დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3,151.7 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
2027 პროგნოზი
2028 პროგნოზი
2029 პროგნოზი
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
3151.7
3400
3530
3650
03 01
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
2756.7
2980
3100
3200
03 02
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება
375
390
400
420
03 04
უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
20
30.0
30.0
30.0
პროგრამის დასახელება
კოდი
დასუფთავება და ნარჩენების გატანას
დაფინანსება
ათას ლარში
03 01
2756,7
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი
პროგრამის აღწერა და მიზანი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა. ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები.
დასუფთავების ღონისძიებებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები ძირითადად გაიწევა მუნიციპალური ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლებიდან (სესხი, სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი), ხოლო მიმდინარე ხარჯები, ისეთი როგორიცაა ყოველდღიურად ნარჩენების მოგროვება და გატანა ნაგავსაყრელ პოლიგონზე ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან, კერძოდ დასუფთავება და ნარჩენების გატანის პროგრამიდან.
პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას.
დასუფთავების ღონიძიებები ხორციელდება ქალაქ ლანჩხუთის ქუჩებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე 15 ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრებიდან. რომელსაც ემსახურება 34 მეეზოვე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 1200 ურნა, ყოველდღიური დასუფთავების შედეგად მუნიციპალიტეტიდან გადის 85 მ³ ნარჩენის გატანა ხორციელდება 13 ნაგავმზიდის მეშვეობით ფოთის, ურეკის და ოზურგეთის (მერის) ნაგავსაყრეზე.
- ფინანსდება მდინარე სუფსაზე არსებული ნაგავჩამკეტის გაწმენდითი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც 2 დღეში ერთხელ ძრავიანი ნავის საშუალებით ხორციელდება მდინარის გაწმენდა ნარჩენებიდან.
- მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების განხორციელების მიზნით დამატებით საჭიროა ურნებისა და სპეც მანქანების შესყიდვა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 11
მოსალოდნელი შედეგი
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება, დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქიონირება.
პროგრამის დასახელება
კოდი
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება
დაფინანსება
ათას ლარში
03 02
375
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა. კერძოდ, სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ტარდება მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, ნიადაგის მომზადება, დასუფთავება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა, ხეების გადაბელვა და შეთეთრება, რათა გაუმჯობესთეს მუნიციპალიტეტის მწვანე საფარი.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქ. ლანჩხუთის ტერიტორიაზე არსებული 6 სასაფლაოს მოვლა-პატრონობა. კერძოდ: აგარაკი N1, აგარაკი N2, ლაშისღელის, მაჩხვარეთის, ქალაქის (ატეკის), ორაგვის ღელის სასაფლაოების მოვლითი ღონისძიებები 10800 კვ/მეტრს ფართზე.. - დაზიანებული ღობის შეკეთება, შეღებვას;
ქვეპროგრამა ფარგლებში ასევე ხორციელდება ქალაქის ლანჩხუთში სკვერებისა და პარკების დაცვა მოთარეშე პირუტყვისაგან.
- ასევე ხორციელდება სკვერებისა და პარკების როგორც შეწამვლითი და გაცელვითი სამუშაოები.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 11
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის გამწვანება და გამწვანებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლა პატრონობა, რის შედეგაც მიღებული იქნება გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
დაფინანსება
ათას ლარში
03 04
20.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლები ,მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მაწანწალა ძაღლების გადაყვანა კასტრაცია, ვაქცინაციის მიზნით.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
მიზანი 11
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელთა დაცვა მაწანწალა ძაღლებისაგა