაპიტალური დაბანდება სპორტის სფეროში
დაფინანსება
ათას ლარებში
05 01 03
604,7
ქვეპროგრამის განმახორციელე
ბელი სამსახური
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აშენდება სტადიონები.
2024 წელს საქართველოს მთავრობის 28/12/2023 წლის N2402 განკარგულებით დაიწყო
ქ.ლანჩხუთში სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელიც გაგრძელდება 2025 წელს და დასრულდება.
პროგრამის მიზანია:
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ყველა ასაკობრივი ჯგუფების ჩართვა სხვადასხვა სპორტის სახეობებში;
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 3 მიზანი 9 მიზანი 11
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება სხვადსხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარება. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა. მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მათი მოტივაციის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 01
1830
ქვეპროგრამის განმახორციელე
ბელი სამსახური
ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მოქმედი 4 კულტურის სახლი,4 მუნიციპალური მუზეუმი, 18 ბიბლიოთეკა და ე.
ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრი.
კულტურის სახლებში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები, ქორეოგრაფიული
წრეები, ფოლკლორული ანსამბლები, ბავშვთა საესტრადო წრეები. გობელენის ქსოვის
შემსწავლელი და სამხატვრო წრე. ამ წრეების სწავლების პროგრამებში მონაწილეობს 235
აღსაზრდელი, აქედან გოგონა 140 და ბიჭი 95. ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის
ანსამბლებში ჩართულია 225 მონაწილე. გობელენის შემსწავლელ წრეში 10 მოსწავლე.
მუნიციპალურ მუზეუმებში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 19000 ექსპონატი.
წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1000-ს.
მუნიციპალიტეტის 18 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 106000 ერთეულს.
ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლობით 2000
მოსახლე.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ე. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრი და
მასთან არსებული თოჯინების თეატრი. პერიოდულად იმართება სპექტაკლები, აღდგა და
განახლდა წინა წლებში დადგმული 2 სპექტაკლი. თოჯინების თეატრში დაიდგა 1 ახალი
წარმოდგენა, თოჯინების თეატრი ასევე ახორციელებს გასვლით წარმოდგენებს. შედგა 1
ახალი სპექტაკლის პრემიერა.
მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობის
ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია,შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა
და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 11
მოსალოდნელი შედეგი
კულტურის ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობა.
სანახაობრივი მაღალი ხარისხის კულტურული ღონისძიებების ჩატარება; მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 02
758,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაწყებითი სამუსიკო განათლების 2 და დაწყებითი სამხატვრო განათლების 1 სკოლა.
სამუსიკო სკოლებში გაერთიანებულია საფორტეპიანო, თეორიული, ვიოლინოს, ხალხური საკრავების, კლასიკური გიტარის და სხვა მიმართულებები. სამუსიკო სკოლებში დაწყებით სამუსიკო განათლებას იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300 ბავშვი.აქედან გოგონა 240 და ბიჭი 60.
სამხატვრო სკოლაში ბავშვები ეუფლებიან ფერწერას, ხატვას, კომპოზიციას, ქანდაკებას, გობელენს, ვიტრაჟს,ხაზვას,გრაფიკულ დიზაინს და ხატწერას. სამხატვრო სკოლაში დაწყებით სამხატვრო განათლებას იღებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 180 ბავშვი. აქედან გოგონა - 135, ბიჭი- 45
პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მიმდინარე ხარჯები (ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი) .
სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა; სიმღერის, ფოლკლორის, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე შემსწავლელი წრეები ჩამოყალიბება; კულტურული ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე; ფასიანი, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა; მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, ფორუმებში როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 4 მიზანი 11
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები და სამხატვრო სკოლა წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული სამხატვრო და სამუსიკო დაწყებით განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 02
85
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის , ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო დღეებზე ღონისძიებების, ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას;
კულტურული პროექტების თანადაფინანსებას;
კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების წახალისებას;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას;
კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 11
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა;
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება;
პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა, შედეგად გაიზრდება შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარებში
05 02 04
40.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა- 40000 ლარი
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილი რელიგიის მხარდაჭერა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
დაფინანსება
ათას ლარებში
05 03
35
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის , ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი პროექტები:
შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში.
ახალგაზრდული პროექტები მომართვიანობის მიხედვით.
პროგრამის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ეფექტურად და შინაარსიანად ხარჯვის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 11
მოსალოდნელი შედეგი
შშმ პირების საზოგადოებაში ჩართვის-ინტეგრირების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება, მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის,სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება განხორციელება და ხელშეწყობ