„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 27.02.2026
ძალაში შესვლა 01.06.2026
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/32
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016024 17
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/03/2026
1,556 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2026 მიღება
01.06.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო
მუხლი 2
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი
ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოქმედ სერტიფიკატს
მუხლი 2
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირი (შემდგომ
სწავლების განმახორციელებელი პირი) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება
მუხლი 2
სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შემდგომ
სწავლების სერტიფიკატი) – სწავლების განმახორციელებელი პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა წარმატებით გაიარა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება
მუხლი 2
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდა (შემდგომ
გამოცდა) – სააგენტოს მიერ ორგანიზებული თეორიული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პირი მიიღებს სერტიფიკატს
მუხლი 2
საფასური
ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადარიცხული სავალდებულო თანხა, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით
მუხლი 2
სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია (RID) (შემდგომ
RID) – „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართი − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 20.02.2024 სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 29.06.2018 „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ტიპი: ძრავის მოცულობა: ზუსტი მოცულობა: შასის ნომერი: საბაჟო ღირებულება: სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია): საჭე: დაუტვირთავი წონა: 88% 29.08.2019 სადაზღვევო ბროკერისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნების დადგენის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 88% 25.09.2019 ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 15.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/32 2026 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები, პირობები და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმა“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები, პირობები და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები, პირობები და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმა“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებსა და პირობებს და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო; ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტიფიზიკური პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოქმედ სერტიფიკატს; გ) განმცხადებელი − დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიიღოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი; დ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირი (შემდგომ – სწავლების განმახორციელებელი პირი) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება; ე) სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შემდგომ – სწავლების სერტიფიკატი) – სწავლების განმახორციელებელი პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა წარმატებით გაიარა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება; ვ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი  - სააგენტოს მიერ გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე გაცემული სერტიფიკატი; ზ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება − სწავლება, რომლის მიზანია პირისთვის შესაბამისი კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება სახიფათო ტვირთის სპეციალისტის პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად და რომლის წარმატებით გავლის შედეგად, გაიცემა სწავლების სერტიფიკატი; თ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდა (შემდგომ – გამოცდა) – სააგენტოს მიერ ორგანიზებული თეორიული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პირი მიიღებს სერტიფიკატს; ი) საფასური – ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადარიცხული სავალდებულო თანხა, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით; კ) სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია (RID) (შემდგომ – RID) – „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართი − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები მუხლი 3🔗. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის პირობები 1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) მიღების უფლება პირს წარმოეშობა 18 წლის ასაკიდან. 2. სერტიფიკატის მოსაპოვებლად, განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სწავლების განმახორციელებელ პირთან წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი სწავლება და ფლობდეს სწავლების სერტიფიკატს; ბ) წარმატებით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს გამოცდა სააგენტოში. 3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სწავლების სერტიფიკატი; გ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე განმეორებით ან/და გამოცდის პრაქტიკული დავალებების ნაწილზე განმეორებით დასაშვებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. განმცხადებელმა სერტიფიკატის მიღების მოთხოვნით, სააგენტოს უნდა მიმართოს გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში არ მიმართავს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, მან ხელახლა უნდა ჩააბაროს გამოცდა. 6. სერტიფიკატის მისაღებად, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს. 8. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 5 წელი. ვადის გაგრძელება შესაძლებელია ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა ერთ ეგზემპლარად ორ ენაზე, რომელიც წარმოადგენს ორიგინალს და მისი მფლობელის საკუთრებაა. მუხლი 4🔗. სერტიფიკატის განახლების, აღდგენისა და მასში ცვლილების შეტანის ვადები და მომსახურების საფასურები სერტიფიკატის განახლების, აღდგენისა და მასში ცვლილების შეტანის ვადები და მომსახურების საფასურები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვარის №1-1/24 ბრძანებით. მუხლი 5🔗. სერტიფიკატის განახლება 1. სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 1 წლის განმავლობაში, სერტიფიკატის მფლობელი მიმართავს სააგენტოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადებით. 2. სერტიფიკატის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი. 3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად, დაინტერესებული პირი აბარებს გამოცდას სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების“ შესაბამისად. მუხლი 6🔗. სერტიფიკატის აღდგენა 1. სერტიფიკატის აღდგენა ხდება სერტიფიკატის დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს. 2. სერტიფიკატის აღსადგენად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, როდესაც სერტიფიკატის აღდგენის მოთხოვნა განპირობებულია სერტიფიკატის  დაზიანებით. 3. სერტიფიკატის აღდგენის შესახებ განცხადების წარდგენისას, სერტიფიკატის აღდგენამდე, მოთხოვნის შემთხვევაში, სპეციალისტზე გაიცემა სერტიფიკატის ფლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლითაც ეძლევა სპეციალისტს  სამუშაოს უწყვეტად შესრულების შესაძლებლობა. 4. სერტიფიკატის ფლობის დამადასტურებელი ცნობა გაიცემა სააგენტოს მიერ.  5. სააგენტო სერტიფიკატის ფლობის დამადასტურებელ ცნობას გასცემს ცნობის გაცემის შესახებ განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მუხლი 7🔗. სერტიფიკატში ცვლილების შეტანა 1. სერტიფიკატში ცვლილების შეტანა ხდება, როდესაც სერტიფიკატში  არსებული მონაცემები არასწორია, არაზუსტია ან როდესაც სერტიფიკატში ასახული მონაცემები საჭიროებს განახლებას. 2. სერტიფიკატში ცვლილების შესატანად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, როდესაც სერტიფიკატში ცვლილების შეტანის მოთხოვნა განპირობებულია სერტიფიკატზე მონაცემების არასწორად ან/და არაზუსტად მითითებით. 3. შეცვლილი სერტიფიკატის მიღებისთვის,  სპეციალისტმა სააგენტოს უნდა დაუბრუნოს შესაცვლელი სერტიფიკატი, რის შედეგადაც სააგენტო განაახლებს სპეციალისტის სერტიფიკატების რეესტრს. მუხლი 8🔗. სააგენტოს მიერ ხარვეზის დადგენა 1. თუ სააგენტოში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ და განმცხადებელს განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას  სერტიფიკატის გაცემაზე, განახლებაზე, აღდგენასა და  სერტიფიკატში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის განმავლობაში ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება ითვლება შეჩერებულად. მუხლი 9🔗.  სერტიფიკატის შეჩერება 1. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება შემდეგ შემთხვევებში: ა) ისეთი ინცინდენტის, სარკინიგზო შემთხვევის ან/და სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, რომელშიც დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, შესაძლოა გამოიკვეთოს სპეციალისტის პასუხისმგებლობა, სარკინიგზო უსაფრთხოებისთვის შექმნილი რისკების გათვალისწინებით; ბ) სპეციალისტის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე; გ) არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ სპეციალისტი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, მის მიერ განსაზღვრული ვადით შეაჩეროს სპეციალისტის სერტიფიკატის მოქმედება. 3. სააგენტო, სერტიფიკატის  შეჩერების თაობაზე, თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის სპეციალისტს და მის დამსაქმებელს. მუხლი 10🔗.  სერტიფიკატის  გაუქმება 1. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია: ა) თუ გამოვლინდა, რომ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტმა სერტიფიკატის მისაღებად წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია; ბ) ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დადგინდა სპეციალისტის ბრალეულობა; გ) დადგინდა, რომ სპეციალისტი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; დ) ახალი სერტიფიკატით შეცვლა; ე) სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალება; ვ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლა; ზ) სერტიფიკატის დაკარგვა/ დაზიანება/ განადგურება; თ) თუ არსებობს სასამრთლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი სპეციალისტის მიმართ, რომლითაც პირს ჩამოერთვა სპეციალისტის საქმიანობის განხორციელების უფლება. 2. სააგენტო,  სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის სპეციალისტს და მის დამსაქმებელს. მუხლი 11🔗. სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულებები 1. სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია: ა) გამოიყენოს სერტიფიკატი მხოლოდ დანიშნულებისამებრ; ბ) გამოიყენოს მხოლოდ თავისი სერტიფიკატი; გ) არ გადასცეს სერტიფიკატი გამოყენებისათვის მესამე პირს. მუხლი 12🔗. უცხო ქვეყანაში გაცემული სერტიფიკატის დაშვება უცხო ქვეყანაში გაცემული სერტიფიკატი აღიარებულია სააგენტოს მიერ თუ სერტიფიკატი შეიცავს RID-ის 1.8.3.18 ქვეპუნქტის შესაბამის მონაცემებს. თავი III სერტიფიკატის ფორმა მუხლი 13🔗. სერტიფიკატის დამცავი ნიშნები სერტიფიკატი მოიცავს ორდონიან დამცავ ნიშანს: ა) სახელმწიფოს მცირე გერბს; ბ) სააგენტოს ორგანიზაციულ ბეჭედს. მუხლი 14🔗. სერტიფიკატის მონაცემები 1. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სიტყვები „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი“; ბ) სერტიფიკატის ნომერი; გ) სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი – GE; დ) სერტიფიკატის მფლობელის მონაცემები: დ.ა) სახელი; დ. ბ) გვარი; დ.გ) მოქალაქეობა; დ.დ) დაბადების თარიღი და ადგილი; დ.ე) ხელმოწერა; ე) სერტიფიკატის გაცემის თარიღი; ვ) სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი; ზ) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს შესახებ მონაცემები: ზ.ა) სრული სახელწოდება; ზ.ბ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; თ) დამატებითი ინფორმაცია. 2. სერტიფიკატის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) სიმბოლოსგან. პირველი ორი სიმბოლო შედგება სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს სახელწოდების აღმნიშვნელი ორი სიმბოლოსგან – „GE“, შემდეგი ორი სიმბოლო აღნიშნავს დოკუმენტის ტიპს („22“ – სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი), შემდეგი ოთხი სიმბოლო აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წელს და ბოლო ოთხი სიმბოლო აღნიშნავს  სერტიფიკატის ინდივიდუალურ სარეგისტრაციო ნომერს. 3. სერტიფიკატზე მონაცემები დატანილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.